Skip to main content

Posts

Showing posts from July, 2013

გურიის გლეხთა რევოლუციური კომიტეტი

მცირე ისტორია

მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1902-1903 წლებში გურიაში მარქსისტულად განწყობილი მოსახლეობის რევოლუციური მოძრაობა განსაკუთრებით გაძლიერდა.

გლეხთა პირველი კომიტეტი ჩამოყალიბდა 1903 წლის ივნისში. ჟანდარმთა როტმისტრ რიოჟანოვის პატაკის თანახმად კი 1901-02 წლებში ის ბათუმის კომიტეტის ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა. როგორც ბათუმის, ასევე გურიის კომიტეტებს გურულები ხელმძღვანელობდნენ, მათ შორის ერთ-ერთი იყო ნოე რამიშვილი. 1905 წელში კომიტეტი ხელმძღვანელობდა აჯანყებასა და ნასაკირალის ბრძოლას, მან ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, გამოაცხადა „გურიის რესპუბლიკა“ და 1906 წლის იანვრამდე მართავდა გურიას. ხალხი რევკომის წევრებს და მათ მიმდევრებს „ახალთაობელებს“ ეძახდა.

ორგანიზაცია  
კომიტეტში თავიდან შედიოდნენ ბათუმიდან გადმოსახლებული მუშები: იასონ მეგრელიძე, გოგილო ცინცაძე, სევასტი მურმანიძე, შემდეგ კომიტეტს შეუერთდნენ ქუთაისის სასულიერო სემინარიიდან გარიცხული მოსწავლეები და მასწავლებლები. კომიტეტის შექმნაში დიდი როლი ითამაშა პროფესიონალმა რევოლუციონერმა ალექსანდრე წულუკიძემ. 1903 წლის …

ბიბლიოთეკები გურიაში

ქალაქი პატარაა, ძლივს აღემატება დიდ სოფელს,  მისი მკვიდრნი დიდ ინტერესს იჩენენ ლიტერატურისადმი,  აქვთ თავიანთი სტამბა  და მრავალ საყურადღებო წიგნს აქვეყნებენ მარჯორი უორდროპი, 1895
„გურიაში ყოველ სოფელს აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა,
სახელმწიფო საფოსტო განყოფილებიდან
ყველაზე დაშორებულ სოფლებშიც კი
ყოველდღიურად ღებულობენ გაზეთებს
თბილისიდან, ბათუმიდან და რუსეთიდან“  ლუიჯი ვილარი, ცეცხლი და მახვილი კავკასიაში, 1906
გურიაში წიგნსაცავები, ბიბლიოთეკები და სამკითხველოები XIX საუკუნეშიც კი ფართოდ გავრცელებული და პოპულარული იყო. სწავლას გურული გლეხები ძალიან ეტანებოდნენ. მიუხედავად გაჭირვებისა, არავითარ ძალას არ ზოგავდნენ სკოლების, ბიბლიოთეკების და სამკითხველოების გახსნისთვის. მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყო არამხოლოდ მხატვრული ლიტერატურა, არამედ მაშინდელი ჟურნალ-გაზეთებიც და ალბათ ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს გურულების პოლიტიკური განათლების მაღალი დონე. 

ოზურგეთი

პირველი ბიბლიოთეკა ოზურგეთში ქალაქის თვითმმართველობამ დააარსა 1895 წლის ზაფხულში. ბიბლიოთეკა ან წიგნსაცავი, როგორც მაშინ ეძახდნენ, აღწერილ…