Skip to main content

Posts

Showing posts from October, 2012

გურიის სკოლების ისტორია

გურია XIX საუკუნეში გამოირჩეოდა სკოლების რაოდენობით, ხოლო გურულები -  სწავლა-განათლებისადმი მისწრაფებით. „პეტერბურგის უწყებანი“ წერდა, რომ არამცთუ ამიერკავკასიაში, არამედ რუსეთის მოწინავე გუბერნიებშიც კი ვერ შეხვდებით მოსახლეობის პროცენტული რაოდენობის მიხედვით იმდენ განათლებულ ადამიანს, რამდენსაც ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში. ამავეს წერდა „საქართველოს კალენდარი“ 1895 წელს: მთელს საქართველოში წერა-კითხვის ცოდნაში პირველი ადგილი ოზურგეთის მაზრას უჭირავს, მეორე კი რაჭის მაზრასო.

კათოლიკური სკოლა-მისიონი


პირველი სკოლა გურიაში XIX საუკუნემდე გაცილებით ადრე, XVII საუკუნეში გაჩნდა და ის გურიაში მყოფმა კათოლიკე მისიონერებმა დააარსეს. კათოლიკე მისიონერები გურიაში შემოქმედელმა ეპისკოპოსმა მაქსიმე I მაჭუტაძემ მოიწვია ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად. ერთ-ერთმა მისიონერმა, ანტონიო ჯარდინამ, რომელმაც ქართულიც იცოდა და ქართული გრამატიკის წიგნიც შეადგინა, ოზურგეთში, მთავრის სასახლის ბაღში დააარსა სკოლა. სკოლაში ასწავლიდნენ გურიელისა და სხვა თავადების კუთვნილ ყმა ბავშვებს, ასევ…