Skip to main content

Posts

Showing posts from May, 2012

რა ვნახოთ გურიაში?

რუკები და მცირე ინფორმაცია მათთვის, ვინც გურიის დათვალიერებას აპირებს მანქანით, ველოსიპედით ან ფეხით

ლიხაური / აჭის ხეობა
საწყისი პუნქტი ოზურგეთი. ლიხაურის ეკლესია, ლიხაურის ციხე, აჭის ეკლესია, ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი. კარგ ამინდში შეიძლება გოგორიკიძეზე ბანაობაც, რესტორან ნიაბაურში შესვლაც. რესტორნის აბრა გზაზე შეგხვდებათ. მუზეუმი რუკაზე აღნიშნული არ არის, თუმცა ის სოფლის ცენტრშია და დაინახავთ. გზა კარგია



შემოქმედი / ბჟუჟის ხეობა
კვირიკეთის ეკლესია, შემოქმედის ეკლესია, ფილიპე მახარაძის მუზეუმის ნანგრევები, ჩაქუხა, ბჟუჟჰესი, სათავანი. გზა ბჟუჟჰესამდე კარგია. სათავანი ჰესის სათავე ნაგებობაა, სადაც რამდენიმემეტრიანი ჩანჩქერია მდინარე ბჟუჟზე. ფილიპე მახარაძის მუზეუმი რუკაზე არ არის, არც საგზაო ნიშანია, თუმცა მისი ამოცნობა შეიძლება საბჭოთა პერიოდისთვის მახასიათებელი არკით, რომელიც გზაზე მხოლოდ ერთ ადგილზე შეგხვდებათ.



ქვის საწნახელი გონებისკართან ახლოს
ქვაში ნაკვეთი, ექვსმეტრიანი უძველესი საწნახელი, გონებისკარიდან ერთ კილომეტრში. სოფლის ცენტრიდან ფეხით ასვლა შეიძლება


ასკანის ციხე
საწყისი პ…

როგორი უნდა იყოს ჩვენი გერბი

როგორი უნდა იყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი? ამის გარკვევას საკმაო ხანია ამაოდ ცდილობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. კიდევ უფრო დიდი ხანია იმავეს ცდილობენ ლანჩხუთში.
მცირე ისტორია

ქალაქ ოზურგეთის პირველი გერბი რუსეთის იმპერიის მიერ გურიის დაპყრობის შემდეგ შეიქმნა. 1840 წელს ოზურგეთს ქალაქის სტატუსი მიენიჭა,1843 წლის 21 მაისს კი ოზურგეთის პირველი გერბი დამტკიცდა.
ოზურგეთის გერბი წარმოადგენდა ფრანგული ფარს, რომელიც ჰორიზონტალური ხაზით ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ზედა ნაწილი იმეორებდა საქართველო-იმერეთის გუბერნიის გერბს (ორთავიანი რუსული არწივის გარეშე): მასზე იყო გამოსახული არარატის მთაზე შეჩერებული ნოეს კიდობანი (მარცხნივ), შავი ზღვა (მარჯვნივ) და წმინდა გიორგი (ცენტრში). ქვედა ნაწილი სიმბოლურად ასახავდა კონკრეტულად ოზურგეთს: მთა, გუთანი, და ვაზის აკიდო. ოზურგეთის გერბმა ამ სახით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არსებობამდე იარსება.

აი ჩოხატაურში კი მარტივად გადაჭრეს ეს პრობლემა. გამოაცხადებს კონკურსი. გამარჯვებულად კონკურსის ერთადერთი მონაწილე გამოაცხადეს  და ახლა ჩოხატაურის მ…

ოზურგეთის სიღნაღიზაცია

ვინც ოზურგეთის საქალაქო ცხოვრებაში ასე თუ ისე ჩახდეულია, იცის:  ოზურგეთის ცენტრში სამშენებლო სამუშაოებია. გამოცხადდა, რომ განახლდება ქალაქის ცენტრი, მოედანი თეატრის წინ, რკინიგზის სადგური და მათი გამაერთიანებელი ჭავჭავაძის ქუჩა.  რაკიღა ამ პროცესს არავინ შეწინააღმდეგებია, ვალდებულად ვთვლი ორიოდ სიტყვა ვთქვა, რა და რატომ არ მომწონს.
ჯერ პროცედურული ნაწილი

პროცესი გაუმჭვირვალეა. პროექტებზე კონკურსი არ გამოცხადებულა. საჯარო გახდა უკვე შედგენილი პროექტები და ტენდერი გამოცხადდა მხოლოდ უკვე არსებული პროექტის შესრულებაზე. თუმცა პროექტიც ხმამაღალი ნათქვამია - რეალურად ესაა მხოლოდ მოდელები და მაკეტები, სადაც არც ფონი ჩანს, არც ბუნება, არც სხვა შენობები, არც ქალაქის ურბანული თავისებურებები.
ეს მოდელები კი შეადგინა იმ ჯგუფმა, ვინ თბილისში აღმაშენებლის გამზირისა და კალაუბნის სარებილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა. ამ მაგალითებით თუ ვიხელმძღვანელებთ, მაშინ ოზურგეთში ისეთივე გაპრიალებული კინოს დეკორაციები უნდა მივიღოთ, როგორც თბილისის ამ ორ უბანში.
პროექტების და იდეების შესარჩევად რომ კონკურსი გამოცხა…