Skip to main content

ოზურგეთის შენობები

(ქრონოლოგიური სია ფოტოებით)

ოზურგეთის დღევანდელი არსებული განაშენიანება თითქმის მთლიანად საბჭოთა პერიოდისა, თუ არ ჩავთლით რამდენიმე ქუჩას, რომელსაც გასაბჭოებამდე არსებული მოხაზულობა უნდა ჰქონდეს შემორჩენილი, შენობები კი იქაც საბჭოთა პერიოდისაა. ქალაქის ლამის ერთადერთი გასაბჭოებამდე აშენებული შენობა 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე დიმიტრი გურიელის სასახლე, სადაც ახლა შემოქმედელი ეპისკოპოსის რეზიდენცია არის, და მის გვერდით მდებარე ძველებური გურული ოდა-სახლია, რომელშიც მუზეუმია განთავსებული. არაა გამორციხული, კერძო სახლებს შორისაც  იყოს გასაბჭოებამდე აშენებული ერთი-ორი სახლი შემორჩენილი.

ქვემოთ კი მოცემულია ოზურგეთში დღემდე მდგარი (და ზოგი დანგრეული) შენობის სია ქრონოლოგიურად. სია, ცხადია, არაა სრული. როგორც უკვე ვთქვი, ამ შენობების უდიდესი უმრავლესობა საბჭოთა პერიოდზე მოდის. დამოუკიდებლობის შემდეგ, 2000-იან წლებში ქალაქში რამდენიმე შენობა აშენდა და ისიც სიმბოლურია, თუ რა შენობებია ეს. 

1873: დიმიტრი გურიელის სასახლე (რეკონსტრუქცია 1974, 2007)



გასაბჭოებამდე პერიოდისაა სახლი, სადაც მხატვარი ანტონ გოგიაშვილი ცხოვრობდა



1926: აბრეშუმის ძაფ-საღებ საგრეხი ფაბრიკა (რეკონსტრუქცია 1928)

1932: რკინიგზის სადგური (რეკონსტრუქცია 1979, 2012)

სადგურის პირველადი სახე
1935: აბრეშუმის ფაბრიკის მუშათა საერთო საცხოვრებელი 

ე.წ. ოთხსართულიანი სახლი
1935: აბანო
1935: ორსართულიანი აფთიაქი
1935: სასტუმრო „გურია“ (რეკონსტრუქცია 1958, 1968, დაანგრიეს 1979)

სასტუმროს შენობა 1955 წ.
1937: სახელწმიფო ბანკი

2009 წ
1938: ქალაქის საბჭოს და აღმასკომის შენობა
1938: მეორე სკოლის შენობა


1939: კინოთეატრი „გამარჯვება“ (რეკონსტრუქცია 1984)


2008 წ.
1941: კაფე-რესტორანი ბერიას (გაბრიელ ეპისკოპოსის) და გურიის ქუჩების კუთხეში
1954: ჩაის ტექნიკუმი

1955 წ.
1955 : სპორტული შენობა (საბილიარდო და ტირი) ჟდანოვის (გაბრიელ ეპისკოპოსის) ქუჩაზე
1955 : ამფითეატრი კულტურის და დასვენების პარკში 
1956: ექადიის კოლმეურნეობის ადმინისტრაციული შენობა
1958: ზვანის კოლმეურნეობის ადმინისტრაციული შენობა

ზვანის კოლმეურნეობაში ამჟამად სამრევლო სკოლაა
1958: ორი ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლი მარქსის (დოლიძის) და ორჯონიკიძის (ჭავჭავაძის) კუთხეში
1959:  ჩაის N2 ფაბრიკა


1959: ასკანგელის ფაბრიკა
1959: ყველ-კარაქის ქარხანა
1960: სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი გურამიშვილის ქუჩაზე
1961: სტომატოლოგიური პოლიკლინიკა 25 ოქტომბრის (9 აპრილის) ქუჩაზე


1961: რუსული საშუალო (მეოთხე საჯარო) სკოლა
1961: რესტორანი „იზაბელა“ (დაანგრიეს 1979)

იზაბელას მშენებლობა
1962: დრამატული თეატრი
თეატრის მშენებლობა, 1954-61 წწ
1962: სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი (დაიწვა 2005)


1965: ტუბდისპანსერი
1966: რაიკომის შენობა (რეკონსტრუქცია 1979-81)


1967: არქივი
1970: კავშირგაბმულობის შენობა
1970: ლუდის და ხილის საკონსერვო ქარხანა
1971: რკინა-ბეტონის ქარხანა
1971: „ბავშვთა სამყარო“
1971: სატყეო მეურნეობის შენობა
1977: საბავშვო კაფე მზიური და საგაზაფხულო კაფე გაზაფხული ორჯონიკიძის ქუჩაზე
1978:  12 სართულიანი საცხოვრებელი სახლი ცხაკაიას (ფარნავაზ მეფის) ქუჩაზე
1979: რაიცენტრალური საავადმყოფო
გახსნის დღე
1979: ცენტრალური ბიბლიოთეკა (რეკონსტრუქცია 1989)
1979: სპორტდარბაზი

სპორტსკოლა
1980: ცენტრალური ავტოსადგური
1980: ორი თორმეტსართულიანი საცხოვრებელი სახლი ლენინის (კოსტავას) ქუჩაზე,
1980: სასტუმრო „გურიას“ ახალი შენობა (რეკონსტრუქცია 1989)
2014 წ

მუზეუმის გახსნა, 1981 წლის 18 დეკემბერი
1981: საბავშვო ბაღი სტახანოვის ქუჩაზე
2007: საკათედრო ტაძარი

2008 წ
2007: სპორტის სასახლე


2009: პოლიციის სამმართველო

2014 წ.
2011: საავადმყოფო

2014 წ.
2012: იუსტიციის სახლი

იუსტიციის სახლი
2014: ექადიის ეკლესია 


Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

ფოთი 1872 წელს

მაქს ფონ ტილმანი, გერმანელი დიპლომატი აღწერს ფოთს. მან 1872 წელს იმოგზაურა კავკასიაში, ოსმალეთსა და ირანში, რაც აღწერა 1875 წლის წიგნში Streifzüge im Kaukasus, in Persien und in der asiatischen Türkei . რიონის დელტა, ჯონ ტელფერის ნახატი ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ფოთი წარმოადგენდა დიდ ჭაობს რამდენიმე ქოხით; ათი წლის წინ მოსახლეობა ხტუნვით გადადიოდა წვიმიან ამინდში სახლიდან სახლში და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქუჩები შევსებული და მოკირწყლულია, ბაყაყების მხიარული ყიყინი მაინც ისმის ქუჩების ზედაპირიდან და ამაში მათ ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ძნელად მოიძებნება დედამიწაზე სხვა ასეთი სამოთხე ამფიბიებისთვის. ფოთი საკუთარ კეთილდღეობას, თუ არა საერთოდ არსებობას, უნდა უმადლოდეს კალამს, რადგან როდესაც თურქეთმა რუსეთს ა დრიანოპოლის შეთანხმებით დაუთმო ტერიტორია ყარსსა და ზღვას შორის, საზღვარს, საერთო შეთანხმებით, მდინარე ჭოროხზე უნდა გაევლო და ამ შეთანხმებით რუსეთი ბათუმის ხელსაყრელ ნავსადგურს მიიღებდა. მაგრამ მხოლოდ შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საზღვრად ხე...

გურული ფირალები

ფოტოები ირაკლი მახარაძის წიგნიდან „გურული ფირალები“ კვაჭაძე, ერთ-ერთი პირველი ფირალი ალმასხან ბედინეიშვილის ისტორია ალმასხან ბედინეიშვილი იყო წარმოშობით სურებიდან. მისი ბატონი იყო ზურაბ ერისთავი, გორაბერულის ერისთავების შტოდან. ერისთავი მიაკითხავდა ბედინეიშვილს, როგორც სხვა გლეხებს, წამოწვებოდა მარანში და ითხოვდა მასვით და მაჭამეთო და სამ დღეზე ნაკლებს არ გაჩერდებოდა. უძლებდა ალმასხანი, მაგრამ ერთხელაც ბატონმა ქალები მოინდომა, ამოასხა ალმასხანს, შეუვარდა ერისთავს გორაბერეჟუოულის სასახლეში და მოკლა ლოგინში. ბედინეიშვილმა 60 წელის გაატარა სურების ტყეში ფირალობაში. სიმღერა ფირალ მეხუზლაზე   სიმღერა სისონა დარჩიაზე  სიმღერა სისონა დარჩიაზე ირაკლი კალანდარიშვილი თეოფილე მუხაშავრია და ლავრენტი გობრონიძე ვასილა ლომინაძის ლექსი  ჩვიდმეტი წლის რომ შევიქენ იარაღი შევიყვარე; მაუზერი და ლაგანა  ჯიბანებს ამოვიფარე. სალდათობამ მომიწია  პოლიციას დავემალე დედ-მამას დავემშვიდობე  რუსეთისკენ გავემგზავრე სა...

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...