Skip to main content

Posts

Showing posts from 2012

გრიგოლ დუმბაძე

გრიგოლ, იგივე გრიშა ამბაკოს ძე დუმბაძე დაიბადა 1869 წელს შემოქმედში. 1902 წლიდან ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში კიევში. 1904 წელს დაბრუნდა გურიაში, სათავეში ედგა გურიის რევოლუციური კომიტეტის რაზმს. „გურიის რესპუბლიკის“ პერიოდში იყო სამხედრო შტაბის უფროსი. 1908 წელს მეფის ხელისუფლებამ მას დაუსწრებლად მიუსაჯაგადასახლება, კატორღა. დუმბაძე მიიმალა შუა აზიაში, ქალაქ ბუხარაში. საქართველოში დაბრუნდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. გარდაიცვალა 1962 წელს.
აქ წარმოდგენილია ნაწყვეტები  მისი ავტობიოგრაფიიდან, რომელიც დაცულია ოზურგეთის ისტორიული მუზეუმში.  მახარაძეში, სადაც ახლა ფოსტაა, სტალინის ქუჩაზე გველოდებოდა სანდო მეეტლე სიმონ გორგოშიძე თავისი ეტლით
მეფის მთავრობის დროს გურიის აღმოსავლეთის ნაწილი შეადგენდა ერთს საბოქაულოს, რომლის სამმართველო იმყოფებოდა ჩოხატაურში ერთი ბოქაულით და რამოდენიმე „სტრაჟნიკით“
ლაზარენკოს ავანგარდი გაუსწორდა შევარდნაძის ჩასაფრებულ რაზმს, თითქმის გაასწრო კიდევაც, რომ გასროლილი ყუმბარის მქუხარე გრგვინვამ აცნობა ყველას ბრძოლის დაწყება. მეორე დღეს უთენია ლაზარენკო რ…

გურიის სკოლების ისტორია

გურია XIX საუკუნეში გამოირჩეოდა სკოლების რაოდენობით, ხოლო გურულები -  სწავლა-განათლებისადმი მისწრაფებით. „პეტერბურგის უწყებანი“ წერდა, რომ არამცთუ ამიერკავკასიაში, არამედ რუსეთის მოწინავე გუბერნიებშიც კი ვერ შეხვდებით მოსახლეობის პროცენტული რაოდენობის მიხედვით იმდენ განათლებულ ადამიანს, რამდენსაც ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში. ამავეს წერდა „საქართველოს კალენდარი“ 1895 წელს: მთელს საქართველოში წერა-კითხვის ცოდნაში პირველი ადგილი ოზურგეთის მაზრას უჭირავს, მეორე კი რაჭის მაზრასო.

კათოლიკური სკოლა-მისიონი


პირველი სკოლა გურიაში XIX საუკუნემდე გაცილებით ადრე, XVII საუკუნეში გაჩნდა და ის გურიაში მყოფმა კათოლიკე მისიონერებმა დააარსეს. კათოლიკე მისიონერები გურიაში შემოქმედელმა ეპისკოპოსმა მაქსიმე I მაჭუტაძემ მოიწვია ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად. ერთ-ერთმა მისიონერმა, ანტონიო ჯარდინამ, რომელმაც ქართულიც იცოდა და ქართული გრამატიკის წიგნიც შეადგინა, ოზურგეთში, მთავრის სასახლის ბაღში დააარსა სკოლა. სკოლაში ასწავლიდნენ გურიელისა და სხვა თავადების კუთვნილ ყმა ბავშვებს, ასევ…