Skip to main content

Posts

Showing posts from December, 2017

გურიის ეკონომიკა გასაბჭოებამდე

აქ თავმოყრილია რამდენიმე მონაცემი გურიაში XIX საუკუნეში არსებული წარმოების და ვაჭრობის მოცულობის, საქონლისა და მომსახურებების ფასების შესახებ.
რა თქმა უნდა, ეს ფაქტები ადგილობრივი ეკონომიკას სრულყოფილად ვერ ასახავს, მაგრამ დაახლოებით წარმოდგენას მაინც იძლევა. მონაცემების უმრავლესობა აღებულია თედო სახოკიას და დიმიტრი ბაქრაძის ცნობებიდან, ყოველწლიური Кавказский календарь-ის გამოცემებიდან, XIX საუკუნის პრესიდან.

სოფლის მეურნეობა
რუსეთის მიერ გურიის სამთავროს ანექსიამდე მოსახლეობა მხოლოდ სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. 1820-იან წლებში მამია V გურიელი ჯერ მხოლოდ იწყებდა მცდელობებს გურიაში ვაჭრობისა და მანუფაქტურის განვითარებისთვის. ჟაკ ფრანსუა გამბა, რომელმაც 1820-24 წლებში იმოგზაურა კავკასიაში, გვაწვდის ცნობას, რომ გურიაში იმ დროისთვის მისდევდნენ მევენახეობას, მოჰყავდათ სიმინდი, ფეტვი და თამბაქო, დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ ცვილსა და თაფლს. გამბას მიხედვით გურიაში ასევე აწარმოებდნენ ბამბასა და აბრეშუმს, თუმცა ისეთი მცირე რაოდენობით, რომ წარმოებული პროდუქცია მხოლოდ ადგილობრივ მოთხოვნას აკ…