Skip to main content

Posts

Showing posts from May, 2013

მტირალას ეროვნული პარკი

პარკში ჩაქვიდან უნდა ახვიდე. ჩაქვში ოზურგეთიდან მატარებლით ან მარშრუტკით მოხვდები. დილით 10 საათისთვის უკვე ჩაქვში ვიყავით პარკის ადმინისტრაციაში. ავიღეთ რუკები, გადავიხადეთ კარვის გაშლის გადასახადი (5 ლარი) და გამოვიძახეთ ტაქსი.
ჩაქვიდან სოფელ ჩაქვისთავამდე, სადაც ვიზიტორთა ცენტრია, 17 კილომეტრია. აქედან 10 კილომეტრი ასფალტირებულია, შემდეგ კი გრუნტის, ცუდი გზაა. ჩვენი ტაქსისტი მირზა იმ 10 კილომეტრსაც ორ ნაწილად ყოფდა. ერთ ადგილას გვითხრა: „აქამდე მიშას გზაი იყო, აწი ბიძინაისააო“.

ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს სოფელ ჩაქვისთავში, სადაც სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. მისდევენ მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას და მეფუტკრეობას. არის ორი საოჯახო სასტუმრო, რესტორანი, თავლა. 

ჩვენ იქ საქმე არაფერი გვქონდა, მაგრამ მაინც შევჩერდით ორიოდე წუთით, რის გამოც სერიოზულად დავაფიქრეთ რეინჯერები: ჯერ, ალბათ, უცხოელები ვეგონეთ, შემდეგ, როცა ქართულად დავილაპარაკეთ, გვკითხეს, თბილისიდან ხართო? ოზურგეთლები ვართ მეთქი, რომ ვუთხარი, კითხვის ავტორი უტყვად გაგვშორდა (თითონ შემოქმედელი ყოფილა, როგორც მოგვიანებით აღმ…

აჭარა-გურიის გზები

ბახმაროსა და გომისმთის კურორტების აღმოჩენამდე აჭარა-გურიის ქედს მოსახლეობა საძოვრებად იყენებდა. აქ სამი ძირითადი საძოვარი ადგილი იყო: ზოტიმერია, თაგინური და ხინო. ზოტიმერია და მის ირგვლივ ადგილები: სომლია, ბაისურა, ფაფარა, საყორნია, ჯვარიუღვთო, კაცისთავიანი, კამბეჩის სარჩობი, ქორისბუდე, ჩდილა, დიდვაკე, ზედწეული - ეკუთვნოდათ ერისთავებს. ერისთავები ღორჯომის ხეობიდან ამოსულ მესაქონლეებს ახდევინებდნენ „ბალახის ბაჟს“, ეს იყო ერთი თავი  ყველი ერთ მეწველ ძროხასა და კამეჩზე და ერთი მეათედი მეწველ თხასა და ცხვარზე. არამეწველ საქონელზე ბაჟი არ ვრცელდებოდა. თაგინაურის საძოვრები ეკუთვნოდა შემოქმედის მონასტერს. აქ საქონელი აჰყავდათ ჭვანისწყლის ხეობიდან. ბაჟად იხდიდნენ ცხვარს, გადაზელილ ყველსა და პურს. ხინოს საძოვრები ეკუთვნოდათ აზნაურ იორაშვილებს. 
XVII-XIX საუკუნეებში გურიის მოსახლეობა გატანჯული იყო ოსმალების თარეშის გამო. ოსმალები თავს ესხმოდნენ სოფლებს, იტაცებდნენ ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალ-ვაჟს შემდგომში გასაყიდად. ცნობილია პიროვნებები, რომლებიც სხვადასხვა ხევებსა და გადასასვლელებს იც…

ნასაკირალის ბრძოლა

1905 წლის თებერვალში ოზურგეთის მაზრაში მყოფ სულთან კრიმ-გირეის გურულებმა  საკუთარი მოთხოვნები, ე. წ.  ბახვის მანიფესტი წარუდგინეს. მთავრობამ მათ დაკმაყოფილებაზე უარი თქვა და გურიაში ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი რაზმი მიავლინა, თუმცა საზოგადოების ზეწოლის გამო იძულებული გახდა 1905 წლის ივლისში უკანვე გაეწვია.

იმავე წლის ოქტომბერში საყოველთაო გაფიცვა რუსეთში გახდა შეიარაღებული აჯანყების დაწყების ნიშანი. 15 ოქტომბერს, მთელს გურიაში გამოცხადდა საერთო გაფიცვა. არც ერთი დუქანი დაუკეტავი არ დარჩენილა. შეწყდა ეტლით მგზავრობა. რევკომის რაზმებმა რამდენიმე ადგილას აყარეს ლიანდაგი და თავდასხმები მოაწყვეს სამხედრო ნაწილებზე. ჯუმათის სადგურთან დათა ქადეიშვილმა გააჩერა იარაღით დატვირთული მატარებელი და წაართვა იარაღი, მანვე წყალწმინდაზე განაიარაღა ჩაფრები.
გაზეთი „ივერია“:
15 ოქტომბერს, ასე ღამის სამ საათზე, ლანჩხუთიდან მოდიოდა ფეხით საჯავახოს სადგურის დასაცველად თენგინის პოლკის ჯარი. ნიგოითსა და საჯავახოს შუა ჯარი წააწყდა დიდ ბრბოს. ასე 200-მდე კაცს, რომელიც არღვევდა რკინიგზის ლიანდაგს. ჯარი და ხალხი …

დვაბზუს გადაწვა

1905 წლის ოქტომბერი
ნასაკირალის ბრძოლის შემდეგ, როცა გურიის გლეხთა რაზმებმა ოზურგეთის მაზრის უფროსის, ლაზარენკოს რაზმები დაამარცხა 1905 წლის 20 ოქტომბერს, ლაზარენკოს დასახმარებლად 22 ოქტომბერს ოზურგეთიდან ნასაკირალისკენ დაიძრა ოზურგეთის გარნიზონის ორი ბატალიონი (150 პლასტუნი)
ნასაკირალისკენ მიმავალმა პლასტუნებმა მოკლეს 65 წლის მოხუცი, კოჭლი პავლე დვალიშვილი, რომელიც ოზურგეთიდან ერთი ვერსის მანძილზე თავის ეზოში წყაროზე პირს იბანდა. სოფელ დვაბზუში მათ გადაწვეს მილიციის პრაპორშჩიკი, 2 წმინდა გიორგის ჯვარის მქონე აზნაური ჯარისპან ღლონტის სახლი. თავად სახლის პატრონი, 60 წლის მოხუცი ჯარისპანი სახლში გამოკეტეს და ცეცხლი წაუკიდეს როგორც ოდას, ისე სამზადს, სეფას და სასიმინდეს და განაგრძეს გზა ნასაკირალისკენ. საბედნიეროდ ჯარისპანმა გამოამტვრია ფანჯარა და თავს უშველა, მაგრამ ცეცხლი ვეღარ შეაჩერა. 
გრიშა დუმბაძე: „როცა ოზურგეთის გარნიზონმა გაიგო ნასაკირალზე შეტაკების ამბავი, მთელი სამხედრო ძალებით საბრძოლველად მომზადებულმა ნასაკირალისკენ გაეშურა. გზაში არავის წინააღმდეგობა არ გაუწევია. გარნიზონი შეუ…

ოზურგეთის გადაწვა

1906 წლის 10 იანვარს ქუთაისის გუბერნატორად, სოციალ-დემოკრატებისადმი ლოიალურად განწყობილი სტაროსელსკის ნაცვლად დაინიშნა გენერალი ალიხანოვ-ავარსკი. გურიის დამსჯელი რაზმის მეთაური გახდა პოლკოვნიკი კრილოვი. კრილოვის ექსპედიცია ჩავიდა სადგურ ნატანებში, საიდანაც ქალაქ ოზურგეთისკენ გაემართა.
დავით კლდიაშვილი კრილოვის შესახებ:
კრილოვი თავისი ხერსონის პოლიციით გამოგზავნილი იყო კიევიდან გურიის დასაწყნარებლად. გურიას ვერა რას უხერხებდა ადგილობრივი ადმინისტრაცია და მიუსიეს კრილოვი თავისი პოლკით. კრილოვი დიდი ხნით ჩამოვიდა გემით ბათუმში. აქ იგი განსხვავებულად იქნა მიღებული, როგორც მხსნელი პირი.

კრილოვი ცეცხლითა და მახვილით შევიდა გურიაში. ეს ტანმორჩილი, თხელი, შავგრემანი კაცი საოცარი სისასტიკის მატარებელი იყო თავის არსებაში. არავითარი შებრალება, არავითარი დაზოგვა მან არ იცოდა. მისი შეხედულებით აქ მტერი იყო და მტრულად უნდა მოქცეოდა. მრუდი, მართალი, უდანაშაულო - ყველა ერთია, ყველა ერთი აზრისანი არიან - გარჩევა საჭირო არაა. იქ ღმერთი გაარჩევს ბრალიანს და უბრალოს.

კრილოვი კი წვავდა, ცეცხლს აძლევდა, სი…

გურული რევოლუციონერების ავტობიოგრაფიები

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდებში დაცულია რამდენიმე ავტობიოგრაფია და ბიოგრაფია, რომლებიც 1905 წლის მოვლენების უშუალო მონაწილეებს ეკუთვნით. სავარაუდოდ ისინი ხელისუფლების დავალებით დაიწერა 1950-იან წლებში, თუმცა მაინც იძლევიან ცნობებს 1900-იანი წლების გურიის შესახებ
მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი გრიგოლ დუმბაძის მოგონებებია. ის სათავეში ედგა გურიის რევოლუციური კომიტეტის რაზმს. „გურიის რესპუბლიკის“ პერიოდში იყო სამხედრო შტაბის უფროსი. 1908 წელს მეფის ხელისუფლებამ მას დაუსწრებლად მიუსაჯაგადასახლება.


გრიგოლ დუმბაძის მოგონებები by Grigol Makharadze


ერმალოზ ანდღულაძე

ერმალოზ ანდღულაძე ნაგომარში, გლეხის ოჯახში დაიბადა. მისი მოგონება პასუხია კითხვაზე რატომ ხდებოდნენ გურულები რევოლუციონერები?
ერმალოზ ანდღულაძე


ვალოდი კალანდარიშვილი

ვალოდი კალანდარიშვილი აღწერს 1905 წლის რევოლუციის შემდგომ გურიაში განვითარებულ ამბებს.

ვალოდი კალანდარიშვილი

მელქისედეკ კალანდაძე

მელქისედეკ კალანდაძის ბიოგრაფიაში ისიცაა საინტერესო, რომ რევოლუციის შემდეგ მართლმსაჯულების სისტემაში დაიწყო მუშაობა, გააგზავნეს მესტიაში, …