Skip to main content

Posts

Showing posts from 2013

გურიის რესპუბლიკის დამცველები

ნასაკირალის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ  ოზურგეთის გარნიზონმა უკანდახევისას მთლიანად გადაწვა სოფელი დვაბზუ. მეფისნაცვლმა ვორონცოვმა გურიაში გაგზავნა ალიხანოვის დამსჯელი რაზმი, რომელსაც დაავალა სადგურ ნატანებიდან დაწყებული შვიდ ვერსზე ყოველმხრივ ოზურგეთამდე და შემდეგ ოზურგეთის ზემოთაც სოფლები მოესპოთ, სახლები გადაეწვათ და მოსახლეობა დაეპატიმრებინათ.
ალიხანოვმა სადგურ სამტრედიას შემდეგ წინ წასვლა ვერ შეძლო, რადგან გურულების აჯანყებას ბევრი მხარდამჭერი აღმოაჩნდა გურიის გარეთაც.
ინტელექტუალური ელიტა
იმავეს ითხოვდა ქართველ ინტელექტუალთა დეპუტაცია, დეპუტაციაში შედიოდნენ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გიორგი, გუბერნიის თავად-აზნაურთა  წინამძღოლის მოადგილე ჯამბაკურ-ორბელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები. დეპუტაცია 29 ოქტომბერს შეხვდა კავკასიის ნამესტნიკის თანაშემწეებს, გენერალ მალამასა და სულთან კრიმ-გირეის. მოგვიანებით კი თავად ნამესტნიკ ვორონცოვ-დაშკოვს.

ექვთიმე თაყაიშვილი იგონებს:

“შეიქმნა ბაასი, თუ რა ზომა მიგვეღო... რომ გურია დაღუპვას გადაგვერჩინა. სხვა საშუალება არაფერი იყო, ხელმეორედ უნდა გ…

პრესა გურიის რესპუბლიკის შესახებ

მოგზაური, N5, 13 თებერვალი
ხალხი გათვითცნობიერდა, ძალიან ეტანებიან გაზეთებს და ჭკუის სასწავლო წიგნების კითხვას, ვინც კითხვა არ იცის, სხვას ეხვეწება, წამიკითხეო

მკვლელობა და ცარცვა-გლეჯა საშინლათ გახშირდა, ისეთი დღე და ღამე იშვიათი იყო, რომ ვინმე არ გაეცარცვათ, მკვლელობა მართლა ბევრი მოხდა, აქვე ჩამოვთვლით მოკლულთა ვინაობას, თუმცა ყველა არ დაგვამახსოვდა: ს. გურიანთის საზოგადოებაში მოკლეს _ აზნ. ქარცივაძე, გლეხი თ. აროშიძე, მიხ. ჟოჟინაიშვილი, მ. მოქია, მახარაძე; სადგ. ნატანების გზაზე _ გ. მესხია; სადგ. ნოგოითში _ ჩეჩელაშვილი; ლანჩხუთში _ მამასახლისი ირ. მენაღარიშვილი, მ. არაგვენიძე; ხიდისთავში _ სოფლის მწერალი მიხ. ლომაძე, ქართველიშვილი, მამასახლისი თავართქილაძე, გერ. ლომაძე; ს. ჯუმათში _მღ. გაბრიელ დარჩია, სურებში _ დეკანოზი ნიკო რამიშვილი; სად. სუფსაში _ ლუკა ურუშაძე, დ. ჩოხატაურში _ მ. კალანდაძე; ოზურგეთში _ ი. სარიშვილი; ს. შემოქმედში _ აზნ. ალ. ბებურიშვილი და ალექსი კირკელაძე და სხ.
მოგზაური, N7, 27 თებერვალი
გურული ხალხი ამ გზაზე გამოიყვანა გაჭირვებულმა მდგომარეობამ, მარ…

ექვთიმე თაყაიშვილი გურიის რესპუბლიკის შესახებ

დეპუტაცია მეფისნაცვალ ვორონცოვთან

1905 წლის მანიფესტის გამოცხადების წინ, როგორც ცნობილია, გურიის საქმე დიდად გართულდა. მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა ალიხანოვის ჯარი გაგზავნა გურიის დასასჯელად. ეგ რომ ჩვენ შევიტყეთ, თავზარი დაგვეცა, რადგანაც გურიას განადგურება ელოდა. შეიკრიბა მთელი ინტელოგენცია, ყველა პარტიების წარმომადგენლები, სამღვდელოება და გადაწყვიტეს დეპუტაცია გაეგზავნათ ვორონცოვთან და ეთხოვნათ მისთვის, რომ დამსჯელი რაზმი უკან დაებრუნებია. დეპუტატები ამოირჩიეს ილიას მეთაურობით, რომელსაც ვორონცოვი უნდა დაერწმუნებია, რომ გურია დამშვიდდება და აღარავითარ წინააღმდეგობას არ გაუწევს მთავრობას. წავიდა ილია დეპუტაციით. დიდი მოლაპარაკებების და თხოვნის შემდეგ დაითანხმეს ვოროცოვი. მან ალიხანოვი სამტრედიიდან დააბრუნა უკან. მაგრამ ამის შემდეგ არ გასულა ერთი თვე, რომ გურული რევოლუციონერები ნასაკირალზე თავს დაესხნენ ერთ როტა რუსის ჯარს და სანახევროდ ამოსწყვიტეს. მთავრობამ ახლა უფრო გაძლიერებული ჯარით გაგზავნა ალიხანოვი, რომელსაც გრიაზნოვის კარნახით ასეთი ინსტრუქცია მისცეს: სადგურ ნატანებიდან და…

ბრძანება გურიის გადაწვის შესახებ

კავკასიის სამხედრო ოლქის ბრძანება N299
28 ოქტომბერი 1905 წ, ტფილისი

რადგანაც არეულობამ იფეთქა ქუთაისის გუბერნიასა და ბათუმის მხარის მცხოვრებთა შორის, განსაკუთრებით კი გურიაში, სადაც აღარ ემორჩილება ხალხი მთავრობის მოხელეებს, შეიარაღებულნი თავს ესხმიან ჯარებს, ანგრევენ რკინის გზას, მთავრობის დაწესებულებათ, გიბრძანებთ შეადგინოთ განსაკუთრებული საექსპედიციო - რიონის რაზმი ზემოხსენებულ აჯანყებულ მცხოვრებთა დასამორჩილებლად და დასაწყნარებლად. ამ რაზმში ჩაირიცხოს კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების შემდეგი ნაწილები
ქვეითი ჯარის

1. სამი ბატალიონი ერევნის მე-13 ლეიბ-გრენადერთა პოლკისა
2. სამი ბატალიონი მე-14 გრენადერთა პოლკისა
3. ყუბანის კაზაკთა ჯარების მე-2 პლასტუნის ბატალიონი
4. მე-33 ქვეითი დივიზიის ტყვიისმფრქვეველთა როტა
5. ოთხი ასეული პოლტავის მე-2 კაზაკთა პოლკისა

არტილერიისა

6. სამთო ბატარეია კავკასიის მსროლელთა არტილერიის დივიზიონისა
7. თერგის 1-ლ კაზაკთა პოლკის ბატარეია
8. ერთი ბატარეია მე-33 საარტილერიო ბრიგადისა, რომელიც დაბანაკებულია დ. ახალ სენაკში

საინჟინრო ჯარებისა

9. ერთი როტა საპიორ…

ბახვის მანიფესტი

სოციალ-დემოკრატიული იდეები გურიაში განსაკუთრებით პოპულარული იყო და შესაბამისად, რევოლუციური მოძრაობა - ძლიერი. 1905 წლის დასაწყისში გურიაში ძალაუფლება რეალურად რევოლუციური კომიტეტის ხელში იყო, რომელსაც შეეძლო საჭიროების შემთხვევაში 15 000 შეიარაღებული პირის, „წითელაზმელების“ გამოყვანა.

კავკასიის მთავარმართებლობამ მიიღო გარკვეული ადმინისტრაციული ზომები ხელისუფლების ორგანოების კონტროლის აღსადგენად. ოზურგეთის მაზრა (ანუ გურია), რომელიც ქუთაისის გუბერნიის ნაწილი იყო, ჩამოაცილა გუბერნიას. კინტრიშის ოლქი (დღევანდელი ქობულეთის რაიონი), რომელიც ბათუმის ოკრუგის ნაწილი იყო, ჩამოაცილა ბათუმის ოკრუგს, გააერთიანა ეს ერთეულები და მათ ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. გურიაში გაიგზავნა 10 000 კაციანი სადამსჯელო რაზმი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით.
სადასმჯელო რამზს ახლდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი სულთან კრიმ-გირეი. კრიმ-გრეი ცნობილი იყო ლიბერალური შეხედულებებით, ამიტომ  მთავარმართებლობამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე ის გლეხობასთან მოსალაპარაკებლად გაეშვათ…

ხელფასები აიპ-ებში

ფეხბურთის ძველი თაობის ქართველ კომენტატორებს უყვარდათ, და ხშირად იმეორებდნენ კიდეც, ფრაზა „სტატისტიკის მოყვარულთათვის“. მეც სტატისტიკის მოყვარული ვარ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ორგანიზაციის (აიპის) ერთი თვის სახელფასო ბიუჯეტი

რამდენიმე სტატისტიკური დასკვნა

ჯამში 500-ზე მეტი თანამშრომელი აიპებშიმხოლოდ სახელფასო ხარჯი წელიწადში მილიონნახევარ ლარზე მეტიაიპის თანამშრომლის საშუალო ხელფასი თვეში 240 ლარი
მონაცემები აღებულია 2013 წლის ერთი თვის მიხედვით. მასში არაა შესული ისეთი მსხვილი დაწესებულებები, როგორიცაა მაგ. ბაღების გაერთიანება ან სამუსიკო სკოლა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამშრომელთა ოდენობა და სახელფასო ხარჯი რეალურად, უფრო მაღალია.

ნემიროვიჩ-დანჩენკოს მუზეუმი შემოქმედში

ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუზეუმი შემოქმედში გაიხსნა 1983 წელს და მოქმედებდა 1990 წლამდე. ნემიროვიჩ-დანჩენკო იყო რუსი თეატრალური რეჟისორი, მსახიობი და მწერალი, მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრის (Московский Художественный академический театр, МХАТ) ერთ-ერთი დამფუძნებელი. დაიბადა შემოქმედში 1858 წელს.

ნემიროვიჩ-დანჩენკოს ძეგლისა და სახლ-მუზეუმის გახსნაში მონაწილეობდნენ დანჩენკოს შვილიშვილი ვასილ ნემიროვიჩ-დანჩენკო, სსრკ სახალხო არტისტი ანგელინა სტეპანოვა და რსფსრ სახალხო არტისტი ვლადიმერ ანდრეევი. მუზეუმმა ფუნქციონირება 90-იან წლებში შეწყვიტა.
აქ არის მუზეუმის გახსნაზე გადაღებული რამდენიმე ფოტო.
ყვავილებით ხელში ანგელინა სტეპანოვა, რუსი მსახიობი (1905-2000), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი.

სტეპანოვა ჭრის ლენტს. მის უკან ნემიროვიჩ-დანჩენკოს შვილიშვილი ვასილ მიხაილოვიჩ ნემიროვიჩ-დანჩენკო (1940-), კომპოზიტორი. 
ნემიროვიჩ-დანჩენკოს ძეგლი, რომელიც იდგა მუზეუმის ეზოში. უკან ჩანს ის გორაკი, რომელზეც დგას შემოქმედის ეკლესია.
ამ ფოტოზე მარჯვენა ზედა კუთხეში შემოქმედის ეკლეს…

ოზურგეთის რუკები / Maps of Ozurgeti

ქალაქის გეგმა, 1905-1907 წწ


acme-ს რუკა

acme-ს რელიეფური რუკა

GPS Visualizer-ის ტოპოგრაფიული რუკა
here-ს რელიეფური რუკა
აჭარა-გურია ღამით, ხედი სატელიტიდან. უფრო ახლო ხედის საშუალებას blue marble არ იძლევა

wikimapia-ს რუკა

wikimapia-ს სატელიტური რუკა



View Larger Map


View Larger MapDriving Directions






პატარა აბული

გავედით თბილისიდან, დილით. მიმართულება კუმისის ტბა > ასურეთი > წაკლკა > ფოკა. სჯობს წყნეთი > მანგლისი > წალკის გზიდან წასვლა, 20 კმ-ს მოიგებთ

პირველი გაჩერება ფარავნის ტბა:


შემდეგ იყო სოფელი ფოკა. ფოკაში თუ მოხვდებით და ფოკის დედათა მონასტრის მაღაზიაში არ შეივლით ბევრს დაკარგავთ. ამისთვის სულ არაა აუცილებელი რელიგიური მომლოცველი იყოთ, არც ჩვენ ვიყავით ასეთები. მაღაზიაში არის არაჩვეულებრივი ყველის ფართო არჩევანი, ბეგქონდარას არაყი (ბიჭები ამ არყით უფრო მოიხიბლნენ, ვიდრე ნაქები ყველით), ჯემები, ტრიუფელი და სუვენირები.
წივა, თივა და სოფელი ფოკა

შემდეგი სოფელია განძანი. აქ გავჩედრით, მანქანა პოლიციის ოფისთან დავტოვეთ და შევუდექით გზას მთა პატარა აბულისკენ. შეიძლება მანქანის სოფლის ბოლოში დატოვება და ამით ორი კილომეტრის მოგებაც. წყარო სოფლის ბოლოსაა



სოფლიდან პატარა აბულის მთა პირდაპირ ჩანს. ძნემი მისაგნები არაა. ადგილობრივებისთვის კითხვაც შეიძლება, თუმცა ქართული მხოლოდ სკოლის მოსწავლეებმა იციან, რუსული თითქმის არავინ იცის.


პატარა აბული ვულკანური წარმოშობის მთაა, ზედაპირის დი…

გურიის გლეხთა რევოლუციური ბრძოლის სახელოვანი ფურცელი

მ. კილაძე
გაზეთი „ლენინის დროშა“
 23 იანვარი, 1955 N 10. ეს იყო 50 წლის წინათ
1905 წლის 9 (22) იანვარს დაიწყო რუსეთის პირველი რევოლუცია, რომელიც თუმცა დამარცხდა, მაგრამ მაინც უდიდესი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნისა და საერთაშორისო განმათავიუფლებელი მოძრაობის ისტორიაში. მუშათა კლასმა და გლეხობამ მიიღეს ცარიზმისა და ბურჟუაზიის წინააღმდეგ რევოლუციური ბრძოლის შესანიშნავი გაკვეთილი. ვ. ი. ლენინის შეფასებით ეს რევოლუცია დიდი ოქტომბრის სოციალისტური  რევოლუციის გენერალური რეპეტიცია იყო.
საბჭოთა ადამიანები სიამაყის გრძნობით ეცნობიან რუსეთის პირველი რევოლუციის სახელოვან ფურცლებს.
1905 წლის ბობოქარი დღეები ჩვენი სამშობლოს თითქმის ყველა კუთხეს შეეხო. კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით, მუშათა კლასის მხარდამხარ და მისი მეთაურობით ბრძოლის ველზე გამოვიდა გლეხთა მრავალმილიონიანი მასები. რევოლუციის ალში გაეხვია როგორც ცენტრალური რუსეთი, ისე განაპირა მხარეები, მათ შორის საქართველო, სადაც მებრძოლი მასების სათავეში იდგა ვ. ი. ლენინის ერთგული მოწაფე და თანამებრძოლი ი. ბ. სტალინი. საქართველოს სხვა რაიონებთან ერ…

ჩემი ომი

დასაწყისი
იმ წელს მე და გოლა ზღვაზე უნდა წავსულიყავით. შაბათ-კვირას ის თბილისიდან უნდა წამოსულიყო გურიაში და ერთი კვირით ბათუმში ვაპირებდით. მანამდე კი მე თავისუფალ დროს მთისპირში ვატარებდი. ხუთშაბათია, 7 აგვისტო, ჰოდა ვურეკავ გოლას, ვეუბნები: ახლა მივდივარ მთისპირიდან ოზურგეთში, წამოდი შენც ამ საღამოს და ხვალ ერთად წავიდეთ ბათუმში. რა ბათუმში, მპასუხუბს, ომია შეჩემა. რა ომი, ვეუბნები, სროლებია რაღაც, ყველა წელსაა ეგ სროლები, ნუ გეზარება, ჩაჯექი მარშუტკაში და წამოდი.
არ მჯერა რომ ომია. მთისპირში, სახლში ტელევიზორი არ მაქვს. მეზობლებისგან კი ვიგებდი ეგერ-აგერ რაღაც ამბებს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. ოზურგეთი 2 აგვისტოს დავტოვე, (იმ დღეს ავიღე მართვის მოწმობა და კარგად მახსოვს) და იქამდეც ყოველ საღამოს ტელევიზორში ცხინვალის რეგიონში დაძაბულობის ამბებს გადმოსცემდნენ. მგონია, რომ იგივე ამბები გრძელდება. თანაც ანალოგიური ინფორმაციები ყველა ზაფხულს მესმოდა და მთისპირის მოსახლეობაც ყველა ზაფხულს სერიოზულად განიხილავდა ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ტელევიზიით გადმოცემულ ამბავს. 2004 წლ…

გურიის გლეხთა რევოლუციური კომიტეტი

მცირე ისტორია

მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1902-1903 წლებში გურიაში მარქსისტულად განწყობილი მოსახლეობის რევოლუციური მოძრაობა განსაკუთრებით გაძლიერდა.

გლეხთა პირველი კომიტეტი ჩამოყალიბდა 1903 წლის ივნისში. ჟანდარმთა როტმისტრ რიოჟანოვის პატაკის თანახმად კი 1901-02 წლებში ის ბათუმის კომიტეტის ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა. როგორც ბათუმის, ასევე გურიის კომიტეტებს გურულები ხელმძღვანელობდნენ, მათ შორის ერთ-ერთი იყო ნოე რამიშვილი. 1905 წელში კომიტეტი ხელმძღვანელობდა აჯანყებასა და ნასაკირალის ბრძოლას, მან ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, გამოაცხადა „გურიის რესპუბლიკა“ და 1906 წლის იანვრამდე მართავდა გურიას. ხალხი რევკომის წევრებს და მათ მიმდევრებს „ახალთაობელებს“ ეძახდა.

ორგანიზაცია  
კომიტეტში თავიდან შედიოდნენ ბათუმიდან გადმოსახლებული მუშები: იასონ მეგრელიძე, გოგილო ცინცაძე, სევასტი მურმანიძე, შემდეგ კომიტეტს შეუერთდნენ ქუთაისის სასულიერო სემინარიიდან გარიცხული მოსწავლეები და მასწავლებლები. კომიტეტის შექმნაში დიდი როლი ითამაშა პროფესიონალმა რევოლუციონერმა ალექსანდრე წულუკიძემ. 1903 წლის …