Skip to main content

Posts

Showing posts from November, 2015

ცრუმორწმუნე გურულები

ნოე ჟორდანიას მოგონებებიდან,  „ჩემი წარსული“, პარიზი, 1953
ჩემი ბავშვობის ხანაში ლანჩხუთის მცხოვრებთ, ალბათ მთელ გურიასაც, ქონდათ წარმოდგენა ქვეყნიერებაზე სავსებით ზღაპრულათ და სასწაულებრივათ. საერთო აზრი იყო: ქვეყანა დასახლებულია უჩინარი სულებით, რომლებიც ებრძვიან ადამიანებს და მათ გზას უბნევენ. ეს სულებია: ჭინკა, ქაჯი, ეშმაკი, დევი, კუდიანი, მზაკვავი და სხვ. ბავშვებს ჰყავთ მიჩენილი ჭინკა, ხოლო დიდებს ყველა დანარჩენი. ეს ჭინკა მაინც მუდამ მაგონდებოდა და სულს მიწუხებდა. ერთხელ ჩემი თამაშის ამხანაგი სამი დღის განმავლობაში მინდორში არ გამოჩენილა. შემდეგ მოვიდა და ჩემს შეკითხვაზე - თუ სად იყო ამდენ ხანს, მომიგო: დედა-ჩემმა წისქვილში გამგზავნა, შემოღამებული იყო, შევედი თუ არა წისქვილში, მომესმა ხმაურობა და ყვირილი - ვინ მოსულა, მოკიდეთ მას ხელი. უცებ კუთხეებიდან გამოვიდნენ ჭინკები და დამესია. მოვასწარი კუთხეში დადგომა, ამოვიღე ჯაყვა-დანა, ვიღრიალე ირგვლივ მათ მოსაგერიებლად. ენა დამება და ლოცვა ვეღარ ვთქვი, თუმცა დედამ დამაბარა ლოცვა არ დაგავიწყდეს, წისქვილმა ჭინკა იცისო. შემდეგ, არ ვიცი რა…

მიხაკო წერეთელი ნოე ჟორდანიას შესახებ

ნოე ჟორდანია
(11 იანვარს 1953) 
განგვეშორა საუკუნოდ დიდი ქართველი. ხანგრძლივი იყო ცხოვრება მისი. იგი სრული 85 წლისა იყო, როდესაც უზენაესმა მას თავისთან მოუწოდა. მწერალი, მოაზრე, პოლიტიკოსი, რომელიც ახალგაზრდობითგანვე იღვწოდა თვის იდეალთა განსახორციელებლად და თვისი ერისთვის, დღეს ჩვენს შორის აღარ არის.
მას ვიგლოვთ მისნი მეგობარნი და დამფასებელნი მისი ღვაწლისა. მე პირადი უმცროსი მეგობარიც ვიყავი მისი და დამფასებელიც მისი ღვაწლისა, მცოდნე მისი პიროვნების ღირსებებისა. ამიტომ მსურს მისთვის მცირე სიტყვა ვთქვა.
არ მინდა მისი ბიოგრაფია ვთქვა ამ სიტყვით, - ცხოვრების აღწერა მისი მომავლის საქმეა. მე მინდა მხოლოდ შევეხო არსებას მისი ბუნებისა და მისს ღვაწლს, რომელიც მას თვისი ქვეყნის წინაშე გაუწევია, მის საქმეთ. საყვედურების თქმა დიდ-კაცთათვის, კრიტიკა მათ საქმეთა წვრილმანი და იაფი, და სხვა ამგვარი რამ, არარაობის თქმაა და არარაობისგაგან არ ოდეს არაფერი კარგი ყოფილა. ამას გარდა, დიდ სახელმწიფოთა პოლიტიკოსთაგანაც ვის არ მოსვლია შეცდომა? რა არის ნოე ჟორდანიას შეცდომები იმ „შეცდომებთან“ შედარებით, რომლები…

რევოლუციონერი მღვდლები

გურიის გლეხებს მთავრობის საწინააღმდეგო მოძრაობაში მხარს უჭერდნენ მღვდლებიც. ხელისუფლებას ვერ წარმოედგინა, რომ მღვდელი რევოლუციონერს დაეხმარებოდა და ხელს გაუმართავდა, რაც მათ საქმიანობას აადვილებდა.

მღვდელი ბარნაბ მახარაძე ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ ანაფორაში ყოფნით დიდ სარგებლობას ვუწევდი არალეგალურად მომუშავეთო.

ლიხაურის ტაძრის მღვდელი, ნესტორ კონტრიძე აჯანყებულებს მხარს იმით უჭერდა, რომ აჰყვა მათ ერთ-ერთ მოთხოვნას, რაც „დრამის ფულის“, ანუ საეკლესიო გადასახადის გაუქმებაში გამოიხატებოდა და საკუთარ მრევლს ამ გადასახადს არ ახდევინებდა.  დრამის ფული კომლზე ორ მანეთს შეადგენდა და მძიმე ტვირთად აწვა მოსახლეობას. ამ გადასახადის გაუქმების გამო სხვა მღვდლები, რომლებიც რევოლუციას არ თანაუგრძნობდნენ, კონტრიძეს ძლიერ გაუნაწყენდნენ.

ცნობილი ფირალის, მელქისედეკ გუნთაიშვილის ძმა აპოლონ გუნთაიშვილი ასახელებს რევოლუციონერების დამხმარე მღვდლებს: გიორგი ერქომაიშვილს, დიომიდე შილაკაძეს. გიორგი ერქომაიშვილი ტერორისტებს იარაღით ამარაგებდა. დიომიდე შილაკაძე დღისით წირავდა, ღამით კი კომიტეტის დავალებებს ასრ…

გურიის გლეხობა ბატონყმობის დროს

ბატონყმობის გაუქმებამდე გურიის გლეხთა მდგომარეობას მეტნაკლებად აღწერს ქვემოთმოყვანილი ფაქტები:
ერთი გლეხი ერთსადაიმავე დროს ეკუთვნოდა და ბეგარას უხდიდა ორ-სამ და ზოგჯერ ოთხ ბატონს. გავრცელებული იყო გლეხებით ვაჭრობა.
ყმებით ვაჭრობა

1809 წელს აზნაურმა მამულაიშვილმა 87 მანეთად იყიდა ხუთი წლის ივანიკა ჭანუყვაძე. იმავე წელს ჩოხატაურელმა კიკოლა ბერიძემ ვალი ვერ გადაუხადა გიორგი მემარნიშვილს და შვილი მარიანა მიჰყიდა მოახლედ. 1839 წელს ლაზარე ჯორბენაძემ, მისმა შვილმა მიტომ და მისმა ძმამ გრიგოლმა მახარობელ ხალთიშვილს მიჰყიდეს ყმა თინათინ ჩიგულიშვილი.
ნოე ჟორდნია საკუთარი ბავშვობიდან იგონებს ფაქტს, რომ მისი ბებიის, თავადის ქალ აფაქიძის ვალი ჰქონია გურიანთელ ბოლქვაძეს. ბებიამ ნიკოლოზ ჟორდანია, ნოეს მამა გაგზვნა გურიანთაში ვალის ასაღებად. ბოლქვაძეს ფული არ ჰქონებია და 10 წლის ქალიშვილი გაუტანებია ნიკოლოზისთვის ვალში. ჟორდანია იხსენებს, ბებია მდიდარი თავადის ქალი იყო და ყმათა ყიდვა-გაყიდვის დიდი წინააღმდეგი, მაგრამ იმ დროს ასეთი რამ ძალიან გავრცელებული იყოო.

1818-1822 წლების დოკუმენტებში, რომლებსაც …