Skip to main content

Posts

Showing posts from April, 2013

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

რამდენიმე დღის წინ facebook-ზე მეგობრის სტატუსს გადავაწყდი  Norik Badoiani: მოვითხოვ,რომ ჩემს ქუჩას დაუბრუნდეს ძველი სახელწოდება:"წითელი არმიის ქუჩა წითელი არმიის ქუჩას ახლა ლადო მალაზონიას ქუჩა ჰქვია. ლადო მალაზონია მხატვარი იყო, ოზურგეთისა და გურიის მრავალი ხედი აქვს დახატული, თუმცა მის ქუჩაზე მცხოვრებთა უმრავლესობა, სავარაუდოდ, არათუ მის შემოქმედებას არ იცნობს, არამედ ვინ იყო ლადო მალაზონია ისიც კი არ იცის.
არ ვიცი, როდის შეუცვალეს სახელი „წითელი არმიის ქუჩას“, მაგრამ ოზურგეთის ქუჩების უმრავლეობას სახელწოდებები 90-იანი წლების დასაწყისში შეეცვალა. სტალინი - რუსთაველიცხაკაია - ფარნავაზ მეფელენინი - კოსტავააბაშიძე - თაყაიშვილი1905 - აღმაშენებელი გასაბჭოებამდე ოზურგეთში ბევრი ქუჩა არ იყო. იმ პერიოდში ქუჩების სახელდება ნაწილობრივ მათი მიმართულებების მიხედვით, ხოლო ნაწილობრივ ამ ქუჩაზე მდებარე დაწესებულების მიხედვით ხორციელდებოდა. ერთი მხრივ ლიხაურის ქუჩა, ქუთაისის ქუჩა, ბაილეთის ქუჩა, ნატანების ქუჩა. ხოლო მეორე მხრივ პროგიმნაზიის ქუჩა, ბაღის ქუჩა, ფოსტის ქუჩა, სობოროს ქუჩა, პოლიციის…