Skip to main content

Posts

Showing posts from September, 2014

1937 წელი გურიაში

გარყვნილების ბუდე
ლენინის დროშა, N 71, გვ. 4; 1937 წელი

მახარაძეში, ბათუმის ქუჩაზე N37-ში ცხოვრობს ისიდორე სოსელია. მისი ბინა გადაქცეულია გარყვნილების ბუდედ. აქ თავს იყრიან აზარტული თამაშის მოყვარულნი. ყოველ ღამე არის ქეიფი, ყვირილი, აურზაური.
სოსელია ეწევა სისტემატურად ღვინით და არყით ვაჭრობას ოჯახშიც და ბაზარშიც. ყავს მობინადრედ გარყვნილი ქალები. იქ გამეფებული უმსგავსოებით შეწუხებულნი არიან ახლო-მახლო მცხოვრებნი.

ლენინის დროშა, N 2, გვ. 4; 1937 წელი

ბლოკნოტით ხელში
დიდი ინდუსტრიული, სოციალისტური ქალაქების სტილზე მიდის მახარაძის რეკონსტრუქცია. მრავალსართულიანი შენობებით და ფართე, განიერი, მარადმწვანე მცენარეებში ჩამჯდარი ქუჩებით, ბაღებით და სკვერებით მშვენიერდება იგი.
ყოფილ ხუნდაძის ბაღში მოეწყო ციტრუსების სანერგე. არ ითმენს ცხოვრება ვიწრო ქუჩებს. ფართე, განიერი და კეთილმოწყობილი უნდა გახდეს იგი
ბაზარში, ჯიბუტის დაღმართს ქვემოთ ნახევარ ჰექტარზე გაშენდა ციტრუსოვანი ბაღი.ქალაქის ცენტრში დაინგრა უშნოდ ნაგები დარაბები და გაშენდა სუბტროპიკული ბაღი. 


მიდიხართ და ათვალიერებთ ქალაქს: აი, უკვე მთავრ…