Skip to main content

Posts

Showing posts from April, 2015

მამია V გურიელის სასახლე და დრუჟინა

ოზურგეთს არის სასახლე დიდშენი და კეთილ-პალატოვანი გურიელისა ვახუშტი ბატონიშვილი
ოზურგეთი ფეოდალურ ხანაში გურიელების, გურიის სამთავროს მფლობელების საზამთრო რეზიდენციას წარმოადგენდა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით შემოქმედის ქვემოთ, ოზურგეთში იდგა მათი სასახლე. 
გურიის უკანასკნელმა მთავარმა, მამია V გურიელმა მისი მმართველობის დროს გურიელთა ნასახლარზე, სადაც ხის ერთსართულიანი სახლი იდგა, ძველი გალავნის შიგნით ახალი, სამსართულიანი, ქვით ნაშენი სასახლე ააგო 1812-14 წლებში. მანამდე მამია V გურიელი სოფელ უჩხუბში (დვაბზუს საზოგადოება) ცხოვრობდა. ის ადგილი უჩხუბში, სადაც პირველი სასხახლე იდგა, შემდგომ გლეხმა ჭანუყვაძემ იყიდა. მანვე სასახლის ეზოში ააშენა მარანი, სამზარეულო და აბანო. გურიელის ნამარნევში 1888 წელს ასკოკიანი ქვევრი აღმოაჩინეს. აბანოს არქეოლოგიური ნაშთები კი 2012 წელს იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს გაიხსნა  და დღემდე უპატრონოდაა მიტოვებული. სასახლე და გალავანი დაახლოებით დღევანდელი მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარეობდა.
1829 წელს, როცა რუსეთის იმპერია დაეპატრონა გურიას, სასახლე უკვე საში…

მახარაძის რაიონის კოლმეურნეობები

საქართველოში კოლექტივიზაციისთვის მზადება საბჭოთა ხელისუფლებამ 1927-1928 წლებში დაიწყო. 1929-30 წლებში განხორციელდა ადმინისტრაციული რეფორმა, რომლის შედეგადაც მაზრები რაიონებად დაიყო, ხოლო სასოფლო საზოგადოებები სასოფლო საბჭოებად. ახალი ადმინისტრაციული მოწყობა სხვა საკითხებთან ერთად კოლექტივიზაციის ხელშეწყობისთვის განხორციელდა. მიუხედავად სერიოზული წინააღმდეგობისა, ხელისუფლებამ 1932 წელს დაასრულა სოფლების კოლექტივიზაცია. სოფლებში ჩამოყალიბდა კოლმეურნოებები.

დროთა განმავლობაში კოლმეურნეობებმა გარდა სამეურნეოსი, ადმინისტრაციული და მმართველობითი ფუნქციებიც შეიძინა. ფორმალურად სოფელში ადგილობრივ ხელისუფლებას სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭო და აღმასკომი ახორციელებდნენ, რეალურად კი კოლმეურნეობის გამგეობა. კოლმეურნეობის თავმჯდომარე მეტი გავლენით და პატივისცემით სარგებლობდა, ვიდრე სასოფლო საბჭოს, ან აღმასკომის თავმჯდომარე.

კოლმეურნეობაში გაწევრიანებულ გლეხებს 2500 კვადრატული მეტრი მიწა და მინიმალური რაოდენობის პირუტყვის და ფრინველის ქონის უფლება ჰქონდათ მემკვიდრეობით გადაცემის უფლებით. კოლმეურნ…