Skip to main content

Posts

Showing posts from March, 2014

სიმონ გუგუნავას ლექსები

ძმები ქადეიშვილები

მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში (რომელიც დღევანდელ შრომის, ნატანებისა და ურეკის სასოფლო თემებს მოიცავდა) ცხოვრობდნენ ცნობილი რევოლუციონერები ძმები ქადეიშვილები. ალექსანდრე ქადეიშვილის 11 შვილს შორის იყო ხუთი ძმა: ლევარსი, ვლადიმერი, გიორგი, დათა, სიო.

უფროსი ძმა, ლევარსი იყო მუშა ბათუმის როტშილიდს ქარხანაში. მონაწილეობდა  1902 წლის 9 მარტს გამართულ ბათუმის მუშათა მასობრივ გაფიცვაში. 1905 წელს მოკლეს მთავრობის მოსყიდულმა პირებმა. ამას თან დაერთო უმცროსი ძმის ვლადიმერის სიკვდილი.
გიორგი იყო მიქელგაბრიელის საზოგადოების გლეხების რევოლუციური ხელმძღვანელი 1901-1902 წლებში. 1903 წელს ოჯდა ქუთაისის ციხეში სტალინთან ერთად. გადაასახლეს არხანგელსის გუბერნიაში, იქედან დაბრუნდა მძიმედ დაავადადებული, გადაიცვალა 1931 წელს.


დათა ქადეიშვილი 1900 წლიდან 20 წლის ასაკში  ძმების მეშვეობით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1903-1904 წლებში გლეხებისგან შეადგინა პარტიზანული რაზმები გურიის რევკომის  დავალებით. 1905 წლის 1 იანვარს ზედუბნის ეკლესიის წინ აღმართა წითელი დროშა. დათა რევკომისთვის ფულსაც აგროვებდა რ…

სტამბები გურიაში

„ოზურგეთის ისტორიაში საპატიო ადგილი ექნება დათმობილი სტამბის დაარსების ამბავს“ თედო სახოკია

ქალაქი პატარაა, ძლივს აღემატება დიდ სოფელს, მისი მკვიდრნი დიდ ინტერესს იჩენენ ლიტერატურისადმი, აქვთ თავიანთი სტამბა და მრავალ საყურადღებო წიგნს აქვეყნებენ
მარჯორი უორდროპი
პირველი სტამბა შეკვეთილში


საქართველოში, მათ სორის გურიაში 1870-იან წლებში ფართოდ გავრცელდა ხალხოსნური (ნაროდნიკული) მოძრაობა. ერთ-ერთი მთავარი ნაროდნიკული იდეა იყო განათლებისა და წიგნების გავრცელება. წიგნებისა და თარგმანების დასაბჭედად ნაროდნიკებს სჭირდებოდათ სტამბა.

გურიაში მოღვაწე ნაროდნიკების ჯგუფმა არალეგალური სტამბისთვის შეარჩია მელიტონ ნაკაშიძის მამულში მდებარე საღარიბოს ტყე, შეკვეთილში. ორგანიზაციას განზრახული ჰქონდა შეეგროვებინა ფული, ეყიდათ საბეჭდი მანქანა შვეიცარიაში და ჩამოეტანათ ბათუმის ნავსადგურში. 1876 წლის ნოემერში ჟანდარმერიამ იპოვა ორგანიზაცია და გაანადგურა ის.
ოზურგეთის სტამბა

ოზურგეთის ლეგალური სტამბის გახსნის სათავეებთან იდგნენ ალფესი მიქელაიშვილი და კოწია თავართქილაძე. ალფესი მიქელაიშვილი (დ. 18.08.1862, ბაღ…

1919 წლის აჯანყება გურიაში

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს ბოლშევიკების მომხრეებს ჰქონდათ რამდენიმე აჯანყების მოწყობის მცდელობა. მათგან ყველაზე მასშტაბური იყო 1919 წლის შეიარაღებული აჯანყება.

გურიაში ბოლშევიკების აქტიურობა ჯერ კიდევ 1917 წლიდან იწყება. 1917 წლის მაისში დაარსდა მოსწავლეთა კლუბი, რომლის მიზანი იყო სოციალისტური ლიტერატურის შესწავლა. იმავე წლის 24 ნოემბერს ჩატარდა ბოლშევიკთა ოზურგეთის ჯგუფის კრება, რომელმაც მისალმება გაუგზავნა ლენინს და მიულოცა რევოლუციის გამარჯვება. 30 დეკემბერს მაშინდელი სამოქალაქო სასწავლებლის შენობაში გაიხსნა ოზურგეთის მაზრის ბოლშევიკების I კონფერენცია. ბოლშევიკთა პარტიაში ახალ წევრთა მიღება ოზურგეთში ორ ადგილზე წარმოებდა: ქალაქის აფთიაქის გამგე ფილიპე ცხომელიძესთან და მარო ლომინაძესთან სახლში, რომელიც იდგა მაშინდელი თეატრის გვერდით.

ბოლშევიკთა სიმრავლე იყო სოფელ ჯუმათში. 1918 წლის 18 იანვარს ჯუმათის ბოლშევიკური ორგანიზაციის კრებამ დიდი ზეიმით აღიარა საბჭოთა მთავრობა და გაკიცხა ამიერკავკასიის კონტრრევოლუციური კომისარიატი.

1919 წლის ნოემბერში საკმაოდ მასშტაბი…

ჰესები გურიაში

გურიაში მოქმედი ჰესებია ბჟუჟჰესი, აჭჰესი,  ბახვიჰესი და ნაბეღლავი ჰესი. 
ბჟუჟჰესის მთავარი ნაგებობა მდინარე ბჟუჟის ხეობაში, სოფელ გომიდან 2 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარეობს. კიდევ უფრო ჩრდილოეთითა მოწყობილი სათავე ნაგებობა, „სათავანი“, რომელიც ძალიან ლამაზ ადგილზეა მოწყობილი. დაახლოებით 20-მეტრიანი ჩანჩქერი ეცემა ხელოვნურად დაგუბებულ კაშხალში, საიდანაც წყალი იფილტრება და იგზავნება მილში, რომელიც 700 მეტრის სიგრძისაა, შემდეგ სამასი მეტრის სიმაღლიდან ეცემა და ამუშავებს აგრეგატოტრს
ბჟუჟჰესი 1950-1956 წლებში შენდებოდა და მაშინდელი საბჭოთა პროპაგანდის ერთ-ერთი სიამაყე იყო. 
ელექტროშემდუღებელთა ბრიგადა. მარცხნიდან მარჯვნივ ბრიგადირი პეტრე სტაროკინი, ელექტროშემდუღებლები ჯავად საკანიანი, ივანე ფროლოვი, და სურენ სარქისიანი, ბჟუჟჰესის მშენებლობა, 1950-იანი წლები

ბჟუჟჰესის მშენებლობას ეწვია ჩინელი ჩჟაო ჟუნ-კუნი საწარმოო პასუხის გასავლელად. ჩჟაო ჟუნ-კუნი ლიაონინის პროვინციიდანაა. მან დაამთავრა ქ. ჩანჩუნის ელექტროტექნიკუმი, შემდეგ ერთ წელიწადს პეკინის სპეციალურ სასწავლებელში სწავლობდა რუსულ ენას…

გურიის ხმა

1918 წლის 7 ივლისს ოზურგეთში დაარსდა პირველი ადგილობრივი გაზეთი „გურიის ხმა“. „გურიის ხმა“ იყო ყოველკვირეული, ოთხგვერდიანი გაზეთი - გურიის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციების ორგანო. ღირდა 3 კოპეიკი. მისი ლოზუნგი იყო „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით“. მისი რედაქტორი იყო შ. დუდუჩავა, ახალგაზრდა მარქსისტთა ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
გაზეთი სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიურ პლატფორმაზე იდგა. იბეჭდებოდა საგანმანათლებლო სტატიები სოციალ-დემოკრატიისა და მარქსიზმის შესახებ: მაგალითად „თანამედროვე მომენტი და მარქსიზმი“. ამავდროულად გაზეთი მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობას და მის შესახებ წერდა: „26 მაისი ჭეშმარიტად ისტორიული დღეა. ამ დღეს დაესკვნა საძირკველი ქართველი ერის დამოუკიდებლობას. ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის თავგანწირულმა მებრძოლმა, მისი გულის მესაიდუმლემ, მისი ნებისყოფის უტყუარმა გამომხატველმა, ბრძოლის ცეცხლში გამოწრთობილმა სოციალ-დემოკრატიამ ჩამოასხა ქართველი ერის სახელმწიფოებრივი ფორმა დემოკრატიულ რესპუბლიკაში.“ გაზეთში იყო რუბრიკები „სად…

ისიდორე ჩხარტიშვილი

ისიდორე ივაკის ძე ჩხარტიშვილი დაიბადა 1883 წელს ჯუმათში, ღარიბი გლეხის ოჯახში. დაამთავრა ჯუმათის ორკლასიანი სასწავლებელი 1899 წელს მაგრამ სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო. წავიდა ბათუმში სამუშაოდ, ერთი წელი უმუშევარი იყო და მერე მოეწყო მანთაშევის ნავთის ქარხანაში მუშად.
ბათუმში ისიდორე შევიდა რსდმპ (რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია) რიგებში და ჩაება არალეგრალურ მუშაობაში. 1902 წელს მან მონაწილეობა მიიღო მუშათა დემონსტრაციაში. არალეგალური საქმიანობის გამო ისიდორეს პოლიცია უთვალთვალებდა. პოლიციამ მიაგნო ისიდორეს ადგილსამყოფელ ბინას, მაგრამ ისიდორემ გაქცევა მოასწრო და პოლიციას ისიდორეს და შერჩა ხელთ. 
ისიდორე გაიქცა გურიაში. მისი და ავად გახდა და ბათუმში საავადმყოფოში მოათავსეს. ისიდორემ გადაწყვიტა და მოენახულებინა,  არ შეუშინდა პოლიციას და მიაკითხა დას ბათუმში, საავადმყოფოში. იქ მას პოლიცია დახვდა და დააპატიმრეს. ეს მოხდა 1903 წელს. ისიდორეს გაციმბირება მიუსაჯეს, მაგრამ გაიქცა, დაბრუნდა მშობლიურ გურიაში და იქ გააგრძელა არალეგალური პროპაგანდისტული მუშაობა. მას ირჩევენ გურიის რევკომ…

გურიის მოსახლეობის სტატისტიკა

014 წლის მონაცემებით გურიის მოსახლეობა 113 221 ადამიანია. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1926 წლის შემდეგ.

გურიის მოსახლეობა 1831 წლიდან დღემდე

ჩანს, რომ გურიის მოსახლეობა მზარდია მეფის რუსეთის დროს, კლება ფიქსირდება 1911-დან 1921 წლამდე. სავარაუდო მიზეზებია პირველი მსოფლიო ომი და რუსეთის მიერ ოკუპაცია. მოსახლეობის რაოდენობა ზრდადი იყო საბჭოთა დროს, 1926-1989 წლებში.  ყველაზე დიდ კლებას გურიის მოსახლეობა 1989 წლიდან დღემდე განიცდის, ბოლო 25 წელიწადში მოსახლეობა 45 ათასზე მეტი ადამიანით შემცირდა.
ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობა
1888 წელს გურიის მოსახლეობა (75859) პრაქტიკულად მთლიანად მართლმადიდებელი იყო, გარდა ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები 39 კათოლიკე სომეხისა (ქალაქის მოსახლეობის 3%) და სოფლებში მცხოვრები 182 სუნიტი მუსლიმისა. 
მოსახლეობა რაიონების მიხედვით
ლანჩხუთის რაიონი კარგად ჩანს, რომ ლანჩხუთის რაიონის მოსახლეობის რაოდენობა შექმნიდან 2002 წლამდე სტაბილური იყო. 
ჩოხატაურის რაიონი კარგად ჩანს, რომ ჩოხატაურის რაიონის მოსახლეობის რაოდენობა შექმნიდან დღემდე კლებადია.
ოზურგეთის რაიონი
ქალ…

კოსტავას ქუჩა

ან. ართილაყვა გაზეთი „ლენინის დროშა“ N 49, გვ 3. 1956 წ
ქუჩა დიდი ლენინის სახელობისა
ახლო წარსულში მახარაძიდან ნატანებისკენ მიმავალი გზა ტალახიანი, ვიწო, სრულიად კეთილმოუწყობელი იყო. 
ახლა კი ეს ქუჩა, რომელიც დიდი ლენინის სახელს ატარებს, ლარივით სწორი, განიერი, მოასფალტებული და მეტად ლამაზია. მის ორივე მხარეზე ლამპიონები ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულან და ღამით ბრწყინავენ ილიჩის ნათურები, თავმომწონედ დგანან თეთრტანიანი ლამაზი ჭადრის ხეები, გაზონებში მრავალი წიწვოვანი მცენარე დაურგავთ. ყვავილნარი, რომელიც ახლა იღვიძებს, ზაფხულობით ამკობს და სურნელებას ჰფენს იქაურობას. სოფელ მახარაძის საზღვრამდე მიდის ეს ქუჩა. 
ამ ქუჩაზე არის კულტურისა და დასვენების პარკი, სადაც გაცხოველებული მუშაობაა ახალი სეზონის შესახვედრად. აქ შარშან საზეიმო ვითარებაში საფუძველი ჩაეყარა კაცობრიობის უდიდესი გენიოსის, ლენინის ძეგლს. 1622700 მანეთი დაიხარჯება მის აგებაზე. მშენებლობა უკვე დაიწყო.
ლენინის ძეგლი ქუჩის დასაწყისში. უკან - კულტურისა და დასვენების პარკი
ლენინის ქუჩაზეა ზვანის ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობის კ…