Skip to main content

Posts

Showing posts from July, 2017

ბახმაროს სახლის წარწერები

მე, თედორე ანთაძე ვიყავი ამ სახლში 1915 და დავამტკიცე ბახმარო დიდ დაჩად. 26 ივნისი

1916 წლის ივლისი ვასია თალაკავაძე

ამ სახლში იდგა ეთერი ყაჭიეშვილი თავის ძმობილებით 1922

თამარა სიმაშვილი, ანიჩქა ანთიძე, ზინა სამსონიძე, ალიოშა თალაკვაძე წავედით 17 ოტომბერს 1925

კოტე, ნინა თალაკვაძე 1928

სულიკო ხმელიძე 1931 აგვისტო

ამირან და სოსო ცინცაძე, 1937 10.VII-14.VIII

ეს არის სახლის პატრონი თალაკვაძე შოთა სიმონის ძე

ავაშენეთ ეგ სახლი ხელახლა
ტიტიკო ინწკირველი
დამხმარე მუშები გიორგი ინწკირველი და მანასე ბერაძე

კოკო 1958

ვერიკო და თამრიკო თალაკვაძეები და აზიკო კერესელიძე 1961-1962 წწ.

ჩამოვედით 1972 წელს 16 ივლისს ქეთინო ღლონტი, ნანი ღლონტი, ვერიკო თალაკვაძე

მედიკო, ქეთინო, ლუკა ღლონტები, ვერიკო თალაკვაძე, თემური ვანიძე 1973 8 აგვისტო

აქ ისვენებდა ჯუმბერი ჯიჯიეშვილი 1975

ნათია, დოდო 1989

1999 გიგი, თიკო, ვერიკო, კოტე

2015 გიგი, ნათია, კონსტანტინე

ხუნდაძის ბაღი

ქალაქ ოზურგეთის მერია აპირებს აუქციონზე გაყიდოს სერის უბანში, ნინოშვილის ქუჩაზე ხუნდაძის ბაღის ყოფილი ტერიტორიის ნაწილი. ამ პოსტში მოკლედ დავწერ, ვინ იყო ვასილ ხუნდაძე, რა მნიშვნელობა აქვს სერის უბანს ოზურგეთისთვის და რატომ არ უნდა გაიყიდოს მიწის ეს ნაკვეთი
ვასილ ხუნდაძე ქალაქის თავი (მერი) იყო 1900-04 წლებში. პროვიზორი და აფთიაქის მესაკუთრე ხუნდაძე ქალაქის თვითმმართველობაში არჩევამდეც აქტიური მოქალაქეობით გამოირჩეოდა და 1893 წელს კოწია თავართქილაძესთან და იაგორ თაყაიშვილთან ერთად დააარსა ამხანაგობა „შუამავალი“, რომელიც გურიაში მეაბრეშუმეობის განვითარებით იყო დაკავებული. 1900 წლის 20 მარტის არჩევნებში ის ქალაქის საბჭოს ხმოსნად აირჩიეს და შემდეგ ქალაქის თავიც გახდა. 1906 წლის იანვარში, გურიის რესპუბლიკის დამარცხების შემდეგ, უკვე  ქალაქის ყოფილი თავი ვასილ ხუნდაძე სხვა ორ პიროვნებასთან ერთად იყო გაგზავნილი პოლკოვნიკ კრილოვთან მოსალაპარაკებლად, რათა ოზურგეთი გადაწვას გადაერჩინათ.
მაგრამ ხუნდაძის გვარი ჩვენს მეხსიერებას სერის უბანში მის მიერ გაშენებული ბაღის გამო შემორჩა. სერი ოზურგეთის …

ბათუმი 1887 წელს

ბერლინის საზავო ხელშეკრულებით ბათუმის, როგორც თავისუფალი პორტის რუსეთისთვის დათმობამ ხალხის გაოცება გამოიწვია. ეს იყო ლორდ ბეკონზფილდის პოლიტიკის ტრიუმფი! ცნობისმოყვარეობამ და ამ ადგილის ნახვის სურვილმა წაგვიყვანა ჩვენ ფეოდოსიიდან თითქმის 300 მილის სამხრეთით. გავემგზავრეთ „პუშკინით“, ახალი, ჩინებული, მარმარილოს სალონებითა და მშვენიერი კაბინებით აღჭურვილი ხომალდით, რომელიც აგებული იყო ნიუკასლში რუსული კომპანიისთვის. ფეოდოსია დილით 7:30 ზე დავტოვეთ და ჩავედით დანიშნულების ადგილას შემდეგ დღეს.
შავი ზღვის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, ზღვაში შეჭრილ დაბლობზე, რომელიც, სავარაუდოდ, ფორმირებულია რამდენიმე მილით სამხრეთით ზღვაში ჩამდინარე ჭოროხის მიერ, არის პატარა დასახლება ბათუმი.
ეს ველი გადაჭიმულია ერთი მილის სიგრძეზე ჩრდილო-აღმოსავლეთით გორაკების ძირებამდე. ის მოულოდნელად წყდება და ყურე აღმოსავლეთით კლდეებამდე იჭრება მასში. ადგილი ზღვით მარტივი მისადგომია, წყალი ღრმაა სანაპიროსთან. დიდ გემებს ნებისმიერ სეზონსა და ამინდში შეუძლიათ ამ ყურეში შესვლა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შავი ზღვ…