Skip to main content

ღომი

XX საუკუნემდე გურიაში გავრცელებული ერთ-ერთი ტრადიციული კულტურა იყო ღომი. ღომი (Setaria italica) მარცვლოვანი კულტურაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული, ამას ხელს უწყობდა აქაური ჰავა, ნალექები და სხვა ფაქტორები.

ღომი არის ერთწლიანი, თავთავიანი მცენარე. მას აქვს სწორი, მწვანე 1.5-2 მ. სიმაღლის ღერო. მწიფობის პერიოდში ღერო იტვირთება, იტოტება და იკეთებს მსხვილ მუხლს. თავთავი ივსება წვრილი მარცვლებით. მარცვლების ზომა ფეტვის მარცვალზე ოდნავ დიდია.


არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ღომის დანახშირებული მარცვლები თარიღდება ძვ. წ. II-I საუკუნეებით. 

კულტურულ ღომს, მისი სარეველა სახეობისგან განსხვავებით სჭირდებოდა გაცეხვა, მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი მარცვლის მოშორება თავთავიდან. საცეხვავი მოწყობილობები იყო ჩამური, საბეგველი და სხვ. არსებობდა ხელის, ფეხის და წყლის ჩამური. ღომს ცეხვავდნენ ინდივიდუალურად, ან ნადის დახმარებით გაცეხვილ ღომს ინახავდნენ ნალიაში (შემდგომ ნალია ჩაანაცვლა სასიმინდემ) ან ხულაში.
ნალია

გაცეხვილი ღომისგან მზადდებოდა ფაფისებური საჭმელი, რომელსაც ასევე ღომს ეძახდნენ. მოგვიანებით ღომი ასევე შეერქვა იმავე წესით სიმინდისგან მომზადებულ საკვებს. მათი ერთმანეთისგან განსასხვავებლად გაჩნდა ტერმინი ღომის ღომი.

ღომს მიირთმევდნენ ცხლად, ყველით, საწებლით, სხვა კერძთან ერთად. დასავლურ ქართული კერძები, განსაკუთრებით ნიგზვიანები მისადაგებულია ღომთან. ღომს როგორც რიტუალურ საკვებს ამზადებდნენ შობისა და აღდგომის დღესასწაულების დროს, კალანდას. გურიაში მას პურის ადგილი ეჭირა.

XVII-XVIII საუკუნეებიდან საქართველოში შემოვიდა სიმინდი და დაიწყო ღომის თანდათან ჩანაცვლება. XVII საუკუნეში ჟან შარდენის ცნობით შავი ზღვისპირეთის მცხოვრებნი სულ ღომით იკვებებოდნენ. ამავეს ადასტურებს XVIII საუკუნეში იოჰან გიულდენშტედტი. საეკლესიო და სამონასტრო დავთრებში ბეგარის სახით ყველაზე ხშირად ღომი იხსენიება. ღომს იღებდნენ ბეგარის სახით შემოქმედისა და ჯუმათის მონასტრები და ფეოდალები

ღომის გადევნის პროცესი XIX მეორე ნახევარში გაძლიერდა და XX საუკუნის 20-იან წლებში დასრულდა. დიმიტრი ბაქრაძის ცნობით ქუთაისის გუბერნიაში საუკეთესო ღომი მოდიოდა გურიაში და ის ბაზარზე გადიოდა „გურული ღომის“ სახელწოდებით.

ამ დროის სიმინდს უკვე განდევნილი ჰქონდა ღომი დასავლეთ საქართველოდან, გარდა გურიისა, სადაც, ღომი ჯერ კიდევ მოჰყავდათ და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილიც იყო. გურიაში გავრცელებული ჯიშები იყო საადრეო, დიდი, მთა-ველი, ძირ-დაბალა, ჩაქურა, კუხურა, ჯორიელა. საუკეთესო ჯიშის სიმინდი და ღომი მოდიოდა შემოქმედში, გომსა და ლიხაურში.

XIX საუკუნის ბოლოს სიმინდის მოსავალი გურიაში 15-ჯერ აღემატებოდა ღომისას, თუმცა ღომს მაინც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. თედო სახოკიას მიხედვით სიმინდის მიერ ღომის ჩანაცვლების მიზეზი იყო ის, რომ ღომს ოთხჯერ და ხუთჯერ მეტი მუშაობდა სჭირდებოდა, ვიდრე სიმინდს და თანაც გურულ ქალებს ღომის ცეხვა ეთაკილებოდათ.

1892 წლის მონაცემებით წელიწადში 20 ათასი ფუთი ღომი იწარმოებოდა. 1896 წელს 176557 ქილა ღომი გაიყიდა. ქილა ღომის ფასი 1,2-2 მანეთი (81-135 ₾) იყო.

1912 წელს ოზურგეთის მაზრაში ღომის მოსავალმა 640 ჩეთვერი შეადგინა,
1914 წელს - 1303 ჩეთვერი,
1915 წელს - 2040 ჩეთვერი
1916 წელს - 368 ჩეთვერი

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან გურიაში ღომი აღარ მოჰყავთ.

გამხმარი ღომი და მისი დასამუშავებელი იარაღები ჩოხატაურის მუზეუმში


Comments

  1. This is a fascinating look into the history of millet cultivation in Georgia.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...

გურიის გერბები

გგურიის გერბების აღწერილობა აღებულია ამ ნაშრომიდან გურიის სამთავროს გერბი გურიის სამთავროს გერბის გამოსახულება ვახუშტი ბატონიშვილმა შემოგვინახა. მკრთალ ვარდისფერ ფონზე გამოსახულია ირემი თავზე შარავანდედმოსილი ვარსკვლავითურთ. ირემი, ისევე როგორც სხვა ლომი, ხარი, ცხვარი, ირემი, ტახი, ღორი და სხვა უძველესი საკულტო ე. ი. ტოტემური ცხოველია. ტოტემური ცხოველების მრავალფეროვანი გამოსახულებანი საქართველოს პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე არის დადასტურებული როგორც მატერიალური კულტურის ძეგლებზე, ისევე თქმულება გადმოცემებში თუ ხალხურ ზეიმებში ან დღესასწაულებში. გურიის სამთავროს გერბი  (რუსეთის იმპერიის მფარველობაში) გურიის სამთავროს კიდევ ერთი გერბი დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.  ოქროსველიან ფრანგულ ფარში გამოსახულია ლათინური ჯვრით დაბოლოებული მარცხნივ ჩაწეული სვეტი, მის ძირში კი წინა თათებით მახვილის მპყრობელი მწოლიარე ლეოპარდი; ფარი სამთავრო გვირგვინით დამშვენებული პავილიონით არის შემკული.  გერბი მოქმედებდა XIX საუკუნის დასაწყისში, გურიის სამთავროს რუსეთის იმპერიის მფარველო...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

სტამბები გურიაში

„ოზურგეთის ისტორიაში საპატიო ადგილი ექნება დათმობილი სტამბის დაარსების ამბავს“ თედო სახოკია ქალაქი პატარაა, ძლივს აღემატება დიდ სოფელს, მისი მკვიდრნი დიდ ინტერესს იჩენენ ლიტერატურისადმი, აქვთ თავიანთი სტამბა და მრავალ საყურადღებო წიგნს აქვეყნებენ მარჯორი უორდროპი პირველი სტამბა შეკვეთილში საქართველოში, მათ სორის გურიაში 1870-იან წლებში ფართოდ გავრცელდა ხალხოსნური (ნაროდნიკული) მოძრაობა. ერთ-ერთი მთავარი ნაროდნიკული იდეა იყო განათლებისა და წიგნების გავრცელება. წიგნებისა და თარგმანების დასაბჭედად ნაროდნიკებს სჭირდებოდათ სტამბა. გურიაში მოღვაწე ნაროდნიკების ჯგუფმა არალეგალური სტამბისთვის შეარჩია მელიტონ ნაკაშიძის მამულში მდებარე საღარიბოს ტყე, შეკვეთილში. ორგანიზაციას განზრახული ჰქონდა შეეგროვებინა ფული, ეყიდათ საბეჭდი მანქანა შვეიცარიაში და ჩამოეტანათ ბათუმის ნავსადგურში. 1876 წლის ნოემერში ჟანდარმერიამ იპოვა ორგანიზაცია და გაანადგურა ის. ოზურგეთის სტამბა ოზურგეთის ლეგალური სტამბის გახსნის სათავეებთან იდგნენ ალფესი მიქელაიშვილი და კოწია თავართქილაძე. ალფესი მიქე...