Skip to main content

Posts

Showing posts from October, 2015

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი:
გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ.
თედო ჟორდანია

გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს.

ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების ბურთაობა, ფერხ…

ჟაკ ფრანსუა გამბა გურიის შესახებ

ჟაკ ფრანსუა გამბა იყო ფრანგი მოგზაური, რომელმაც 1820-24 წლებში იმოგზაურა კავკასიაში, მათ შორის დასავლეთ საქართველოში
ფაზისის ხელმარცხნივ, დაახლოებით ერთ ვერსზე, განლაგებულია გურია; მას განაგებს რუსეთის ქვეშევრდომი, ან უფრო ზუსტად მისი მოხარკე მთავარი. ქვეყანა გამოირჩევა ნაყოფიერი მიწებითა და მდიდარი მცენარეულობით; მაგრამ ეს მხარე, ისევე როგორც სამეგრელო და იმერეთი, მთლიანად ტყითაა დაფარული; მხოლოდ ალაგ-ალაგ თუ ვნახავთ საუცხოო საძოვრებს და დამუშავებული მიწების პატარ-პატარა ნაკვეთებს. თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლი დგას შემაღლებულ ადგილზე, საიდანაც შემოგარენი ხელისგულივით მოჩანს. ჰავა აქ უფრო ჯანსაღია, ვიდრე დაბლობში.
მე უკვე ვთქვი, რომ გურიის სანაპიროზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის ციხესიმაგრე რუსებმა 1820 წლიდან მიატოვეს. ახალციხელი თურქების თავდასხმებისაგან თავის დასაცავად მათ ამ სამთავროში ორი სხვა გამაგრებული ადგილი უჭირავთ.
გურიის სუვერენი ძალიან ცდილობს ევროპული ზნე-ჩვეულებების შეთვისებას. მას მოსწონს და სურვილიც აქვს შეიძინოს ევროპის მანუფაქტურული პროდუქცია. ეჭვგარეშეა, რომ იგი ე…

ფრანგთა ეკლესია ოზურგეთში

კათოლიკე მისიონერები გურიაში
კათოლიკე მისიონერები გურიაში პირველად 1634 წელს გამოჩნდნენ, როდესაც შემოქმედელმა ეპისკოპოსმა მაქსიმე I მაჭუტაძემ ისინი გურიის სამთავროში მიიწვია. მაქსიმემ თეატინელთა მისიის წარმომადგენლები გაიცნო გორში, როსტომ მეფის და მარიამ დადიანის ქორწილში. მან პრეფექტი პიეტრო ავიტაბილე მიიწვია გურიაში და სთხოვა დახმარება ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ ბრძოლაში
ასე ჩავიდნენ გურიაში კრისტოფორო კასტელი, პატრი ანტონიო ჯარდინა და ბერი კლაუდიო. ანტონიო ჯარდინამ, რომელმაც ქართულიც იცოდა და ქართული გრამატიკის წიგნიც შეადგინა, ოზურგეთში, მთავრის სასახლის ბაღში დააარსა სკოლა. სკოლაში ასწავლიდნენ გურიელისა და სხვა თავადების კუთვნილ ყმა ბავშვებს, ასევე სკოლაში ბავშვებს აბარებდნენ მამები, რომლებსაც არ შეეძლოთ შვილების სიცოცხლის დაცვა და სკოლაში შეყვანით თავიდან ირიდებდნენ ბავშვების გაყიდვას თურქებზე.
კათოლიკე პატრები ძალიან აქებდნენ გურულების ნიჭიერებას და რამდენიმე მათგანს იტალიაში გაგზავნასაც უპირებდნენ, მაგრამ ჭორების შეეშინდათ და აღარ გაგზავნეს
1637 წელს ჯარდინას გარდაცვალების გამო …

ლაზარენკოს რაპორტი

ოზურგეთის მაზრის უფროსის, ლაზარენკოს მოხსნება ნასაკირალის ბრძოლის, დვაბზუს გადაწვის და გურიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდებიდან
ოზურგეთიდან ჩვენს საშველად გამოსულ ასეულს სახლებიდან ესროდნენ. ამიტომ გზატკეცილის პირად მდებარე ყველა სახლი კაზაკებმა დასწვეს, როცა სახლებიდან ცეცხლის ალი ავარდა, მე პეკარსკის თანდასწრებით შენიშვნა მივეცი, მაგრამ ოფიცერმა, რომელიც მე მოვნახე, ის იყო პოდესაული კოსტელიანოვი, მიპასუხა, რომ ეს ხდებოდა სამხედრო მოსაზრებით. დანარჩენი ოფიცრები პოდესაული პაპეჩენკო და ხორუნჯი მალაევი შორს იმყოფებოდნენ ჩემგან. ამ შეტაკებაში ჩვენ დავკარგეთ მოკლულნი და დაჭრილნი. ჭრილობისაგან გარდაიცვალა 6 კაზაკი, დაიჭრა 12. პოლიციის სტრაჟნიკები მოკლულ იქნა 2, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 5, აგრეთვე უგზო-უკვლოდ დაიკარგა სამაზრო სამმართველოს თარჯიმანი ანთაძე. დაიკარგა მოკულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბერდანკები სულ 6 ცალი, ყველა ესენი ხელთ იგდეს აჯანყებულებმა. დაიკარგა ცხენები. სტრაჟნიკების: 4 გაიქცა, 10 მოკულ იქნა. კაზაკის ცხენი: მოკლულ იქნა 3 ცხენი და დაიკარ…

ოზურგეთის აბანოს ნაშთები

ქალაქ ოზურგეთში ძველი ნაგებობის, სავარაუდოდ აბანოს ნაშთები აღმოაჩინეს 2012 წელს იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს. მაგრამ აბანოების ამ ადგილას არსებობის შესახებ მანამდეც ცნობილი იყო.

1812-14 წლებში ქალაქის ცენტრში, დაახლოებით დღევანდელი მუზეუმის ტერიტორიაზე მამია V გურიელმა გურიელთა ნასახლარზე, ძველი გალავნის შიგნით ახალი სასახლე ააგო. მანამდე მამია V გურიელი სოფელ უჩხუბში (დვაბზუს საზოგადოება) ცხოვრობდა. მანვე, სავარაუდოდ, სასახლის მახლობლად ააშენა ან განაახლა უკვე არსებული აბანო.

აბანო ჯერჯერობით ზუსტად დათარიღებული არ არის. არქეოლოგებმა ის სავარაუდოდ XVII საუკუნის დასაწყისს მიაკუთვნეს, თუმცა აბანოს შენობის სტრუქტურა (ანფილადური განლაგება) არ  ჰგავს საქართველოში არსებულ სხვა, XVII საუკუნის აბანოებს და ჰგავს გვიანი ანტიკური პერიოდისა (I-II სს) და ადრეფეოდალური ხანის (V-VI სს) აბანოებს. ამიტომ აბანოების ნაშთებს დამატებითი შესწავლა სჭირდება. ამ ნანგრევების ახალმა დათარიღებამ, შესაძლოა, გადაწეროს ოზურგეთის ისტორია.

გურიელის სიკვდილისა და გურიის რუსეთთან შეერთების შემდეგ ნახევარდ დანგრ…