Skip to main content

Posts

Showing posts from March, 2015

ხე-ტყით ვაჭრობა გურიაში

გურია ტყით მდიდარი მხარე იყო. ჯერ კიდევ სტრაბონი წერდა, რომ კოლხეთში გემებისა და ნავების მშენებლობისთვის დიდძალი მასალა იშოვება, რადგან აქ დიდი ტყეები იზრდება და ზღვამდე მდინარით ჩამოიტანებაო. გაუვალი და უღრანი შავი ტყით იყო დაფარული გურიის ზღვისპირეთი, სუფსის, ნატანებისა და კინტრიშის ხეობები, აჭარა-გურიის ქედის მთისწინეთი. გავრცელებული იყო ბზა, მუხა, წიფელა, თხმელა, თუთა, კაკლის ხე, კოპიტი, წყავი, ცაცხვი, ნაძვი, ფიჭვი და სხვ.

მამია V გურიელმა, მიიღო რა რუსეთის იმპერიის მფარველობა და დადო ფიცი, მისცა პირობა საქართველოს მთავარმართებელ ალექსანდრე ტორმასოვს, რომ თუ გურიის ტყეებში აღმოჩნდებოდა ნავებისა და გემების ასაგებად გამოსადეგი ხე-ტყის მასალა, გურიელები მასალაში ფულს არ მოითხოვდნენ და ტრანსპორტირებასაც უფასოდ უზრუნველყოფდნენ.

პირობის შესრულება გურიელებს არ დასჭირვებიათ, რადგან გურიის სამთავრო გაუქმდა და უშუალოდ შეუერთდა ოზურგეთის მაზრის სახით რუსეთის იმპერიას. თუმცა ხელისუფლებას დაასწრეს ადგილობრივმა ფეოდალებმა.

1836 წელს აზნაური ოთარ ებრალიძე და თავადი ალექსანდრე მაჭუტაძე შეუთანხმ…

სტალინი გურიაში

სტალინის მონაწილეობა 1905 წლის გურიის აჯანყებაში, ისევე როგორც მისი როლი ბევრ სხვა საქმეში, მოგვიანებით გააბუქეს და გააზვიადეს. საბჭოთა პროპაგანდა ცდილობდა წარმოედგინა, რომ სტალინი იყო ლამის ყველაფრის სულისჩამდგმელი და წარმმართველი.
სტალინი პირველად გურიაში ჩავიდა 1902 წელს, როტშილდის ქარხნის მუშასთან, ილია შარაშიძესთან ერთად და ჩაატარა პოლიტიკური კრება ხიდისთაველი ესე კალანდაძის ოჯახში. 
1905 წლის აგვისტოში სოფელ ფარცხმის მკვიდრმა ესე ცინცაძემ სტალინი ერმილე დოლიძის ეტლით საჯავახოდან ჩოხატაურში ჩაიყვანა. გურიაში სტალინმა ათი დღე გაატარა, სადაც ესწრებოდა სოფლებში გამართულ მიტინგებს.
ხალხმრავალი კრებები მაშინდელ გურიაში ხშირი მოვლენა იყო. ყოველ კრებაზე ირჩეოდა ახალი თავმჯდომარე, ის წყვეტდა ვის უნდა გამოეთქვა საკუთარი აზრი და თავად ადგენდა რეგლამენტს. ასეთი კრებების გაძღოლა, სადაც საშუალოდ 500-700 კაცი იკრიბებოდა, არ იყო ადვილი საქმე, მაგრამ გლეხები ამას შესანიშნავად ართმევდნენ თავს. ხშირად კრებაზე იმართებოდა პოლემიკა მენშევიკებს, ბოლშევიკებსა და სოციალ ფედერალისტებს შორის. ასეთი შეხ…

რკინიგზა ოზურგეთში

ნატანები - ოზურგეთის რკინიგზა 1890-იანი წლებიდან საჭირ-ბოროტო საქმე გახდა ნატანებიდან ოზურგეთამდე მგზავრობის მოწესრიგება. ქალაქის უახლოესი რკინიგზის სადგური ნატანები იყო. იქიდან ან იქამდე მგზავრს ეტლით ან დილიჟანსით უნდა ემგზავრა. თბილისი-ბათუმის რკინიგზის მშენებლობამდე პროექტის თავდაპირველი ვარიანტით რკინიგზა ოზურგეთთან ახლოს, 4-5 კმ.-ზე გაივლიდა, მაგრამ საბოლოოდ 20 კმ-ით შორს გაიარა.
ოზურგეთში რკინიგზის შეყვანისთვის შრომობდა ოზურგეთის საქალაქო თვითმმართველობა, რომელიც 1896 წელს შემოიღეს და რომელმაც შესაბამისი პროექტი იმპერატორს წარუდგინა. ამ დროს ქალაქის თავი იყო ვინმე თავდგირიძე. პროექტით ოზურგეთი რკინიგზით ნატანებს დაუკავშირდებოდა. რკინიგზა ქალაქიდან 4-5 კმ დაშორებით გაივლიდა. ნატანებიდან რკინიგზა უნდა გაგრძელებულიყო შეკვეთილამდე და ზღვამდე. გაფართოებუიყო შეკვეთილის პორტი და რკინიგზა დაკავშირებოდა მას. პროექტის ბიუჯეტი 30 000 მანეთი იყო. მეფის მთავრობამ ამ პროექტის განსახორციელებლად ფული არ გამოჰყო. ნატანები-ოზურგეთის რკინიგზის მშენებლობის საკითხი ხელახლა დააყენა 1900 წლის მოწვევ…