Skip to main content

Posts

Showing posts from May, 2015

გურიის სახალხო სასამართლო

რუსული მმართველობის დამყარებამდე გურიაში გამოიყენებოდა ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი, ასევე გავრცელებული იყო ჩვეულებითი სამართალი. სასამართლო წარმოებაში ფართოდ გამოიყენებოდა ორდალები - მდუღარითა და გახურებული რკინით გასამართლების წესი.
შანთი და მდუღარე საყოველთაოდ გავრცელებული საშუალება იყო სერიოზული დანაშაულის, მკვლელობის, ტყვეთა სყიდვის და სხვათა გამოსამჟღავნებლად. ბრალდეულის ნება იყო, შანთს აირჩევდა თუ მდუღარეს. გამოცდის ამბავს წინასწარ მოახსენებდნენ მთავარს, ხოლო შემდეგ შეუდგებოდნენ თვით პროცესს. ბრალდებულს მისი მოძღვარი ზეთს უკურთხებდა, ესწრებოდა მის შვიდდღიან ლოცვას და აღსარებას ათქმევინებდა. თუ აღსარებისას იგი დანაშუალში გამოტყდებოდა, გამოცდა ზედმეტი იყო და დამნაშავე ისჯებოდა; მაგრამ  თუ არ აღიარებდა, მაშინ ნიშნავდნენ გამოცდის ადგილს, მეტწილად იქ, სადაც იმჟამად მთავარი იმყოფებოდა: ოზურგეთში, შემოქმედში, ან დვაბზუში. გამოცდას ესწრებოდნენ, თუ მთავარი არა, სხვა თანამდებობის პირნი მაინც: მდივანბეგი, სახლთუხუცესი და ბოქაულთუხუცესი. შანთი 1 ოყას (3 გირვანქა) იწონიდა, სიგრ…

რას ნიშნავს ხეები ოზურგეთისთვის

„მარმარილოს სახლებს შორის, ფერდობზე მწკრივად ჩადიოდნენ,  თვალს რაღაც აკლდა - არცერთი ხე არ იდგა ქუჩებში“ ბოროტების ქალაქ კამორას აღწერიდან „სამოსელი პირველი“, გურამ დოჩანაშვილი


ადამიანები, რომლებიც პატივისცემით არ ეპყრობიან  ბუნებას, მდინარეებს, ტყეებს და ჭაობებს, ვერასდროს გახდებიან ჭეშმარიტი მმართველები
ზოუს დინასტია 700-256
რა ფუნქციას ასრულებს ხეები ქალაქში?

ხეები, განსაკუთრებით დიდი ხეები, უაღრესად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და არა მხოლოდ სილამაზის თვალსაზრისით. მართალია ხეები ქალაქში დეკორატიულ ფუნქციას ასრულებენ და ნამდვილად, ხეები ალამაზებს ქალაქს,

მაგრამ გარდა სილამაზისა ხეებს პრაქტიკული დანიშნულებაც აქვთ. ერთია ფოტოსინთეზი: ჟანგბადი, რომელსაც მცენარე გამოყოფს, აუცილებელია ჩვენი ორგანიზმებისთვის და ჰაერის ხარისხი ქალაქში მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მწვანე ნარგავების რაოდენობაზე. კანადის გარემოს დაცვის კვლევითი ცენტრის თანახმად, საშუალოდ ერთი ხე ას ოც კილოგრამ ჟანგბადს გამოყოფს. ორ ზრდასრულ ხეს ოთხკაციანი ოჯახისათვის საკმარისი ჟანგბადის გამოყოფა შეუძლია. გარდა ამისა, მწვანე საფარი ა…

კულტურის და დასვენების პარკი

კულტურისა და დასვენების პარკი ოზურგეთის ერთ-ერთი უძველესი ბაღია, რომელიც 1930-იან წლებში გაშენდა. მაშინ მას სტალინის სახელობის ბაღი ერქვა.

სტალინის სახელობის ბაღი ტერიტორიულად უფრო დიდი იყო, ვიდრე დღევანდელი პარკი. მას ამჟამინდელი მოედნის ტერიტორიაც ეკავა, რაც კარგად ჩანს მარქსის (ვიტორ დოლიძის) ქუჩის აღმართზე გადაღებულ ფოტოზე (1947 წელი).

ბაღის ტერიტორია შემცირდა 1957 წელს ლენინის ძეგლისა და მოედნის მოწყობის გამო. მას შემდეგ იწოდება კულტურისა და დასვენების პარკად.

კულტურისა და დასვენების პარკში დადგეს ქართველ და უკრაინელ ხალხთა მეგობრობის ძეგლი, რომელიც მანამდე ბერიას ბაღში იდგა

2014 წელს ხელისუფლება პარკის ტერიტორიაზე 1600მ კვ.მ. ფართობზე ადმინისტრაციული შენობის განთავსებას განიხილავდა, თუმცა საზოგადოების პროტესტის შედეგად გადაიფიქრა.
დღეს კულტურისა და დასვენების პარკი ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ერთადერთი ბავშვთა გასართობი პარკია და მასში მრავალწლიანი ნარგავებია დაცული.



ნოე ჟორდანია - დემოკრატიის ძირითადი პრინციპები

წიგნიდან „დემოკრატია“, პარიზი, 1933
ხალხი სოციოლოგიური ცნებაა, დემოკრატია - პოლიტიკური.
ხალხის გადაქცევა თვითმართველ საზოგადოებად ანუ დემოკრატიათ შესაძლებელია მხოლოდ ამ სოციოლოგიური ერთეულის ბაზაზე, მის მიუცილებელ, ბუნებრივათ ბოძებულ, გარდაუვალ სოციალურ თვისებებზე. ამ ერთეულის ცენტრალური ფიგურაა ადამიანი, მისი ინტერესები, მისი მოთხოვნილებები, მისი საარსებო საშუალებები, მისი წარსული, აწმყო და მომავალი. მაშასადამე, ცხოვრების მტელი დაწყობილება, საზოგადოების მტელი ურთიერთობა უნდა ემსახურებოდეს აი ამ ადამიანს და მის მოთხოვნილებათ. მსაჯული ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მხოლოდ ის, მხოლოდ მას შეუძლია გაზომოს ამ დაწესებულებათა სიავკარგე, მათი მიზანშეწონილობა და დანიშნულება.
რაკი ადამიანია საზომი ყველა სოციალური მოვლენის, ნივთის და იდეის, ცხადია, ამით აღიარებულია ისიც, რომ ის არის ტავისთავის პატრონი და ბატონი, თავის მოქმეების მომფიქრებელი, ხელმძღვანელი და გამტარებელი, თავისი კერძო თუ საერთო საქმეების ამწყობი და გამძღოლი. ეს მის არსებასთან შეკავშირებული, განუყრელი თვისებაა, ეს ასე ვთქვათ, ბუნებრი…