Skip to main content

Posts

Showing posts from May, 2014

ლადო მალაზონიას გურია / Paintings of Guria by Lado Malazonia

ლადო მალაზონია ოზურგეთელი მხატვარი იყო. მას ოზურგეთისა და გურიის არაერთი ხედი და პეიზაჟი ეკუთვნის. აქ წარმოდგენილი ნახატები აღებულია ოზურგეთის სურათების გალერეის მიერ გამოცემული კატალოგიდან და გაზეთ „ლენინის დროშის“ არქივიდან.
ოზურგეთი / Ozurgeti


ნასაკირალი / Nasakirali

გურიის უცნობი სოფლები

გურიის სოფლები, რომლებიც სხვადასხვა წყაროში შემხვედრია და ვერცერთ დღევანდელ სოფელთან ვერ დავაკავშირე
ბუხულვაური
ბულუხვაურს იხსენიებს დიმიტრი ბაქრაძე, 1873 წელს, მდებარეობდა ნიგოითიდან ჯუმათისკენ მიმავალ გზაზე, სოფლების ზემო ჩიბათის, ბაღლეფის, ყელასა და ჩოჩხათის შემდეგ. ბულუხვაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ ჯუმათის ეპარქიის ეკლესიების სიაში, ასევე ფიქსირდება იმერეთის სინოდის კანტორის მეტრიკული წიგნების საძიებელში 1871-1915 წლებში. 1911 წელს ბულუხაურში ცხოვრობდა 624 ადამიანი. 1917 წლის კავკასიის კალენდრით შედის ჯუმათის სასოფლო საზოგადოებაში.
ბირკნალი
იხსენიებს დიმიტრი ბაქრაძე, 1873 წელს. მდებარეობდა ჩოხატაურის ახლოს. ბირკნალში ფიქსირდება ვინმე თავადი მაქსიმე დავითის ძე ერისთავი რომელიც იყო იღუმენი. გურიის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის წინამძღვარი, 1820 წლის აჯანყების მონაწილე. 
თარმოწამე, მთავარმოწამე მდებარეობდა ჯურუყვეთს, გულიანსა და ჯიხანჯირს შორის. იდგა წმინდა გიორგის ქვის ეკლესია. მის სამრევლოში შედიოდა 78 კომლი. იხს…

პირველმაისობა გურიაში

პირველი მაისი პირველად გურიაში 1892 წელს აღნიშნეს, მაშინ როცა თბილისში პირველად 1899 წელს აღინიშნა მცირე მასშტაბით და ქალაქგარეთ, ხოლო 1901 წელს - მიტინგით ქალაქის მოედანზე, რომელსაც, სხვათა შორის, სოციალ-დემოკრატიული გაზეთ „კვალის“ რედაქციის გაჩხრეკვა და ნოე ჟორდანიას ერთწლიანი დაპატიმრება მოჰყვა.

სოციალ-დემოკრატიული იდეებით გატაცებული გურულებისთვის 1 მაისი მნიშვნელოვანი თარიღი იყო და მას შეძლებისდაგვარად აღნიშნავდნენ 1904 წლამდე. ცნობილია, რომ პირველი მაისი 1904 წელსაც აღნიშნეს ქალაქ ოზურგეთის ბაზარსა და მაზრის სხვადასხვა სოფლებში.
1906 წელს, 1905 წლის რევოლუციის დამარცხების და გურიაში აჯანყების სასტიკი ჩახშობის შემდეგაც კი არ შეშინებიათ გურულებს 1 მაისის აღნიშვნა. ერთი ასეთი ფაქტია ცნობილი სოფელ ბაილეთში საპირველმაისო მიტინგის გამართვისა.

მონაწილის, მიზარბერ გობრონიძის ცნობით (მაისობა გურიაში, ლენინის დროშა N 35, გვ 1, 1937 წ.) სოფელ  ნაურმევში ნოე დარჩიას ქუხნაში შეიკრიბნენ: სევასტი შავიშვილი, ხალამპრე ხავთასი, ბესარიონ რუსიძე, ილარიონ ქილიფთარი, სამსონ გოგუაძე, სამსონ დარჩია, ლიდერ…