Skip to main content

Posts

Showing posts from September, 2015

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით

ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა“ XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების ექვსი გვარი იყო:
გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი, მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია, საბატონიშვილო - ლესა
ნაკაშიძე
გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი შუა საუკუნეებში გადაკეთდა ნაკაშიდ, გვიან შუა …

საბჭოთა მოზაიკები ოზურგეთში / Soviet Mosaics in Ozurgeti

სპორტსკოლა, გაბრიელ ეპისკოპოსისა და ვიქტორ დოლიძის ქუჩების კვეთა

ორსართულიანი უნივერმაღი, გაბრიელ ეპიკოპოსის ქუჩა







კიდევ ერთი მოზაიკური პანო იყო პროკურატურისა და სახელგამის კედელზე, მაგრამ იმ შენობის ფოტო ვერსად ვნახე. 

ტროლეიბუსი ოზურგეთში

ტროლეიბუსის იდეა 1880 წელს ვილჰელმ ფონ სიმენსმა ინგლისურ ჟურნალში აღწერა, ხოლო 1882 წლის 29 აპრილს მისმა ძმამ, ვერნერ ფონ სიმენსმა ბერლინში განახორციელა. თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობად ტროლეიბუსი მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისიდან იქცა.
საქართველოს სსრ საბჭოთა კავშირში ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ რესპუბლიკად ელექტროტრანსპორტის მხრივ. საქართველოს 12 ქალაქში მოძრაობდა ტროლეიბუსი, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. შედარებისათვის, სომხეთში ტროლეიბუსი იყო 2 ქალაქში, აზერბაიჯანში - 5 ქალაქში, ბელორუსიაში - 7 ქალაქში.
ოზურგეთში ტროლეიბუსის ხაზის მოწყობის იდეა 1960-იანი წლებიდან გაჩნდა. გასაყვანად მუშაობა 1978 წლიდან დაიწყო. გაფართოვდა 1905 წლის ქუჩა 3-4 მეტრით, ამისთვის დაიხურა სანიაღვრე არხები ქუჩის გასწვრივ. მოეწყო ბაზალტის ბორდიურები. დაიდგა განათების ახალი ბოძები, რომლებიც გამოყენებული იქნა ტროლეიბუსების ხაზისთვის. არსებობდა იდეა, რომ ამ ქუჩის ყველა ჭიშკარი ყოფილიყო სტანდარტული, სიმეტრიული მარტივი კონსტრუქციის, მაგრამ ეს იდეა არ განხორციელებულა.
1980 წლის 27 ნოემბერს გ…

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის  ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში მეგრული წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო რეთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით.
გვარები
ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ.

ჰიდრონიმები:
ორაგვისღელე,  ოჩოჩხა (მთისპირი),  ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი)
ქალაქების და სოფლების დასახელებები:
ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის სახელწოდე…

სასტუმრო ოზურგეთში

„ოზურგეთის ცენტრში ერთადერთი და ძალზედ ბინძური სასტუმროა. ქუთაისელ ტუმანოვს ეკუთვნის“ - ეს ინფორმაცია დიმიტრი ბაქრაძეს ეკუთვნის. მან 1873 წელს მოინახულა და აღწერა გურია. ამ ფოტოზეც, საარაუდოდ, სწორედ ტუმანოვის სასტუმრო უნდა იყოს აღბეჭდილი. სასტუმროს მოწყობილი ნომერი მანეთად (65 ₾) ქირავდებოდა

სასტუმრო „გურია“ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1935 წელს ააშენეს. ეს იყო ორსართულიანი, აგურით ნაგები შენობა. 1946 წელს სასტუმროს ორივე მხარეს შემოიღობა ბაღი
1958 წელს შენობას დააშენეს მესამე სართული. მის გვერდით, სკვერში დაიდგა  მახარაძის და გენიჩესკის მეგობრობის ძეგლი: ბრინჯაოსგან ჩამოსხმული პურის ძნა.



1979 წელს არსებული შენობის ბაცვლად ააშენეს ახალი, დღემდე მდგარი სამსართულიანი შენობა, რომელიც განაახლეს 1989 წელს. 

დღესდღეობით შენობა სასტუმროს სახით არ ფუნქციონირებს. მისი პრივატიზაციის რამდენიმე (ჩემთვის ცნობილია ორი) მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.