Skip to main content

Posts

Showing posts from June, 2015

გურულები - პოლ ნადარის ფოტოები / Photographs of Gurians by Paul Nadar

გურული მილიციონერები პოლ ნადარის, ფრანგი ფოტოგრაფის ფოტოებზე. ნადარი ბათუმში ფოტოებს 1890 წელს იღებდა. ფოტოებზე აღბეჭდილია გურულები, რომლებიც დრუჟინაში, იმავე მილიციაში მსახურობდნენ და ბათუმში იდგნენ 





ამავე თემაზე: გურულები - ალექსანდრე როინაშვილის ფოტოები გურია - ერმაკოვის ფოტოები გურულები - ვლადიმერ ბარკანოვის ფოტოები

გურია - ერმაკოვის ფოტოები / Photographs of Guria by Dmitri Yermakov

დიმიტრი ერმაკოვი, რუსი ფოტოგრაფი, რომელსაც თბილისისა და კავკასიის უამრავი საინტერესო ფოტო ეკუთვნის, 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს სტუმრობდა გურიას. მაშინ სწორედ გურიაში გადიოდა ფრონტის ერთ-ერთი ხაზი.







დიუბუა დე მონპერეს ჩანახატები გურიაზე / Paintings of Guria by Dubois de Montpéreux

მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე იყო შვეიცარიელი მოგზაური, რომელმაც საქართველოში და მათ შორის გურიაში 1831-34 წლებში იმოგზაურა. დიუბუა დე მონპერემ გურიის რამდენიმე ჩანახატი დაგვიტოვა





ამავე თემაზე: კასტელის ჩანახატები გურიაზე

ვარლამ ვაშალომიძე

ვ. ჭანუყვაძე, „ლენინის დროშა“ N41 , 1961 წ გვ. 3
მშრომელი, მომღერალი
გურული ხალხური სიმღერების ოსტატები
მთისპირელი ვაშალომიძეების ოჯახში ყველა მღეროდა. ბინდი რომ ჩამოწვებოდა და ნაშრომ-ნაჯაფნი ქოხს დაუბრუნდებოდნენ, არტემი ცოლ-შვილს შემოიკრებდა და სიმღერას დასძახებდა. მღეროდნენ მხირულსა და ლირიულს, ნაზსა და მჭექარეს, საყვარელ სიმღერებს, მუსიკალურ ბგერებში ათავსებდნენ დარდსაც და სიხარულსაც. 
ვარლამი პატარა იყო. მამა ზოგჯერ მასაც მიუბრუნდებოდა და ეტყოდა - აბა ერთი წამოუწყე!
და ბიჭიც თავისებურად წაფავდა ხმას, ცდილობდა დაუფლებოდა ხალხურ კილოს. მას პატარაობიდანვე უყვარდა სიმღერა და მაინც მომღერლის მაგივრად თორმეტი წლისა მჭედელს მიაბარეს შეგირდად. უჭირდა მძიმე უროს გრდემლზე რახუნი, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ღარიბ ოჯახს შემხიდე სჭირდებოდა. 
სამჭედლო თემის დუქანთან ახლოს იდგა და ვარლამს ხშირად ესმოდა, როგორ ავარჯიშებდა გურული სიმღერების ცნობილი მთქმელი სამუელ ჩავლეშვილი თავის მოწაფეებს. ვარლამს განსაკუთრებით უყვარდა ის დღეები. ოსტატიდან ნებართვას აიღებდა და დუქნის კარებს მიუახლოვდებოდა. ისმენდა და …

მე-18 არმიის მუზეუმის გახსნა ოზურგეთში / Museum of 18th Army Opening

1981 წელს მახარაძეში გაიხსნა მე-18-ე არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი, მუზეუმი 1878-81 წლებში შენდებოდა. მე-18 არმიის სარდალი იყო კონსტანტინე ლესელიძე, გურიიდან, რომელიც ხვარბეთში დაიბადა და ოზურგეთში გაიზარდა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ის იყო, რომ ლეონიდ ბრეჟნევი იყო მე-18 არმიის პოლიტიკური მდივანი მეორე მსოფლიო ომის დროს. საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში, მაგ ნოვოროსკიისკში იყო ასეთივე მუზეუმი (1982 წ.). მუზეუმის მშენებლობას შეეწირა ქალაქის ცენტრის მანამდე არსებული, თუმცა არც ისე ძველი შენობები: რესტორანი „იზაბელა“ და თეატრის, მოგვიანებით კულტურის სახლის შენობა. მშენებლობას წინ უძღოდა შესაბამისი პროპაგანდა. 1981 წლის 18 დეკემბერს გახსნას ესწრებოდა ცკ-ს პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე. დღეს ამ შენობაში ოზურგეთის ისტორიული მუზეუმია განთავსებული.





















ქორეოგრაფიული სტუდია ოზურგეთში / Dance School in Ozurgeti

სუხიშვილების სახელობის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია მახარაძეში 1986 წელს ჯუმბერ დუნდუამ გახსნა. სტუდიის გახსნას ნინო რამიშვილი ესწრებოდა. რამდენიმე ფოტო გახსნის დღიდან. ფოტოები მახარაძის რაიონის აღმასკომის კულტურის განყოფილების არქივიდანაა.







შევარდნაძე გურიაში 1981 / Eduard Shevardnadze in Guria, 1981

1981 წელს მახარაძის რაიონს ედუარდ შევარდნაძე ესტუმრა. მან 18 დეკემბერს გახსნა მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი. ამანამდე, სანამ ექვთიმეობა აღინიშნებოდა და ძეგლი გაიხსნებოდა, ლიხაურს ეწვია მაშინდელი საქ. კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც 1981 წლის დეკემბერში იყო ჩასული ქალაქ მახარაძეში მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმის გასახსნელად. გარდა ლიხაურისა, შევარდნაძე სტუმრობდა ბახვს, სადაც ბახვის მანიფესტის მემორიალი გახსნა.