Skip to main content

Posts

Showing posts from July, 2020

ნიკიტა თალაკვაძე, მოქალაქე მღვდლის დღიურიდან

ორი ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს. გურიაში ხდება ეკლესიის საბოლოო ლიკვიდაცია, 1929 ამ თაობაზე მეტად საგულისხმო და მნიშვნელოვანი ამბები ჩამომივიდა ჩემი სოფლიდან „მთის-პირიდან“ ( ასკანის თემი ): მთის პირის სამრევლო ტაძარი ეს ერთი კვირაა სოფლის ხელისუფლებას დაუბეჭდია. ზარი ჩამოუხსნიათ სამრეკლოდან და გაუტანია „ციხის უბანში“, ტყეში და იქ „კვიჩილაურის“ ჩაის კოლექტივში ჩამოუკიდნიათ. ამ „კვიჩილაურზე“ (ადგილის სახელია) ჩაის პლანტაცია გაუშენებია 40 კაცისაგან შემდგარ კოლექტივს. ამათ უკვე დამუშავებული აქვს ოცდაათი ჰექტარი მიწა ჩაისათვის და სწარმოებს კიდევ დაუცხრომელი მუშაობა ამ საქმის უფრო გასაფართოებლად! იმ ეკლესიის ზარს სამჯერ ჩამორეკავენ თურმე და ამით მოუწოდებენ „კომუნარებს“ მუშაობაზე! თუ მესამე ზარის ჩამორეკაზე მუშა არ გამოცხადდა სამუშაოზე, მას უკვე დააჯარიმებენ! ამ კოლექტივში უმეტეს წილად შედიან ორი გვარის კაცები - თალაქვაძე-სიამაიშვილები. ის ზარი, რომელსაც საუცხოო რაკრაკი გაჰქონდა მთის-პირის წმინდა გიორ

გურია, კონსტანტინე გვარამაძე

კონსტანტინე გვარამაძის „გურია“ თანდართული გურული ლექსიკონით გამოქვენდა 1901 წელს ჟურნალ „მოგზაურში“ NN1, 2, 3, 5, 6-7, 8-9, 10. გურიას ძველათ დიდი ადგილი ეჭირა, მარა დროთა ვითარებისა გამო, შემცირდა იგი და დღეს მისი ნახევარიც ძლივს-ღა უჭერია. უწინ ამას საზღვრავდა: აღმ. ფერსათის მთა (აჭარა-გურიისა, გინა ლხინოს მთა), დას. შავი ზღვა, სამხ. მდ. ჭოროხი და ჩრდ. ოდიში (სამეგრელო). ეს ქვეყანა ამ საზღვრებიდგან შევიწროვდა და ახლა კი საზღვრავს: აღმ-დას. ფერსათის მთა და შავი ზღვა, სამხრეთით - პატარა მდინარე ჩოლოყი ( საზღვარი გურიისა 1877 წ-ს. ) და ჩრდ. მდ. რიონი. თქმა არის, უწინდელ გურიასთან შედარებით დღევანდელი გურია შემცირებულა კახაბერით - ქობულეთითურთ და ოდიშით - ფოთის მხრითურთ, მაშასადამე, დღევანდელს გურიას მხოლოდ ოზურგეთის მაზრა-ღა შეადგენს, რომელიც აღმ-დასავლეთით 50 ვერსს არ აღემატება სიფართით და ჩრდ.-სამხრეთით 35 ვერსს. მთელსს აწინდელ გურიაში მცხოვრებთა რიცხვი 80,000 სულს მეტს არ აღემატება. გურიაში მხოლოდ ერთი პატარა ქალაქია ოზურგეთი, რომელშიაც 4000 მცხოვრებია. ეს ქალაქი მეტად მშვენიერია და