გურიის ამბები სოფ. ნანეიშვილისოული. ნანეიშვილისოულის საზოგადოება გურიის, ანუ უკეთ რომ ვთქვათ ოზურგეთის მაზრის განაპირა კუთხეა და ქუთაისის მაზრისაგან პატარა მდინარე ხეისწყალა ყოფს. ყოველი მხრიდან მთებით შემოზღუდულია ეს პატარა ადგილი. ნიადაგი უნაყოფო არის; უმეთეს ნაწილათ უსწორ-მასწორო. ყურადღების ღრსია სკოლის შვენიერი შენობა. ჯერ არსად არ გვინახავს გურიაში ასეთი სრული და ნათელი სკოლის ოთახები. ეს შენობა სოფელს 8000 მანეთათ დაჯდომია. ხალხი, როგორც ყველგან გურიაში, ისე აქაც უკიდურეს სიღარიბეშია ჩავარდნილი. სამინისტრო სკოლის წინ ორი ათასამდე ქალსა და კაცს მოეყარათ თავი. ასე, ნაშუადღევის პირველი საათი იქნებოდა, კრება დაიწყო. კრიმ-გირეის თარჯიმანმა წაუკითხა ხალხს მოწოდება „მოგესალმებით, გურიის შვილნო...“ რის შემდეგ ამოირჩიეს 12 დეპუტატი. დეპუტატები გაბედულათ და მჭერმეტყველურათ ასრულებდნენ თავისს დანიშნულებას. I ხალხის წარ. ისეთი ბედნიერი წამი ჯერ არ გამოგვიცდია, რომ ჩვენს ძმებთან ასე თავისუფლათ და გულახდილათ ლაპარაკი შეგვ...