Skip to main content

Posts

Showing posts from January, 2014

ოსმალეთის შემოჭრა გურიაში 1918

წინაპირობები
პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, 1918 წელს დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის ზავი. ზავის მიხედვით რუსეთის იმპერიას ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაებრუნებინა ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რუსეთის იმპერიისგან და მას მართავდა ამიერკავკასიის სეიმი.
სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით. ამ მიზნით 1918 წლის მარტში დაიწყო მოლაპარაკებები ტრაპიზონში. ოსმალეთის მოთხოვნა, გარდა სამი ოლქის გადაცემისა, იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. ამ მოლაპარაკებას თავდაპირველად დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. ოსმალეთის არმიამ სადავო ტერიტორიების დასაკავებლად საომარი მოქმედებები დაიწყო. მარტში ოსმალეთის მე-9, მე-6 და მე-3 არმიებმა მეჰმედ ვეჰიბ-ფაშას სარდლობით კავკასიას შეუტიეს. ამ ბლოგში აღწერილია გურიის ფრონტზე მომხდარი მოვლენები მეტწილად გენერალ გიორგი მაზნიაშვილის და ნაწილობრივ ვალოდია გოგუაძის მოგონებებზე დაყრდნობით.
მდგომარეობა ფრონტის ხაზზე
1918 წლის 31 მარტს ოსმალებმა აიღეს ბათუმი. ქალაქში მდგარი მე-4 ქვეითი ლეგიო…

ძიმითი

გაზეთ „ლენინის დროშის“ ფოტოები. ძიმითისა და ნაგომრის საკოლმეურნეობათშორისო „ძიმითჰესის“ მშენებლობის ინჟინერი ლ. გაბრიჩიძე ათვალიერებს ძალოვანი კვანძის განყოფილებას

ხიდი მდინარე სუფსაზე, ხიდის სიგრძე 105 მეტრია


ძიმითის ხიდის გახსნა, 1959 წ. 15 ნოემბერი


მელექედური 1958

სოფლის კეთილმოწყობაან. ართილაყვა, მ. თავაძე „ლენინის დროშა“ N25, გვ. 3, 1958 წ. ვისაც ერთი ან ორი ათეული წელია არ უნახავს სოფელი მელექედური, ახლა ძნელად იცნობს მას.
კოლმეურნეობის შენობა
კლუბი სტაციონალური კინოდანადგარით, აბანო, ბიბლიოთეკა (რომლის წიგნადი ფონდი 10 000 ცალზე მეტს შეიცავს), საექიმო უბანი ემსახურება მშრომელთა კულტურული დონის ამაღლებას, მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. სოფელი მთლიანად ელექტროფიცირებული და რადიოფიცირებულია.
კოლმეურნე სანდრო ტოროტაძის ოჯახში
გასულ წელს მელექედურის რვაწლიანი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად. მელექედურელი მოსწავლეები მიმდინარე წელს საშუალო სკოლის ტიპურ შენობას მიიღებენ, რომელიც კოლმეურნეობის ხარჯით შენდება და მილიონ ნახევარი მანეთი ჯდება. რაიონის ცენტრთან დამყარებულია საავტობუსო მიმოსვლა.
სკოლის მშენებლობა
ამას წინათ კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრებამ ერთსულოვნად მოიწონა კულტურულ-საყოფაცხოვრებო ნაგებობათა მშენებლობის 3-წლიანი პერსპექტიული გეგმა, რომლის განხორციელება კიდევ უფრო ლამაზს და კეთილმოწყობილს გახდის სოფელს, აამაღლებს მოსახლე…

სიცოცხლის სადარაჯოზე

გაზეთ „ლენინის დროშის“ 1958 წლის სტატია, რომელიც ეძღვნება მახარაძის რაიონულ ცენტრალურ საავადმყოფოს. მოხსენიებულნი არიან იმ პერიოდის ცნობილი ექიმები ნესტორ თოიძე, შოთა მჟავია, ვლადიმერ გოგუაძე, აკაკი სკამკოჩაიშვილი და სხვები.