Skip to main content

Posts

გამორჩეული პოსტი

ოზურგეთის მაზრის თვითმმართველობა

ოოზურგეთის მაზრის თვითმმართველობის საქმიანობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს. მომზადებულია მაზრის ერობის გამგეობის ოფიციალური გამოცემის, „ გურიის ერობის მოამბის “ მიხედვით. 1918 წელს ჩატარდა საერობო რეფორმის პირველი ეტაპი და არჩევნები. (გარდა საომარი რეგიონებისა). 1919 წელს ამოქმედდა ადმინისტრაციული მოწყობის ახალი წესი, შეიქმნა მაზრის ერობა და სამაზრო გამგეობა. ერობებმა იმუშავეს 1921 წლამდე. კარლ კაუცკის წიგნიდან „საქართველო: გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა - შთაბეჭდილებები და დაკვირვებები“:  რევოლუციამ საქართველოს მაზრებისა და მუნიციპალიტეტების სრული თვითმმართველობა მოუტანა. ეს თვითმმართველობა უნდა შექმნილიყო de novo ცენტრალიზებული და ბიუროკრატიული სახელმწიფო მეურვეობის ნაცვლად. ის განიცდიდა გამოცდილებისა და ზოგიერთი აუცილებელი რესურსის ნაკლებობას. მიუხედავად ამისა, ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომ ზოგი დიდი სასოფლო-სამეურნეო საწარმო გადაეცა მუნიციპალიტეტებს. ადგილობრივმა საკრებულოებმა შემოიღეს სამედიცინო მომსახურების რეგულაცია, დააარსეს ამბულატორიები, ფაბრიკები და სა
Recent posts

გურული ხალხური სიმღერები

ხხალხური სიმღერები, ჩაწერილი ილია კარგარეთელის მიერ, გამოქვეყნდა ექვთიმე თაყაიშვილის კრებულში ძველი საქართველო, ტომი I, 1909 წელი მივალ გურიაში 40 წლის ბებიაო ჰე ბიჭებო

გურიის მთავარი მამია V

იისტორიული ამბავი ვუძღვნი კნ ელეონორა გურიელისას გამოქვეყნდა გაზეთ "ივერიაში" 1902 წელს NN 176-177 I როდესაც მთავარ-მართებელმა ტორმაჩოვმა იმერეთის მეფეს სოლომონ მეორეს დღე არ მოუსვენა და ღამე, რომ დეპუტაციის გაგზავნა რუსეთის ხელმწიფესთან, რაც შეიძლება, დაეჩქარებინა, სოლომონ მეფემ ახალი ხელშეკრულობა მოსთხოვა ხელმწიფეს და, სხვათა შორის, ისიც ჩაუწერა, რომ "მათის იმპერატორებითის უდიდებულესობის მოწყალებით იმერეთის სამეფო ჩემს ხელში უნდა იქმნესო და ჩემს სიკვდილის შემდეგ ჩემის შვილებისა  და შთამომავლობის ხელშიო. ჩემის მემკვიდრეების ტახტზედ ასვლის დამტკიცება რუსეთის ხელმწიფის ნება უნდა იყოსო. გურია იმერეთის ნაწილია და ნურასოდეს ნურც განაშორებენო." როგორც ეს მუხლი ახალის ხელშეკრულობისა, ისე მთელი ეს ხელშეკრულობა არ იქმნა შეწყნარებული, რადგან მთავარ-მართებელი ტორმასოვი არ დაეთანხმა ძველ ხელშეკრულობის შეშლას. ამ დროს გურიას, თუმცა იმერეთის ნაწილად ითვლებოდა, გული უფრო ოსმალეთისაკენ ჰქონდა და არა იმერეთისაკენ. ოსმალეთი სულ ახლოს ესაზღვრებოდა გურიას. გურიის მთავრებიც დიდს პატივი

გურული ანდაზები და გამოცანები

გურიაში გაგონილი ანდაზები და გამოცანები. შეკრიბა კონსტანტინე გვარამაძემ . გამოქვეყნდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შედგენლ კრებულში  ძველი საქართველო , ტომი III, 1914 ანდაზები ალაგო, ვისი ხარ? - და ვინც ზედ მადგანაო ამ ყურს, იმ ყურს არაფერი ბედაური შვილია (დაწუნებულზე იტყვიან) ასს კაცს ერთი ცხვარი უხაროდაო აქეთ კურო მიდგანა, იქით სიკვტილიო ბაბიდას ეუბნებოდნენ და რძალს ასმენდნენო გამიყვანა სამართალშიო გაჟეჟილს გატეხილი სჯობიანო გემი ისე არ დაიღუპება, რომ ერთი ფილუკაც არ დარჩესო გურიელის სული ნუ წაგიწყმდებაო (სიმართლეზე) დადიანმა ცხენი მომცა, გურიელმა უნაგირი ისე ცხენი არ მიყვარდა, რომ წითელი უნაგირი დათვმა არც რა გაუშვა და არც რა ჩაუშვაო დედა შენი ქორს რო მიჰქონდეს, შენ ჰაიოს ნუ შეუძახებო! ელეთ-მელეთი მოსდისო ზარმაცი კაცი უქმი-ძალს გახალისდებაო თავი ვინ მოგჭრა და კვიდრმა ძმამაო თვალშიაც ვერ ჩამხედავო თითო გობი ლაფი ყველგან სდგასო თითო გობი ლაფი ყველგან სდგას, მაგრამ ჩემთან ათგანაო თუ არ იცოდე ხერხიო, დედაშენს ტურის ფეხიო იქითკენ უნდა ეცადო, საითაც წყალი დგებაო კარგი ცხენი ქერს მიიმატებს, ავ

თუშური ლექსი

თუშური ლექსი, გამოთქმული 1854 წელს ყირიმის ომის დროს, ნიგოითის ბრძოლაში მონაწილე თუშების შესახებ. დაიბეჭდა კრებულში „ძველი საქართველო“, ტ. II. არამ დამძრახოთ, ბიჭებო, სიტყვანი გითხრათ ძმურია. ვაჟო, სადა ვართ? ა;ვანთან დიდათ შორს არის გურია. მომწყურდა ღვინო კახური, დიაცთ ნამცხვარი პურია... და თქვენცა ბძანეთ, მოძმენო, უმცროსს დაუგდეთ ყურია. ძმაო, შენც გახსოვს წითელი სიყმაწვილური ზნეობა; მოდით, აქ შევიკრიფენოთ, გვმართებს საქმისა რჩეობა; ბიჭობით ყველან მჯობიხართ, გიცდიათ ლეკთა მტერობა. სახელი დაგვრჩეს გურიას,  თუშებმა ქნესა მხნეობა. ომის დრო არის ვჟკაცნო, ცხენთა დავაკრათ ნალია; ადექით, დავემზადენოთ, ყველამ დავჩარხოთ ხმალია; ვინც უკან დარჩეს ამხანაგთ, იყოს ახმატის ქალია, და მოკვდეს, ქვაზე დავწეროთ: „სიცოცხლითაე მხდალია“! ვაჟო, რას ამბობ, მეწყინა, დიაცთ წესია რიდება, ქალის ლეჩაქი დახვუროთ, ვისც არ უნდ, ომი სწყინდება... კაცი გავგზავნოთ სარდალთან: ბიჭებს აქ ყოფნა სწყინდება,  თუ არ გვაჩხუბებ თათართან,  თუშნი აქ რაღად გინდება?! ვინცა გავგზავნეთ, მოვიდა: სარდალმა გაიცინაო: ებძანა: „დილით ივანე ჯა

გურიის გერბები

გგურიის გერბების აღწერილობა აღებულია ამ ნაშრომიდან გურიის სამთავროს გერბი გურიის სამთავროს გერბის გამოსახულება ვახუშტი ბატონიშვილმა შემოგვინახა. მკრთალ ვარდისფერ ფონზე გამოსახულია ირემი თავზე შარავანდედმოსილი ვარსკვლავითურთ. ირემი, ისევე როგორც სხვა ლომი, ხარი, ცხვარი, ირემი, ტახი, ღორი და სხვა უძველესი საკულტო ე. ი. ტოტემური ცხოველია. ტოტემური ცხოველების მრავალფეროვანი გამოსახულებანი საქართველოს პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე არის დადასტურებული როგორც მატერიალური კულტურის ძეგლებზე, ისევე თქმულება გადმოცემებში თუ ხალხურ ზეიმებში ან დღესასწაულებში. გურიის სამთავროს გერბი  (რუსეთის იმპერიის მფარველობაში) გურიის სამთავროს კიდევ ერთი გერბი დაცულია სახელმწიფო მუზეუმში.  ოქროსველიან ფრანგულ ფარში გამოსახულია ლათინური ჯვრით დაბოლოებული მარცხნივ ჩაწეული სვეტი, მის ძირში კი წინა თათებით მახვილის მპყრობელი მწოლიარე ლეოპარდი; ფარი სამთავრო გვირგვინით დამშვენებული პავილიონით არის შემკული.  გერბი მოქმედებდა XIX საუკუნის დასაწყისში, გურიის სამთავროს რუსეთის იმპერიის მფარველობაში არსებობის დროს, სამთავ

გურული ხალხური დღესასწაულები: ლამპრობა, ბოსლობა

ლამპრობა მირქმისადმი მიძღვნილი ტრადიცია. პირველი თებერვალი ანუ მიგებება საღამო. საღამოსთვის ბაშვები ძალიან ადრიდან ემზადებოდნენ, რომ კარგი ლამპარი ჰქონოდათ. აკეთედნენ ბალის ტყავისგან, ნასხვენიდა, ანწის ღეროსაგან, ჩალისგან და სხვა. კარგად რომ დაბნელდებოდა ოჯახის ყველა წევრი, დიდიან-პატარიანა თითო ლამპარს გამოატანებდა ანთებულს. ამნაირად მთელი არემარე განათდებოდა. ბაავშვები ყიჟინებდნენ ლმაპრობაო, იყო სიცილი ხუმრობა, ლამპრის ლამპარზე დარტყმა, სოფელი სოფელს ეჯიბრებოდა და ოჯახი ოჯახს - ვის კარგი ლამპქრი აქო. ვახშამი იმ ღამე ს განსაკუთრებით კარგი კეთდებოდა. მეორე დღეს - კიდევ კარგი სადილი. ყველა ეკლესიაში მივიდოდა და იქაც წინა ღამის ლამპრის შესახებ ლაპარაკობდნენ. ძველი კაცები გაზაფხულის მაგიერ გალამპრობას ხმარობდნენ - გალამპრობაზე ძროხა წველას იზამსო და სხვა ასეთები. ლამპარს კიდევ უძახოდნენ ჟინჟღლს და ფაკლას. ჟინჟღლივით ლოყები აქო, ფაკლასავით იენთოვო, ხმარობდნენ ასე ლაპარაკში აპოლონ წულაძე ბოსლობა გურიაში ბევრ ადგილს იციან ბოსლობა. ჩემის ფიქრით, სიტყვა ბოსლობა ბოსელიდან წარმოდგება. მაგრამ ამ