Skip to main content

Posts

Showing posts from August, 2012

ბახმარო: ძველი ფოტოები და ტურისტული ბილიკები

ბახმაროს ხედი პატარა ფაფარადან



აქ წარმოდგენილია ბახმაროს დამსვენებელთა შორის პოპულარული რამდენიმე ტურისტული ბილიკი. თითოეულ რუკაზე მარჯვნივ ზედა კუთხეში, ღილაკ wikiloc-ზე დაჭერით ნახავთ დეტალურ რუკას
ობოლი ქვა, დიდი ზომის ლოდი


ზოტიყელი, აჭარელთა საზაფხულო დასახლება ბახმაროსთან ახლოს. სამანქანო გზა


ზოტიყელი, საცხენოსნო და ქვეითთა ბილიკი



სილამაზის წყარო, ერთ-ერთი ყველაზე ცივი წყარო ბახმაროში


გადრეკილი, ანუ მზის ამოსავალი. 2505 მ . სიმაღლის მთიდან კარგ ამინდში შესაძლებელია მზის ამოსვლის ნახვა


მზის ჩასავალი. მზის ჩასვლა ყოველთვის კარგი საცქერია, მოწმენდილ და ღრუბლიან ამინდშიც



ბილიკი ბახმარომდე სოფელ ვაკიჯვრიდან



ბილიკი ბახმარომდე სოფელ მთისპირიდან



გომისმთა. გურიის რიგით მეორე სამთო კურორტი ბახმაროდან არც ისე შორსაა. გასდასვლა ფეხით და ცხენებით შეიძლება



გურიის ტერიტორიული მოწყობა

„რიცხოვნობით რაც უფრო პატარაა პოლიტიკური გაერთიანება,  მით უკეთ ამჩნევენ მისი წევრები პრობლემების  ერთობლივად გადაჭრის საჭიროებას.  შესაბამისად, უფრო მარტივია თითოეული მათგანის ინფორმირება,  დარწმუნება და, ასევე ალტერნატიული არჩევანის შეთავაზება.  ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს  გადაწყვეტილებების მიღების პროცესში  საზოგადოების თითქმის ყველა წევრის თანამონაწილეობას. პატარა გაერთიანებაში ცალკეული მოქალაქის წვლილი  საერთო საქმეში  უფრო დიდია,  ასევე, უფრო დიდია ცალკეული მოქალაქის  შეხების ხარისხი (სარგებელი და ხარჯები) ამ საერთოსთან,  რაც აძლიერებს მოქალაქეთა  მოტივირებულობის, კომპეტენტურობისა და მზადყოფნის ხარისხს,  პირადად მიიღონ მონაწილეობა  ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებაში.“ Leonhard Neidhart: Die politische Schweiz წიგნიდან შვეიცარია, როგორც განსაკუთრებული შემთხვევა, პაულ ვიდმერი,  თბ. 2012

2006 წლის რეფორმამდე გურიაში 70-მდე თვითმმართველი ერთეული იყო. ახლა სულ სამია. არც წინა მოწყობა ვარგოდა. არც ეს ვარგა.
ერთი მხრივ ძველად არსებული ერთეულები მეტისმეტად პატარები იყვნენ, ძალიან პატარა ბიუჯეტი ჰქ…

ფილიპე მახარაძის სახლ-მუზეუმი

თუ გონებისკარში, შემოქმედთან ახლოს ფილიპე მახარაძის სახლის ნახვას მოისურვებთ დაგხვდებათ სანახევროდ დანგრეული ოდა-სახლი, სიმინდის ყანად ქცეული ეზო და გაოცებული მეზობელი - ვის გაახსენდა ფილიპე?
ფილიპე, დღეს, რა თქმა უნდა, პოპულარული აღარ არის. იყო დრო, როცა მისი სახელი ერქვა რაინს, ქალაქს, სოფლებს ჯავახეთში და ბახმაროს ერთ-ერთ ქუჩას კი დღემდე შემორჩა მისი სახელი. ფილიპე ლამის ერთადერთი იყო ბოლშევიკთა ძველი თაობის ლიდერებს შორის, რომელიც ცოცხალი გადაურჩა სტალინურ რეპრესიებს და და თავისი სიკვდილით მოკვდა 1941 წელს. 
ფილიპე სამუშაო კაბინეტში

1924 წელს, როცა საქართველოში ანტიბოლშევიკური აჯანყება დაიწყო, ფილიპე ოჯახთან ერთად გონებისკარში, მშობლიურ სახლში 28 აგვისტოს გაიხიზნა და მხოლოდ 1 სექტემბერს დაბრუნდა უკან,  ოზურგეთში.

1957 წელს სახლში სადაც მახარაძე დაიბადა, გაიხსნა მისი სახელობის მუზეუმი. მუზეუმი გაიხსნა 1957 წლის სამ ნოემბერს. გახსნაზე ჩამოვიდა სსრ კავშირის სახალხო არტისტი სტალინური პრემიის ლაურეატი ივანე სიმონის ძე კოზლოვსკი და შემოქმედის კულტურის სახლში შეასრულა რუსული ქართული და …

ნატანები დღეს

პ. სალუქვაძე, ნ. ქინქლაძე,  გაზეთი „ლენინის დროშა“ 1 იანვარი 1955, N 1, გვ. 3
კოლმეურნეობის ადმინისტრაციული შენობა, 1956 წ
მდიდარი, კეთილმოწყობილი სოფელია ნატანები. ნატანების კოლმეურნეობა ღირსეულად ატარებს კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს შემქმნელის, მთელი მსოფლიოს მშრომელთა გენიალური ბელადის ვ. ი. ლენინის სახელს.
382 ჰექტარი ჩაი, 380 ჰექტარი სიმინდი, ციტრუსების თვალუწვდენი ბაღები, ტუნგო, ბამბუკი და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები - ესაა ამ მილიონერი კოლმეურნეობის სიმდიდრე.
***
ნატანებელთა თავდადებულ შრომას მეტი ხალისი მისცა მეგობრობის შთამაგონებელმა გრძნობამ. თითქმის 15 წელია ნატანებელი კოლმეურნეები ეჯიბრებიან სომხეთის სსრ სოფელ ნალბანდიანის მიქოიანის სახელობის კოლმეურნეობის კოლექტივს. სომეხი და ქართველი კოლმეურნეების შეჯიბრება დიდად ეხმარება ორივე კოლმეურნეობას ახალი წარმატების მოპოვებაში. როცა ამ მეგობრობის შინაარსიან ისტორიას ეცნობით, უნებურად მოგაგონდებათ ჩვენი სასიქადულო მგოსნის აკაკი წერეთლის ნათქვამი:
„შენ სომეხი ხარ და მე ქართველი, მაგრამ ძმები ვართ ერთმანეთისა“
დღ…