Skip to main content

Posts

Showing posts with the label საბაგირო

მაკვანეთის საბაგირო

მაკვანეთის კალინინის სახელობის კოლმეურნეობა ფლობდა ჩაის და ციტრუსის პლანტაციებს გოგიეთის მთაზე, დასახლებული ადგილიდან სამი კილომეტრის მოშორებით. პლანტაციები სრული უგზოობის გამო მოწყვეტილი იყო სოფელს. კოლმეურნეობის გამგეობამ გადაწყვიტა რომ სამანქანო გზის გაყვანა რთული რელიეფის გამო შეუძლებელი იქნებოდა და 1962 წელს გადაწყვიტა საჰაერო-საბაგირო გზა გაეკეთებინა მაკვანეთსა და გოგიეთს შორის. ქვედა სადგურის მაკეტი ის უზრუნველყოფდა კოლმეურნეების ტრანსპორტირებას, სასუქის, ჩაის ფოთლის, ტუნგის ნაყოფის, ყურძნის გადმოზიდვას. ვაგონეტები გათვლილი იყო 500 კგ-ზე და 6 კაცზე. სიჩქარე უნდა ყოფილიყო 3 მეტრი წამში. გზას უნდა მომსახურებოდა საწყისი, შუალედური და საბოლოო სადგურები. ხაზის სიგრძე გოგიეთის ჩაის პლანტაციიდან ჩაის ფაბრიკის მიმღებ პუნქტამდე იქნებოდა 1760 მეტრი. საწყის და საბოლოო სადგურებს შორის სხვაობა სიმაღლეში იქნებოდა 247 მეტრი. იდეის ავტორებს, მათ შორის კოლმეურნეობის თავმჯდომარე შ. დობორჯგინიძეს, იმედი ჰქონდათ, რომ ეს პროექტი გოგიეთის მთას ადგილობრივი მნიშვნელობის საბავშვო კურო...