Skip to main content

Posts

Showing posts from 2018

გურიის ეპარქიები

საქართველოს ერთიანი სამეფოს არსებობის დროს გურიაში (გურიის საერისთავოში) არსებული ეპარქიების, ან ამა თუ იმ ეპარქიასთან მიკუთვნებულობის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს

გურიის სამთავრო
გურიის სამთავრო, როგორც ცალკე პოლიტიკური ერთეული, გაჩნდა XV საუკუნის მეორე ნახევარში. პოლიტიკური განცალკევებისთვის ბრძოლის ნაწილი იყო გურიაში საეპისკოპოსოების შექმნა. ამისთვის ძალისხმევა გურიის ერთ-ერთმა პირველმა მთავარმა, გიორგი გურიელმა და მისმა მეუღლე ელენემ გასწიეს. ასე ჩნდება 1470-იან წლებში ჯუმათის, შემოქმედისა და ხინოწმინდის საეპისკოპოსოები.

ჯუმათის საეპისკოპოსოში შედიოდა მდინარე სუფსის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია, შემოქმედის საეპისკოპოსოში - სუფსასა და ჩოლოქს შორის, ხინოწმინდის საეპისკოპოსოში კი - ჩოლოქის სამხრეთით მდებარე ტერიტორია.
გურიის საეპისკოპოსო ცენტრები
შემოქმედელი ეპისკოპოსი ატარებდა მიტროპოლიტის ან მთავარეპისკოპოსის ტიტულს. XVII საუკუნეში შემოქმედელი ეპისკოპოსი მაქსიმე მაჭუტაძე ამავე დროს იყო დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. არქიეპისკოპოსად მოიხსენიებოდა XVIII საუკუნეში ხინოწმინდელ…

ანტონ გოგიაშვილის გურია / Paintings of Guria by Anton Gogiashvili

ანტონ გოგიაშვილი იყო ქართველი მხატვარი. დაიბადა გურიაში, სოფელ ჩოლობარგში. სახლი ოზურგეთში, რომელშიც გოგიაშვილი ცხოვრობდა, ახლაც შემორჩენილია 9 აპრილის ქუჩაზე, დიმიტრი გურიელის სასახლის გვერდით. აქ წარმოდგენილია გოგიაშვილის რამდენიმე ნამუშევარი. 

ვაკიჯვარი, 1903 / Village Vakijvari
ტყეში შეფარებული გურულები, 1906 / The Gurians, hiding in the forest
საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი




სახლი ოზურგეთში, სადაც ანტონ გოგიაშვილი ცხოვრობდა

ასევე იხილეთ: ლადო მალაზონიას გურია

გურიის საჯავახო

აკადემიკოსი აკაკი შანიძე  მის ბიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ ის დაიბადა გურიაში, საჯავახოს მხარის სოფელ ნოღაში. სოფელი ნოღა დღეს სამტრედიის რაიონს ეკუთვნის, ხოლო 1887 წელს, აკაკი შანიძის დაბადების დროისთვის, ის ქუთაისის მაზრას ეკუთვნოდა. მაშ რა კავშირი აქვს საჯავახოს მხარეს გურიასთან?

ჭილაძეების სათავადო
საჯავახოს მხარეს XIII საუკუნემდე ფლობდნენ საჩინოს (დღევანდელი ვანისა და ბაღდათის რაიონები) ერისთავი ქვაბულისძენი (ქობულიძეები). ქობულიძეების საერისთავო ქუთაისიდან ქობულეთამდე გრძელდებოდა. ქობულეთის სახელწოდება ნიკო ბერძენიშვილის აზრით სწორედ ქობულიძეებიდან მოდის. XIII საუკუნიდან ქობულიძეების საერისთავოს ერთ ნაწილს ეპატრონებიან უფრო მცირე ფეოდალები, ჭილაძეები, რომლებიც, სავარაუდოდ, ქობულიძეების შთამომავლები იყვნენ.
ჭილაძეთა სათავადო მოიცავდა დიდ ტერიტორიას მდინარე რიონის ორივე ნაპირზე (დღეს ეს ტერიტორია გადანაწილებულია აბაშის, სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებზე). XVI საუკუნეში საჭილაოს საზღვარი დასავლეთით ეკის მთამდე აღწევდა, ჩრდილოეთით - ბანძამდე, სამხრეთით - გურიის მთებამდე, ხოლ…