Skip to main content

Posts

Showing posts with the label ედუარდ შევარდნაძე

თბოელექტროსადგური სოფელ მერიაში

1960-იანი წლების დასაწყისში მახარაძის რაიონის სოფელ მერიაში მოეწყო სამხედრო აეროდრომი და შესაბამისი დასახლება. 1962-1964 წლებში სამხედრო აეროდრომი გამოიყენებოდა აგრეთვე სამოქალაქო მიზნით, სრულდებოდა ყოველდღიური რეისები მახარაძე-თბილისი. 1964 წლიდან ის კვლავ მხოლოდ სამხედრო ფუნქციით განაგრძობდა არსებობას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში, მაშინ, როდესაც გურიიდან ჯერ კიდევ გაჰქონდათ რუსეთში ციტრუსი, ჩაი და სხვა პროდუქცია, გაჩნდა იდეა მერიის აეროდრომის სამოქალაქო მიზნებით გამოყენებისა და 1995 წლის 21 მაისს შესრულდა კიდეც რეისი ოზურგეთი-მოსკოვი. რამდენიმე რეისის შემდეგ ეს წამოწყება მალევე ჩავარდა. ასაფრენი ბილიკის ბეტონის ფილები ბათუმში გზების მოსაწყობად იქნა გამოყენებული. ე.წ. გოროდოკის ნანგრევები 2000-იან წლებში მერიის აეროდრომის ტერიტორიაზე თბოიელექტროსადგური უნდა აშენებულიყო. არ ვიცი, ეს რეალური გეგმა იყო თუ მაშინდელი კორუმპირებული პოლიტიკური ელიტის მაქინაციის ნაწილი, მაგრამ არსებობს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2000 წლის 3 აპრილს დამტკიცებული ბრძანება , რ...

მე-18 არმიის მუზეუმის გახსნა ოზურგეთში / Museum of 18th Army Opening

1981 წელს მახარაძეში გაიხსნა მე-18-ე არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი, მუზეუმი 1878-81 წლებში შენდებოდა. მე-18 არმიის სარდალი იყო კონსტანტინე ლესელიძე, გურიიდან, რომელიც ხვარბეთში დაიბადა და ოზურგეთში გაიზარდა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ის იყო, რომ ლეონიდ ბრეჟნევი იყო მე-18 არმიის პოლიტიკური მდივანი მეორე მსოფლიო ომის დროს. საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში, მაგ ნოვოროსკიისკში იყო ასეთივე მუზეუმი (1982 წ.). მუზეუმის მშენებლობას შეეწირა ქალაქის ცენტრის მანამდე არსებული, თუმცა არც ისე ძველი შენობები: რესტორანი „იზაბელა“ და თეატრის, მოგვიანებით კულტურის სახლის შენობა. მშენებლობას წინ უძღოდა შესაბამისი პროპაგანდა . 1981 წლის 18 დეკემბერს გახსნას ესწრებოდა ცკ-ს პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე. დღეს ამ შენობაში ოზურგეთის ისტორიული მუზეუმია განთავსებული.

შევარდნაძე გურიაში 1981 / Eduard Shevardnadze in Guria, 1981

1981 წელს მახარაძის რაიონს ედუარდ შევარდნაძე ესტუმრა. მან 18 დეკემბერს გახსნა მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი. ამანამდე, სანამ ექვთიმეობა აღინიშნებოდა და ძეგლი გაიხსნებოდა, ლიხაურს ეწვია მაშინდელი საქ. კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც 1981 წლის დეკემბერში იყო ჩასული ქალაქ მახარაძეში მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმის გასახსნელად. გარდა ლიხაურისა, შევარდნაძე სტუმრობდა ბახვს, სადაც ბახვის მანიფესტის მემორიალი გახსნა. შევარდნაძე ლიხაურში  მარცხნიდან მეორე გენადი კოლბინი - ცეკას მეორე მდივანი, ზურაბ პატარიძე - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაკო ორაგველიძე, ედეუარდ შევარდნაძე, სოლიკო ხაბეიშვილი შევარდნაძე მარადიულ ცეცხლთან ლიხაურის ცენტრში შევარდნაძე ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან „ბახვის მანიფესტის მემორიალის გახსნა, მარცხნივ ედუარდ შევარდნაძე, მარჯვნიდან მეორე მამია კილაძე -  გაზეთ „ლენინის დროშის“ რედაქტორის მოადგილე, მარჯვნივ ოთარ თენეიშვილი მახარაძის რაიკომის პირველი მდივანი. ბახვი