Skip to main content

Posts

Showing posts from August, 2015

1924 წლის აჯანყება გურიაში

გურია 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ერთ-ერთი კერა იყო. აჯანყებულ რეზმებს ადგილზე მეთაურობდნენ: სერგო მათითაიშვილი, ავთანდილ ურუშაძე, სიმონ გოგიშვილი, მუხაშავრია, ჭანუყვაძე.  აჯანყებულთა ხელში იყო სოფლები ხიდისთავი, ნაგომარი და საჯავახო.  29 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე, 5 დღის განმავლობაში გურიაში აჯანყებულები წარმატებით უმკლავდებოდნენ მძიმე ტექნიკით შეიარაღებულ წითელ არმიას. რამდენიმე დღის განმავლობაში გურიის დიდი ნაწილი თავისუფალი რესპუბლიკის წესებით ცხოვრობდა, სოფლებში ტარდებოდა თავისუფალი მიტინგები. მიუხედავად იმისა, რომ აჯანყებულებს დაპატიმრებული ჰყავდათ 1800-მდე კომუნისტი და ხალხი მათ დახვრეტას ითხოვდა. მსხვილი ბოლშევიკი მოხელეები, მათ შორის ვანო სტურუა, დაპატიმრებული ჰყავდათ სურების ტყეში, საღორეში. აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იმერეთში, ამბერკი ადეიშვილი აპირებდა დაპატიმრებულების დახვრეტას, თუმცა ერთ-ერთმა აჯანყებულმა, გალაკტიონ გვენეტაძემ, რომელიც დახვრეტის წინააღმდეგი იყო, დაპატიმრებულები წირქვაძის ფონამდე (სოფ. ჭყვიში) გააპარა. (ედიშერ გვენეტაძე, სამშობლოს ერთგული ჯარისკაცი…

„გურიაში“, ნინო ნაკაშიძე, 1952

ნაწყვეტები ნინო ნაკაშიძის მოგონებებიდან „გურიაში“, რომელიც ხელნაწერის სახით  დაცულია ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში

***
მოთმინება არ მყოფნიდა, არ მენახა ჩემი სათაყვანებელი ქალაქი, ყველაზე უწინ გავემართე ქალაქის ბაღის სანახავად. მთელი ჩემი ბავშვობა ამ ბაღთან იყო დაკავშირებული. მიყვარდა ლამაზი, ფართოფოთლებიანი, დიდრონი ჭადრები, მაღალი წიფლები, ასკილის ბუჩქები, თუთის ხეები, რცხილებიცა, აქ იყო მსუბუქი შენობა როტონდა, სადაც ადგილობრივი სცენის მოყვარულები წარმოდგენებს მართავდნენ. ციხე ისევ იდგა და გადაჰყურებდა ქალაქს. მისი გვერდები აღარ იყო სუროთი შეფენილი. ციხეში ცხოვრობდნენ წითელარმიელები. ბაღის ქვემოთ აღარ იდგა ის ორი ეკლესია ქართული და რუსული. იმათ ადგილას ხარობდა ციტრუსოვანი ლამაზი ბაღი მანდარინისა და მაგნოლიის ხეებით დამშვენებული. შიგა და შიგ ბაღში ჩადგმული იყო ხის ზურგიანი სკამები მოსეირნეთა დასასვენებლად. აღარ იყო ის ფარდულიც, სადაც ერთ დროს აბრეშუმის ჭია ჰყავდათ დასმული. ვის ჰყავდა არ ვიცი, მაგრამ მიხაკო ახალაძე რომ უვლიდა და ჩვენ, სკოლის ბავშვები, ვეხმარებოდით თუთის ფოთლების დაჭრაშ…

წითელი გუბერნატორი

1905 წელს გურიაში აჯანყების გავრცელებას და რევოლუციონერების საქმიანობას ხელი შეუწყო ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა სტაროსელკიმ.
ვლადიმერ ალექსანდრეს ძე სტაროსელსკი (1860-1916) წარმომავლობით იყო ჩერნიგოვის გუბერნიის აზნაური. 1885 წელს დაამთავრა პეტროვო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემია და იმ წელსვე დაინიშნა ჩერნომორკის ოლქის აგრონომად. 1890 წელს დაინიშნა ქუთაისის გუბერნიის აგრონომად, იყო საქარიის სანერგე მეურნეობის მთავარი ექსპერტი. 1905 წელს კავკასიაში მეფისნაცვლად დაინიშნა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი, რომელიც სტაროსელსკის მეგობარი იყო და მან დანიშნა სტაროსელსკი ქუთაისის გუბერნატორად 1905 წლის ივლისში. 
ფილიპე მახარაძე:
„ისეთი ფრთხილი მოხელეც კი, როგორიც იყო კავკასიაში გრაფი ილარიონ ივანეს ძე ვორონცოვ-დაშკოვი, მოტყუვდა ქუთაისის გუბერნატორის კანდიდატურის შესახებ...რა იცოდა ვორონცოვმა, რომ მას სტაროსელკსი მხოლოდ მას შემდეგ დაეთანხმა, მიეღო გუბერნატორის პოსტი, როცა მან თანხმობა მიიღო სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციისგან. შეუდგა რა გუბერნატორობას, სტაროსელსკის ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს პა…

გურიის რესპუბლიკის დასასრული

აჯანყების ჩახშობის და გურიის გადაწვის შემდეგ გურიის დამსჯელი რაზმის  უფროსი პოლკოვნიკი კრილოვი ხვდებოდა თემების უხუცეს წარმომადგენლებს და მათ თხოვდა იარაღის ჩაბარებას, რევოლუციონერთა გაცემას, ახალწვეულთა მიერ ვალდებულების შესრულებასა და გადასახადების აკრეფას. კრილოვის სისასტიკემ უნაყოფოდ ჩაიარა. მან ვერ დაიმორჩილა გურია. იგი იძულებული გახდა, მიეტოვებინა თავისი პოლკი, გურია და გაბრუნებულიყო კიევში.
დავით კლდიაშვილი:

„კრილოვი თავისი ხერსონის პოლიციით გამოგზავნილი იყო კიევიდან გურიის დასაწყნარებლად. გურიას ვერა რას უხერხებდა ადგილობრივი ადმინისტრაცია და მიუსიეს კრილოვი თავისი პოლკით. კრილოვი დიდი ხნით ჩამოვია გემით ბათუმში. აქ იგი განსხვავებულად იქნა მიღებული, როგორც მხსნელი პირი.

კრილოვი ცეცხლითა და მახვილით შევიდა გურიაში. ეს ტანმორჩილი, თხელი, შავგრემანი კაცი საოცარი სისასტიკის მატარებელი იყო თავის არსებაში. არავითარი შებრალება, არავითარი დაზოგვა მან არ იცოდა. მისი შეხედულებით აქ მტერი იყო და მტრულად უნდა მოქცეოდა. მრუდი, მართალი, უდანაშაულო - ყველა ერთია, ყველა ერთი აზრისანი არიან - გ…

ჟანდარმერიის რაპორტი გურიის შესახებ, 1905-1906

ჟანდარმთა როტმისტრ როჟანოვის 1905 და 1906 წლის რაპორტები გურიაში მიმდინარე სოციალური და რევოლუციური მოძრაობის შესახებ:

1905 წლის 24 თებერვლის რაპორტი უმაღლესი საბჭოს წევრს, სულთან კრიმ-გირეის

ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრამ, თავისი ამბოხი სულითა და ხელისუფლების საწინააღმდეგო მოქმედებებით, გახშირებული ყაჩაღობებითა და ავაზაკობით ჯერ კიდევ 1882 წლიდან მიიპყრო უმაღლესი მმართველობის ყურადღება, რაც სათანადოდ იყო შეფასებული და გაანალიზებული ამავე წლის 24 სექტემბრით დათარიღებულ გენერალ სმეკალოვის პატაკში კავკასიის უმაღლესი მმართველობისადმი.

გურიის მოსახლეობა ქედფიცხელია და ფეთქებადი. გურულები შეურაცხყოფას არავის აპატიებენ. მათში ამ დროს იღვიძებს სისხლის აღების დაუცხრომელი წყურვილი. მკვლელობის გაფიქრება და აღსრულება ერთია. შეჩვეული არიან საუკეთესო ჩაცმა-დახურვას. ბუნებით არიან ლაღნი და შემართებულნი. გურული ეს მუდმივი მეამბოხეა ხელისუფლების წინააღმდეგ.

1882 წლის მოვლენებმა ღრმა კვალი დააჩნია მათ შემდგომ ცხოვრებას. აგრარულ ნიადაგზე წარმოქმნილ კრიტიკულ მდგომარეობას, მემამულეთა და თავად-აზნაურ…