1960-იანი წლების დასაწყისში მახარაძის რაიონის სოფელ მერიაში მოეწყო სამხედრო აეროდრომი და შესაბამისი დასახლება. 1962-1964 წლებში სამხედრო აეროდრომი გამოიყენებოდა აგრეთვე სამოქალაქო მიზნით, სრულდებოდა ყოველდღიური რეისები მახარაძე-თბილისი. 1964 წლიდან ის კვლავ მხოლოდ სამხედრო ფუნქციით განაგრძობდა არსებობას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში, მაშინ, როდესაც გურიიდან ჯერ კიდევ გაჰქონდათ რუსეთში ციტრუსი, ჩაი და სხვა პროდუქცია, გაჩნდა იდეა მერიის აეროდრომის სამოქალაქო მიზნებით გამოყენებისა და 1995 წლის 21 მაისს შესრულდა კიდეც რეისი ოზურგეთი-მოსკოვი. რამდენიმე რეისის შემდეგ ეს წამოწყება მალევე ჩავარდა. ასაფრენი ბილიკის ბეტონის ფილები ბათუმში გზების მოსაწყობად იქნა გამოყენებული. ე.წ. გოროდოკის ნანგრევები 2000-იან წლებში მერიის აეროდრომის ტერიტორიაზე თბოიელექტროსადგური უნდა აშენებულიყო. არ ვიცი, ეს რეალური გეგმა იყო თუ მაშინდელი კორუმპირებული პოლიტიკური ელიტის მაქინაციის ნაწილი, მაგრამ არსებობს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2000 წლის 3 აპრილს დამტკიცებული ბრძანება , რ...