Skip to main content

Posts

Showing posts from April, 2014

ოზურგეთის საქალაქო თვითმმართველობა

გურის სამთავროს რუსეთის იმპერიის მიერ ანექსიის შემდეგ, 1840 წელს, შეიქმნა გურიის მაზრა (1846 წლიდან ეწოდა ოზურგეთის მაზრა) და ოზურგეთი გამოცხადდა სამაზრო ქალაქად, მაგრამ საქალაქო თვითმმართველობა მას არ მინიჭებია. მაზრა იმართებოდა საპოლიციო წესით, მაზრის უფროსის მიერ, რომელსაც ხელისუფლება ნიშნავდა. 1866-82 წლებში ოზურგეთის მაზრის უფროსი იყო პორუჩიკი ოტია დადიანი იყო შემდგომში პოლკოვნიკი და გენერალ-მაიორი. 1892 წელს მაზრის უფროსი იყო სოკოლსკი.
საქალაქო დებულება, რომლითაც იმპერიის ზოგ ქალაქს მიენიჭა თვითმმართველობის უფლება 1870 წელს, არ შეეხო ოზურგეთს. ოზურგეთმა ეს სტატუსი მიიღო ხოლოდ 1896 წელს, როცა მოქმედებდა იმპერატორ ალექსანდრე მესამის მიერ შეცვლილი ახალი საქალაქო დებულება, რომელიც 1870 წლის დებულებასთან შედარებით, უფრო ავიწროვებდა მოქალაქეთა საარჩევნო უფლებას და უფრო ზღუდავდა თვითმმართველობის უფლებებს.

საქალაქო თვითმმართველობა
საქალაქო თვითმმართველობის პირველი არჩევნები ოზურგეთში ჩატარდა 1896 წელს. თვითმმართველობა შედგებოდა ქალაქის საბჭოსგან (საკრებულო), სადაც შედიოდა 15 წევრი, ქალა…

ქაიხოსრო გურიელის გამარჯვება ვამეყ დადიანზე

ქაიხოსრო გურიელის სიგელი აჭის ეკლესიას
შენ, დიდებულო ღუაწლისა მძლეველო მხედარო, მრავალთა სასწაულთა მოქმედო, რომელმან იცან ერთი სამებისაგანი ქრისტე უფალი ღმერთი ჩვენი, არცხვინე ურწმუნოთა და იწამე ქრისტესთვის და მან მოგვცა სამას სამოცდახუთი სასწაული მოქმედება, ზღუათა და ხმელეთთა განთქმულო, მოწამეთა მთავარო, წ-ო გიორგი აჭისაო, გევედრები მე გურიელი ქაიხოსრო. მას ჟამსა, ოდეს თქვენს საყდარს სიმაგრეშიდ ვიყავით, გამოგვიზახა დადიანმან ვამეხმან თავს დასასახმელი დიდი ლაშქარი  - იმერელნი, ოდიშარნი, შარვაშიძე; ჩვენი საპატიო კაცებიც თან ახლდნენ. მოგიხდნენ და შუა გურია დაარბიეს და შენს მეტი ღონე აღარ მქონდა და შიგ თქვენს ტაძარშიდ შევიკაზმეთ, მოვედით ოზურგეთს; სასახლეში დამაგრდნენ ისინი. დავესხით თავსა, გურული ჩვენი საპატიო კაცები დავირჩინეთ, წამოვიყვანეთ; მეორეს დღეს ციხე-დარბაზი ევიღეთ. გიორგი შოუსტანი, დადიანის ძმა ლიპარტიანი, ჭილაძე, მიქელაძე, ჯიჯავაძენი, ანჩაბაძენი, ჯუმათელი სესიასშვილი სარდალი იყო, - ესენი ყველა დავირჩინეთ. მოვედით თქვენს წინაშე გამარჯვებულნი ძალითა და შეწევნითა შენითა. შემოგწი…

დიმიტრი ბაქრაძე გურიის შესახებ

დიმიტრი ბაქრაძე იყო ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ბაქრაძემ გურიასა და აჭარაში იმოგზაურა 1873 წელს, მოინახულა შემორჩენილი ისტორიული ძეგლები, შეაგროვა სიგელ-გუჯრები და ნანახი აღწერა წიგნში „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“


გურიაში მოგზაურობაში დიმიტრი ბაქრაძეს, როგორც თითონ აღნიშნავს, დაეხმარნენ ეპისკოპოსი გაბრიელი, გრიგოლ დავითის ძე გურიელი და დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელი.

მარშრუტი: სამტრედია, ორპირი (საჯავახო), ოზურგეთი, ბათუმი, აჭარა, ჭვანა, ხინო, კობალაური, ტყემაკარავი, ჭახათი, ქაქუთი, ოზურგეთი, ლიხაური, ჭანიეთი, აჭი, ოზურგეთი, შემოქმედი, გონებისკარი, გომი, უჩხობი, ბაღდადი, ბახვი, ოქროსქედი, ასკანა (მთისპირი), ვანისქედი, ბასილეთი, ხიდისთავი, ერკეთი, იანეული, ბუკისციხე, ვანი, სურები, საყვავისტყე, ნონეიშვილები, ქვემო ხეთი, ზემო ხეთი, გორმაღალი, გამოჩინებული, გოგოლესუბანი, ამაღლება, სამება, აკეთი, აცანა, ნიგოითი, ჯუმათი, ბოგილი, ბაილეთი, ზედუბანი, ვაშნარი, ოზურგეთი, ნაგომარი, ჩოხატაური

გზების შესახებ
ქუთაის…

უცხოური წყაროები გურიის შესახებ

წერილები გაგზავნილი მამა ლუი გრანიეს მიერ მოძღვარ კლაუდიო აკვავისადამი, დაწერილი მოქვში, სამეგრელო 1616 წელს

წერილებში აღწერილია კათოლიკე მისიონერების მოგზაურობა დასავლეთ საქართველოში. მისიონერები ხვდებიან  ხვდებიან გურიელს (სავარაუდოდ მამია II გურიელს, რომელის ამ დროს იყო მთავარი), რომელიც პაპს აღიარებს და სურვილს გამოთქვამს პაპს ჩააბაროს აღსარება წერილობით. შემდეგ მისიონერები გადადიან სამეგრელოში, მოქვში და ხვდებიან დადიანს.
დოკუმენტი ხელმისაწვდომია აქ
იტალიელი მოგზაური პიეტრო დელა ვალე (1586 – 1652)  „ინფორმაცია საქართველოს შესახებ“ (1627)
...სამეგრელოს სამხრეთით, შავი ზღვის ნაპირს კაპადოკიისა და ტრაბიზონის საზღვარზე მართავს უძველეს მეფეთა შთამომავალი მთავარი. ამ სახელმწიფოს ეწოდება გურიელი და ჩემი აზრით კაპადოკიის ან კოლხეთის ნაწილი უნდა იყოს. ჩემი აზრით, მთავრის სახელი იესე უნდა იყოს. ვფიქრობ მისი ოჯახიდან უნდა იყოს მიტროლოპიტი, რომელიც ახლა ხელმძღვანელობს მთელ ქართულ ეკლესიას, რომელიც არ ემორჩილება სპარსეთის მეფეს...
არსებობს სამი სხვა ქართველი მთავარი, იმერეთის, ოდიშისა და გურიელის,…

როგორ დაანგრიეს ოზურგეთის ცენტრი

თ. კუნჭულია, ქალაქის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე
გაზეთი „ლენინის დროშა“ N 19, გვ 3. 1979 წ
ქალაქში, სტალინის მოედანზე
ახლო წარსულში სხვა ნეგატიურ მოვლენებთან ერთად ადგილი ჰქონდა სერიოზულ დამახინჯებებსა და შეცდომებს ქალაქ მახარაძის, განსაკუთრებით კი მისი ცენტრის განაშენიანების საქმეში. ირღვეოდა ქალაქმშენებლობისა და დაგეგმარების პრინციპები, ქალაქის ცენტრში გამოინახა ადგილი ერთსართულიანი რესტორანისათვის, იქვე გვერდით მოეწყო თონე და კაფე მიხურულ-მოხურული სათავსოების გრძელი რიგით. ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ე. წ. წყავების ბაღი თითქმის მთლიანად განადგურდა და მასში ზედიზედ აღმოცენდა სახაშე, სასაუზმე და სხვა უშნო, პროექტის გარეშე აშენებული დარაბები.
დღეს ჩვენი ქალაქის განვითარება წარმოებს მიზანსწრაფულად, გენერალური გეგმის საფუძველზე, ცალკეული უბნების განაშენიანება კი დეტალური დაგეგმარების პროექტების მიხედვით. სწორედ ასე წარიმართება ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ცენტრის, სტალინის მოედნის განაშენიანება, სადაც უკვე დაიწყო ფართო მასშტაბის სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოები.
ყოფილი ე…

მაკვანეთის საბაგირო

მაკვანეთის კალინინის სახელობის კოლმეურნეობა ფლობდა ჩაის და ციტრუსის პლანტაციებს გოგიეთის მთაზე, დასახლებული ადგილიდან სამი კილომეტრის მოშორებით. პლანტაციები სრული უგზოობის გამო მოწყვეტილი იყო სოფელს.
კოლმეურნეობის გამგეობამ გადაწყვიტა რომ სამანქანო გზის გაყვანა რთული რელიეფის გამო შეუძლებელი იქნებოდა და 1962 წელს გადაწყვიტა საჰაერო-საბაგირო გზა გაეკეთებინა მაკვანეთსა და გოგიეთს შორის.

ქვედა სადგურის მაკეტი
ის უზრუნველყოფდა კოლმეურნეების ტრანსპორტირებას, სასუქის, ჩაის ფოთლის, ტუნგის ნაყოფის, ყურძნის გადმოზიდვას. ვაგონეტები გათვლილი იყო 500 კგ-ზე და 6 კაცზე. სიჩქარე უნდა ყოფილიყო 3 მეტრი წამში. გზას უნდა მომსახურებოდა საწყისი, შუალედური და საბოლოო სადგურები. ხაზის სიგრძე გოგიეთის ჩაის პლანტაციიდან ჩაის ფაბრიკის მიმღებ პუნქტამდე იქნებოდა 1760 მეტრი. საწყის და საბოლოო სადგურებს შორის სხვაობა სიმაღლეში იქნებოდა 247 მეტრი.
იდეის ავტორებს, მათ შორის კოლმეურნეობის თავმჯდომარე შ. დობორჯგინიძეს, იმედი ჰქონდათ, რომ ეს პროექტი გოგიეთის მთას ადგილობრივი მნიშვნელობის საბავშვო კურორტად გადააქცევდა.…

სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი

ელ. შევარდნაძე გაზეთი „ლენინის დროშა“ N 18, გვ 3. 1962 წ


იზრდება, მშვენდება, ლამაზდება
ჩვენს თვალწინ ჩაეყარა საფუძველი...ვხედავდით, როგორ იზილებოდა ცემენტი, კირი, ქვიშა, სილა, მაღლა როგორ მიიწევდა აგურითა და ტუფის ქვებით ამოყვანილი შეუმშრალი კედლები.
მუშების, კალატოზების, მეარმატურეების, მლესავების, დურგლების საქმიან ხმაურში იზრდებოდა იგი. და აი, ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ახალი, ლამაზი შენობა მიემატა; მან ერთ-ერთი ცენტრალური, კოხტა და განიერი, მწვანე ნარგავებში ჩაფლული ორჯონიკიძის ქუჩა დაამშვენა. 
ამ თეთრ, სამსართულიან შენობაში ქ. მახარაძის ჩაის მრეწველობის ტექნიკუმის  სტუდენტები იცხოვრებენ. იგი განკუთვნილია 150 კაცისათვის.
ზრუნვა, მონდომება, საქმისადმი სიყვარული გამოუჩენიათ ქ. მახარაძის სამშენებლო სამმართველოს მუშაკებს, მშენებელთა იმ ბრიგადას, რომელსაც სამუშაოთა მწარმოებელი რევაზ ლომაძე ხელმძღვანელობს, რათა ტექნიკუმის სტუდენტებს მიეღოთ მყუდრო, ნათელი საცხოვრებელი შენობა.


***
ფართო კიბეებით შენობის ვესტიბიულში შევდივართ. ყველაფერი ქათქათებს, ახლად შეღებილია კედლები, ლამაზი, კოპწია ოთახები…

ძეგლები ოზურგეთში

ოზურგეთში ძეგლები გასაბჭოებამდე არ არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, არანაირი ცნობა არ მოიპოვება ამის შესახებ. ქალაქში ძეგლების აღმართვა პირველად სწორედ საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო.
ძეგლების ფუნქცია იდეოლოგიური იყო. 1918 წლიდან რუსეთში ხორციელდებოდა მონუმენტური პროპაგანდის ლენინის გეგმა, რომელიც გულისხმობდა ბოლშევიკური იდეების გავრცელებას და რევოლუციის პროპაგანდას მონუმენტური ხელოვნების მეშვეობით. გეგმის თანახმად ხსნიდნენ მეფეებისა და მათი მსახურების ძეგლებს და მათ ნაცვლად ცნობილი რევოლუციონერი მოღვაწეების და მოვლენების მონუმენტებს დგამდნენ. 
შესაბამისად, ოზურგეთშიც ძეგლების დანიშნულება საქალაქო სივრცეში საბჭოთა იდეოლოგიის ვიზუალიზაცია იყო.
უკვე მახარაძედ ქცეულ ოზურგეთში პირველი ძეგლები 1930-იან წლებში გაჩნდა. ეს ძეგლები ახალი იდეოლოგიის სამი ცენტრალური ფიგურის ლენინის, სტალინის და მახარაძისა იყო. (მახარაძის დაყენება ლენინის და სტალინის გვერდით მისი მშობლიური მხარის ქალაქში გასაკვირი არ უნდა იყოს). მათი ძეგლები ქალაქის ბაღებში იდგა.
უფრო მრავლად იდგმებოდა ბიუსტები: ლენინის ბაღში - ბერიას…