Skip to main content

Posts

Showing posts from February, 2015

ამხანაგობები გურიაში

დღეს, როცა ადგილობრივი ინიციატივა ნებისმიერი ტიპის საქმეში იშვიათობას წარმოადგენს და როცა რამდენიმე ადამიანის ძალისხმევის გაერთიანება და ორგანიზება როგორც სამოქალაქო, ისე კომერციული მიზნებით იშვითად და ისიც მხოლოდ გარე ფაქტორების მიერ წახალისების (სახელმწიფო, დონორი ორგანიზაციები) შემთხვევაში ხდება, საინტერესო იქნება იმ მაგალითების გახსენება, რომლებიც თედო სახოკიას აქვს აღწერილი თავის „მოგზაურობებში“. ესაა ოთხი მაგალითი ამხანაგობისა, ანუ კომერციული მიზნით შექმნილი გაერთიანებებისა, რომლებიც დღეს ბიზნეს-ასოციაციებს ან კოოპერატივებთან შეიძლება მივამსგავსოთ
მეეტლეთა ამხანაგობა
1890-იანი წლებიდან საჭირ-ბოროტო საქმე გახდა ნატანებიდან ოზურგეთამდე მგზავრობის მოწესრიგება. მოგეხსენებათ, ოზურგეთში რკინიგზა მხოლოდ 1924 წელს შევიდა. მანამდე კი ქალაქის უახლოესი რკინიგზის სადგური ნატანები იყო. იქიდან ან იქამდე მგზავრს ეტლით ან დილიჟანსით უნდა ემგზავრა.
მეეტლეთა თავგასულობას ზღვარი არ ჰქონდა, უნდოდა წაიყვანდა მგზავრს, უნდოდა -არა, უნდოდა, თუმანს გადაახდევინებდა. დამშლელი არ ჰყავდა. ეს განსაკუთრებით ტვ…