გაზეთებში, „ივერია“, „დროება“ და სხვ. გამოქვეყნებული კორესპონდენციები, რომლებიც ზოგად წარმოდგენას გვიქმნის გასაბჭოებამდე გურიაში (ოზურგეთის მაზრა) არსებული ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სოფლის მეურნეობის გავრცელებულ დარგებზე და სხვ.
დღიური
ჩვენ შევიტყეთ, რომ თ. ანტონ ნაკაშიძის მეცადინეობით, ამ მოკლე ხანში გურიაში შვიდი სასოფლო შკოლა გახსნილა; თითო მასწავლებელს სამას-სამას მანეთს აძლევენ წელიწადშიო. ამასთანავე გვწერენ, რომ თ. ანტ. ნაკაშიძეს ამ სასარგებლო მოქმედებისათვის უფ. ქუთაისის გუბერნატორისაგან მადლობა მიუღია. კი არის სწორეთ მადლობის ღირსი, და არა მარტო ადმინისტრაციის მხრით
გურიიდამვე გვწერენ, რომ აქ სასოფლო ბანკებზე ბევრი ლაპარაკი არისო; მაგრამ კაცი არ ამოჩნდა, რომელმაც ამ საქმეში მოთაობა იკისროს და დაიწყოსო
იქიდამვე გვატყობინებენ, რომ ოზურგეთის ქალაქის ფული სადღაც გაჰქრა, კაცმა არ იცისო
დროების კორესპონდენცია
ოზურგეთი, მარტის 12-ს
დროების მეოცდა ექვსე ნომრის „დღიურში“ გამოცხადებული ორიოდე ამბავი, გურიის სასოფლო შკოლებზე, მაიძულებს უფრო დაწვრილებით მოგწეროთ ამ საგანზე.
გურიაში ყველა სასოფლო შკოლებზედ და მე ვგონებ, სხვა უეზდების სასოფლო შკოლებზედაც უფრო დაწინაურებულია ბახვის საზოგადოების სასოფლო შკოლა, რომელიც იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა 1874 წელს დააარსა თავის ხარჯით. ეს შკოლა კარგი ორეტაჟიანი შენობაა და რიგიანი მასწავლებელიცა ჰყავს. ამ შკოლაში ახლა 138 მოსწავლენი დაიარებიან, რომლებსაც ძლიერ კარგათ და მოსაწონად ასწავლის ახალის მეთოდითა შკოლის მასწავლებელი და მოსწავლენიც ძლიერ ხალისიანად სწავლობენ; მალე მეორე მასწავლებელსაც მიუმატებენ. ამას გარდა ისმის, რომ ზევით ეტაჟაში ქალების შკოლის გახსნასაც აპირებს შკოლის დამაარსებელიო.
მეორე კარგი შკოლა არის დაბა ლანჩხუთს აშენებული საზოგადოების ხარჯით და მასწავლებელიც რიგიანი ჰყავს უ. ინსპექტორის განკარგულებით დაყენებული. ეს შკოლა აკურთხეს წარსულს 1874 წლის ოქტომბრის თვეში. შკოლაში ამჟამად 110 მოსწავლენი არიან.
მესამე შკოლა ნიგოითის საზოგადოებაში არის, საცა 112 მოსწავლენი სწავლობენ ახალის მეტოდით, ძლიერ კარგათ და ხალისიანად. ეს ნიგოითის საზოგადოება შესდგება 221 დროებით-ვალდებული გლეხების და ადგილობრივ მებატონეთ თ. მაჭუტაძეებისგან, რომელნიც რაც შეიძლება კარგს შემწეობას აძლევენ შკოლას.
მეოთხე ჩიბათში არის, რომელშიაც 76 მოსწავლენი ირიცხებიან და მასთან კარგი მასწავლებელიც.
ამას გარდა გურიაში სხვა გვარიანი შკოლებიც არიან, მაგრამ ყველას ჩამოთვლას საჭიროთ არა ვრცახთ.
ჯურუყვეთის შკოლას თუ იკითხავთ, სწორეთ სამაგალითო შკოლაა სიძველისა და სიცუდისა გამო: ამ იანვრის თვეში ბუხარი და იატაკი ორივე დანგრევია და ახლა შკოლა დროებით ერთ სოფლის კანცელარიის ოთახში გადუტანიათ. ამ შკოლის შაგირდებმა როგორც მითხრეს, სრულებით არაფერი არ იციანო.
ჯუმათის საზოგადოების შკოლა დიდი ხნიდგან არის დაარსებული; 1868 და 1869 წლებში გურიაში სამაგალითო სოფლის შკოლათ ითვლებოდა, 80 მეტი მოსწავლენი ირიცხებოდნენ, მერმე კი დაეცა სოფლის მოხელეების დაუდევრობით: რაც რომ აუშენებიათ, მას მერმე არაფერი არ გაუკეთებიათ. გასრულის 1874 წლის რევიზიის დროს ინსპექტორს მხოლოდ 13 მოსწავლენი დახვდა შკოლაში, ახლა 18 მოსწავლენი ირიცხებიან. საზოგადოება შესდგება 500 თუ 600 საეკკლესიო თუ სახელმწიფო გლეხებისაგან. ჯუმათში ახლა ახალი მასწავლებელია და ცდილობს რაც შეიძლება ბევრი მოსწავლენი შეაგროვოს და კარგად ასწავლოს.
ძიმითის საზოგადოების შკოლა აქამდის კი მართალია კარგი დაწინაურებული იყო იქაური მასწავლებელის მეცადინეობით, მაგრამ ეს მასწავლებელი გასრული წლის 1874 წ. ნოემბრის თვიდგან ბახვის საზოგადოების შკოლაში არის გადაყვანილი მასწავლებლად, ინსპექტორის განკარგულებით, და ახლა თუ როგორ მიდის ძიმითის სასწავლებლის საქმე კარგათ არ ვიცი.
რაიცა შეეხება „დღიურში“ გამოცხადებულს ამბავს, რომ მასწავლებელნი უვარგისნი არიანო, ამის თაობაზე უნდა მოგახსენოთ, რომ რამე ნაკლუვანება არ ჰქონდეს, იმისთანა კაცი არ მოიპოება დედა მიწაზედ და რასაკვირველია ჩვენშიც იქნება ნაკლუვანება; მაგრამ ჩვენ სოფლის შკოლის მასწავლებლები მუდამ ვსცდილობთ, რომ ჩვენი ნაკლუვანება დავინახოთ და გავისწოროთ და სამართლიანი მხილება ჩვენ არც გვაწუხებს ... გურიაში მეტი თუ არა რვამდის მაინც კარგი სახალხო შკოლებია და რიგიანი მასწავლებლები და გურულები ისე უმეცარნი არ არიან, რომ სწავლის სურვილი ქონდესთ, შკოლები გაიკეთონ და რიგიანი მასწავლებლები ვერ იშოვნონ.
გარდა დაბა ხონის ყრილობისა, რომელიც გვაქვს ყოველ წლობით სექტემბრის თვეში, ჩვენ გურიის რამოდენიმე სასოფლო შკოლის მასწავლებლებს გვაქვს ამხანაგობა და ყრილობა ერთმანეთში თავისუფალ უქმე დღეებს ერთ დანიშნულ ადგილზე რომ მოვილაპარაკოთ სხვა და სხვა შკოლის სასარგებლო საქმეზედ, აგრეთვე სამასწავლებლო საგნებზედ. ჩვენ ვცდილობთ არა თუ ფულის შეძენის ანგარებით და ღარიბი ხალხის მოტყუებას, არამედ ჩვენი მასწავლებლობის პირდაპირი მოვალეობა რამდენათაც შესაძლოა ავასრულოთ რიგიანად და სინდისიანად. ამნაირი კრება ხშირად გვაქვს ჩვენ დ. ლანჩხუთს ბახვის, ლანჩხუთის, ნიგოითის, ჩიბათის და ჯურუყვეთის შკოლების მასწავლებლებს. არც ერთს ჩვენს კრებას არ ჩაუვლია უსარგებლოდ.
გურიაში მომეტებული ნაწილი რიგიანი სასოფლო შკოლებისა თ. ანტონ ნაკაშიძის შემწეობით, განკარგულებით და მზრუნველობით არის დაარსებული. დიდს შემწეობას გვაძლევს ის ჩვენ სასოფლო შკოლების მასწავლებლებსა, როგორც სიტყვიერის დარიგებით ისე საქმით
კ. კალანდარიშვილი
სოფ. ბასილეთი (გურიაში), 23 მაისს. წელს ჩვენში სწორედ ძლიერ კარგი გაზაფხულია: წვიმები ზომიერი, ჰავა გრილი და სასიამოვნო. ავათმყოფობა (ციებ-ცხელება), რომელიც ჩვენში ხშირი სტუმარია, ჯერ იშვიათათა არის, თუმცა ყვავილი კი აპირებდა ჩამობუდებას, მაგრამ ბევრჯელ იმისგან შეშინებული ჩვენებური ხალხი დიდის ვაი-ვაგლახის და თხოვნის შემდეგ, ეღირსა ამცრელებს, რომლებიც, რიგიანად რომ აესრულებიათ თავიანთი მოვალეობა, აქამდისინ ძლიერ შეასუსტებდნენ ჩვენში ყვავილს.
მოსავალი დიდს იმედს აძლევს გურულებს. ჩვენებური მაღლარის და ახლად შემოღებულს ჩვენში „ოდესის“ ვენახებს ისე ასხია, რომ ნახევარიც რომ გადარჩებოდეს „ნაცრისაგან“, ხალხი კმაყოფილი იქნება. სიმინდის და ღომის თესვაზედ გახურებული მუშაობაა.
მაგრამ ძლიერ გულ-გრილად უყურებენ თამბაქოს, რომლის მოყვანა ამ უკანასკნელს წლებში ძლიერ გახშირდა გურიის უმეტეს ნაწილში. ამის მიზეზი არის შემდეგი. წასული ომიანობის დროს, როცა თამბაქოს მაზანდა ძლიერ აიწია (საშუალი თამბაქო ფუთი 12 მანეთად იყიდებოდა), იმის შემწეობით ბევრმა ღარიბმა კაცმა მოითქვეს სული. ამის წახალისებული ხალხი, თუმცა ადგილებსაც თამბაქოს ფასის აწევისთანავე, ჩვეულებრივზედ ორი წილი ფასი მოემატა მეპატრონეებისგან, მაინც ხალისიანად მოეკიდა თამბაქოს მოყვანას. ნახევარ მუშაობას ქალები ასრულებენ. ვაჭრების მიზეზების ასაცილებლად, ყველანი ცდილობდნენ, რომ ერთი ერთმანეთზე უკეთესი ხარისხის თამბაქო მოეყვანათ. მართლაც, ბუნებამ ძლიერ დააჯილდოვა ხალხის შრომა.
წასულ წელში ჩვენში თამბაქო უხვად მოვიდა, მაგრამ გაჩნდნენ ისეთი მტერები, რომლებმაც იმის მაზანდას ორმო გაუთხარეს და იმაზედ შრომის მიღება გლეხებს სამუდამოდ შეაძულეს. ესენი არიან ადგილობრივი ვაჭრები, რომლებმაც სოფლებში ხმები გაავრცელეს, თამბაქოს მაზანდა დავარდაო, და ფაბრიკებიდგან გამოგზავნილი ვაჭრები არ მოუშვეს იმ იმედით, რომ მყიდველი რო არავინ იქმნება, მაშინ ოხრის ფასად ვიყიდითო. თავიანთი განზრახვა კიდევაც შეასრულეს: მაგალითად, ბასილეთის საზოგადოებაში სხვებს შორის ერთმა ადგილობრივმა დაბა ხიდისთავის ვაჭართაგანმა ი. კ. ყველაზე უფრო გაუმაძღრობის ხარისხი დაიჭირა ამ საქმეში; ამ პირის მიზეზით ხსენებულს საზოგადოებაში რამდენიმე ათასი ფუთი თამბაქო ძევს გაუყიდავი.
ამის გამო გლეხებს, რასაკვირველია, გული აუცრუვდებათ თამბაქოს შრომაზედ მით უფრო, რომ ადგილებზედ მომეტებული ფასი ისევ ისე დარჩა, როგორც უწინ გააძვირეს ორ წილად.
ამას გარდა ჩვენი სოფლის ხალხი ამჟამად ძალიან შეწუხებულია საზოგადოების მამასახლისისაგან, რომელმაც ახალ უეზდის უფროსს თავი მოაწონა და რომელიც ახლა როგორც ჰსურს, ისე ატრიალებს სოფლის საქმეებს...

ერთის გურულის (ჩოხატაურელის) გლეხისაგან მივიღეთ ჩვენ შემდეგი ამბავი:
ავათმყოფობა ჯერ არაფერია ჩვენში, ყურძენიც იმედს გვაძლევს საგაისოთ, სიმინდი და ღომიც ძალიან კაი გახლავთ.
ერთი სიტყვით, მოსავლით არა გვიშავს რა, მარა აგიც კი უნდა გითხრათ, რომ ყოველიფერი ქეიფი და სიხარული დაგვიკარქა, ბატონო მეგაზეთევ, ამ ჩვენმა მამასახლისმა ეგნატე პაიჭაძემ.
ბატონო, მამასალისათ ამოვარჩიეთ შარშან-წინ, რუსული იცოდა (ნალაქიევი გახლავს), და კაი კაცი გვეგონა, სწავლული, შარშან ჩხუბი (ომი) იყო და მილიციაში კაცებს აწვევდნენ და თლათ გაგვფცქვნა, გვაშინებდა: დრუჟინაში სულყველა უნდა გავიდეს ოჯახიდგანო და ვინც შევა, სალდათად დარჩებავო; მე თუ მევინდომე, ვინც მინდა, იმას დავაბრუნეფო. ჩვენ რა ვიცოდით, მართალს გვიჩიოდა გვეგონა და ზომა ათი მანეთი მისცა, ზოგმა ხუთი და ზოგმა რვა. მერე ჩხუბი გათავდა და არც სალდათად დარჩენილა გამოწოული კაცები და არც რამე.
ახლა შამოაწყტა საძუე და სხვა ეშმაკობას მიჰყო ხელი და ისე გვატყავებს.გუშიღამ რა გვიქნა ამან: ურიეი მევიდა ჩვენი ნიკოლოზაისას აქიმი და მარჩიელი, თელმა სოფელმა შეიტყო აგი და ვისაც თავი კი წამოტკივებოდა, ყველამ მასთან მიაშვირა. მეც კი ვიყავი საკითხვათ იმიზა, რომ რა დამემართება ერთს წელიწადში-მეთქი.
ამ დროს მოვიდა ჩვენი ეგნატე-მამასახლისი და თქვა რომ ურიეი ყოფილა აქანაი ქუთაისიდგანო და იგი უნდა მიუყვანო მტრისთავს (პრისტავს) ჩოხატოურს. ურია შეშინდა, მარა რას იზამდა. დედა გაგლეჯილი თურმე მტყუანი იყო. მე მითხრა ეგნატემ, შენ წამეიყვანეო. მოვკიდე ხელი ურიას და წევიყვანე.
გზაზე კანკალი დააწყებია იმ გლახას, გლახა ყაძახი ყოფილა ურიეი.
მივაწიეთ ახლო მტრისთავის პოლიციასთან და მამასახლისმა მითხრა: ურიეი მოშორებით დავტიოთო, მტრისთავი ფიცხელი კაცია და ეგებ ქე დაკარქოს ციმბირშო. ამას ურიეი ყურობდა და სული კიღამ გაშპა შიშით. შეეხვეწა მამასახლის: ბატონო, რაც მომეძევა, შენ წეიღე ოღონდა მე გამიშვიო! „არაო, მამასახლისმა უთხრა, არ გაგიშვებო, დამალავ რაც გაქ, არ მომცემო, თუარა კი გაგიშობო." ურიამ გააბა ბღავილი და ხვეწნა, მომეხმარეო, გამიშვიო და ჩოხა წეიღეო. კაი, - ვკითხვა მტრისთავს და თუ იგი გაგიშობს, მეც გაგიშობო.
იგი დრო იყო, ბატონო, ნადი რომ ოდელიას იტყვის ყანაში; მტრისთავს არ ეღვიძა; უცადეთ, უცადეთ და რავაც იყო გეიღვიძა. შევიდა მამასახლისი, რაცხა დეიწყო პურტყული რუსულათ, მგონია ურიაზედ არაფერი უთხრობია. გამევიდა, ურიას ხელი გაუშვირა. ურიამ მოინახა ჯიბაში, რაც ქონდა ჭინჭებში გამოკრული ფარები ჩვენი ქალების წანაგლეჯი და დეითვალა, თლათ არ ვიცი, ღმერთო შეგცოდე, რეთი იყო, მარა ოცი მანათი კი უნდა ყოფილიყო, და მისცა მამასალის. მამასახლისმა უთხრა აწი სადაც გინდა იქინეი წადიო, ერთი რაცხა პოშოლ თქვა და ხელი გაუქნია.
მერე შევიტყვე ურიეი საჯავახოს აქიმობს; თურმე აქიმობა კი არ ცოდნია, მარა ატყუებს საწყალ კაძახების ცოლებს.
დროი არის ახლა, ბატონო, მარა არ ვიცი რატომ არ შობიან ყრილობას ახალი მამასახლისის ამოსარჩევად, მადლი კი იქნება ვეზდი ნაჩალიკი რომ ინებებდეს და ამისთანა მამასალის გამოგვაცლიდეს.

სოფ. ბასილეთიდამ. 24 ივლისს. ნეტავი თუ არსებობს სადმე მეორე ისეთი ცუდი, დამზარალებელი და სამუდამოდ ვალში ჩამსმელი ჩვეულება, როგორც გურიაში ტირილებია? აქ უვალოდ მიცვალებულის თავდიგან მოშორებას გულში ვერავინ ვერ გაივლებს. ბარაქალას დაუძახებენ ჩვენში იმ ოჯახის შვილს, რომელიც მკვდარს დამარხავს და 40-50 მანეთზედ მეტი ვალი არ დარჩება! ეს შეძლებული ოჯახის შვილი! რა ქნას საწყალმა ღატაკმა, რომელსაც ტირილზედ, რაც უნდა ცოტა ვსთქვათ 80-120 მანეთამდინ ეხარჯება. ამას რომ ისიც მიუმატოთ, რაც იმას ავათმყოფის საექიმოთ მკითხავებზედ და მათი ბროდვით აღმოჩენილს რაღაც ნაწყევარის, ნაფიცის, გადანაცემის, საუცოდინაროის და საეტლოის საწირავად სულიერი მამები თითოეულზედ ცალ-ცალკე მსხვერპლებს შეიწირავენ, მაშინ ზარალი ერთი-ორად იქცევა!
მაგალითად, რომელიმე საშვალოდ შეძლებულ ოჯახში ერთი წევრთაგანი გარდაიცვალა; პატრონი მის დაკლებას იმდენად არ დარდობს, რამდენსაც მის მიწის მიბარებას! რა ჰქნას? ჩვეულებას რომ გადახდეს, ხალხში სირცხვილით თვალს ვეღარ გაახელს და მეორედ სულიერი მამაც უკმაყოფილოდ გაუხდება, რადგან მის დარიგებას არ აასრულებს! ამისთვის ის მიდის ვაჭართან, და რაც შინ არ მოეხერხება, იღებს ვალად: ღვინოს, შეჭამადს, შავებს და სხვა წვრიმალებს, და ამნაირად მოემზადება შავი დღისათვის. ამ დღეს რომ მისი ახლომახლო სოფლები დაიაროთ, ისე უპატრონოდ არის სახლები დაგდებული, რომ ერთ ადამიანს ვერ იპოვნით: ყველანი მიცვალებულის პატივსაცემლად, ანუ უკეთ ვსთქვათ, დასარბევად არიან წასულნი. შუადღეზედ რომ მიცვალებულის პატრონის ეზოში გაიხედო, არღნის ხმა, (რომელიც ჩვენში დუხოვი მუზიკის ნაცვლად შემოიღეს) ქალის და კაცის სიმრავლე და მათი არევ-დარევა იარმუკას მოგაგონებს.
ყველაზედ პირველად აქ შეხედავ, რაც ძალა და ღონე აქვს, ყვირილით თმაგაწეწილ და ლოყებ დაგლეჯილ მტირალ კაცს, თუ ქალს, რომელიც ორივე მხრებ გაქაჩული მიჰყავსთ სახლში მიცვალებულის სატირლად, სადაც, რომ უყურო, ას თმა გაწეწილ მტირალში თვალ-ცრემლიანს ორსაც ვერ იმდენ ნაყოფს ვერ ნახავთ; მხოლოდ ფორმას ასრულებენ.
ეზოის ერთი მხრით 20-25 საჟენამდი ორ წყებად არის გაჭიმული გრძელი სტოლები, რომელზედაც რიგი დგება და რიგი სხდება, ასე რომ მთელი დღის განმავლობაში იმათ ყბას გაჩერებულს ვერ ნახავთ. ეზოს ერთ კუნჭულში განცალკევებულად ზის მასპინძლიდგან ამორჩეული კაცი ერთის მწერლით, რომლებიც იღებს და სწერს ქაღალდში რომელმა იმის მონათესავეთაგანმა რამდენი ფული შეეწია და ამასთანავე გაცემა მიცვალებულის სულის საწირავად მღვდლებზედ, ბერებზედ და დიაკვნებზედ, რომლებიც მას ბუზებივით გარს ახვევია! სულიერ მამებსა და ფულის მიმღებ-გამცემს შუა რომელიც ძლივს ასდის რიგებას, ვინემ მიღებას, ხშირად მოხდება ხოლმე აყალ-მაყალი, როცა უკანასკნელი მასპინძელის შეძლებისამებრ დაუპატიჯებლად მობრძანებულ სულიერ მამას დიდი კრძალვით და მორიდებით შეაძლევს საწირავად 50-60 კაპ., მღვდელი ნაბოძებს გაჯავრებით უბრუნებს უკან და ეუბნება:
„არა, მამავ და შვილო! მე და სხვაი მღვდელი ერთი არა ვართ! თუ მომცემ რიგიანად, მეც რიგიანათ გიწირავ, თუ არადა მშვიდობით შენც და შენი მკვდარიც!“
ნეტავი წირვას რიგიანი და ურიგო იქნება?
ამნაირად საღამომდისინ 200-300 ქალი და კაცი, მაშინ, როცა საქმის დღეს ერთი მუშა კაცი ყანაში ერთ მანეთად ღირს, დგანან ფეხზედ ჩამოშტერებულები, შესცქერია ერთი მეორეს, თითქო ერთი ერთმანერთის ყურებით ვერ ძღებიანო! საღამოს, მიცვალებულის ეკკლესიაზედ გასტუმრების შემდეგ, მთელი ყრილობა იშლება, ყველანი თავ-ტავიანთ სახლებში ბრუნდებიან, სადაც ბევრი იმათგანი, მთელი დღე უპატრონოდ დაგდებულ ოჯახში, ხშირად რაიმე ზარალს ნახავენ.
ვაი იმ საწყალს დარბეულს მასპინძელს, რომელმაც ამდენი ტყუილად მოცლილი სტუმრები გააძღო. გაიხედავს ეზოშიდა ერთ სიკვდილს მაშნ მოკვდება, როცა შეხედავს: ეზო და ბოსტანი ფეხით გატკეპნილი, ხეხილები გაცლილი და გაფუჭებული, ღობე დამტვრეული და დაფენილი, შეშები დამწვარი, ბეღელი და ჭურები დაცლილები, და სხვა! რა გულმა უნდა გაუძლოს ამდენ ზარალს?
მაგრამ ჭირისუფალი ნუგეშობს იმითი, როცა ჰკითხავს გამგებელს:
„როგორი პური და ღვინო იყოვო, მაგინებდნენ თუ მაქებდნენო?“ ეს ხშირად ფარისევლობით უპასუხებს: „ისეთი მაძღრები წავიდნენო, რომ სულ აშენება და ცხონება იძახესო.“
ბოლოს მოუტანებენ მას შემოწირულის სიას და ნახავს, რომ რაც შესაწევი ფული მოსულა, ორი იმდენი ხარჯი გაცემულა!
ეს ნათხოვარი და ნაქირავები ჭურჭელი რომ გატეხილა და დაკარგულა ის გაუხთება საჭირ-ბოროტოთ. ეხლა იმას რჩება დასაკმაყოფილებლად თავისი სულიერი მოძღვარი და ყველა ზემოხსენებული მოვალეები. თუ მოიპოება რამე ღონისძიება: მიწა, ან სახლი, ან საქონელი, და გარდაიხდის, ხო კარგი, თუ არა და საშვილის-შვილო ვალში უნდა ჩაჯდეს.
ძლიერ კარგი იქნება, რომ ყველა ამ ზემოხსენებულს ხალხის ზარალს ჩვენი მღვდლები მიიღებდნენ სახეში და იხმარდნენ იმდენ ღონისძიებას, რომ რამდენიმე ნაწილს მაინც შეამსუბუქებდნენ, და მკითხავებზე, რომელთაც ბურთი და მეიდანი უჭირავსთ, აღუკრძალავდნენ ექიმობას. ამათ, როგორც თავიანთ სამწყსოზედ დიდი გავლენიან პირებს, თუმც ინებებენ, ბევრგვარი დარიგებას გარდა შეუძლიანთ ეს დარიგებაც სცადონ: მიცვალებულის პატრონმა მოიპატიჯოს მხოლოდ მისი ახლო-მახლო ნათესავები ესენი სახლებიდგან მოვიდნენ ერთიან ნათესავები; და არა ისე, როგორც ეხლა, ვითომც მასპინძლის დასამშვენებლად, 20-40 სული ჩალაგდებიან ეზოში, დაუპატიჯებლად სულიერი მამები ნუ ინებებენ მისვლას, და მასპინძელმა აღნიშნულს დროზედ დაამზადოს შეძლებისგავარდ მხოლოდ სადილი, და რასაკვირველია, მაშინ თითონ მღვდელიც მასპინძელზედ უფრო კმაყოფილი დარჩება, რადგანაც ადვილად დაიკმაყოფილებს თავს.
ს. -ი. კალანდაძე
„დროება“, 27 ოქტომბერი, 1881 წ.
ეკონომიკური მდგომარეობა გურულებისა ამ უკანასკნელს თხუთმეტ წელიწადში მაინდამაინც რომ ვთქვათ ბევრით არ გაუმჯობესებულა. მთელი ჩვენი შემოსავალ-გასავალი, მოგეხსენებათ უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ მეურნეობით და მევენახეობით. დროთა უკუღმართობას სხვა რამეში მომჭირნეობისთვის ხელი არ მოუმართია ჩვენდა, მამაპაპური შემუშავებით მიწა (რომელიც, საუბედუროდ, ჯერ გამიჯნული არ არის), თანდათან გვიღარიბდება და იმდენ ნაყოფს ვერ ვაძლევინებთ, რომ ყველაფრად გვეყოს, ვაზი ხომ მეათე წელიწადია, რაც ნაცარმა იმსხვერპლა
გურია 17 დეკემბერი (სოფელი ჯუმათი) სწორედ ყოველის მხრით უბედური და უკან ჩამორჩომილი შეიქნა ჯუმათის საზოგადოება, მზრუნველთ უზრუნველობის წყალობით. საწყალი საზოგადოება გულხელ დაკრეფილი შეჰყურებს დროთა ვითარებას, მაგრამ დროთა ვითარება თან-და-თან უკან ადგმევინებს ფეხს და გულის შემაწუხებელ ნიადაგზე ამყავრებს მის ცხოვრების გზა-კვალს.
პირველად გლეხები გულ-მოდგინებით შეუდგნენ საზოგადო წარმატების საქმეს; გახსნეს სკოლა, დააარსეს სიმინდის მაღაზია და ღიმილით შესცქეროდნენ ამ კეთილ განზრახვით დაწყებულს საქმეებს, მაგრამ, სამწუხაროდ და სავალალოდ, მათმა სიხარულმა მოულოდნელად შეიკვეცა ფრთები: ჯერ დაიკეტა სკოლა, მასწავლებელთ უხეირობის გამო. ნათქვამია, „უბერდურს კაცს ქვა აღმართში მიეწევაო,“ ამ საზოგადოებაზედ ასრულდა ეს: დაიკეტა სკოლა თუ არა, იმას ზედ მიჰყვა სიმინდის მაღაზიაც, რამდენიმე ასი ფუთი სიმინდი მმართველებმა თავიანთ მუცლის გასაძღომად მიირთვეს. საზოგადოებას კი გულის შემაწუხებლად უდგია თვალ-წინ კარ-მიგდული სკოლის სახლი, თაგვებისაგან დახრული სიმინდის მაღაზია და მასთანვე მოსამართლე-მსაჯულების ცუდი ყოფაქცევა , რომლებიც ამ უკანასკნელ დროს მაინც ერთობ უსინდისოდ ასრულებენ თავიანთ თანამდებობას.
რაც შეეხება ქურდობას და ავკაცობას - ძრიელ გახშირებული გახლავთ; ისე კვირა არ გაივლის, რომ რამე არ მოიპარონ, ვინმე არ გაქურდონ, მაგრამ ამას ყურადღებას ვინ მიაქცევს? მას უნდა შევჩივლოთ ჩვენი ამგვარი გაჭირვება მაშინ, როდესაც ადგილობრივი ადმინისტრაცია გულ-გრილად უყურებს ამ სენის მოსპობას. რომელი ერთი უნდა ვიტიროთ?
თქმულა და ვიტყვით, რომ თუ ჩვენი ადმინისრაცია ენერგიულად არ შეუდგა ამ სენის შემცირებას, დარწმუნდით, რომ შემდეგში უფრო განსაცვიფრებელ ბოროტებას ჩაიდენენ იმაზე რაც უკვე ესმის „დროების“ მკითხველებს ზნეობით დაცემულ გურიიდგან

ივანე კილაძე
ოზურგეთი. 12 ივლისს დიდი სიხარულით და აღტაცებით მოელოდა ჩვენი საზოგადოება ახალი მთარარმმართებლის თავად დონდუკოვ-კორსაკოვის მობრძანებას. ქალაქი მშვენიერად ჩამწკრივებული დროშებით, პატარა ფანრებით, ყოველგან გასუფთავებულის ქუჩებით და ლაზათიანად შემკობილი არკის კარებით (ქალაქის თავში, საიდანაც უნდა მობრძანებულიყო), რომელზედაც ეწერა შემოსავლის მხრით добро пожаловать და გასავლის добры путь, - მშვენიერ სურათს წარმოადგენდა.
ხალხში ყოველგან გაისმოდა: „-თუ გვეშველა, ახლა, თუ არა ჩვენს საქმეს საშველი აღარ აქვსო."
იყო გაცხარებული არზების წერა და ბოლოს ვერ გაიკლევდით, ვინ ვის უჩიოდა.
ყველაზე უფრო შესანიშნავი იყო ჩვენი ბობოლაების მოძრაობა. სადაც კი გადასდგამდით ფეხს, ხელში მოგაჩეჩებდნენ საწერ-კალამს და თითო-ოროლ ფურცელ დაწერილ ქაღალდს, ხელი მოაწერეო; მაგრამ რა ეწერა იმ ქაღალდებში, ან რაზე გაწერინებდნენ ხელს, ეს კი ძნელი გამოსაკვლევი იყო. რომ ჰკითხავდით: რა წერია მაგ ქაღალდებში, ან რაზე მოვაწერო ხელიო, გიპასუხებდნენ: „-რაც სწერია, შენ რა გენაღვლება, ხომ ხედავ რამდენმა კაცმა მოაწერა ხელი და შენც რომ მოაწერო, რა გიჭირსო“.
ამ არზების სხვა-და-სხვაობა ცხადად გვაჩვენებს, თუ რა ნაირი უთავბოლოობა სუფევს ეხლა ჩვენში ჩვენი მართველების წყალობით. ეს ის არზები გახლდათ, რომლებითაც ჩვენ ქართველებს ერთმანეთი უნდა დაემარცხებინათ და არა ის, რომლებითაც მთავრობისათვის უნდა ეცნობებინათ ხალხის გაჭირვება და ეთხოვნათ მისაშველებელი წამალი. ვის სცალია ხალხის გაჭირვებაზედ ილაპარაკოს, როდესაც ამათ თავის საქმეები ისე დახლართული აქვთ, რომ ვინ იცის, როდის გამოაწყობენ! ყველას ფეხებზე ჰკიდია შენი ხალხი! ნეტავი თავიანთი უწესო მოქმედებებით ხალხი არ გაერყვნათ და დახმარებას ვიღა ჩიოდა.
აგერ ერთი თვეა, რაც ჩვენმა მომრიგებელმა მსაჯულმა თავისუფლობის ნება (ოტპუსკი) აიღო და ჯერ კიდევ ოზურგეთშია. ცდილობს თავის დაბურდული საქმეები გამოაწყოს. დღე და ღამე მოსვენებაში არ არის, მაგრამ ჯერ ვერ მოიყვანა სისტემაში. ხალხი ცხადად ხედავს, რა კაცების მოსარჩელე გახდა მსაჯული და ჩუმ-ჩუმად ჩასჩურჩულებს ერთი მიორეს: „-უბერდურება ყოფილა თურმე, რუსი რომ ქართულს ისწავლისო!“
ამ თვის შვიდს საღამოს ექვს საათზე მობრძანდა თ. დონდუკოვ-კორსაკოვი. ქალაქის თავში შეკრებილი იყო ხალხი, რომელთ მისალმების შემდეგ მისმა ბრწყინვალებამ ქალაქის დეპუტატებისაგან მიიღო პურ-მარილი. მერე მიბრძანდა ქალაქის ეკკლესიაში, სადაც ყოვლად უსამღვდელოესობამ გურიის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ უთხრა სიტყვა, რომელშიაც მოკლედ გამოხატა გურიის ეპარხიის წარსული ისტორია და ბოლოს მოახსენა, რომ იმედია თქვენი ბრწყინვალების მფარველობის ქვეშ გურიის ეპარხია არა თუ არ დაკარგავს თავის წინანდელ მნიშვნელობას, არამედ დიდ წარმატებაში შევაო.
ეკლესიიდამ გამობრძანდა მეიდანზე. აქ მიეგებნენ ყველა ჩვენი სამოქალაქო და სამხედრო სამსახურის წარმომადგენელნი. აქვე მიიღო რამოდენიმე თხოვნა. სხვათა შორის თ. გიორგი გუგუნავამ მიართვა არზი და ერთმა ახალგაზრდა ჩინოვნიკმა მიმართა შემდეგი სიტყვებით: „ეს არის მთელი გურიის თავად-აზნაურობისაგან თხოვნა და სიტყვიერად საქმის გარემოებას მოგახსენებენ თთ. ლევან გურიელი, გიორგი გუგუნავა და ბებურა ბებურიშვილი.
შუაღამემდე მეიდანი სავსე იყო ხალხით და ამ არზაზე ლაპარაკი არ შეწყვეტილა. ვახშმად მისმა ბრწყინვალებამ მოიწვია ერთი აქაური მოხუცებული თავადიშვილი დავით გუგუნავა ეხლანდელი მდგომარეობაზე და მის საჭიროებაზე მოსალაპარაკებლად.
საქმის გარემოების ასახსნელად დანიშნულ პირებთაგან უპირველესმა თ. ლევან გურიელმა აღარ გამოცხადდა თავისი დანიშნულების ასასრულებლად და დანარჩენებმა რა მოახსენეს არ ვიცით.
მეორე დღეს დილით შვიდ საათზე თ. დონდუკოვ-კორსაკოვმა მიიღო მთხოვნელები და გამოუცხადა: ამ თქვენ არზებს ქუთაისში გავარჩევ ამ ცოტა ხანშიო. შემდეგ ჩაჯდა ფაიტონში და წავიდა.
ბევრი სხვა-და-სხვა ხმები გავრცელდა ჩვენს ოზურგეთში მისი წასვლის შემდეგ. ვინ ამბობს: მაზრის უფროსს რამდენიმე პოლიციის ჩინოვნიკებით გარდააყენებენო; ვინ ამბობს, პოლიციელებს კი არა მსაჯულს და ზოგიერთ სუდის ჩინოვნიკებსო; მაგრამ უმეტესობის ნატვრა ის არის, რომ არც ერთი არ დარჩეს თავ-თავის ადგილებზე. მართლადაც ეს ნატვრა ყველაზე უფრო საფუძვლიანია და მისი ასრულება დიდას სასარგებლო იქნება გურიისათვის, რადგან ისე არის მომართული საქმე, რომ სანამ ეს საშინელი პარტიები არ დაიშლებიან, მანამ გურიის ეხლანდელი გაჭირვებული და ყოვლის მხრით დაცემული მდგომარეობა წინ არ წასდგამს ფეხს

ოზურგეთელი ვაჭარი
წერილი რედაქტრთან. ყოველი თქვენი მტერი და ორგული შეაწუხოს, ბატონო რედაქტორო, ღმერთმა ისე, როგორც ჩვენი სოფელი არის შეწუხებული თავის მოძღვრისაგან, რომელიც, მხოლოდ დროებით დანიშნულია ჩვენ წმიდის ბასილის ეკკლესიაზედ მღვდლად.
ამ კურთხეულმა მამამ ჯერ თავისი სოფელი, მაკვანეთი აიკლო და, მრავალი ჩივილის შემდეგ იყო დათხოვნილი ადგილიდან. როდესაც მიიცვალა ჩვენი მღვდელი, მიცვალებული გურიის ეპისკოპოზი გაბრიელ შევიდა ამის ცოლ-შვილის მდგომარეობაში და გადმოაწესა ჩვენს ეკლესიაზედ. რით შევსცოდეთ ჩვენ, ბასილეთლებმა ღმერთს, ან რაღა ჩვენთვის მოისპო მღვდელი ქვეყანაზედ.
სოფელი ვნახე უძაღლო, შიგ გავიარე უჯოხოვო - რომ არის ნათქვამი, ესეა ჩვენი მღვდლის საქმე. მოიგონა რაღაც ბნედის წამალი და მიიზიდა გაუნათლებელი ხალხი, მიჰყავთ მასთან ჯაჭვით დაბმული გადარეულები და ევედრებიან მორჩენას. იგდებს საექიმოს ხელში და საწყლებს სნეულთ ცემის მეტს არაფერს უშვრება. მაგრამ, იცოცხლეთ, ერთმა გადარეულთაგანმა ნაცვლად მაგასაც მიაზილა ლაზათიანად ბეჭებში. ამისაგან მორჩენილი ბნედისაგან ჯერ არავის არ უნახავს და მაგის წამლობით ჩვენ სოფელში რომ გამოიჭრა ერთმა ქმარიანმა ქალმა ყელი, ეს მთელმა სოფელმა იცის. ამაზედ საქმე არის შემდგარი, და კიდევაც წავა ძალაში, იმედია, თუ წმინდანებმა არ ინებეს ამბების გადაყლაპვა და არ შემოდვეს სტოლს ქვეშ.
ღმერთმა მოგვასწროს რევიზიას, რომელიც ამ ჟამად დაუნიშნავს სინოდის კანტორას ეკკლესიების მდგომარეობის დასახედავად...
მაგრამ ნათქვამია: „პეტრეს მოსვლამდის, პავლეს ტყავი გააძრესო“
ბასილეთელი
ოზურგეთიდამ გვწერენ 22 თებერვალს.
დღეს ოზურგეთის მომრიგებელ მსაჯულმა გარდაუწყვიტა ათ-ათი დღის ციხე ინსპექტორს ბატონ ვლადიმერ ალექსანდრეს ძე შირშეტს, რომელმაც ათას-ხუთასი მანეთი დაიხეფსა შეგირდებისა და ოზურგეთის ნატარიუსს ნიკოლოზ ზაალის-ძეს ყიფიანს, რომელსაც დაბრალდა გურიის ხალხის შევიწროება სხვა-და-სხვა შეუფერებელ გადასახადებით.
ხსენებულ დამნაშავედ ცნობილ პირთ მოწინააღმდეგედ იყო ბ. ივანე ჯაყელი, რომელსაც ამათ შეურაცხყოფა მიაყენეს ამას წინად სასტუმროში. სამსაჯულოს განჩინებამ მეტად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა აქ ყველაზედ.
ოზურგეთი 21 თებერვალს
მეტად შეწუხებულია, საზოგადოდ, ჩვენი მხარე უმიწა-წყლობით. წინედ ჩვენ - გურიანთის მცხოვრებლებს ნება გვქონდა ზღვის პირას თავის სარჩოდ მიწებით გვესარგებლნა თითქმის უბაჟოდ და თუ რამე ბაჟი მიჰქონდა მთავრობას - ისიც ცოტა. გვქონდა მიჩენიილი სახნავ-სათესად მთავრის გურიელის დანარჩენი დიდი მდიდარი ადგილები, რომლებიც თვით სახელებიც ამტკიცებენ, რომ ისინი იყვნენ დანიშნული მცხოვრებლებისათვის, მაგალ. „საღარიბო“ და სხვა. ახლა დროება შეიცვალა: რაოდენიმე მებატონეთ ხელ-ჭირულობით ჩაიგდეს ბევრი მამულები და დაისაკუთრეს მოსავალი ამ მიწებისა. გურიანთის მცხოვრებთ არ ეგონათ, თუ შემდეგ ბატონ-ყმობის გადავარდნისა, ისინი დაიბეგრებოდენ და უცოდინარობით, ბევრი მოსავლისაგან ცოტაოდენი, აძლიეს ვითომ - მეპატრონეს (მებატონე). შემდეგში ეს პატარა ღალა დიდად იქცა; მცხოვრებლები თავის მამა-პაპისოულ მიწაზე შეიქმნენ „ხიზნებად“. „ხიზნობას“ ეტყოდნენ ჩვენში იმ მდგომარეობას, როცა თათრის ჯარი გადმოვიდოდა გურიაში; მაშინ ხალხი შორ-მთის მიმალულ სოფლებში წავიდოდა თავის ოჯახით და იქ დარჩებოდა სხვის ოჯახში და ადგილზე, ვიდრე ლაშქრობის გათავებამდე. ეს მდგომიარობა გახლდათ ჩვენებურად „ხიზნობა“. ახლა გასაჯეთ, კაცი ცხოვრობს სოფელში - რამდენიმე მამობას გაუვლია მას აქედ, და იტყვიან, მას რომ „შენ აქ ხიზანი ხარ, ხიზანად წერიხარ და ამდენი გადასახადი გადვია მებატონისო“! ამ მიწის ფასს ის იხდის გარდა ყოველივე სახელმწიფო და საზოგადო გადასახადისა. ვინც რომ ამ ნაირი ჩვენი მდგომარეობის უმაღლესი მთავრობის ყურამდე მიღწევა მოინდომა და საზოგადო, სასარგებლო საქმეს მოჰკიდა ხელი, მას უშოვნეს დრო მებატონეთ და ამათ მომხრეთ, დაახლოვებულ ჩინოვნიკების შემწეობით და, ვითომ ყრილობის განკარგულებით, მისცეს სასტიკს სასჯელს.
ჩვენში მიწას არავითარი განსაზღვრული ზომა ღალისა არ ადვია. მას რამდენი სურს, იმდენს სარგებლობას ხედავს გლეხის ღარიბი ჯიბისაგან. და ამ გვარად ღატაკდებიან - გურულები.
გაზეთებში ხშირად არის ლაპარაკი იმაზე, რომ რომელი მაზრის მცხოვრებლებით საუმჯობესო იქნებოდა, რომ დაესახლებინათ ახლადშეძენილი ქვეყნები? ლეჩხუმელები და რაჭველები, მართალია გურულებზე უმფრო უმიწა-წყლონი არიან და მთავრობა დიდი მადლობის ღირსია, რომ ამათ ასახლებს ახლად შეძენილ აფხაზეთის მიწებზე. მაგრა, საჭიროა, გურულებსაც მიაქციოს ყურადღება: ეჭვი არ არის, ესენი როგორც ნოტიო ქვეყნის და ზღვის პირას მცხოვრებნი ადვილად აიტანენ ჰავას ამ ცარიელ ადგილებისა.
თავის მოსამზღვრე ადგილებს გურულები სხვებზედ დაახლოებით იცნობენ და სხვებზედ ნაკლები გამოსადეგნი არასოდეს არ იქნებიან. იფიქრონ ამაზედ გურულებმა და სანამ უცხო ქვეყნის ხალხს არ დაუჭერია ეს ადგილები, თვით შეუდგენ მეცადინეობას და რაჭველ-ლეჩხუმლებთან ერთად მთავრობისათვისაც და თავიანთვისაც უნაყოფო ადგილები ნაყოფიერად აქციონ.
ოზურგეთიდამ გვწერენ, რომ ის ასი თუმანი, რომელიც ამ ორი წლის წინათ კ-ნა სოფიო გურიელისა და სხვა რამდენიმე ქალის თაოსნობით შეკრებილა საქალებო სკოლისათვის, ეხლა თითქმის თავდება და აღარ იციან რა საშუალებას მიჰმართონო. ერთი ამ საშუალებათაგანი ისევ იქაურს ქალებს გამოუძებნიათ. მარიამ ვირუმოვისას, მინადორა ბირშეტისას, ნინა ქიქოძისას, მ. ნაკაშიძისას, კესარია ღლონტისას და ელის. თუმანოვისას გაუმართავთ საქალაქო ბაღში საღამო, სადაც შეყრილ სტუმრებს გიმასპინძლებიან ჩაით, ხილით და სხვ.
ამ საღამოდან შემოსვლიათ 105 მ., რომელიც საქალებო სკოლას უნდა მოხმარდეს.
იქიდამვე გვწერენ, რომ ღვინისა და ხილის დიდ მოსავალს მოველითო, მხოლოდ ვაშლი გაუფუჭებია ჭიას.
ოზურგეთი. 27 მაისს. ეს ერთი ხანია ოზურგეთშიაც მოიყარა თავი ახალმა ამბებმა. დავიწყოთ თუნდ იქადგან, რომ ჩვენმა პატარა ქალაქმა მოულოდნელის მოხდენილობით და ლაზათიანის შექცევით იდღესასწაულა ხელმწიფე იმპერატორის დაგვირგვინების დღეები.
ეხლა აქ ორი სიტყვა უნდა ვსთქვათ აქაურს, ახლად გაკეთებულს „როტონდაზე“. - როგორც ოზურგეთის ბაღის განახლება (20 წლის წინად აქ იყო ჩინებული ბაღი დაუვიწყარის ვორონცოვის კავკაზიაში ყოფნის დროს გაშენებული, რომლისაგანაც დღეს მხოლოდ რაოდენიმე ხეები დარჩენილან), აგრეთვე როტონდის გაკეთება ეკუთვნის აქაურ მაზრის მმართველის თანაშემწის ბ. იუნოშას მეცადინეობას, და რასაკვირველია, ამ საქმისათვის მადლობის ღირსიც არის. მაგრამ როტინდის თაობაზე ჩვენ ერთი საფუძვლიანი შიში გვებადება და ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი ეჭვი არ გამართლებულიყოს. გურიის ხალხი არის მეტად ამყოლი ხასიათისა და ყოველსავე ახალს, უცხოს ძლიერ მალე ითვისებს და ეწყობა. ეს ითქმის განსაკუთრებით გურულს მანდილოსნებზედ. ოზურგეთი ერთი ბეწო ქალაქია და ზედვე ირგვლივ სოფლები აკრავს. რაც ეს როტონდა გამართულა, მას აქეთ, ყოველ ცეკვის დღეს სოფლელი ქალები გროვ-გროვად მოდიან ბაღში „ტანციობის“ საყურებლად ისეთის ბეჯითობით და ხალისით, თითქოს დიდი რამ სიბრძნის შეძენას მოელოდნენ ამ „ტანციობის“ ცქერისაგან. მე ასე მესმის, ამათი ქმრები უკმაყოფილებას აცხადებენ ცოლების ასეთ ბეჯითობაზეო და მართლაც სამწუხარო იქნება თუ ასე ცოტცოტობაში ოზურგეთის ახლო სოფლელი ქალები შეეჩვიენ ტყუილ-უბრალო, უსარგებლო ღოღიალსა და ოჯახზე გული აიგდეს. ვშიშობთ, რომ როტონდამ სარგებლის ნაცვლად ვნება არ მოუტანოს გურულ მანდილოსნებს ...
საზოგადოდ რომ ვსთქვათ ოზურგეთი ეს ერთი წელიწადია განახლდა და გადახალისდა: არც ჩვეულებრივი პარტიობა და ჭორი-ძებნიობა ისმის, აღარც „უფროსის“ ღრიალი და უმცროსის კანკალი, არც „დანოსები“ და საჩივრები; ამოიკვეთა წინანდელი კაცის-კვლა, ქურდობა, ცარცვა-გლეჯა და საერთო შიში გურიაში მცხოვრებლებისა-თითქო ყველაფერი ახალ კალაპოტში ჩადგაო. ეს სასიამოვნო ცვლილება გურიის მდგომარეობისა უნდა მივაწეროთ პირველად ბათომის ღუბერნატორის და მეორედ ოზურგეთის ახალის მაზრის მმართველის გავლენას, რომლისაც ჯერჯერობით ჩვენი მაზრა ძალიან მადლიერია. თუმცა მხოლოდ ერთი ორი თვეა რაც ბ. ვირუბოვი გურიას მართავს, მაგრამ ჯერეთვე ამან ბევრის თანაგრძნობა დაიმსახურა და ხალხს თავი შეაყვარა. აქ არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ ერთი მისი გონიერი განკარგულება, რომელზედაც გურულები ძალიან მადლიერნი არიან.
წარსულს აპრილის თვეში გურულებს ამოუცხადეს უმაღლესი განკარგულება, რომლის ძალით ფულით შემწეობა ეძლევა იმ მილიციონერთა სახლობას, რომელიც მსახურებდენ წარსულის 1877-1878 წლების ომებში. შემწეობა უნდა ითხოვონ ყოველმა მილიციონერებმა არზით, რომელიც უნდა გაიგზავნოს საჭირო დოკუმენტებითურთ ქუთ. ღუბერნატორის სახელზე. - მოგეხსენებათ წასულს ომიანობაზე გურიაში ოთხი კაი დრუჟინა გამოიწყო თითო ათას-ათასი მეომრითა, რომელთაგან ბევრნი ომშივე დაიხოცნენ და დანარჩენებმაც დიდი ტანჯვა-წვალება გამოიარეს ბრძოლის ველზე ყოფნის დროს. ამათი სხდომაც არა ნაკლებ გასაკვირში იმყოფებოდა: ოჯახის მარჩენალს მოცილებულებმა და დამარტოებულებმა, ვინ იცის რამდენი გაჭირვება და შიში აიტანეს; ამაების გამონაცადმა გურულებმა დიდის სიხარულით მიირეს ზემოხსენებული უმაღლესი განკარგულება და შეუდგენ საჭირო არზის დამწერის ძებნას. დააღეს ფართოდ სასა ოზურგეთის წვრილ-ფეხა ჩინოვნიკებმა და შეუდგნენ მღვრია წყალში თევზების ჭერას: უჩურჩულეს უმეცარ ხალხს ყურში, არზას ჩვენისთანას ვინღა დასწერს, ოღონდ რადგან ბევრი წერა უნდა, თქვენგან მიღებულ ფულის ნახევარი ან მესამედი მაინც ჩვენ უნდა შეგვპირდეთ დაწერაშიო და მართლაც ბევრ უცოდინარ კაცებს ჩამოართვეს პირობა ნახევრის და მესამედის ფულის მიცემისა. ამბობენ ერთმა ამ ჩინოვნიკთაგანმა იმდენი ენერგია და ხერხი გამოიჩინა ამ საქმეში, რომ თუ მარცხი არ მოსწეოდა და ფეხი არ წაეკრა, ხუთი ათას მანეთის პირობები ჰქონდა მოგროვილიო. მაგრამ ამასობაში ამ ამბავმა მიაღწია ბ-ნ ვირუბოვის ყურამდე და იცოცხლეთ, რომ იმან ყველა მატყუარებს კუდი ამოაძუებია: დაიბარა ყველა ეს დაგეშილი მეძებრები და ისეთი სიცხე მიაყენა რომ ყველა ძველი და ახალი ცოდვები ერთად აუდუღა: რას ჰქვიან ნახევარი და მესამედიო! მუქთად, მუქთად უწერეთ ყველას ეს თხოვნები, თორემ მე ვიცი და თქვენაო. ისე თქვენ დამაწყევარს მოესპო ყოველი სიკეთე, როგორც ამათ ერთბაშად მოუსპო ბ. ვირუბოვმა ყოველივე იმედი ომში მყოფი გურულების „მოწყალებით“ ჯიბეების გამოტენისა. იმ დღესვე თურმე საშინელ ცეცხლს და გეენას მისცეს საწყლებმა იმდენის ხერხით და გაიძვერობით ჩამორთმეული პირობეები! უცბად დაარიგა მაზრის მმართველმა სოფლის კანცელარიებზე ფიცხელი ცირკულიარული მოწერილობა: მე შევიტყევო, რომ ასე და ასე ხალხს ატყუებენო და არამც და არამც არავინ გაბედოს ამნაირი ბოროტებაო. ვისაც სურს, შეუძლიან პირ-და-პირ მე მომმართოს და მუქთად დავაწერინებ ამ არზებსო და კიდევაც ბევრის გლეხისაგან გავიგონეთ: „ნაჩალნიკთან“ მივედით იმან დააწერინა და გაგვიგზავნა ღუბერნატორთან თხოვნაო. თურმე ეს არზა ნახევარ ფურცელ ქაღალდზე ეტევა. ამ ნაირად დარჩენ პირდაღებულნი საბრალო ჩვენი ჩინოვნიკები ბ. „ნაჩალნიკის“ წყალობით.
აქ უნებურად გვაგონდება ზემოხსენებული საგნის მზგავსი სასაცილო ამბავი. ოზურგეთში ყოფნის დროს ერთმა გურულმა გლეხმა მიართვა სმეკალოვს კაი ჩაწიწინებული არზა. არ ვიცი რა ზაეგარდამო ჩაგონებით მოუვიდა თავში ეკითხა მთხოვნელისათვის, თუ ვინ დაუწერა იმას ეს აზრა და ან რამდენი გამოართვა დაწერის ფასად: მაგრამ გლეხმა არც დამწერის ვინაობა გაამხილა და არც ფასი. სმეკალოვმა უბრძანა, დაეტუსაღებინათ ეს გლეხი, მანამ ყველაფერს მართალს არ ეტყოდა. როცა უნებური ტყვე დარწმუნდა, რომ ღუბერნატორთან ხუმრობა არ გამივაო, გატყდა ამა და ამ კაცმა დამიწერაო და დაწერაში ერთი თუმანი გამომართვაო. ფიცხლავ მიუყვანა სმეკალოვმა ბედ-შავი მოარზე, დააბრუნებინა გლეხისათვის თუმნიანი, შრომის ფასად მისცა მხოლოდ ათი შაური და ფიცხელად აუკრძალა შემდეგში ამ რიგ ბოროტების ჩადენა
ნიკოლოზ პატიოსანი
ივერია“, 1884 წ.
დაბა ლანჩხუთი (ოზურგეთის მაზრა). ჩვენს დაბაში მცხოვრებთ ვერაფერი წელი დაუდგათ. ივნისის ორს, დილის ექვს საათიდგან დაწყებული რვა საათამდე ქვენა ქარმა იქროლა მძვინვარედ და დიდი ზარალი მისცა ყველა მათ, ვინც მთის ძირას არ ცხოვრობდა. ბაღებში ნამყენები თუთისა და ნიგვზის ხეები ზოგი ძირიანად ამოგლიჯა და ზოგს ტოტები დაამტვრია, სახლებს ხომ სახურავი სულ გადააცილა, ვაზები მილეწ-მოლეწა, ისე რომ ჩვენთვის, მაინც ამ რამდენიმე ხნიდამ ცუდ ღვინის მოსავალს დაჩვეულთათვის, - მომავალი წლისთვის ღვინის იმედი აღარა გვაქვს. კიდევ კარგი, რომ ამ საშინელმა ქარმა ადამიანების სიცოცხლე არ შეიწირა.
ავადმყოფობამ ხომ ეხლა იჩინა თავი. რა გვარი ავადმყოფობა არ გინდა, რომ ჩვენს დაბაში არ სუფევდეს: ყივანა-ხველა, წითელა და სხვა...ციებ-ცხელება ხომ ზაფხულობით მაინც, მუდმივი ჩვენი სტუმარი არის. რაც შეეხება მოსავალს - კარგი პირი არც სიმინდის მოსავალს უჩანს. სიმინდი, რომელიც შეადგენდა მცხოვრებთა სიმდიდრეს, ექვსი შაურიდან ორ აბაზზე ვერ ასულა ფუთი. საშინელი ხელ მოკლეობა არის და ამ ხელ მოკლეობის დროს მოაღწია გლეხთათვის ყოველგვარმა გადასახადმა: სახელმწიფო ბეგარამ, მწერლისა და მასწავლებლის ჯამაგირმა და ბევრმა კიდევ სხვა წვრილმანმა გადასახადმა. საწყალი გლეხი, რახან სხვა ღონისძიება არსაიდგან მოეპოვებოდა, ძალა-უნებურად იძულებული შეიქნა, რომ სულ მცირე ფასად გაჰყიდოს სიმინდი და სავალდებულო მოთხოვნილებანი დააკმაყოფილოს. ბევრმა, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ სიმინდით ვერ დააკმაყოფილებდა სახელმწიფო, საზოგადო და საოჯახო მოთხოვნილებას - ისევ ის არჩია, წავალ სადმე და რა სარგებლითაც იქნება, ვისესხებ ფულსო...
ამნაირ მდგომარეობაში ჩავარდნილი მუშა ხალხი, სცდება მუშაობას, თავის საქმეს და იმას ანდომებს დროს, რომ ვალი ვალს, უბედურება უბედურებას მიუმატოს და როგორმე ხელი მოინაცვლოს, მიაწყდებიან ხშირად იმ „სისხლის მწოვარ“ ადამიანებს, რომელთაც, მიუხედავად ღვთისა და სვინიდისისა, შემოღებული აქვთ მანეთში მანეთი, ანუ მეტი მოიგონ, ისარგებლონ. ვერც სიმინდზე ფასის აწევა და ვერც სხვა გვარი გარემოება ამ გაჭირებულ ხალხს ვეღარ იხსნის ამ მსესხებელთ ბრჭყალებიდან და იქ, სადაც ჰფიქრობდა გლეხი, ხელს მოვინაცვლებო, გამოდის რომ ხელსაც და ფეხსაც იჭრის და საწყლდება...
სოფ. ახალ-ჩენი (გურიის მაზრა). ჩვენში წელს ძლიერ კარგი ზამთარი დგას. ასე რომ თოვლი თითქმის სრულებით არ ჩამოუყრია და რაც ჩამოჰყარა, ორ დღეზედვე აიღო. ხშირად თბილი და მზიანი ტაროსი აპრილის ბრწყინვალე დღეებს გვაგონებს.
გურიის ხალხს ამ უკანასკნელს დროს ცოტა არ იყოს უფრო მეტი კეთილდღეობა დაეტყო ... ეს უნდა თამბაქოს მოყვანას მიეწეროს: ოცი წელიწადია მას აქეთ, რაც ერთმა პატივცემულმა პირმა პირველმა გამოიწერა სათათრეთიდგან თამბაქოს მუშაობის მცოდნე კაცი, დააყენა თავის მამულში და გამოსცადა - თუ რამდენად იკეთილებდა ეს საქმე ჩვენში. ჩვენდა სასიამოვნოდ, თამბაქო ძლიერ კარგი მოვიდა, ასე რომ ჩვენებური თამბაქო თითქმის პირველ სორტად მიდის. როცა სხვებმა დაინახეს, რომ ამ მუშაობიდამ დიდ-ძალი სარგებლობაა, მაშინვე შეუდგნენ ამავე საქმეს; იმ დღიდგან დამოკიდებული ეს ხელობა ისე გამრავლდა ჩვენში რომ ეხლა ვერ ნახავთ იმისთანა საწყალ გლეხს, რომელსაც არა ჰქონდეს თამბაქოსაგან წლიური შემოსავალი 80 დგან 100 მანეთამდე და ხშირად რომ 200, 300 მანეთამდეც ადის. რასაკვირველია, თავად-აზნაურობას კიდევ უფრო მეტი შემოუვა. ამ მიზეზით სიმინდს ეხლა ჩვენში ძალიან ნაკლებად სთესენ, იმიტომ რომ ქცევა-მიწაზედ მოდის სიმინდი არა უმეტეს ოც-და-ათის გოდრისა, ანუ სამოცი ფუთისა, რომელიც ეღირება სულ 30 მანათი, მაშინ, როდესაც თამბაქო მოდის ქცევაზედ არანაკლებ ოცის ფუთისა, რაც ეღირება სულ რომ ცოტა ვსთქვათ, 200 მანეთი.
მხოლოდ ერთია სამწუხარო, რომ ეს საქმე ჩვენ არა გვაქვს დაყენებული მაინცა და მაინც კარგს ნიადაგზედ, თორემ შეიძლებოდა ორი იმდენი შემოსვლოდა თამბაქოსგან ჩვენს ქვეყანას, რამოდენიც ეხლა შემოსდის. მაგალითებრ დიდს დაბრკოლებას გვაძლევენ ამ საქმეში ადგილობრივი ვაჭრები, რომელნიც თამბაქოს გასაყიდად დამზადებისთანავე იწყებენ სოფლებში ღოღიალს და უწყალოდ ატყუებენ უმეცარ ხალხს. ხშირად იმისთანა თამბაქოს, რომელიც ღირს ფუთი 12, 13 მანათი ყიდულობენ ექვს ან შვიდ მანათად და მიაქვთ ფაბრიკანტებთან, რომლებთანაც წინდაწინვე აქვთ მოლაპარაკება: ოღონდ თქვენ ნუ ჩამოერევით და თამბაქოს რამდენსაც გინდათ, იმდენს მოგიტანთ იაფ ფასადო. რასაკვირველია, რომ ამ გვარის აღებ-მიცემობით ეს ვაჭრები დიდძალ სარგებლობას ჰხედავენ.
აქამდის ამ ურიგობაზე არავინა ზრუნავდა, მაგრამ ეხლა თ. კონსტანტინე ერისთავის და ბ.ს. ბერიძის შეგონებით წარსულს დეკემბერს ჰქონდათ გამართული კრება ყველა თამბაქოს მწარმოებელთა ამ საქმის თაობაზედ და შეჰკრეს ურთიერთშორის შემდეგი პირობა: „დღეიდგან მოკიდებული არც ერთმა მათგანმა არ მიჰყიდოს თამბაქო აქაურს ვაჭარს“. ამაზედ ყველამ თანხმობა განაცხადეს და კიდევაც მოაწერეს ხელი. თუ ვინმე ხელ-მომწერთაგანი შეშლის პირობას და მიჰყიდის მათ თამბაქოსა, უნდა გადახდეს ჯარიმა ორასი მანათი სოფლის სკოლის სასარგებლოდ.
ეხლა ჩვენ გვინდა გავახსსენოთ მკითხველებს თუ რა არის უმთავრესი ნაკლულოვანობა ჩვენში. ჩვენ მეტის-მეტად ღარიბნი ვართ სკოლებითა. მართალია, ქ. ოზურგეთში არის ერთი სამ-კლასიანი სასწავლებელი და ერთიც სასულიერო სასწავლებელი, მაგრამ ესენი სრულებით ვერ აკმაყოფილებენ სწავლის მოსურნე ყმაწვილების რიცხვს. ამას გარდა, მათში კურს დასრულებულები ათში ერთიც ვერ მიდის თბილისში სწავლის გასაგრძობად, რჩება ისევ ქ. ოზურგეთში და შედის სასამართლოში ან პოლიციაში მწერლად. ამ სანახევროდ „სწავლულ“ პირთაგან უფრო ვნებას უნდა მოველოდეთ, ვიდრე მამულისათვის და ქვეყნისათვის ზრუნვას. დროა ჩვენი თავად-აზნაურობაც ჩაუფიქრდეს თავის მდგომარეობას და იზრუნოს რიგიანი სასწავლებლის დაარსებაზე.
ამას წინად შევიტყე ერთი ფრიად სასიამოვნო ამბავი - ვითომ მმართველობას გადაედვას 20000 მანათი ოზურგეთში აგრონომიული სასწავლებლის გასამართავად, მხოლოდ საზოგადოებისაგან თხოულობენ სახლის დასადგმელ ალაგს და ხე-ტყეს. ვისურვებ, რომ ეს ხმა მართალი გამომდგარიყოს.
ოზურგეთიდამ გვწერენ: ნატანების გზა და მისი გაკეთება ოზურგეთამდე ჩვენი უპირველესი სურვილია. ამ თექვსმეტ ვერსის მანძილიან გზაზე ცხენი ვერ დადის, ფეხით სიარულიც შეუძლებელია, ეტლებით ხომ მით უფრო-იმდენად ოღრო-ჩოღროიანი, გაუვალ ჭანჭრობებითა და გუბებით არის სავსე მთელი სივრცე ამ ბედკრულის გზისა. რა კი ბათუმის რკინის გზამ გვერდი ჩაუარა გურიის ორ-მესამედს ნაწილს და მისს მთავარს ქალაქს ოზურგეთს, ამ უკანასკნელის შეერთება შარა-გზით რკინის გზის უახლოესს სადგურთან აუცილებელ საჭიროებად დაინახა თვით მმართებლობამ, რომელმაც თანამდებ ჰყო რკინის გზის მმართველობა ექვსის თვის განმავლობაში ოზურგეთისა და ნატანების შორის (უახლოესი სადგური) გზის გაყვანისთვის. სულ გზის სიგრძეა 16 ვერსი, და თერთმეტი ვრესის სიგრძე უკვე გაკეთებული იყო წარსულის ომიანობის დროს, მაშასადამე მხოლოდ ხუთი-ოდე ვერსის სიგრძეს გაკეთება-ღა იყო საჭირო. ის იყო რკინის-გზის მმართველობა შეუდგა გზის კეთებას; უეცრად თავი წამოყვეს ადგილობრივთა მოჭახრაკეთ, გაძვრენ-გამოძვრენ სხვა-და-სხვა პროექტებით გზის გაყვანის შესახებ და იმდენი მოახერხეს, რომ სარკინისგზო მმართველობამ მათ გადასცა გაკეთება შემდეგის პირობებით: მმართველობას უნდა მიეცა მათთვის ორმოცი ათასი მანათი და მოიჯარადრებს კი უნდა გაეყვანათ გზა და გაედვათ მდინარეებზე ხიდები ცხრა თვის განმავლობაში. პირველმა მხარემ სინიდისიანად აღასრულა თვისი პირობა, მაგრამ მეორე მხარეს დღესაც-კი, მეოთხე წელიწადს, არა აქვს შესრულებული, თუმცა, როგორც ზემოდაც ვსთქვით, მხოლოდ ხუთს ვერსზედ უნდა გაეკეთებინა გზა ახლად (დანარჩენს მცირე შეკეთების მეტი არა სჭირდებოდა-რა)...დრტვინვა და საჩივარი ამ ფრიად საჭირო გზის გაუკეთებლობის გამო მრავალია, მაგრამ ჯერ მაინც „არ ვინ იცის, რა იქნება რისაგან“
„დროება“, 9 დეკემბერი, 1884 N265
გურიას, როგორც ზღვის ახლოს მდებარე მხარეს, აქვს მეტად ნოყიო ნიადაგი, რომელიც წვიმების დროს სრულიად მავნებელი შეიქნება ხოლმე აქაურის პურის მცენარეებისთვის (ღომისა და სიმინდისთვის); „ნაგვალევსა დასცინოდე და ნაწვიმარსა დასტიროდეთ“ - ამბობენ აქაური მოხუცებულნი და ეს ხალხის თქმულება ნათლად დამტკიცდა დღეს...
- ჩვენში წლეულს ღვინო სრულებით არ მოსულა და დამეთანხმებით, რომ ჩვენი მდგომარეობა სრულიად სახარბიელო არ არის, რადგან ქართველების ლხინი ღვინოა ან ზამთარი ან ბუხარი ულხინოდ და უღვინოდ გლეხისთვის ტანჯვის მეტს რას წარმოადგენს. წლევანდელი უღვინობაა მიზეზი, რომ სრულიად გაჰქრა ის მხიარულება, რომლითაც მდიდარნი ვიყავით გურულები; ქორწილში და ნათლობებში ჩვეულებრივს ლხინს აღარა ვხედავთ; ყველა შავსა და ბნელს ფიქრს მისცემია: თითქოსდა იმაზე დარდობს, „ჩხავერი“ რად მოგვისპო ამ დალოცვილმა ღმერთმაო
ოზურგეთიდამ გვატყობინებენ: ამ ათიოდე დღის წინად უეცრად დაიკარგა აქაური სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელი, რუსეთიდან ახლად ჩამოსული ბატ. ანტონიევი (რუსი). ყოველ-გვარ ღონის-ძიებამ მისდა საპოვნელად ამაოდ ჩაიარა. შეიტყვეს მხოლოდ, რომ იგი ჩასულა ნატანების სარკინის-გზო სადგურზე და იქიდამ წასულა ტფილისისკენ მიმავალ მატარებლით, - „ივერიის“ მე-25 ნომერში რომ პატარა შენიშნვა იყო ირაკლის აბანოში ვიღაც უცნობ კაცისაგან თავის მოკვლის თაობაზე, აქ ამბობენ, რომ ის უცნობი უნდა იყოს ანტონიევიო ...
„დროება“, 14 მარტი, 1887, N54
თუმცა უჩვეულო ზამთარმა ხალხსაც და საქონელსაც საქმე ძალზედ გაუჭირდათ, მაგრამ დიდი ზამთრობა მაინც ბევრად გვეამა გურულებს. ჯერ ერთი ვფიქრობთ რომ ამჟამად ჩვენში გავრცელებულს ყელის კივილს დიდი ზამთარი შეამცირებს. მეორე, რომ ამისთანა ზამთარს კაი მოსავლიანი წელი უნდა მოჰყვეს. იმასაც ვფიქრობთ, იქნება ღმერთმა მოგვხედოს და ჩვენის ყურძნის სასტიკი მტერი - ნაცარი ამ დიდმა თოვლმა ცოტა ხნით მაინც შეაჩეროსო. ერთის მცოდნე კაცისგან გაგვიგონია: ყურძნის ნაცარი ზამთრობით სხვადასხვა მცენარეს ეფარება და თუ სასტიკი ზამთრობა მოუსწრო, ადვილად იხოცებაო. აქაურ მცხოვრებლებს დაცდილი აქვთ, რომ დიდი ზამთრის შემდეგ ჩვენებური ყურძენი გაცილებით ნაკლებ ფუჭდება. ხომ დიდი ხანია ჩვენში ყურძენი ისპობა, მაგრამ აქამდისინ ცოტ-ცოტათი მაინც დგებოდა აქაური ღვინო, შარშან კი სრულიად არ მოსულა ჩვენში ღვინო. ასე რომ გურულებს გვინდა თუ არა, უნდა დავყაბულდეთ ჩვენს ნაწურას ადესას, იზაბელას, რომელიც ჩვენდა ბედად, ამ ბოლოს დროს იმდენად გამოკეთდა, რომ ალაგ-ალაგ კაის სასმელი ღვინო დადგება და ზოგიერთი ხომ ისე კარგად აკეთებს ამ ყურძნის ღვინოს, რომ მართლაც შესარგისი და ძვირფასი ღვინო გამოდის. მაგრამ ამას ერთი ორი კაცი თუ ახერხებს, თორემ სხვები, ჩვენებურის დაუდევრობის გამო, სრულადაც არ ზრუნავენ იმის განკარგვაზედ, საზოგადოდ რომ ვთქვათ, გურულები სრულად ვერ ხმარობენ აქაურ მიწას, როგორც რიგია
ნამდვილად შევიტყეთ, რომ ამიერ-კვაკასიის რკინის-გზის მმართველობას განკარგულება მოუხდენია და მიუწერია ყველა რკინის-გზის სადგურის უფროსებისათვის, რომ არსად არავითარი გადასახადი არ გამოერთვათ გაზეთების ხელის-მომწერთ. გადასახადია დაწესებული მხოლოდ წერილებზე და არა გაზეთებზეო.
გურიიდამ გვწერენ, რომ სოფელ ნატანების მახლობლად, სამის ვერსტის მანძილზე არის მთა, სახელად „იაკობი“. მთა იაკობი და ახლო-მახლო მიწები ეკუთვნიან ნაკაშიძეებს და აზ. წითლიძეებს. ბ-ნ ნაკაშიძემ 1885 წ. ეჭვი აიღო, რომ „იაკობის“ მახლობლად უნდა ნავთი იყოსო. 1886 წ. მოიყვანეს ამერიკელები, რომელთაც გასინჯეს ადგილი და გადასწყვიტეს, რომ უეჭველად ნავთს ამოვაჩენთო. კიდევაც მიჰყვეს ხელი შემუშავებას და იმ დღიდამ დაწყებული აქ მუდამ მუშაობაა. მიწის საბურღავი და სხვა იარაღები მოიტანეს სამზღვარ-გარეთიდამ და ოდესიდამ. იარაღი და ორთქლის მაშინები ბლომადა აქვთ. წელს, პირველს აპრილს, ამ ორთქლის მაშნებით ჰქონდათ დაბურღული მიწა უმეტესს 80 საჟენისა. როცა 80 საჟენ ქვეშიდამ ამოტანილი მიწა და წყალი გასინჯეს, სრული იმედი მიეცათ, რომ ამ ცოტა ხანში ნავთის ძარღვზე დავადგებითო. ეს გვიამბო ერთმა ამერიკელმა, ბ-ნმა მაკარტიმ, რომელიც მუშაობის მწარმოებელი არის. საუბედუროდ, ამ ცოტა ხანში საბურღავი იარაღი გაუტყდათ და განატეხი იმ 80 საჟენის ქვეშ დარჩა მიწაში და ამოღება შეუძლებელი შეიქნა. ამ გაფუჭებამ ძალიან დააგვიანა საქმე და შეუშალა ხელი მათს მუშაობას. რაკი დარწმუნდნენ, რომ იმის ამოღება აღარ შეიძლებაო, მაშინვე მეორე ალაგას დაიწყეს ბურღვა. ამერიკელები მეტად იმედიანად არიან, რადგანაც იციან, რომ ადრე თუ გვიან მათი შრომა და რამდენიმე ასი ათასი მანათი ხარჯი ფუჭად არ ჩაივლის.
როგორც ყველგან, ისე გურიაშიც გზები (გარდა რკინის გზისა) და ბოგირები გლეხ-კაცის შრომით გახლავსთ გაკეთებული. ვინ მოსთვლის რამდენი სიმწარე და შეწუხება უნახავსთ გზის საკეთებლად გაწვეულს გლეხებს! რამდენს თოვლ-ჭყაპიანს და ყინვიანსა ტაროსებში გდებულან უსახურაოდ ტრიალს მინდორში! ვინ მოსთვლის იმასაც, რამდენჯერ გზის საკეთებლად გაწვეულ გლეხებს „ნაზირატელის“ ოჯახშიაც უმსახურნია მთელის კვირაობით, უზიდავს წყალი, შეშა, ფქვილი და სხვანი „ნაზირატელის“ ოჯახისთვის.
მაგრამ ამ უკანასკნელ დრომდე, რაკი გზის კეთება მარტო გლეხების მკლავზედ იყო დამოკიდებული და არა იმათს ჯიბეზე, ისინი როგორც იყო უძლებდნენ ყველაფერს. ამ უკანასკნელ დროს კი, გლეხების სამწუხაროდ, სულ სხვანაირად გადატრიალდა საქმე: ერთმა ხერხიანმა კაცმა, რომელსაც გზის საქმეში ხელი ჰქონდა, მოიფიქრა: მოდი გლეხებმა თავიანთი ბარ-ნიჩბები იქით წაიღონ და სამაგიეროდ გზების გასაკეთებლად თეთრი ფულები მოიტანონ; მერე, რაკიფულები ბლომად იქნება, გზებს-კი არა, რა გინდა, რომ მე ვერ გავაკეთოვო. ამისა მოფიქრება და აღსრულება ერთი იყო (რადგანაც მომფიქრებელი ახირებული ვინმე არ გახლავსთ). „ტარშინებმა“ გამოუცხადეს გლეხებს - გზის საკეთებლად გაწვევა გვიპატიებია, მაგრამ სამაგიეროდ გზის გასაკეთებელ ფულებზედბევრი ჭინჭილ-მანჭილი არ იყოსო! რამდენიც გიბძანოთ, მოიტანეთ, ასეა ბძანებაო. აქ კი დაადგათ გასაჭირის ოფლი ჩვენს გლეხებს. „ფულით გზების კეთება ჩვენ სად შეგვიძლიან, მამასახნისო? - ჩვეულებრივის თავის ფხანით უპასუხებს გლეხობა: ჩვენი ფული ჩვენივე მკლავიაო“. „ტარშინებმა“ ამ პასუხს ყურიც არ ათხოვეს; გაისიეს სოფლებს თავიანთი „პომორშნიკები“ და ყოველ ორს თთვეში თითო ჯერ მაინც ახდევინებენ გლეხებს ოჯახეულობაზედ ორ-სამს მანათსა და მეტსაც.
ასე და ამ გვარად დღეს გურიაში გზების გაკეთება გლეხებისთვის წინანდელზე ოცჯერ უფრო ძნელია, მაგრამ სამაგიეროდ გზის „ნაზირატელსა“ და „პოდრაჩიკს“-კი გაუადვილდათ საქმე. აი, ეს არის ოსტატობა, აი!
გაზეთი „დროება“ N263, 1888
„ოზურგეთში, ალ. შევარდნაძის სახლის ქვეშ აღმოუჩენიათ გურიის მთავართა ნამარნევში ნამყოფი ერთი უშველებელი ქვევრი, რომელიც საგანგებოდ გაუკეთებიათ საღმრთო საწირავის საჭურჭლედ. ეს ქვევრი ყოფილა, როგორც ზეპირი გადმოცემა ამბობს, წლის სათვალავი, ესე იგი სამას სამოცდახუთი საწყავი ღვინო ისხმოდა შიგ. ეს ქვევრი ხელოვნურად შემოკირულია და გაკეთებულია. არავის არ ახსოვს, როდის გაკეთებულა და ჩადგმულა. თავადმა გრიგოლ გურიელმა მოინდომა ამ ქვევრის გატანა და სამი ოთხი დღე ათხრევინა მიწა ორმოცამდე მუშას. ამოსაღებად მოიწვია ადგილობრივი კამანდის 200 კაცი სალდათები და ძლივძლივობით ამოიღეს. თავად გრიგოლს ამ ქვევრის გადმოტანა ორ ქცევაზედ დაუჯდა 200 მანეთი ფული. ამბობენ, როდესაც მამია გურიელი საღმრთოს იქმდა აქ ერთ ორ ვერსტზე სუფრა იყო გამართული და უკანასკნელი 10 000 სულამდის ამ ჭურიდამ სვამდა ღვინოსო. ასე, რომ ერთი მეღვინე მეორეს მიაწოდებდა ამ ქვევრიდან ამოღებულს ღვინოს და ისე ხელის ხელ აძლევდნენო, მაგრამ ქვევრს მაინც ბევრი არ აკლდებოდაო“

ოზურგეთი. იმისთანა მივარდნილსა და მიყრუებულს ქალაქში, როგორც ჩვენი ოზურგეთია, თითქმის ერთად-ერთი გასართობი ადგილი კლუბია. სხვა ადგილას იქნება კიდეც ასრულბდეს კლუბი თავისს დანიშნულებას, მაგრამ ესევე არ ითქმის აქაურს კლუბზე. მომეტებული ნაწილი ოზურგეთის საზოგადოებისა არ დაიარება კლუბში, რადგანაც იქ ვერაფერს კარგს გასართობს ვერა ჰპოულობს; მანდილოსანთა გასართობი - საცეკვავო საღამოები აქ ძალიან იშვიათია, თთვეში ერთხელ ან ორ თთვეში ერთხელ იმართება. ამის გამო აქაური ქალები იძულებულნი ისხდნენ სახლში მოწყენილნი, ანუ როგორც თვითონვე ბრძანებენ ხოლმე, „სკუჩნადა“ ჩვენის აზრით, ოზურგეთელებმა, თუ უნდათ, რომ რიგიანი გასართობი იქონიონ, უსათუოდ წარმოდგენები უნდა ჰმართონ... წარმოდგენის გამართვა ამ ჩვენს ოზურგეთში ძლიერ იშვიათი ამბავია; თუ გაიმართა, ათასში ერთხელ გაიმართება... ამასაც, რასაკვირველია, თავისი მიზეზი აქვს, რომელთა შორის ერთი ისაა, რომ აქ არავინაა იმისთანა, რომ იკისროს სცენის გამართვა, შეადგინოს პატარა წრე და გაუწიოს ხელ-მძღვანელობა.
აქამომდე ასე იყო. ეხლა-კი მგონია ეშველებათ ოზურგეთელებს და მალ-მალ გაიმართება წარმოდგენა და სალიტერატურო საღამოები. ორს-სამს საპატიო კაცს განუზრახავს შეადგინოს პატარა წრე, გამართოს სცენა და ხშირად ჰმართოს წარმოდგენა საქველ-მოქმედო აზრით. ოზურგეთის საზოგადოება მოვალეა ამ კეთილს საქმეს ხელი მოუმართოს და დაეხმაროს, რითაც-კი შეიძლებს; ვისაც შეუძლიან, მონაწილეობა უნდა მიიღოს და შევიდეს წევრად იმ წრეში ...ვისურვოთ, რომ ეს კეთილი განზრახვა შესრულებულ იქმნას
როგორც იყო, ოზურგეთელები ძლივს ეღირსნენ წარმოდგენას; წელს ეს მეორე წარმოდგენაა. ამ თთვის ხუთში ქ-ნის ნ. ქიქოძის თაოსნობით იქმნა გამართული ოზურგეთის კლუბის დარბაზში ქართული წარმოდგენა საქველ-მოქმედო აზრით - აქაურის საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ. წარმოადგინეს ა. ცაგარელის სამ-მოქმედებიანი კომედია „ხანუმა“. ამ წარმოდგენაში ნ. ქიქოძის გარდა, ქ-ნმა ა. ჭყონიამ, ა. კობალაძისამ, კნ. ე. თავდგირიძისამ, კნ. კ. ნაკაშიძისამ, ბ-ნებმა მ. მაჭავარიანმა, ს. ფარეიშვილმა, კ. უთურგაურმა, ე. არონიშიძემ, დ. კალანდარიშვილმა, ა. ხორბალაძემ, და სპ. აბესალაშვილმა. ანდრაქტებში ქ-ნმა ა. კობალაძისამ წაიკითხა სცენები გურიის ცხოვრებიდამ, ბ-ნმა ე. უთურგაურმა წაიკითხა ნ. ბარათაშვილის ლექსი „მერანი“. წარმოდგენამ საზოგადოდ ძრიელ კარგად ჩაიარა; მოთამაშეებმა თავისი როლები კარგად იცოდნენ და კარგადაც შეასრულეს, თუმცა ზოგი მათგანი პირველად გამოვიდა სცენაზე. ხალხიც კარგა ბლომად დაესწრო და დიდად კმაყოფილიც დარჩა. დიდის მადლობის ღირსია ყველა ვინც-კი ამ წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებით ქ-ნი ჭყონია, კნ. კ. ნაკაშიძისა და კნ. ე. თავდგირიძისა, რომლებმაც დიდი მეცადინეობა გამოიჩნეს ამ საქმეში. ამ უკანასკნელმა, დიდად პატივცემულმა ქალმა, გარდა იმისა, რომ იკისრა სონას როლი, რომელიც ძრიელ კარგად შეასრულა, გაყიდა ხუთის თუმნის ბილეთი - თითქმის ნახევარი სრულის შემოსავლისა. ვიმეორებთ, დიდის მადლობის ღირსნი არიან ეს მანდილოსნები. ამ წარმოდგენიდამ, ხარჯს გარდა, წმინდა შემოსავალი დარჩა რვა თუმანი. ამაზე მეტი უნდა შემოსულიყო და თუ მხოლოდ რვა თუმანი შემოვიდა, ეს იმიტომ - რომ, როგორც ამბობენ, ზოგი უბილეთოდ ყოფილა წარმოდგენაზე, ზოგს არ უნებებია ბილეთის ყიდვა და თითქმის ძალად შესულა უფასოდ. ზოგიერთი თურმე ყიდულობდა ათ შუარიან ბილეთს და ორ-მანეთიანსა და მანეთ-ნახევრიანს ადგილზე კი ჯდებოდა!.. ამათ უნდა მოვაგონოთ, რომ მართებულება კაი საქონელია

კ. ბ-ლი
„ოზურგეთში, ალ. შევარდნაძის სახლის ქვეშ აღმოუჩენიათ გურიის მთავართა ნამარნევში ნამყოფი ერთი უშველებელი ქვევრი, რომელიც საგანგებოდ გაუკეთებიათ საღმრთო საწირავის საჭურჭლედ. ეს ქვევრი ყოფილა, როგორც ზეპირი გადმოცემა ამბობს, წლის სათვალავი, ესე იგი სამას სამოცდახუთი საწყავი ღვინო ისხმოდა შიგ. ეს ქვევრი ხელოვნურად შემოკირულია და გაკეთებულია. არავის არ ახსოვს, როდის გაკეთებულა და ჩადგმულა. თავადმა გრიგოლ გურიელმა მოინდომა ამ ქვევრის გატანა და სამი ოთხი დღე ათხრევინა მიწა ორმოცამდე მუშას. ამოსაღებად მოიწვია ადგილობრივი კამანდის 200 კაცი სალდათები და ძლივძლივობით ამოიღეს. თავად გრიგოლს ამ ქვევრის გადმოტანა ორ ქცევაზედ დაუჯდა 200 მანეთი ფული. ამბობენ, როდესაც მამია გურიელი საღმრთოს იქმდა აქ ერთ ორ ვერსტზე სუფრა იყო გამართული და უკანასკნელი 10 000 სულამდის ამ ჭურიდამ სვამდა ღვინოსო. ასე, რომ ერთი მეღვინე მეორეს მიაწოდებდა ამ ქვევრიდან ამოღებულს ღვინოს და ისე ხელის ხელ აძლევდნენო, მაგრამ ქვევრს მაინც ბევრი არ აკლდებოდაო“
ოზურგეთიდგან გვწერენ: ამას წინათ ოზურგეთიდამ სწერდნენ „ივერიას“ (N262) რომ აქ იყო გამართული წარმოდგენა საქველ-მოქმედო აზრით და ხარჯ გარდა წმიდა შემოსავალი დარჩა რვა თუმანიო. ეს ძალიან პატიოსანი, მაგრამ ვის დაუჯეროს საზოგადოებამ, „ივერიის“ მოამბეს, თუ აქაურს მოამბეებს, რომელნიც სულ სხვას ამბობენ, როგორც შემოსავალის რაოდენობაზე, ისე შემოსულის ფულის მოხმარებაზე. ამიტომ ძლიერ საჭიროა გაზეთის შემწეობით გამოაცხადონ დაწვრილებითი ანგარიში წარმოდგენისა .
ბოლოს გულ-წრფელად აღვიარებთ, რომ ამას ვამბობთ არა იმიტომ - რომ ეჭვი აგვეღოს იმ ყოვლად პატიოსან კაცზე, რომელმაც ითავა და გაჰმართა უკანასკნელი წარმოდგენა ოზურგეთში, არამედ იმიტომ - რომ ბოლო მოეღოს უსაფუძვლო მითქმა-მოთქმას. მითქმა-მოთქმასა და ცილისწამების ასაცილებლად ყოველმა მოთავემ და გამგემ კარგი იქნება ჩვეულებად შემოიღოს შემოსავლის ანგარიშის ბეჭდვა გაზეთში.

გურია: ჩვენში ერთი ჭორი გავრცელდა, რომელიც სოფლელებს ნამდვილად სჯერათ, ამბობენ, აბრეშუმის წარმოება უსათუოდ აღარ შეიძლებაო. თუმცა ეს ამბავი დასაჯერებელი არ არის, მაგრამ ჩვენში გასავალი ყოველთვის ამისთანა ამბებსა აქვს, რადგან არაყისა და თამბაქოს დაბაჟვის შემდეგ ხალხი გულ-გატეხილია და ყველა ჭორი ადვილადა სჯერა. აბრეშუმი წელს შარშანდელთან შედარებით კარგა ბლომად აკეთეს, და მაისში რომ ასეთი ცუდი დარები არ დაეჭირა, მოსავალი ერთი-ორად მეტი იქნებოდა. მაზანდა არა არსებობს-რა და არც იქნება პეტრე-პავლობის დღეობამდე, რომელიც ამ თთვის დამლევს იქნება სოფ. საჯავახოში.
გურია: ბევრი მავნე და მაზარალებელი კაცი დაეხეტება ქვეყანაზედ, ბევრ გვარ ზნე-დაცემულ მაწანაწალას წარმოიდგენს მკითხველი, მაგრამ ისეთს ჭუჭყიანს, ზნე-გახრწნილს, გავერაგებულსა და გასალახანებულს კაცუნებს-კი, რომლებიც დ. ჩოხატაურსა და იმის არემარეს მოსდებიან, ადამიანის გონება ადვილად ვერ წარმოიდგენს. აქ ყველა წოდების ახალგაზრდობისაგან შემდგარა ერთი სამარცხვინო ბრბო, რომელსაც საგნად გაუხდია მედგრად ებრძოლოს და პირქვე დაამხოს ყოველივე სასიკეთო და სასარგებლო საქმე და ქომაგობა გაუწიოს სიწამხდრეს, გარყვნილებას, ყოველ გვარ ბიწიერს საქმეს. ერთის მხრით პატიოსნებს სთელავენ ეს „მამულიშვილები“ და მეორეს მხრით უნამუსობას უდგამენ სულს და სცდილობენ გარყვნილება გაავრცელონ. ამ საზოგადო მოსაზრების შემდეგ სულ ამ კაცების ნამოქმედარ მაგალითებით ვილაპარაკებდი და მკითხველი უჩემ-სიტყვოდაც გაიგებდა თუ რა სიწამხდრემდე მისულან ზოგი მისი თანამემამულენი, მაგრამ იმდენად უწმაწური და ტალახიანია ამ ბატონების მოქმედება, რომ, გაზეთში სათქმელად კი არა, საფიქრებლადაც შემზარავია პატიოსანის კაცისთვის.რა სიწამხრდის თესლს არა სთესავენ ეს „მატრაკვეცა“ კაცები ხალხში“! დაიჭერენ გზაში მიმავალ გლეხს და იძულებულს ჰყოფენ შეაგინოს და ჰგმოს ყველაფერი რაც მისთვის საღმრთო და პატიოსანია, რაც მისის სულისა და გულის საძირკველია და ურომლოდაც იგი მხეცს დაემსგავსებოდა. სამაგიეროდ ალოცვინებენ თავის მიერ მოგონილს ღმერთს უნამუსობისას, უსინდისობისას, გაუზრდელობისას,, ცარცვა-მგლეჯელობისას, სიზარმაცისას და ამაყობისას. მერე ამოჰკრავენ პანღურს საცოდავს, გააგდებენ და დააყრიან ხარხარს. როგორ ექცევიან დედათა სქესს?.. ჰმ!..კმარა! მოიყრიან ეს „ზრდილნი და წყნარნი სასიქადულო შვილნი“ თავს ჩოხატაურის რომელსამე დუქანში, ჩასწვებიან ღვინოში, მჭადისა და ღომისფინჩხებში და აქვთ ერთი ვაი-უშველებელი: ისმის „ტოსტი“ „ტოსტზედ“ გაუთლელი „რეჩები“, როგორც თითონვე იტყვიან ხოლმე. კარგს ორატორად ის ითვლება მათ შორის, ვინც უწმაწურობაში სხვებს აჯობებს. მოჰკრავენ თვალს რომელსამე გამვლელს და მიათრევენ თავიანთს ბუნაგში, რომ აზიარონ პურ-ღვინით და თან იმ მყრალის ჰაერით, რომლითაც თითონ არიან გაჟღენთილნი.
16 ენკენისთვესაც, საღამოს, რიგისამებრ შეკრებილან და როცა ღვინით გაბრუებულან, დამბაჩების სროლა აუტეხნიათ. ამას ბოროტ-მოქმედების ჟინი აღუძრავს მათ ძარღვებში. ჩამოვარდნიათ საუბარი ახლად შეპრყრობილ ყაჩაღების მეთაურ დათუნაიშვილზედ. ამ საუბარს კიდევ უფრო გაუხურებია იმათი არეული გონება და იმათ ბელადს ერთბაშად დაუყვირნია: დედა შეერთოს ცოად, ვინც ამ ფეხზედ ყაჩაღად არ გავიდესო. ამ სიტყვაზედ ყველანი გამოცვივდებიან დუქნიდგან და ხმალ-ამოწვდილები მოედებიან მთასა და ველს. ერთი მათგანი შეულა იქვე საფართლე მაღაზიაში და შიგ დახვედრია ჩოხატაურის სკოლის ახალი მასწავლებელი, რომელიც რაღაც ფართალს ჰყიდულობდა თურმე. ახლად გამომცხვარ ყაჩარს აუთვალიერებ-ჩაუთვალიერებია ეს ყმაწვილი კაცი და შეუმჩნევია, რომ ეს ერთი იმ კაცთაგანია, რომლებიც კეთილის მოსამსახურენი არიანო. რაკი ასეთ კაცად უცვნია, მოსდებია ბოროტების ცეცხლი და ცოფი, მისდგომია მართალს კაცს და ულანძღავს, ვიდრე გულს მოიჯერებდა. ხომ იცი, მკითხველო, ასეთი კოკა რა მარგალიტებსაც წამოჰყრიდა თავის ტალახიან პირიდგან? ყმაწვილ კაცს რომ პასუხი გაეცა, იქნება ყაჩაღს დამბაჩაც დაეხალა მისთვის, მაგრამ გონიერი კაცი მაშინვე მიხვდა, რა ყვავილიც ბრძანდებოდა მისი მლანძრველი, და ხმაც არ დასძრა, რომ ამით ვერას გახდა სალახანა-ყაჩაღი, უბრძანა მასწავლებელს: სამი დღე ამ მაღაზიაში იჯექი, არ გაბედო გარეთ გამოსვლა, თორემ მზეს დაგიბნელებო...
მეორენი და მესამენი წასულან და ჩოხატაურს ქვემოთს ერთ ჯაგნარში შარა-გზის ნაპირს ჩასაფრებულან, მოუმართავთ რევოლვერები და დაუწყიათ ლოდინი იმათთვის, ვინც მათი მოყვარული და ტაშის-მკვრელნი არ არიან და ვინც მათ გარყვნილობას ზიზღით შეჰყურებს. სწორედ ასეთ კაცებსაც გამოუვლიათ. გამოუვლიათ ორ სოფლის მასწავლებელს, რომლებიც მესამესთან მიდიოდნენ თურმე, კვირა-უქმე ერთად გაეტარებინათ. ეს ყმაწვილ-კაცები გაუსწორდნენ თუ არა ჩასაფრებულთ, იელვა რევოლვერებმა, მაგრამ იბრალა შემთხვევამა და ბნელმა ღამემ ეს კაცები და რევოლვერები ასცდათ, გაქცევა მოასწრეს. ამბავი მეორე დღეს მთელს დაბა -სოფელს მოედო. როცა შეიტყეს ჩვენმა ყაჩაღებმა ეს ამბავი გახმიანდაო, სიცილით განაცხადეს - ვიხუმრეთო.ჰხედავთ, მკითხველო, როგორი ხუმარები გვყოლია?! ოი, ქვეყანავ, უბედურო ასეთის კაცების შემხედვარე! აბა რა ხეირი დაგვადგება როცა შენი შვილები კუკუ-მალაობას თამაშში დროს ატარებენ და თავი იმით მოაქვთ რომ სხვებს მოსავენებას არ აძლევენ და მუშა ხალხს შრომაზედ ხელს აღებინებენ? იქნება პოლიცია იკითხოთ! იგი ფუჩუნითაც ვერა ჰბედავს ლაპარაკს: ხმა ჩასწყვეტია იმათის შიშით. მეც ხომ ჰხედავთ, როგორ ვუფრთხილდები სიტყვებს? შიშით იმათი რიგიანად გაკიცხვაც ვერ გამიბედნია.
დიდი ნახტომი არ იქნება, რომ აქვე ბლაღოჩინი იესე ცინცაძის მკვლელობის ამბავიც ვუამბო მკითხველს. 13-ს სექტემბერს, საღამო ჟამს , განსვენებული ბლ. ი. ცინცაძე მრევლიდგან ბრუნდებოდა შინ დახვედრია გზაში მისივე მრევლი და მეზობელი ბეს. სიხარულიძე, რომელიც განსხვენებულს ერთის წლის წინად მოჯამაგირედ სდგომია და შემდეგი სამწუხარო სცენა მომხდარა მათ შორის მკვლელის სიტყვისამებრ:
-მაძლევ ჩემს რვა მანეთს ნაჯამაგირევს თუ შეგისრული დანაპირებიო? ეუბნება სიხარულიძე მღვდელს.
-თავს ნუ იგდებ, ბიჭო, გამეცალე იქითაო, უპასუხებს ბლაღოჩინი, გადუქნევს მათრხას და გასცილდება.
სიხაულიძე აღელვებული თვალს გააყოლებს ცხენოსანს, გადმოიღებს გატენილს თოფს, დაუმიზნებს და იტყვის თავისთვის: ღმერთო, შენ იყავ მოსამართლე მე და ამ კაცს შორის: თუ უსამართლოდ მართმევდეს ჩემს ნაოფლარს, ტყვიას ნუ ააცდენ და თუ არა, დაიფარეო, და გამოუშალა ჩახმახს ფეხი, იგრიალა თოფმა და კვიმსა და ბოლში მკვლელსაცა და აგრეთვე მახლობელს მეზობლებსაც შემოესმათ შემზარავი ყვირილი: „ვაი, ცოლო და შვილო, ვაი, ცოლო და შვილო!" მიცვივდნენ ამ ხმაზედ და გაცივებული-კი დახვდათ საწყალი: ტყვიას გული და ფილტვები გაეგლიჯა. მეტად შეაშფოთა ყველანი ამ მკვლელობამ, რადგან განსვენებულს ცინცაძეს ყველანი კარგის მხრით იცნობდნენ და იმდენს ცოდვას არ აბრალებდნენ, რამდენსაც სხვა მისი ხელობის კაცებს: ყველაზედ პატიოსანი იყოვო, ამბობენ. ამასაც-კი გაიგონებ, რომ ის რვა მანეთი, რომლის გულისთვისაც მოჰკლესო, უსაბუთოდ არ დაუჭერია სიხარულიძისათვისაო. ამ მღვდელს დარჩა წვრილი შვილები. ოთხი სასწავლებელში ჰყავდა: ერთი სასულიერო სემინარიის პირველ კლასში და სამი-კი ოზურგ. სასულიერო სასწავლებელში. ეხლა უიმედოდ არიან საწყლები დაყრილნი, მაგრამ კეთილი კაცები არ დაელევა ქვეყანას. დიდს შეწევნასა და იმედს ჰპირდება გაჭირვებულებს მისი ყოვლად უსამღვდელოესობა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოზი გრიგოლი. მღვდელ-მთავარმა აღუთქვა ქვრივს შუამდგომლობა, რომ სასულიერო სემინარიის მთავრობამ მისი შვილი მიიღოს საეკკლესიო ხარჯზედ. ერთის ყმაწვილის შენახვაც ოზურგეთში იდო თავზედ არხიმანდრიტმა მ.გ. დარჩიამ და მესამე ყმაწვილისა მღვდელ-მთავრის კანცელარიის მდივანმა ბ-ნმა ყარამან ცეცხლაძემ. გაუმარჯოს ღმერთმა ამ კეთილ კაცებს. თუ მკვლელები იზრდებიან ქვეყანაში გამაცოცხლებლებიც იქვე მოიპოებიან და ამითი უდგია კიდევ ქვეყანას სული.

ოზურგეთი: აქ ერთი საზიზღარი ბოროტ-მოქმედება მოხდა: სამსახურიდგან გამოსული პოლკოვნიკი, ალექსანდრე შავარდნაძე, 50 წლის კაცი თოფით მოჰკლეს. 25-ს ოქტომბერს, საღამოს ცხრა საათზედ მოვიდნენ რამდენიმე შეიარაღებული ავაზაკნი შავარდნაძის სახლში და დაუძახეს, რომ მაზრის უფროსის გამოგზავნილნი გახლავართ, ორიოდე სიტყვა უნდა მოგახსენოთო. რასაკვირველია, მაშინვე გაუღეს კარები, მაგრამ მაშნვე აღმოჩნდა, ვინცა ბრძანდებოდნენ მოსულნი. რა-კი შეატყო აწ განსვენებულმა მოხუცმა, რომ წმინდა წყლის კაცებს არა ჰგავდნენ, უთხრა: თქვენ უფროსის გამოგზავნილი არა ხართ და ეხლავ წადით, საიდამაც მოსულხართო. ამასთანავე ა. შავარდნაძემ ხელიც მოჰკიდა და გარედ გაგდება მოუნდომა ერთს ავაზაკს, რომელიც უკვე შევიდა სახლში. ამ დროს ქალებმაც მეორე ოთახიდგან მორთეს საშინელი წივილ-კივილი. ავაზაკნი დარწმუნდნენ, რომ აქედგან ვერაფერს გავიტანთო, სახლის პატრონმაც გვიცნოვო და ერთ-ერთმა ესროლა გულში თოფი პოლკოვნიკსა და შემდეგ ყველანი თავის გზას გაუდგნენ. მეზობლებიც ახლო ჰყავდათ შავარდნაძეებსა და ადრეც მივიდნენ მისაშველებლად, მაგრამ ბოროტ-გამზრახველები ექვსნი ყოფილიყვნენ და ამათთვისაც ესროლნათ თოფები, თუმცა მოკვლით-კი არავინ მოუკლავთ. განვენებული იყო აქაურის დედათა სკოლის მზრუნველი და თავისთვის შეძლებაც საკმაოდა ჰქონდა.
გურია. როგორც ჰხედავთ, ფირალები და მათნი საქმენი გვეყოფოდა ჭირად და ვარამად, მაგრამ უბედურმა ბედმა ეს უბედურება არ გვაკმარ. ფირალებზე მეტს ბაჟს იღებს ახლა ჩვენგან ფულისას და ადამიანის სიცოცხლისას ეს ინფლუენციად წოდებული სენი, რომელიც მთელს მაზრაშია მოდებული. სანამ დღესასწაულები მოვიდოდა, ეგ სენიც არსადა ჩნდა, ხოლო დღესასწაულებზე ისეთ რიგად მოედო მთელს მაზრას, რომ ფეხზე აღარავინ დარჩენილა, სულ ჭერეხებივით ეყარნენ ლოგინში და ჰბოდავდნენ. ამ ბოდვასა და ბურანში არიან დღესაც ჩვენები და დღესასწაულები-კი გაიპარა. ინფლუენცია სქესისა, წოდებისა, სამსახურისა და წლოვანების მიუხედავად ჰმოქმედობს. აღარავისი გარჩევა და შებრალება აღარა აქვს. სიცილს ვეღარ იკავებ, რომ უფროსის მაგიერად, რომელსამე თარჯიმანს მოუწერია ხელი ქაღალდზე, ხოლო მდივნის ალაგას უბრალო მწერალი, ანუ გადამწერელი წამოსკუპებულა. დიაღ, ინფლუენცია პოლიციის კარებსაც აღარ დარიდებია და იქაც შეუთხელებია მომუშავეთა რიცხვი. ერთად ერთი ფირალები დარჩენილან, რომელთაც ინფლუენცია ვერაფელს აკლებს და რომელნიც ყოველ გვარს ხაფანგს პოლიციისასაც ადვილად უსხლტებიან. ესეც ბედია, თორემ სად გაგონილა სხვაგან, რომ ადამიანს სენი შეეშინებინოს და არა სენს ადამიანი. ამის გამოა, რომ რომელიმე სოფლელი სასოწარკვეთილებით გეტყვის: ჭირს ვერაფრეი დაუკლია იმათთვის და ჩვენმა საჩიტე თოფმა და მუქარამ რა უნდა დააკლოსო!
ამბობენ და შეიძლება მართალიც იყოს, რომ ინფლუენციანს ტვინის შეხურება მოუხდებაო; ხოლო ჩვენ ამ მხრითაც არ გვწყალობს ბედი. იზაბელას ღვინოს გარდა სხვა ღვინო არ გაგვაჩნია, ხოლო ამ ღვინით ტვინი შეუხურდება-კი არა, გაეყინება კაცს. უხაროდეთ ქართლ-კახელებს, რომელთაც ღვინო საბანაოდ მოუვიდათ წელს. ალბათ იმათ ინფლუენცია ვერაფერს დააკლებს. თუნდაც ამ დღესასწაულებზე ეს ახირებული სენი არ გვსტუმრებოდა, მაინც რა გემო და ხეირი ექნებოდა დღესასწაულებს უღვინოდ! ნეტავი შეიძლებოდეს და ერთს პირობაზე დავიყოლიებდეთ ქართლ-კახელებს. გვიგზავნონ ღვინო, რადენიც მოგვინდება და სამაგიეროდ სასოფლო სკოლას დავუარსებთ, დავუარსებთ რამდენიც მოუნდებათ. ამ შემთხვევაში ვიცით არ წავაგებთ, რადგანაც სკოლის აშენება მოგვინდება მარტო, ხოლო მასწავლებლის დაქირავება საჭირო არ იქნება. ქართლელსა და კახელს ისე რა ეშმაკი შეაცდენს, რომ სკოლისათვის მოაცდინოს ბავშვი.

კალამი
დეპეშით გვაუწყებენ ოზურგეთიდამ: დღეს, 9 მარტს პოლიციის ბოქაულმა დუმბაძემ მოჰკლა მელექედურში ყაჩაღად გავარდნილი ღლონტი. ორმა იმისმა ამხანაგმა-კი დასჭრეს ორი მდევარი და მოასწრეს გაქცევა.
სოფ. ერკეთი (ოზურგეთის მაზრა): ძალიან შეაშინა ჩვენი სოფელი ერთმა საეჭვო ავადმყოფობამ. 5 აგვისტოს გამხდარიყო ავად აბაშაში, რომელიც სენაკის მაზრაშია, ერთი აქაური ყმაწვილი კაცი, წამოსულიყო იქიდამ და ორი დღე უალო-ალაგას გაეთია დიდის ტანჯვითა და მწუხარებით. . ბოლოს ჰნახეს ავადმყოფი, მამა მიეშველა და ჩამოიყვანა ჩოხატაურში, სადაც სამკურნალოა. მამისთვის ეთქვათ, რომ მკურნალები ჰკლავენ და სწვავენ ავადმყოფს და ისევ სახლში წაიყვანეო. სოფელში, რა-კი გაიგეს, რომ ავადმყოფი მოიყვანესო, ატყდა ერთი ვაი-ვაგლახი, ბევრი ტყეში გაიხიზნა და ბევრი კიდევ ახლო აღარ მიეკარა ავადმყოფის ოჯახს. ორ კვირას უკან ავადმყოფი გარდაიცვალა. შეატყობინეს ექიმს, რომ შეემოწმებინა, მაგრამ ექიმი არ მოვიდა და მიცვალებული სამს დღეს იყო დაუმარხავი. დამარხვითაც მიცვალებული ეკკლესიის სასაფლაოზედ დაასაფლავეს მამამა და მისმა ბიძაშვილმა და ამის გამო მთელს ერთს კვირას ხალხი ეკკლესიას აღარ მიეკარა. აქაური სადეზინფექციო წამლებიც უცნაური წამლებია: კარბოლკას სრულიად კარბოლკის სუნი არა აქვს. საინტერესოა ვიცოდეთ, რომელ აფთიაქში იშოვა ჩვენმა სოფელმა ასეთი სადეზინფექციო წამლები?!
ნიგოითი (გურია): 24 ამა თთვეს ღამით აქაური მემამულის თ. ი. მაჭუტაძის სახლ-კარი სრულიად გადაჰბუგა და გაანადგურა ცეცხლმა. ცეცხლი ბუხრიდამ მოსდებოდა სახლს და სანამ არ გაძლიერდა, ვერავინ გაიგო თურმე, რის გამოც სახლთან ერთად ყოველ გვარი ნივთი და სახლის სამკაული ცეცხლმა იმსხვერპლა. ამბობენ, 20000 მან. ზარალი იქნებაო.
ქ. ოზურგეთი: აქ ამბავი მოვიდა, რომ 9 ამ თთვეს საღამოს, როცა დაბა ხიდისთავის მოვაჭრენი ჩვეულებრივად მილაგ-მოლაგებულან, ერთის იქაურის მოვაჭრის დუქნის კარებზე ვიღაცას დაუკაკუნებია. მედუქნე, ბესო თედორაძე, რომელიც ხიდის თავში ყველაზე შეძლებულად ითვლება შეჰკითხებია ამ დაუპატიჟებელს სტუმარს ვინა ხარო? ამა-და-ამ კაცმა წერილი გამოგიგზავნა და გამომართვი, ამ სიცივეში რას მაყუნცულებო. თედორაძეს მართლა წერილის მომტანი ეგონა თურმე და დუქნის კარები გააღო. ამ დროს შევარდნილა ეს ვითომდა წერილის მომტანი ვაჟბატონი დუქანში და პირდაპირ დახლისკენ გაქანებულა, საიდამაც ოცდა-თექვსმეტი თუმანი ამოუღია და სახტად დარჩენილის მასპინძისათვის გამოუცხადებია, წერილზე უკაცრავად, მაგრამ უკაცრავად ხარ, რომ გამოჩენილის ვაჭრის დახლში ამაზე მეტი ფული არ მოიპოვებაო; დათუნაიშვილი ვარ (ყაჩაღია) და თუ რამე გაგიმხელია, ვაი შენს ტყავს. ახლა კი ძილი ნებისაო და მოუკურცხლავს.
ფელეტონი საკუთარი რამე-რუმე (წერილი გურიიდამ): ივერიის მკითხველებმა უკვე იციან, რომ გურიაში განზრახულ იყო სამოქალაქო სასწავლებელთან სამეურნეო განყოფილება დაარსებულიყო. ისიც იყო ნათქვამი, რომ ამ საგანზედ კრებამ კომისია აარჩია და დაავალა გამორკვევა და გამოკვლევა იმისო, თუ რა ტიპის განყოფილება დაარსდეს და რა წეს-რიგითა და პროგრამითაო. კომისიამ ის აზრი დასკვნა, რომ დავაარსოთ განყოფილება-კი არა, არამედ ცალკე დაბალი სასწავლებელი, რომელშიაც უნდა მივიღოთ ორ-კლასიან სასოფლო სასწავლებელში კურს დამთავრებული ახალგაზრდობა, ან ამის შესაფერად მომზადებული შეგირდები და ესა და ეს სამეურნეო და სამრეწველო საგნები ვასწავლოთო. კომისიის აზრი მოხსენდა ბ-ნ ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს, რომელმაც ბრძანა, რომ ჩვენი სურვილი განყოფილების დაარსება იყო და არა ცალკე სასწავლებლისაო. ცალკე სასწავლებელი დიდ ხარჯს მოითხოვს და ამის გაძღოლა ადგილობრივ მკვიდრთათვის აუტანელი იქნებაო. ამ ამბავმა, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდ ფიქრსა და საგონებელს, დიდ მწუხარებას მიგვცა, რადგანაც კომისიის აზრი ყოვლად შესაწყნარებელი და ადგილობრივ მკვიდრთა მოთხოვნილებაზე დაფუძნებული გვგონია. მართალია, ცალკე სასწავლებელს ხარჯი მეტი მოუნდება, მაგრამ სარგებლობაც მეტი იქნება, განყოფილების დაარსება-კი ჩვენთვის - როგორც გამოირკვა, ის კიკნა ჩიტი გამოდგება, რომელიც დევნად არა ღირს და გაბდღვნა კიდევ მეტი მოცდენა და ზარალია. ესეც რომ არ იყოს განყოფილების უფროსი იგივე სამოქალაქო სასწავლებლის უფროსი იქნება, რომელიც, როგორც მიღებულია, სამეურნეო ცოდნაში სპეციალისტი ვერ იქნება. წარმოვიდგინოთ, რომ ეს უფროსი თვით-ნება და წრესგასული თავ-მოყვარე კაცი გამოდგა და ჩაერია სპეციალისტ მასწავლებლის საქმეში, როცა ამ საქმისა სრულიად არაფერი გაეგება. რა უნდა მოხდეს მაშინ? აი რა: მასწავლებელმა, როგორც ხელ-ქვეითმა, ან უნდა დაუთმოს და დაუჯეროს თვით-ნება უფროსს ყოველივე, რასაც ეს უფროსი ბრძანებს, ან და აიღოს ქუდი, აიკრას გუდა-ნაბადი და მასწავლებლობაზე ხელი აიღოს. პირველ შემთხვევაში საქმე წახდება, აღმახნული დაღმა დაიფარცხება, მუხა ვაშლს მოისხამს, ვაშლი რკოს და, რა თქმა უნდა, სამაგალითო მეურნენი გამოგვეზრდებიან (!?). მეორე შემთხვევაში აირევა მონასტერი, გაჩნდება კინკლაობა უფროსსა და ხელ-ქვევითს შორის და არც ერთი რიგიანი მასწავლებელი, ამ გვარს ვითარებაში ჩაყენებული, არ გაჩერდება თავის ალაგზე. ყოველივე ეს ძლიერ ადვილად შესაძლებელია და ბარაქალა კომისიას, რომ ეხლავე მიხვდა და ივარაუდა.
როცა ცალკე სამეურნეო სასწავლებელს დავაარსებთ, სულ სხვა რიგად მოეწყობა საქმე. იქ უფროსიცა და ხელ-ქვეითებიც სპეციალისტები იქნებიან. მათ შორის ლაპარაკიც რომ მოხდეს, ადვილად მორიგდებიან. ესეც რომ არ იყოს სპეციალისტშორის ლაპარაკი და კამათი საკამათო საგანს წინ წასწევს და განაკარგებს.
ცალკე სასწავლებლის ხარჯს მკვიდრნი ვერ გაუძრვებიანო, დიდი ხარჯი მოუნდებაო. ეს, რასაკვირველია, გულ-შემატკივრობაა, ხალხის ნივთიერი ძალ-ღონის დაზოგვაა. მაგრამ ამისთანა საქმეში იოლინობა, და მომჭირნეობა არ გამოდგება. ყოველი დაზოგვილი გროში და შაური ამისთანა საქმეში მანათისა და ხუთის მანათის საქმეს წაგვიხდენს შემდეგში.
დღეს მთელის რუსეთის დაწინაურებულმა და შეგნებულმა ნაწილმა იგრძნო და აღიარა, რომ მეურნეობის უცოდინარობამ და დაქვეითებამ ჩაგვაგდო საფრთხესა და განსაცდელში, იმან მოგვაყენა კარებზე სიმშილი და, თუ გვინდა ისევ მოვღონიერდეთ ეკონომიურად, სამეურნეო სწავლა-ცოდნის გავრცელებას უნდა ვეცადნეთ და შევუწყოთ ხელიო. ამ მოსაზრებამ გამოიწვია, სხვათა შორის, ახალის სამინისტროს (ხვნა-თესვისა) დაარსება.
ამის შემდეგ ნუ თუ საფიქრებელია, ცალკე სამეურნეო სასწავლებლის დაარსების ნება არ დაგვრთონ და ბ-ნმა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა უგულებელ ჰყოს მთელის მაზრის მკვიდრთა თხოვნა. ის-კი არა, მცოდნე და გამოცდილი კაცები გვეუბნებიან, რომ უმაღლესი მთავრობა ფულითა და ადგილ-მამულით შემწეობასაც მოგცემთო. ღმერთმა ჰბრძანოს, რომ ეს ასე ყოფილიყოს და ეს სასურველად დაწყებული საქმე სასურველად მოწყობილ-დაგვირგვინებულიყოს.
***
ჩვენ მაინც ისეთს უბედურს ვარსკვლავზედა ვართ დაბადებულნი, რომ არა თუ ისეთი საქმე, რომლის შესახებაც ნება-რთვა და თხოვნა-მუდარაა საჭირო, არამედ ისეთი საქმეც, რომლის მორთვა და მოწყობა საკუთრად ჩვენს ხელშია, გაგვიჭიანურდება და ხშირად ხელიდამაც წაგვივა ხოლმე.
თითქმის ოცი წელიწადი იქნება მას შემდეგ, რაც ბ-ნი ფილიმონ ქორიძე გულ-მოდგინედ შეუდგა ჩვენის ეროვნულის ხმების შეკრებასა და ნოტებზე გადაღებას. ამ ხნის განმავლობაში ამ უანგარო მუშაკს ბევრი გაჭირვება და განსაცდელი აუტანია, ბევრი შეწუხება და ვაი-ვაგლახი გარდახდია თავს, მაგრამ ვერაფერს ვერ შეუფერხებია, ვერაფერს გაუტეხია. დღესაც თითქმის იმავე გაჭირვებით, ხოლო წინანდელზე უფრო მეტის მუყაითობით და ერთგულობით ეწევა ჭაპანს ამ საქვეყნო საქმისას. ეშურება, ეჩქარება, რაც შეიძლება, ადრე გადიღოს ნოტებზე როგორც საღმრთო საგალობლები, ისე საერო სასიმღეროები. ბოლოს დროს ამ საქმეში თითო-ოროლა თანამგრძნობნიც გამოუჩნდნენ და, რითაც-კი შეუძლიათ, შველიან. სხვათა შორის განიზრახეს საღმრთო საგალობელის სრულიად და სავსებით გადაღება ნოტებზე. ამ საგალობელის ზედმიწევნით მცოდნე გურიაში ამ ჟამად ერთად-ერთი კაცი-ღა მოიპოვება და ეს ერთი გახლავთ აზ. ანტონ დუმბაძე, რომელსაც თუ გალობის ცოდნაში, თუ ხმის სიმშვენიერეში ტოლი და ბადალი არ მოეპოვება. რომ გასწყრეს ღმერთი და ანტონი ან მოგვიუძლურდეს. ან ხელიდამ გამოგვეცალოს, მასთან ერთად დაიმარხება ჩვენებური გალობაცა. ამიტომაა, რომ ქორიძე და იმის თანამგრძნობნი ეშურებიან ჩქარა დაითანხმონ ამ კეთილ საქმეზე ბ-ნი დუმბაძე. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, საქმე ჭიანურდება და თავს ვერ მოდის. რადგანაც დუმბაძე, მიუხედავად იმისა, რომ გასამრჯელოს აძლევენ, თურმე ვერ დაუთანხმებიათ.
გვიკვირს და საკვირველიცაა ეს ამბავი! ბ-ნი ანტონ დუმბძე ჩვენში შეგნებულ და მიხვედრილ კაცად არის ცნობილი, შვილები ჰყავს და ყველა ნასწავლი და განათლებულნი არიან. ნუ თუ ასეთ კაცს არ უნდა ესმოდეს მნიშვნელობა საღმრთო საგალობელის ნოტებზე გადაღებისა? რა მადლია, რომ ანტონ დუმბაძის შემდეგ დაიკარგოს ეგ ეროვნულ თავისებურობის ბეჭედი? მერე ვინ არ იცის, რომ აქ მარტო ეროვნული თავისებურობაც არ არის, რადგანაც დედა-ენაზე და ეროვნულ კილოზე გალობას დიდი სარწმუნოებრივი და ზნეობრივი მნიშვნელობაცა აქვს. ყოველივე ეს კარგად უნდა იცოდეს ბ-ნმა ანტონ დუმბაძემ და არა გვგონია, რომ გაგვწიროს მთელი ერი, რომელიც ემუდარება, მამა-პაპათაგან დატოვებული ცოდნა ჩვენც გვინაწილეო, ხოლო ჩვენ სამუდამოდ და საშვილის-შვილოდ უზრუნველ ვყოფთ ამ ცოდნასაო. ამითი ბ-ნ ანტონ დუმბაძეს არა თუ არაფერი დააკლდება, პირ-იქით უკვდავი და საუკუნოდ ნეტარ-ხსენებული იქნება მისი სახელი, რადგანაც
„სჯობს სახელისა მოხვეჭა
ყოველსა მოსახვეჭელსა“,
ხოლო
„თუ სახელის შოვნა გინდა,
დღეს ისეთი ნერგი დარგე,
რომ ხვალემა მადლობით სთქვას:
ნანერგითა შენით მარგე“
***
დასასრულ არ შემიძია ამ ჩემ „რამე-რუმეში“ ერთი ჭეშმარიტად სამწუხარო, გულის დამაღონებელი და სულის ამაშფოთებელი ამბავი არ აღვნიშნო. გურიიდამ მართალია, ბევრის ავაზაკობისა და ავ-კაცობის ამბავი გსმენიათ, მაგრამ იმ ავაზაკობასთან, იმ სიგლახესთან, რის ამბავიც ეხლა უნდა გაუწყოთ, აქნამდე სმენილი და გაგონილი აჩრდილიც არ იქნება. ფირალები ან მოჰკლავენ ვისმე, ან გაძარცვენ, პირველ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლე ხდება მსხვერპლად, მეორეში-კი ფული ან სხვა გვარი ქონება. ფირალები, ყველამ იცის, რომ თავზე ხელაღებულნი არიან, არავის დაინდობენ და ამიტომ, რამდენადაც შესაძლებელია, ყველა ერიდება, ყველა უფრთხილდება. ახლა წარმოიდგინეთ ისეთი თავზე და სინდისზე ხელ-აღებული ავაზაკი, რომელსაც ავაზაკობისა არა ეტყობა-რა და რომელიც ნაცნობთა და მეზობელთა ოჯახებში შინაური კაცია. წარმოიდგინეთ, რომ თურმე ეს შინაური კაცი იუდა გამცემელი ყოფილა, რომელსაც შეუძლია გაჰყიდოს ადამიანი სულიერადაც, ხორციელადაც, ზნეობრივაც და ქონებრივაც. თუმცა სირცხვილია, თუმცა სათაკილოა ამის თქმა, მაგრამ
„რადგან ფარვა სიავისა
ქვეყანას არ მოუხდების“
იძულებული ვარ ვსთქვა. თურმე კარგა ხანია, რაც ჩვენში დაწრწის ერთი იუდა, რომელიც ღარიბ მშობელთა ქალიშვილებს ატყუებს, მოსამსახურის ალაგს გიშოვი ქალაქს კარგს და საიმედო ოჯახებშიო. ამ გვარის დაპირებით მიჰყავს ქალიშვილები სხვა-და-სხვა ქალაქებში და იქ ამ უმანკო და გულ-უბრყვილო ადამიანთ ჰყიდის საროსკიპოებში. ამაზე უსაშინლესი ავაზაკობა, ამაზე უსაძაგლესი ზნე-დაცემულობა, ასე კვალ-წმინდად ხელ-აღება სინიდისზე, ადამიანობაზე, ღმერთზე და ყველაფერზე განა კიდევ შეიძლება!
კიდევ კარგი, რომ ამ ერთს იუდაზე გუმანია მიტანილი და შესაძლოა მართლ-მსაჯულების ხელში ჩავარდეს, ხოლო ვინ არის თავმდები, რომ იმის მსგავსი იუდა კიდევ არ გვეყოლება, ასეთი ზნე-დაცემულობა, ასეთი სულისა და გულის სიწამხდრე გადამდებ სენის თვისებისაა და განა საფიქრებელია ამ სენით ერთის კაცის მეტი არ გამხდარიყოს ავად!
ასე თუ ისე ამ ბოროტებასთან, ჩემის აზრით, დიდი სიფრთხილე, თვალისა და ყურის სიმახვილე და უფრო სასტიკის ღონის-ძიების მიღება გვმართებს, ვიდრე ფირალობასთან.

დათიკო ვერმიცანაშვილი
„ივერია“ , 12 ნოემბერი, 1893 წ. N224
ლეხოური, ოზურგეთის მაზრა. გურიაში დიდი ხანია, რაც აქაური ვენახები ამოვარდა. იმათ მაგიერ ახლა იზაბელას ვენახების გაშენებას მიჰყვეს ხელი და მრავლადაც გააშენეს. ამ ვენახების ღვინოს ადესის ღვინოს ეძახიან, მაგრამ ღირსებით ბევრი არაფერი ღვინოა. იანვრამდე კიდევ ვარგობს და მერე ფუჭდება, ისე რომ ხშირად გადაღვრიან ხოლმე. ფუთი ოზურგეთში ათ შაურად იყიდება. სოფელში ხომ ათ შაურად ორ ფუთსაც იყიდით
ამ გარემოებაში სწორედ ღვთის წყალობაა დაარსება არყის ქარხნისა სოფელ ლიხაურში ბ. ნ. ედიშერ სალუქვაძის მიერ, რომელიც კარგ ფასად ჰყიდულობს ჭაჭა-თხლეს ღვინოს ან ყურძენს და ხდის არაყს. ოქტომბრიდან დაიწყო ხდა და ურიგო ჭაჭის არაყს არ ხდის. ამ ჟამად სალუქვაძეს ბლომად აქვს არაყი გამოხდილი და კიდევ ბლომად ამზადებს მასალას არყის სახდელად. ყოველდღე მიდიან მასთან ახლომახლო სოფლელები და მიაქვთ ურმებით ჭაჭა-თხლე და ღვინო, რომელსაც ხსენებული მექარხნე კარგ ფასად ყიდულობს
აკეთი (გურია): სწორედ ახირებული წელიწადია ჩვენთვის წლევანდელი წელიწადი. თითქმის მთელი შემოდგომა ისე გავიდა, რომ ორი დღე ერთად კარგი დარი არ ყოფილა. თუმცა კარგი მოსავალი იყო სიმინდისა და ყურძნისა, მაგრამ ავდრების გამო ნახევარიც ვერ შეინახეს. ბევრი წვალება და ტანჯვა გასწიეს სოფლელებმა. მაგრამ ეს არაფერია. აგერ თითქმის ოთხი თვეა, რაც ჩვენში საშინლად მძვინვარებს გადამდები სენი ყელ-ჭირვება (სკარლატინა). არც ერთი სოფელი არ დარჩენილა ისე, სადაც თვალ-საჩინო ზარალი არ ექმნას. სხვათა შორის, აკეთის საზოგადოებაშიც იჩინა თავი და ერთი თვის განმავლობაში 20 იმსხვერპლა და, ვინ იცის კიდევ რამდენს გამოასალმებს წუთისოფელს. საშინლად ზარ-დაცემული და გულ-გატეხილია ხალხი! რა ჰქმნას, ვის მოაწვდინოს ხელი, არ იცის!
ვისაც ჩვენში არ უვლია, მეტადრე ზამთრობით, ის ვერც წარმოიდგენს იმ გაჭირვებას, იმ განსაცდელს, რომელსაც ჩვენ ვითმენთ ცუდი გზების გამო. ვერც ერთ გზას ვერ ჰნახავ ისეთს, რომელზედაც არშინის სიმაღლე ტალახი არ იდგეს, მიხვეულ-მოხვეული, აღმართ-დაღმართი და ვიწრო არ იყოს. ჩვენი სოფლის გზები უკეთებელია, ზამთრობით მსვლელობა შეწყვეტილია, ცუდი გზებისა გამო ხალხი ეკლესიაშიც ვერ დადის წირვა-ლოცვაზედ.

გურია და ზოგიერთი ძველი და ახალი ჩვეულება გურულებისა. სოფ. ბახვს არის ახლადდამთავრებული მშვენიერი და დიდი ეკკლესია, ღვთისმშობლის სახელობაზე აგებული. ამ ეკკლესიის დღეობა მოდის 8 სექტემბერს. ამ ეკკლესიის აგებაში, როგორც სხვა მრავალ საქველ-მოქმედო საქმეში, დიდი ამაგი მიუძღვის ყოვლად სამღვდელო გაბრიელს, რადგანაც თვითონ ამ სოფლის შვილი ბრძანდება. ძნელად, რომ საქართველოში ამისთანა ახალი ნაშენი ეკკლესია მოიპოვებოდეს სადმე. თუმცა დღეობის წინა დღეებში წვიმიანი დარები იყო და ძალიან ხელი შეუშალა შორიდგან მომსვლელ მლოცველებს, მაინც, რაკი იმ დღეს კაი დარი იყო, დიდმა საზოგადოებამ მოიყარა თავი, ასე რომ ეკკლესია და ეკკლესიის ეზო სავსე იყო ხალხით. ამ ეკკლესიის დღეობის წინა ღამეს იციან ღამის-თევა, დიდ-ძალი კაცი და ქალი იყრის თავს ღამის სათეველად ყოველ კუთხიდგან, მაგრამ, როგორც მითხრეს, ქალები თითქმის ნახევარზედ მეტი ფეხ-შიშველები მოდიან 30-40 ვერსტის მანძილიდგან შესაწირავის მისართმევად და სალოცავად. როგორც ეტყობა , ამ სიშორიდგან ფეხ-შიშველი ქალების მოსვლის მიზეზი უნდა იყვნენ მკითხავ-მარჩიელები, რომელნიც თურმე კარგა ბლომად მოიპოვებიან გურიაში და დიდი გავლენაცა აქვთ მდაბიო ხალხზედ; იმათის მეოხებით უნდა იყოს, რომ იმ სიშორიდგან თითქმის ფეხებ გასისხლიანებული მოდიან ღამის სათევად, რათა თავისი წესი და რიგი შეასრულონ მარჩიელის დარიგებით.
როგორც ყველგან მიღებულია, მეტადრე ჩვენ დასავლეთ-საქართველოში, ამ დღეობაზედ დიდი სტუმრობა და ხარჯი იციან ბახველებმა. იმათი ნათესავ-ნაცნობები იმ დღეს ყოველ მხრიდგან იქ იყრიან თავს, რადგან იციან, რომ თუ იმ დღეს იქ არ დაესწრო, დაემდურება თავისი ნათესავი. რაც უნდა ღარიბი იყოს, მაინც ეს დღეობა ოციდგან დაწყებული ათ მანათამდის უჯდება მოსახლეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე ამ დღეობას ვიყავი მიწვეული, აზ. მ და მისი ძმა პ. მახარაძეებისას, სადაც ას სულზე მეტი იქნებოდა დიდი, თუ პატარა და სულ ცოტა რომ ვიანგარიშოთ, 150 მანათზედ მეტი ხარჯი მოუვიდოდა. იმ დღის ხარჯსაც რომ თავი დავანებოთ, ამტენის სტუმრის სამსახურს დიდი ჯაფა და ტანჯვა უნდება.
მერე დღეობაზედ-კი არა, უბრალო დროსაც რომ ესტუმროთ გურულ კაცს, თუ იმისი სახლიდგან კარგა ლაზათიანად დაზარხოშებული არ გაგისტუმრა, სახლის პატრონის გალანძღვად ითვლება. რადგან ეს დღეობა დიდს ზარალს აძლევს ბახველებს,მის გამო, როგორც მითხრეს სარწმუნო კაცებმა, ქიქოძეებს, ამ დღეობის მოსპობა უნდოდათ, რომ სოფლელებისათვის აეშორებინათ ამდენი ხარჯი, მაგრამ ამ სოფლელთა რამდენისამე ყრილობის შემდეგ უარი სთქვეს ამ დღეობის გაუქმებაზედ. მართლაც, დიდს სარგებლობას მოუტანდა თავიდგან აეშორებინათ ეს დღეობა, მაგრამ რადგანაც ყველა ამისი თანახმა არ გახდა, ამის გამო თანდათან ემატება სტუმრობასაც და რასაკვირველია, ხარჯსაც.
თითქმის მთელი ზაფხული შეკვეთილისა და ქობულეთის ზღვის პირები გავსებულია ზღვაში მობანავე ქალებით, რომელთაც ორი და ზოგს და ზოგს სამი ქორბა ბაღნებიც-კი დაუტოვებიათ ქმრებისათვის და ვითომ ავადმყოფები დროებას ატარებენ ზღვის ნაპირას. რაღაც ორი გროში აუღიათ აბრეშუმის ფასი და იმასაც ჰფლანგავენ და მოდიან შინ ხელცარიელები. მართალია, ზოგიერთ ქალს ექიმები უნიშნავენ ზღვაში ბანაობას, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ იმისთანა ქალები მიდიან საბანაოდ, რომელსაც ჯერ ექიმი არც-კი უნახავთ და ერთი მეორის მიბაძვით, მოუხდებათ თუ აწყენთ, იმას აღარა კითხულობენ. გარდა იმისა, რომ ქობულეთში რკინის გზითაც-კი ბევრი მოდიან, იმისთანა დღე არ იქნება, რომ სამი და ოთხი ურემი სავსე ქალები არ ნახოთ როგორც აქ, ისე შეკვეთილში. თუმცა ზოგიერთნი სამისა და ოთხის ბანაობის შემდეგ მართლაც კარგა ხდებიან, მაგრამ სირცხვილად მიაჩნიათ, რომ ერთი კვირა მაინც არ გაატარონ ბანაობასა და ცეკვა-თამაშში. ამისთანა ზაფხულის დღეებში, სადაც ერთი მუშა კაცი მანათი ღირს და რადგანაც მთელის წლის სარჩოა მოსაკრეფი, იქ ბაღნების მოვლას უნდება და ჭირნახული-კი ისე უპატრონოდ არის მიტოვებული და მომვლელი არა ჰყავს.
ამას გარდა, შარშან და წელსაც დიდი ძალი ხალხი მიდის „ბახმაროს“ მთაზედ სადაც კარგა ბლომად გაუკეთებიათ საზაფხულო სადგომები. როგორც ამბობენ, ეს მთა ზღვაზედ უარესად არ უხდება ქალებს და ბევრს მათგანს ზღვისთვის თავი დაუნებებია და ახლა იქითკენ უფრო მიეშურებიან. საეჭვო არ არის, რომ მთის ჰაერი უფრო ღონიერია და დიდათაც ჰრგებს ადამიანს ზაფხულობით იქ ცხოვრება, მაგრამ საფიქრებელია რომ ზღვაზედ უფრო მომეტებული საზიანო არ იქნას სოფლელისათვის იქ უქმად დღე და ღამის გატარება. მოგეცათ ლხენა, ჩვენი ქალებიც რომ იმისთანა ჯაფას იკისრებდენ და გასწევდნენ, როგორც აჭარლების ქალები, მაშინ საზიანო-კი არა, როგორც იტყვიან, ჩვენს ბედს ძაღლიც არ დაჰყეფდა. აჭარელი ქალები იალაღში, როგორც მაისი დადგება და მთები აიწმინდება თოვლისგან, მაშინვე საქონელს მისდევს და თითქმის ოქტომბრის დამლევამდის იქა სცხოვრობს და კეთებს ერბო-კარაქს და ყველს. კაცმა თუ თვეში ერთხელ მაინც არის მიაკითხა, ისიც დიდი წყალობაა, თუ არა და, ერთის ბავშვის შემწეობით თითოეული იმათგანი ზაფხულობით რამდენისამე თუმნის ერბო-ყველს აკეთებს და თითქმის ქმარი შვილების ხარჯსა, სახელმწიფო გარდასახადსა და ათას ნაირ სხვა გაჭირვებას ამით ისტუმრებს. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ საქონლის მოშენებას არ მივსდევთ და თუნდა ვიყოლიოთ კიდეც, მაინც ჩვენი „ხანუმები“ იმისს მოვლისათვის თავს არ შეიწუხებენ და სირცხვილადაც მიაჩნიათ ხოლმე საქონლის მოვლა და ერბო-ყველის გაკეთება.
ეხლა მაინც იქნება ღმერთმა მოგვხედოს, რადგან აჭარელი და გურული ქალები ზაფხულობით ერთად იყრიან თავს, ერთს იმავე მთაზედ დადიან და, ვინ იცის, იქნება იმათგან საქონლის მოვლა და ერბო-ყველის გაკეთება ისწავლონ. საქონლის მოშენებასაც ხელს შეუწყობს ის უხვი მთა და ბარის საბალახოები, რომელიც გურიას აქვს და თითქმის სხვა ქვეყნის ხალხი იმათს საბალახოებს შეჰნატრის. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენს ქალებსაც მიებაძოთ აჭარელ ქალებისათვის და ამითი ოდნავ მაინც დაჰხმარებოდნენ თავიანთს ქმრებს, რომელთაც ათასნაირის გარდასახადისა და გაჭივრებისაგან თავი მაღლა ვერ აუწევიათ. საჭიროა მხოლოდ, რომ ამ საქმეს ერთმა მოჰკიდოს ხელი და მერე სხვებიც იმას მიჰბაძავენ ისევე, როგორც ზღვაში ბანაობა მიჰბაძეს.
სად. სუფსა (გურია): სუფსის სადგურის ახლოს ოთხი ვერსის მანძილზედ, სოფ. უმფარეთში, გურიელების მამულში ბევრ-გვარი საეჭვო ნიშნების გამო განსვენებულმა თავადმა გრიგოლ გურიელმა მოიწვია საზღვარ-გარეთელი ნავთის წარმოების მცოდნე კაცები, რომელთაც გასინჯეს ეს ადგილები და სასარგებლოდა სცნეს. ეხლა ეს ადგილები ჩაუგდიათ ხელში ორს საზღვარ-გარეთელს ებრაელს; ამ ხნის განმავლობაში არა მუშაობდნენ თურმე, მაგრამ ყოველ-წლივ-კი 3000 მ. იხდიდნენ იჯარის ფასად. ამ საქმის გაჩერების მიზეზი, როგორც ამბობენ, ბაქოს ნავთის მწარმოებელთა მოხერხება ყოფილა. ეხლა-კი ებრაელებს პირობის ვადა გაჰსვლიათ და ხელმეორედ სცდილობენ ჩაიგდონ ხელში ეს ადგილები. იმედია, თავ. გურიელთა მამულის მზრუნველი ამ საქმეს ადგილის მეპატრონეთა სასარგებლოდ წარუძღვება. თუ ვინიცობაა აქ ნავთი აღმოჩნდა, დიდს სარგებლობას მოუტანს ჩვენს მთელ მხარეს.
იქიდამვე: ახლად არჩეულს ფოთის მოურავს ბ-ნს ნიკოლაძეს საჭიროდ დაუნახავს პალიასტომის ტბა და მდინარე სუფსა ერთმანეთს შეუერთოს. ამისთვის 18 ვერსის მანძილზედ უნდა გაიჭრას არხი და ეს ადგილი თვით ქ. ფოთმა უნდა შეისყიდოს თავად გურიელთაგან. ამ საგნის შესახებ ა ერთი კვირის წინად მოლაპარაკებაცა ჰქონიათ, თვით ნიკოლაძესა და გურიელებს.
ოზურგეთი: 25 ამ თვეს ოზურგეთში გვეწვივნენ ინგლისელი სტუმრები და-ძმა ვარდრპონი და 26 დაათვალიერეს შემოქმედის მონასტერი, მისი ძვირფასი დიდი სიმდიდრე და ხელოვნება. - ხოლო დღეს 27 შემოვიდნენ ჩვენს წიგნის მაღაზიაში და წიგნთ-საცავში, საიდანაც ათი-თორმეტი მანეთის წიგნები წაიღეს, რომელიც თფილისში ვერ ეშოვნათ. მართალი უნდა მოგახსენოთ, ჩემს სიხარულს და აღტაცებას საზღვარი აღარ ჰქონდა, როდესაც მშვენიერის ქართულის კილოთი მითხრეს: „ახალ სენაკში და ოზურგეთში დაბეჭდილი წიგნები, რაც გაქვთ მოიტანეთო“. ჩვენი ქართველი „ბარიშნები“ და „დამები“, რომ შემოდიან მაღაზიაში მეუბნებიან „აკაკის საჩინენიას“ შენს „ტიპოგრაფიაში“ რატომ არ ჰბეჭდავო, ან კიდევ „ნოვო-სენაკის“ „ტიპოგრაფიაში“ უფრო „დახოდი“ გაქვს თუ „ოზურგეთისაშიო?“ და სხვ... აბა ამ დროს მოდი და ნუ მოხვალ აღტაცებაში, როდესაც იმ შესანიშნავს და ჩვენზედ დიდად დაშორებულ სახელმწიფოდგან, სადაც ხსენება ქართველის არ არის, მოდის ადამიანი, რომელსაც თავისით შეუსწავლია მშვენიერი ქართული ენა და გელაპარაკება ჩინებულის ქართულის ენით: „ახალ-სენაკისა და ოზურგეთის სტამბების გამოცემა მომაწოდეო"?! დღესვე იყო ოზურგეთის საზოგადოებისაგან სამოქალაქო კლუბში გამართული სადილი ჩვენის იშვიათის სტუმრების პატივსაცემლად, სადაც 80-ზედ მეტი კაცი და ქალი დაესწრო და სადღეგრძელოებზედ ბევრი გრძნობიერი სიტყვა წარმოითქვა, რომელსაც სამწუხაროდ აქ ვერა ვსწერ და ადგილიც ნებას არ მაძლევს
კ. თავართქილაძე
ქაქუთის სამრევლო სკოლის მასწავლებელი რაჟდენ კონტრიძე
ს. ლიხაურის საზოგადოება შედგება ოთხი პატარა სოფლიდან, ამათში ერთს ქაქუთი ჰქვია. ეს სოფელი სხვებთან შედარებით უფრო მივარდნილია და გაშენებული მდინარე ჩოლოქის ნაპირას. ჩოლოქს გაღმა ე.ი. დასავლეთით, გურული მაჰმადიანები ცხოვრობენ და გამოღმა კი, აღმოსავლეთისკენ - გურული მართლ-მადიდებლები. ეს სოფელი მოკლებული იყო სკოლას. ამ მივარდნილ ადგილას სადაც სკოლა რა ხილი იყო არ იცოდნენ და ხალხი თითქმის ვერანათ იყო, ბ. რაჟდენ კონტრიძემ გახსნა სკოლა და თითონ უსასყიდლოდ ასწავლის.
ბ. კონტრიძე პირველად კერძო სახლში ასწავლიდა ორივე სარწმუნოების ყმაწვილებს, მაგრამ შემდეგ რაკი გამრავლდა მოსწავლეთა რიცხვი, სოფელმა საჭიროთ დაინახა და ააშენა საკუთარი სკოლა. ამის შემდეგ ბ. კონტრიძე კიდევ უფრო გულმოდგინებით შრომობს სამოსწავლო ასპარეზზე. შესანიშნავია ის, თუ როგორ შეიცვალა აქაურების აზრი სკოლის სარგებლობის შესახებ ამ ცოტა ხნის განმავლობაში.
ამ ოთხი წლის წინათ როცა კონტრიძე უხსნიდა ხალხს სწავლის სარგებლობას, ორმა მაჰმადიანებმა შემოუთვალეს, რომ თუ 500 მანეთს მოგვცემთ, ორ შეგირდს ესეც შენი ხათრით, იქნება გამოგიგზავნითო, ხოლო დღეს კი ამავე ბ. კონტრიძის წყალობით 50-მდე ყმაწვილი სწავლობს ქაქუთის სკოლაში უფასოთ - მისივე ხელმძღვანელობით.
მომავალი წლისათვის ბიბლიოთეკას შესწირეს ქართული წიგნები ქ-ნ ნინო მგელაძისამ, კ. თავართქილაძემ, ა. თოიძემ, წ-კ საზოგადოებამ და სხვ. იმედია ამ ბიბლიოთეკის საქმეს რიგიანად მოაწყობენ ადგილობრივი შეგნებული პირნი, როგორც არიან, მაგალ. მღ. კონტრიძე
ჯიხეთიდან ვინმე გურული
გურიიდან. როგორც გავიგეთ გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობის „შუამავლისთვის“ სხვათა შორის როგორც უკვე იყო გამოცხადებული კიდევ შეუწირავთ ორი ქცევა მიწა ბ. ცინცაძეებს დაბა ლანჩხუთში, ღირებული არა ნაკლებ ექვსასი მანეთისა და აგრეთვე ამ დაბის მოვაჭრეებმა აღუთქვეს 100 მანეთზე მეტით დახმარება საქმის გასაწყობათ, რისთვისაც ყველანი დიდის მადლობის ღირსნი არიან.
როგორც ჩანს ხსენებულ ამხანაგობის საქმე თურმე ძლიერ კარგად მიდის. საქართველოს ყოველ კუთხიდან მოუდის ამხანაგობის გამგეობას საწევრო ფულები, რის გამო ამხანაგობას ამ ჟამათ თურმე 400-ზე მეტი წევრი ჰყავს და იმედია მერმის კიდევ უფრო შესამჩნევად იმატებს წევრთა რიცხვი, ეს იქიდანაც მტკიცდება, რომ გამგეობას აუარებელ თანაგრძნობის წერილებს უგზავნიან თურმე
პროვინციის ვითარება (დაკვირვებანი გურიის ცხოვრებიდან).
ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეების შესახებ ვერაფერს ვიტყვი, მხოლოთ გურიაში კი ამ ჟამათ გაფაციცებით ადევნებენ თვალს ჩვენ ჟურნალ-გაზეთებს. გურია წინეთაც ცნობილი იყო ამ მხრით, მაგრამ დღეს გაზეთების კითხვა აქ ჩვეულებრივ საზღვარს გადაცილდა და ბევრათ წინ წავიდა. თქვენ, რასაკვირველია, იკითხავთ, რა იყო ამის მიზეზი? მე აქ დავასახელებ მხოლოთ ერთ გარემოებას, რომელიც ამ მოვლენის უფრო გარეგანი მიზეზი უნდა იყოს, ვინემ შინაგანი. მე ვამბობ, უკანასკნელ ოსმალეთ-საბერძნეთის ომზე. ამ რამდენიმე წლის წინეთ ოსმალეთის სომხების მოძრაობამ აალაპარაკა გურულები და გაზეთების კითხვაც უფრო საინტერესო შეიქნა ამის გამო. მაგრამ ოსმალეთ-საბერძნეთის ომის ამბებმა გურულების ნახევარი ნაწილი მაინც გაზეთების მკითხველათ გადააქცია: იცოდა, თუ არ იცოდა კითხვა, ყველა, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, გაზეთის მოსვლას უცდიდა მოუთმენლობით, რომ საჩქაროთ გაეგო, რა მოხდა ახალი ოსმალებსა (ანუ როგორც აქ ამბობენ: თათრებსა) და ბერძნებ შუა, ვინ სად გაიმარჯვა, რომელი ქალაქი, ანუ სიმაგრე აიღო, ვინ დამარცხდა და სხვა. როცა ამ გაცხარებული ომის დროს რომელსამე სასოფლო წიგნთსაცავში მოიტანდნენ გაზეთებს, უნდა გეყურებიათ, როგორ აგლეჯდნენ ამ გაზეთებს ერთიმეორეს. თუ ვინიცობაა ამ თავისებურ ბრძოლაში იმისთანა გაიმარჯვებდა, რომელმაც კითხვა არ იცოდა, იმ შემთხვევაში, ის თითონ ირჩევდა წამკითხველს. ეს უკანასკნელი ხმა-მაღლა უკითხავდა დანარჩენთ განსაკუთრებით ომის ამბებს, რადგანაც წინდაწინვე იცოდა, რომმსმენელების უმთავრესი ყურადღება ამ ამბებისკენ იყო მიქცეული. კითხვის დროს შესანიშნავი ის იყო, რომ საზოგადოთ მსმენელების მხიარულ სახეს, სანამ გაზეთების კითხვას დაიწყებდნენ, სიმწუხრის ფერი გადაედებოდა. ეს იმიტომ რომ გაზეთებს მუდამ ოსმალების ბერძნებზე გამარჯვების ამბები მოჰქონდათ და ეს გარემოება კი საერთოთ ყველასთვის საწყენი იყო.
რომ ამნაირ შთაბეჭდილებას ახდენდა მსმენელებზე ოსმალეთის აურაცხელი და გაწვრთნილი ჯარის გამარჯევაბ საბერძნეთზე, რომლის ჯარი ვერც რაოდენობით და ვერც გაწვრთნით სამხედრო ცოდნაში ვერ შეედრება ოსმალეთისას, ამას ბევრი მიზეზი აქვს. მართალია წინეთ, სანამ ბიზანტიის სახელმწიფოს ძალა ჰქონდა, საბერძნეთს ბევრი შავი დღე მიუყენებია დასავლეთ საქართველოსთვის, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ბიზანტიის სახელმწიფო, აღმოსავლეთის დესპოტიზმის უღელ-ქვეშ მყოფი, თანდათან მოუძლურდა, გაიხრწნა და ბოლოს მე-XV საუკუნის ნახევარში სრულიად დაემხო ოსმალებთან უკანასკნელ შეტაკების დროს, ის უსიამოვნებანი, რომლებიც ჩვენთვის საბერძნეთს მოეყენებია წინეთ, თანდათან დავიწყებულ იქმნა, და თვით ბერძნები ჩვენ თვალში დევნილ და დაჩაგრულ ხალხს წარმოადგენდნენ. მეორე მხრით, ჩვენსა და ოსმალებს შუა, მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელნი მცირე აზიაში გაჩნდნენ, მუდამ მტრული განწყობილება იყო, მუდამ ბრძოლა. ეს მდგომარეობა მხოლოთ ამ რამდენიმე ათი წლის წინეთ შეიცვალა. მაგრამ ოსმალების მტარვალობა და სასტიკობა გურულებს კიდევ კარგა ხანს ეხსომებათ. სხვა გარემოებანიც რომ არ დავასახელოთ, ნათქვამიდანაც ცხადია, თუ რათ თანაუგრძნობდა და თანაუგრძნობს ჩვენი ხალხი ბერძნებს. ამ თანაგრძნობაში არავითარ წინდახედულ პოლიტიკურ მოსაზრებას ადგილი არ ჰქონებია; ეს თანაგრძნობა სრულიად ინსტიკტიური იყო, უბრალო სიბრალული და მეტი არაფერი.
უნდა იტქვას, რომ თუ გურიაში საინტერესო შეიქნა ოსმალეთ-საბერძნეთის უკანასკნელი ომი, აქ საკუთარი სარგებლობის გრძნობასაც საკმარისი ადგილი ჰქონდა. ცნობილია, რომ იმას, ათასგვარი ცუდ და მავნე თვისებასთან, ერთი კარგი თვისებაც აქვს, სახელდობ ისა, რომ ომმა ხშირათ ხალხის გამოფხიზლება იცის, თუ ეს ხალხი სრულებით გონება და ძალა-მიხდილი არ არის. ეს მოსაზრება შესაზლებელია მხოლოთ სანახევროთ მივიღოთ. საქმე ის არის, რომ ომიდან უფრო ხშირათ ხალხი ნივთიერ სარგებლობას, გამდიდრებას მოელის. ჩვენში, მაგ, ამბობენ, რომ ომიანობის დროს დიდ-ძალი ფული დატრიალდება საზოგადოებაში და ხალხი გამდიდრდებაო. გარეგნობით, თუ კერძო პირების გამდიდრებას ვიქონიებთ მხედველობაში, ამნაირი მსჯელობა მართალი გამოდგება; მაგრამ თუ უფრო ღრმათ ჩავუკვირდებით ამ საგანს, აღმოჩნდება, რომ ომი მთელი ხალხის მატერიალური კეთილდღეობის დამამხობელია. მაგრამ ხომ იცით, წყალ-წაღებული კაცი ჩალასაც წაატანს ხოლმე ხელს: გურია დღეს მატერიალური მხრით მაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფება, ამიტომ სრულებით გასაკვირელი არ არის, რომ იმანაც ჩალას დაუწყოს ხელისპოტინი. აქ ხმა გავრცელდა, რომ ოსმმალეთ-საბერძნეთის ომში რუსეთიც ჩაერევაო. ეს ამბავი ყველას ჩაეჭრა გულში, რასაკვირველია, სასიხარულოთ, რადგანაც ომის ატეხა იმავე დროს ფულის გაჩენასაც ნიშნავს აქ.
-ნეტა ბერძნებს არავინ მოეხმარება? რუსეთი ხომ ბერძნების მხარეზეა და ხომ უნდა მიეხმაროს უსათუოთ? - ამ სიტყვებით მომმართავდენ ხშირათ გურიაში უბრალო სოფლელები. იმათი ლაპარაკის კილო ამტკიცებდა იმათი სიტყვების გულწრფელობას. მე რა უნდა მეპასუხნა? რაც შემეძლო, მარტივათ ვეტყოდი, რომ იმათი აზრი მართალია, მაგრამ დღეს ევროპის დიდი სახელმწიფოები სხვა-და-სხვა მიზეზთა გამო სულ სხვანაირათ მოქმედებენ-მეთქი. ჩემ საუბარს ძლიერ გულდასმით ისმენდენ ხოლმე, მაგრამ სამაგიეროთ მე იმათგან არასოდეს არაფერი გამიგონია. ეტყობოდათ, რომ ამნაირი აზრი მათთვის გაუგებარიც იყო და წარმოუდგენელი და ეს იმიტომ, რომ მათი აზრით, როცა ორი ხალხი, ან თუნდ ორი კაცი ერთმანეთს ებრძვიან, მომხმარე, ე.ი. მესამე პირი, უნდა უსათუოთ სუსტს მიეშველოს.
ზევით მე იმაზე დავიწყე ლაპარაკი, რომ გურიაში დღეს შესანიშნავი გატაცებით კითხულობენ ჩვენ ჟურნალ-გაზეთებს-მეთქი . ეს გარემოება კი, ჩემის აზრით, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ყველა იმათთვის, ვისაც ჩვენ ხალხზე ჭეშმარიტათ შეტკივა გული. ამ ფაქტებიდან ყველას შეუძლია ის დასკვნა გამოიყვანოს, რომ ჩვენი ხალხი წინეთ რომ გონება ჩლუნგი იყო, დღეს ისე აღარ არის. ახალი ცხოვრების ათასგვარმა მოთხოვნილებამ ძალაუნებურათ შეუნძრია მას ტვინი და მოძრაობაში მოიყვანა. რასაკვირველია, ჩვენი ხალხის გონება ჯერჯერობით მხოლოთ ფეხს იდგამს, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლო მომავალში დაიწყებს იგი სიარულს. სხვა ქვეყნებში, სადაც ხალხი იმავე პირობებში ყოფილა, როგორც ჩვენშია დღეს, სხვათა შორის, ლიტერატურას დიდი სამსახური გაუწევია საზოგადოებისთვის ამ გონებრივ წარმატებაში. განა საჭიროა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩვენთვისაც სწორეთ ეს გზაა სასურველი? მაგრამ ყველამ კარგათ უწყის, რომ ლიტერატურის გზა არ არის ვარდებით მოფენილი. ეს კიდევ არაფერია. უფრო საძნელო ის არის, რომ ლიტერატურის ასპარეზზე უფრო, ვინემ სხვა რომელსამე ასპარეზზე, საჭირონი არიან ერთი მხრით მტკიცე და მაგარი ხასიათის პირნი და მეორე მხრით ფართო და ნათელი გონების მქონენი, უმაღლესათ განვითარებული პირნი. ლიტერატურის ასპარეზზე მოქმედთ ძვალსა და რბილში უნდა ჰქონდესთ გამჯდარი ის აზრი, რომ იმათი ნატქვამი და დაწერილი საზოგადოების კუთვნილებათ უნდა გახდეს, რომ იმათმა სიტყვამ საზოგადოებას გზა გაუკვალოს, თავისსავე გულში ჩაახედვოს. ამისათვის საჭიროა ღრმა გამჭრიახობა და წინდახედულება, რადგანაც ზოგჯერ მოხდება ხოლმე, რომ პირველი შეხედულებით სრულიად მართალი აზრი, თუ მას კრიტიკულათ გავარჩევთ ყოვლად შემცდარი და ყალბი გამოდგება; სამწუხაროთ, სწორეთ ლიტერატურის საშუალებით ვრცელდება ხშირათ საზოგადოებაში სხვა-და-სხვა შემცდარი აზრები, რომლებიც შემდეგ ისე ადვილი მოსასპობი როდია, როგორც მათი გავრცელება. მაგრამ შესაძლებელია, ზოგიერთმა ეს სიტყვები უადგილოთ ჩათვალოს აქ; ამიტომ საჭიროთ მიმაჩნია, შემდეგი ამბავი მოვაგონო იმათ.
რასაც მე ზევით ვამბობდი იმაზე, თუ რა ინტერესით ეკიდებოდნენ გაზეთებს გურიაში ოსმალეთ-საბერძნეთის ომის ამბების გამო, მე განგებ არ მოვიხსენიე მეორე გარემოება, რომელსაც ამაში წილი ედვა. მე ვამბობ ამ რამდენიმე თვის წინეთ თფილისის გაზეთებში ატეხილ და დღემდის დაუბოლოვებელ კამათზე სომხების წინააღმდეგ. მართალია, იმ წერილებსაც ინტერესით კითხულობდენ, რომლების საგანს საერთოთ სომხების გაქელვა და გმობა შეადგენდა, მაგრამ მეორე მხრით აქ დიდი განსხვავებაც იყო, თუ ოსმალეთ-საბერძნეთის ომი თითქმის მთელი ხალხის ინტერეს იქცევდა თავისკენ და თუ ზოგიერთ შემთხვევაში მაინც არც ხალხის მსჯელობა იყო ამ საგანზე სრულიად უგუნური და მით უფრო წრესგადასული, თუ ეს მსჯელობა შედარებით მიუდგომელი, ობიექტური იყო, მაგიერათ სომხების წინააღმდეგ საკამათო წერილებს პირ-იქით აღტაცებით ეგებებოდა, მხოლოთ ჩენი საზოგადოების ერთი პატარა წრე, რომლისთვისაც ეგრეთ წოდებულ სკოლურ განათლებას ნამდვილი ცხოვრების დავთარი აურევია და რომელიც ამისგამო აღარც იქით არის და აღარც აქეთ. ამიტომ არც გასაკვირელია, თუ ამ უნიადაგო წრის მსჯელობა, ხსენებული კამათის შესახებ, ცხოვრების ლოღიკას სრულებით არ ეკარება; ქონებას აქ ადგილი აღარ ჰქონდა. აქ ყოველივე დამორჩილებოდა აღვირ-წახსნილ ვნებათა ღელვას. ყველაზე უფრო სამწუხარო აქ ის გარემოებაა, რომ ამ გონების დაბნელებაში ერთობ დიდი წილი უდევს ჩვენ ზოგიერთ „მოღვაწეთ“, რომლებმაც წმინდა ბავშურათ და ყოვლად უსაფუძვლოთ მოიწადინეს მთელი ერის წმიდათა წმიდის შელახვა. მე ვიცი, რომ ამ სიტყვების წარმოთქმისთვის ქალაქის მოღვაწენი გამკიცხვენ:
- შენ ვიღარც პროვინციელი ხარ, შენს ტყავში დაეტიე; ქალაქის საქმეებზე ლაპარაკს შენ არავინ გრჯისო!
- კარგი და პატიოსანი: მე ქალაქის საქმეებზე მსჯელობაში აარავის ვეცილები; მაგრამ დრო არის, ბატონებო, გაიგოთ, რომ ქართველებსა და სომხებს შუა მტრობის და ქიშპობის დათესვა, თქვენი კი რა ვიცით და ჩვენ, პროვინციელებს ბევრნაირათ გვეხება. გაიგეთ, რომ სადაც თქვენ ერთი კალმის მოსმით ათავებთ საქმეს და სხვა არა გეხარჯებათ-რა, იქ ჩვენ სისხლის ღვრით უნდა გავასწოროთ თქვენი წარამარა ლაპარაკი და შეიძლება, ბოროტობით ჩადენილი შეცდომაც. ის, რასაც თქვენ დღეს სტამბის საშუალებით თესავთ ჩვენ საზოგადოებაში, შეიძლება, ვენ წერაქვითაც ვერ ამოვშალოთ. რათ წაიყვანეთ საქმე ასე ცუდათ? თუ ზოგიერთი სომხების მოქმედებით თქვენ უკმაყოფილო იყავით, რით ამხედრდით მთელი სომხობის წინააღმდეგ? მთელი სომხობა, როგორც ერი, აქ რა დამნაშავეა? რას გამოელოდით აქედან? ნუ თუ, მთელი ერი, რომელიც, ვთქვათ, ცუდი ხასიათისაც არის, და ამასთანავე არც მოყვარე ჩვენი, უმჯობესი იქნება, რომ მტრათ გვყავდეს? ჩვენ, პროვინციელებს, ბევრი რამ გვაქვს კიდევ თქვენთან საკითხავი, მაგრამ ამ ხნობით მხოლოთ ერთი უნდა გკითხოთ: როდის გაგვათავისუფლებთ კერძო პირებს ყოვლად უსაფუძვლო ლანძღვა-გინებისაგან და მთელი ერის სრულიად უაზრო ცილისწამებისაგან? როდის ექნება დასასრული დაკლულ ღორებზე ბაასს? ესეც ხომ ბანკი და კონვერსია არ არის, თქვე დალოცვილებო!
პროვინციელი
სოფ. დვაბზუ (გურია) 4 აგვისტო. ეს სოფელი მდებარეობს აღმოსავლეთით სამ ვერსზედ ქალაქ ოზურგეთიდან. აქ არსებობს ერთ-კლასიანი სამინისტრო სკოლა, მაშინ, როდესაც ყველა ახლო-მახლო სოფლებში ორკლასიანი სკოლებია. რაა მიზეზი ამ სკოლის ორ-კლასიანად გადუკეთებლობისა? განა არავინ არის ამ სოფელში, რომ ეს საქმე ითავოს? იკითხავს ვინმე. წარსულ წლებში რამდენჯერმე იყო საზოგადოებასთან მოლაპარაკება, მაგრამ რადგანაც ამ ხანებში ბევრი ხარჯი ჰქონდა ფირალების გამო ამ საზოგადოებას, ამიტომ უარი განაცხადა. ეხლა 3 აგვისტოს აქ იყო მაზრის უფროსის მოადგილე ბ-ნი გამრეკელი და სთხოვა საზოგადოებას, რომ ერთ-კლასიანი სკოლა ორ-კლასიანად გადააკეთონ. აგრეთვე ძლიერ გულმოდგინებით უხსნიდა ხალხს სწავლა-განათლების საჭიროებასა და მნიშვნელობას. საზოგადოებამ უარი განაცხადა შეუძლებლობის მიზეზით. „ბატონო, დიდი გადასახადები გვაქვს და ვერ ევიტანთ ამდენ ტვირთს, თვარა კაი დაგემართოს, კაია სწავლა. ორ-კლასიანს არა, თქვენის კარგა ყოფნით ნეტაი ოთხ-კლასიანს გავმართავდეთ. კაია, მარა სადააა შეძლება!?“ ეუბნებოდა ხალხი. ბოლოს მაზრის უფროსის მოადგილემ იმედი მაინც არ დაჰკარგა და სთხოვა საზოგადოებას, რომ მოიფიქრეთ, ორს კვირას შემდეგ ამოვალ და, იმედია მაშინ უკეთესს პასუხს მომცემთო.
რითი აიხსნება ასეთი გულ გრილობა სწავლა-განათლების გაუმჯობესების საქმეში? სიღარიბით? არა მგონია, იმიტომ, რომ დვაბზუზედ უფრო ღარიბ სოფლებში არის დღეს ორ-კლასიანი სკოლები. როგორც ვიცით, ყველა საზოგადოებაში არის ხუთი ექვსი კაცი, რომელთა „კი“-სა და „არა“-ს საზოგადოება უყურებს და რასაც ისინი იტყვიან, თითქმის ყველანი იმისი თანახმანი არიან. დვაბზუშიაც არიან ისეთი გავლენიანი, რომლებიც დარბაისლებად ითვლებიან. ამათ სოფელში „სიტყვა-პასუხიანს“ კაცებს ეძახიან, რასაც ესენი იტყვიან, იმას იმეორებენ დანარჩენებიც. თუმცა უფრო მეტს ნაწილს-კი უნდოდა სკოლის გადაკეთება, მაგრამ რადგანაც ეს „სიტყვა-პასუხიანები“ უარს ამბობდნენ, ამიტომ იმათაც წინააღმდეგობა აღარ გაუწევიათ. ამ „სიტყვა-პასუხიანთ“ ჰგონიათ, რომ საზოგადოება დიდი ხარჯისაგან დავიხსენით და ამით სოფელს დიდი სამსახური გავუწიეთო, ის-კი არ იციან, რომ ამითი დიდი ზარალი მოუტანეს. იმედია, რომ ბ-ნი მაზრის უფროსის მოადგილე ამათ მოელაპარაკება ცალკე და მით განახორციელებს ამ კეთილს საქმეს.
კრება რომ დაიშალა, ერთ ამ „სიტყვა-პასუხიანს“, რომელმაც უარი განაცხადაა და ამითი მოსწონს თავი, რომ ოც-და-ხუთი წელიწადსი ყოფილა ხელმწიფის სამსახურში, ვუსაყვედურე, რად განაცხადეთ უარი ასეთს კარგს საქმეში მეთქი? წვერზედ მანიშნა და ასე მითხრა: „წვერი გამითეთრდა და შენ მასწავლი რაა კარგი და რაა ავი!?“ რა უნდა უთხრა ესეთ კაცს, რომელიც თავისის აზრების სიმართლეს თეთრის წვერით ამტკიცებს!?.. დასასრულ ვისურვებთ, რომ ბ-ნი გამრეკელის შრომას უნაყოფოდ არ ჩაევლოს და დვაბზუის საზოგადოებაშიაც დაარსებულიყოს ორ-კლასიანი სასწავლებელი.
ჩემია
წყალ-წმინდის ძმობისაგან. დაარსდა წყალ-წმიდის ძმობის საშუალებით ერთ-კლასიანი სამრევლო სკოლა, ოზურგეთის მაზრაში (გურიაში), სუფსისა და ნატანების სადგურებ შუა, რკინის გზის ლიანდაგის ახლოს, აღმოსავლეთით. სწავლა დაიწყება 1 ენკენისთვეს.
უმთავრესი საგანი წყალ-წმიდის სკოლისა ისაა, რომ რამდენადაც შესაძლებელი იქმნება გაავრცელოს ობოლთა და დაჩაგრულ მოზარდთა შორის სწავლა განათლება, დაამყაროს მათში კეთილ-ზნეობა და შეაჩვიოს ისინი გონივრულს შრომას, რათა მხნედ და ხერხიანად გაუმკლავდნენ მომავალ ცხოვრებისათვის ბრძოლას.
ამ აზრით ძმობას აქვს საკმარისი ადგილი, ას ქცევაზედ მეტი, საჭირო შენობები სკოლისათვის, საკუთარი ეკკლესია, წისქვილი, ვენახები, ჰყავს ფუტკარი, მსხვილ-ფეხი საქონელი და სხვანი.
ძმობას აქვს მომზადებული ყოველივე, რაც 40 მოსწავლის მუდმივ ცხოვრებისათვის არის საჭირო: საჭმელ-სასმელი და სხვ. 10 იმ მოსწავლეს, რომელნიც აღმოჩნდებიან სრულიად უპატრონონი, უკანონოდ შობილნი და უღარიბესი ობლები, წოდებისა და სარწმუნოების გაურჩევლად, ძმობა შეინახავს თავისს ხარჯით, ხოლო 30-ს ძლიერ შემცირებულის საფასით აიყვანს იმათისავე შეძლების კვალობზედ, მამათა სქესს 8-15 წლ. სწავლა ისეთივე იქნება, როგორც შემოღებულია საზოგადოდ სამრევლო სკოლებში. ხოლო სწავლისაგან თავისუფალ დროს ასწავლიან სამეურნეო საგნებს, მაგალითებრ: ხვნა-თესვას, მევენახეობასა, მებოსტნეობასა, მეფუტკრეობასა, მეაბრეშუმეობას და სხვას. აგრეთვე სხვა-და-სხვა სენთა და მოულოდნელ უბედურებათა მკურნალობას, მაგალითებრ, დაჭრილ დაშავებულისა, წყალში დამრჩვალისა და დაშხამულისა.
თამაშობის მაგიერად შემოღებულ იქმნება ნავოსნობა, რომლისათვისაც ძმობას ექმნება საგანგებო ტბები და მასში ჩაშვებული პაწია ნავები ბავშვების სავარჯიშოდ. აგრეთვე ისწავლიან ლექსებსა და სიმღერებს. ყურადღება მიექცევა აგრეთვე იმას, რაც გასწვრთნის და გაავარჯიშებს ბავშვის სხეულს.
საღამოობით ასწავლიან საეკკლესიო გალობას ნოტების საშუალებით, რომლისათვისაც მოწვეული იქმნება საგანგებო ლოტბარი. (თუ კერძო კაცთაგანმა ვინმემ მოისურვა ამ გალობის სწავლა ზამთრობით, იმათაც ასწავლიან უსასყიდლოდ).
ძმობას ექნება შეძენილი მოსწავლეებისთვის საჭირო პაწია იარაღები სამუშაოდ. აგრეთვე ძმობა ჰმეცადინეობს შეიძინოს მაღალი ადგილი შენობის ასაგებად, სადაც ზაფხულობით სკოლა იქმნება გადატანილი. ძმობა ეცდება შეისყიდოს სკოლისა და მოსწავლეთათვის საჭირო მასალა, რომ გაუადვილოს ხარჯი იმათს მშობლებს.
ყოველ ზემოხსენებულს გარდა, თუ სკოლის საქმე კარგად წავიდა და ნივთიერი შეძლება ხელს შეუწყობს,, ძმობას აზრად აქვს, ამ სკოლას მეორეც მიუმატოს.
იოსებ ლეჟავა და სიმონ ქორიძე
ოზურგეთი. აქ ყოველ ხუთშაბათობის და კვირაობით იმართება „სალიტერატურო საღამო“, რომელსაც ხალხი საკმაოდ ესწრება. ხუთშაბათს, 7 აგვისტოს, გამართული იყო ჩვეულებრივი საღამო. სხვათა შორის დაესწრო ბ-ნი ს. ქვარიანი. წაკითხულ იქნა პირველად ჩვენის საყვარელის პოეტის პოემა „ნათელა“. როცა წიგნის კითხვა გაათავეს ხალხის თხოვნისამებრ ბ-ნმა ქვარიანმა წარმოსთქვა რამდენიმე გრძნობიერი სიტყვა ხალხის ზნე-დაცემულობის შესახებ. შემდეგ დაიწყო წიგნის განმარტება და ახსნა. გაათავა თუ არა ნათელას ახსნა, მაშნვე ხალხმა მადლობა გამოუცხადა. დიდის მადლობის ღირსია აგრეთვე ქ-ნი მ. ჯ-ელი, რომელიც თავისს მეცადინეობას და შრომას არ აკლებს არც ერთს საღამოს და შეძლებისა დაგვარად ემსახურება ამ საქმეს.
რა ნაირი ამხანაგობაა საჭირო გურიაში?
მკითხველებს მოეხსენებათ, ოზურგეთში დაარსდა ამხანაგობა „შუამავალი“, რომელსაც, როგორც გაზეთებიდან და კერძო პირიდანაც გავიგე თავისი პირველი პროეკტი შეუცვლია და სურს ახალი პროექტი შეადგინოს. რადგანაც ამ საგანზე საკმაოდ ბევრი დაიწერა გაზეთებში, ამისთვის მე აღარ შევუდგები მის დამტკიცებას, თუ რამდენათ სასარგებლ ანუ საზარალო იყო პირველი პროეკტი „შუამავლისა“ (მე აქ მხედველობაში მაქვს მარტო სავაჭროების გახსნა ოზურგეთში) მხოლოდ შევნიშნავ, რომ „შუამავალი“ დაარსდა იმ აზრით, რომ როგორმე „ხალხის ეკონომიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთო“ და პირველი პროექტი რომ განეხორციელებიათ, სწორეთ თავის მიზანს აცდებოდა; სხვა არა იყოს რა, ხალხის ეკონომიურ წარმატებას შემოტანილ საქონელში რომ დაუწყოთ ძებნა, ეს თვით ეკონომიური კანონების საწინააღმდეგო იქნება, მაგრამ რადგან თვით შუამავლის გამეგობასაც შეუგნია ეს ჭეშმარიტება და შედგომია პროექტის შემუშავებას, ამისათვის ამაზე ლაპარაკი მეტათ მიმაჩნია, მხოლოდ მე მსურს ორიოდე სიტყვით ჩემი აზრიც გამოვთქვა ამ საგანზე.
ჩვენ ის დღე გვადგია დღეს, რაც ევროპაში მაგ. ინგლისში ასის და მეტი წლის წინეთ ადგა იქაურ მუშა ხალხს, რომელმაც მიატოვა სამხრეთის მწვანით მოსილი მინდვრები და დაიძრა ჩრდილოეთის ქალაქებისაკენ, სადაც სხვა-და-სხვა ქარხნებში იწყო მუშაობა. ამდენი მუშის მოზღვავებამ შესამჩნევად დაწია შრომის ფასი და აღარც სამუშაო უთავდებოდათ, რის გამოც გაჩნდა ბრძოლა შიმშილსა და სიკვდილს შუა, დაეცა ხალხის ზნეობა, გამრავლდა ავაზაკობა, დამცირდა სარწმუნოება და სხ. და მხოლოთ შემდეგ გამოუჩნდნენ გულშემატკივარნი, იწყეს დაარსება სხვა-და-სხვა ამხანაგობებისა, კავშირებისა და სხვ. ჩვენ კი ღვთის მადლით ჯერ არ დაგვიგვიანებია, ჩვენი ხალხი უფრო მჭიდროთ არის სოფელზე შეკავშირებული, მაგრამ მოძრაობა აქაც დაეტყო, გაჭირვება თავისას შვრება და ხალხმა იწყო სამუშაოთ დენა სხვა-და-სხვა ქალაქებში და პორტებში, მაგრამ ჯერ-ჯერობით არა მთელი ოჯახობით, არამედ თითო წევრობით, მაგრამ, ვაი, ამათ ბედს. შავი ზღვის პორტებში ბევრია ისეთი ქართველი მუშები, რომელნიც რამდენიმე წელიწადია წამოსულან სამშობლოდან იმ აზრით, რომ რამე ვიშოვნოთ და ოჯახს შევზინოთო, მაგრამ ბედს აქაც უმტყუნებია, ზოგი მათგანი ბევრს ცდილა, ბევრს წვალებულა, მაგრამ იმდენიც ვეღარ უშოვნია, რომ თავისი თავი გამოეკვება. ბოლოს ქალაქს თავისი დაღი დაუსვამს ზნეობით დაუქვეითებია და ეს კეთილი მუშაკი, რომელიც თავის ქვეყანაში კაცათ ითვლებოდა და საზოგადოების წევრს შეადგენდა, რომელიც ცდილობდა როგორმე თავი დავაღწიო ამ გაჭირვებას და ჩემ მტერ მოყვარეში მეც კაცათ გამოვჩნდეო, რისთვისაც შორ ქვეყანაშიაც კი გამოიჭრა, გადაუძახებია იმ უფსკრულისაკენ, საიდანაც დაბრუნება მეტათ ძნელია და ასე სამწუხაროდ დასრულებულა მისი თავგამოდებითი ბრძოლა.
მაშასადამე ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ხალხი სოფლებიდან არ დაიძრეს, სოფელშივე უნდა მოუპოვოთ სახსარი ცხოვრებისა და ამ მიზნის მისაღწევათ ის კი არ არის საჭირო, რომ სხვაგნიდან რაც შეიძლება ბევრი მოვიტანოთ საქონელი, არამედ ისა, რომ რაც შეიძლება სხვაგნიდან ცოტა მოვიტანოთ და სამაგიეროდ ჩვენი გავამრავლოთ და უფრო ბევრი მივაწოდოთ სხვას. დიახ, შველა მხოლოდ ამაშია, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევათ საჭიროა მეურნეობის გაუმჯობესება და მტკიცე ნიადაგზე დაყენება.
აქ უნდა გამოიჩინოს საზოგადოებამ თავისი ძალღონე, საქმის ცოდნა, მამულის სიყვარული, ხასიათის სიმტკიცე და მხნეობა, რომ მიეშველოს გაჭირვებაში ჩავარდნილ ერს და როგორმე იხსნას განსაცდელისაგან.
როგორც ვიცით გურულები ძალიანი წამბაძავნი არიან, იქ ერთი მეორის მიხედვით ყველაფერი ადრე ვრცელდება, მეტადრე ისეთი რამეები, თუ რომ რაიმე სახეირო და სასარგებლოა, რის მაგალითებიც ბევრია, ხოლო აქ ჩამოთვლა საჭიროთ არ მიმაჩნია. მაშ რადგანაც ამნაირი ხალხი გვყავს, ვეცადოთ, რომ მეურნეობა უშკოლოდ გავავრცელოთ მათში, ნუ თუ ყველა მეურნე უსათუოდ აგრონომი უნდა იყოს? აი, ამ მიზნით დავაარსოთ ამხანაგობა, რომელსაც დავარქვათ მეურნეობის დამხმარებელი და გამავრცელებელი საზოგადოება, რომელსაც მიზნად უნდა ექმნეს შემდეგი: შეიძინოს ადგილ-მამული რომელზედაც უნდა გამართოს სამაგალითო მეურნეობა და მიწის მუშაობა, უნდა აშენოს და აკეთოს ისეთი ხეხილები, მცენარეები, ბოსტნეულობა, რომელიც ჩვენში იხეირებს და სხვაგან ბაზარს იშოვნის, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მეაბრეშუმეობას, მეფუტკრეობას, ვაზის მოვლა-მოშენებას და კარგი გვარის ხეხილის მოშენებას, რისთვისაც უნდა შეიძინოს სხვა და სხვა ახალი სამეურნეო იარაღი, გაიჩინოს კარგი ჯიშის შინაური პირუტყვი, გამოიწეროს ყოველნაირი თესლები და ნერგები, რის მოშენებაც და კეთებაც შესაძლებელია ჩვენში და სასარგებლო და დაურიგოს ხალხს, რაც შეიძლება მცირე ფასათ, ეცადოს და იზრუნოს ყველა ამაების ხალხში გავრცელებას, მოიწვიოს ყველა სოფლებიდან მეურნენი და პრაკტიკულათ გააცნოს და აუხსნას, თუ რა როგორ კეთდება, რა დროს და რა ნაირ მიწაზე დაითესოს და როდის როგორ მოექცეს და სხვა; რისთვისაც გამოსცეს პატარა წიგნაკები და უფასოთ დაარიგოს ხალხში, იზრუნოს რამდენიც შესაძლებელი იქნება და ყველა სოფლის ნაწარმოებს ბაზარი მოუპოვოს და სხვ.
მე არ ვკისრულობ აქ სრული პროექტი წარმოვადგინო, არამედ მხოლოთ უმთავრესი დანიშნულებანი აღვნიშნე. როგორც ზევით ვთქვი, გურულებს უნდა მხოლოთ მაგალითის მაჩვენებელი და დამრიგებელი, ამ მიზნის შესრულება ზემოხსენებულ ამხანაგობას კიდევაც შეეძლება.
მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამ გვარ ამხანაგობას სრულ თანაგრძნობას გამოუჩენს და ადრეც შეითვისებს იქაურ სწავლა-დარიგებას; ამრიგათ ამხანაგობის ნაჩვენებ-ნასწავლები და ნამოქმედარი სისწრაფით მოეფინება მთელ მაზრას. ნუ თუ მოსატევებელია ჩვენთვის, რომ მეფუტკრეობა ასე დაბლა დგას გურიაში? მაშ სად უნდა აღორძინდეს ეს ფრიად შემოსავლიანი დარგი, თუ არ გურიაში? ეგევე ითქმის როგორც მეაბრეშუმეობაზე, აგრეთვე ყველა დანარჩენ ნაწარმოებზედაც; ნუ თუ ისე მწირი და უვარგისია ჩვენი მიწა, რომ ჩვენივე დაბა ქალაქებისთვის საჭირო კართოფილი და ხახვი ვერ მოვიყვანოთ ყოველ წლივ? მაგალ. ბათუმისთვის, ფოთისთვის და ქუთაისისთვისაც კი ოცი და ოცდა ათი ათას ფუთობით მოდის ბესარაბიიდან კართოფილი, ხახვი კი შორეული ალექსანდრიიდან. უცხო ვინმე რომ მოვიდეს გურიაში და მას უთხრან, რომ გურულები ალექსანდრიიდან ეზიდებიან ხახვსაო, განცვიფრდება და არც კი დაიჯერებს; ჩვენ კი, ვითომც ასე უნდაო, სრულიადაც არ გვაკვირვებს, გვაკვირვებს კი არა იმის მქადაგებელიც გამოჩნდა, რომ ამხანაგობა დავაარსოთ და უფრო ბევრი მოვიტანოთო. ახლა ავიღოთ ხეხილი. დღეს ისე გაადვილებულია ხილის გადაზიდვა, რომ ჩვენ ადვილად შეგვიძლია რუსეთის ყველა უმთავრეს ქალაქებს მივაწოდოთ ჩვენი ხილი, მაგრამ გურიაში ამ საგანს ყურადღებასაც არავინ აქცევს, მაშინ როდესაც უკანასკნელ გლეხსაც კი შეუძლია ათი და ოცი ძირი ვაშლი გააშენოს თავის ეზოში. ვაშლი, მსხალი და სხვ გურიაში ბევრია, მაგრამ ისეთი არც კი მოიპოვება, რომლის გადაზიდვაც შეიძლებოდეს და ღირსებით კარგი იყვეს. აგრეთვე ბევრია გურიაში ისეთი ეწერ-მაღლობი ადგილები, სადაც სიმინდი, ღომი და სხვ. არ მოდის, რომელზედაც ახლა ბარდ-ეკალის მეტი არა მოიპოვება რა და ტურის სამეფოთ გადაქცეულა. აი, ამისთანა ადგილებზე შეიძლება თხილის გაშენება, რომელიც შრომას უხვად აჯილდოებს, მაგრამ როგორც სხვა ხილი, აგრეთვე არც თხილი მოიპოვება ჩვენში კარგი გვარის, ასე რომ როცა საზღვარ-გარეთის თხილი 4-5 მანეთად იყიდება ფუთი, ჩვენი 2 მ. 2 მ. 40 კ. მეტათ არ გადის. როგორც ზევითა ვთქვი, კარგი ვაშლი, რომლის გაზიდვაც შეიძლებოდეს და ღირდეს გასაზიდავათ, გურიაში არ არის, ხოლო უვარგისი კი ბევრია, რომელიც ახლა ტყუილ-უბრალოთ ლპება, მაშინ როდესაც შეიძლებოდა ამ ვაშლის დათლა და ჩირათ გაშრობა, რომელიც 7 წლის ბავშვსაც კი შეუძლია და ამნაირი ჩირი, მეტათ თუ არა, ორ მანეთათ მაინც გაიყიდება ფუთი. შეიძლება აგრეთვე გავარცელოთ ჭანჭური, ჭერამი, ალუბალი და სხ., რომელიც თუ რომ საშრობი მანქანები გვექნება, კარგ სარგებლობას მოიტანს. მიუხედავად ყველა ამისა გურიაში თუ ვინმე რამე ხეხილს რგავს და მყნის მხოლოთ მისთვის, რომ სახლში საჭირო ხილი ჰქონდეს, ხოლო მას გავყიდი და ფულს ავიღებო, ფიქრადაც არ მოუვა, ასე რომ ბევრი კიდევაც თაკილობს, რომ რაიმე ხილეულობა, ანუ შინაური ფრინველები, ინდოური, ბატი ქათამი და კვერცხი ბაზარში წაიღოს და გაყიდოს, შეიძლება ერთ სოფელში ხუთი ექვსი მოსახლე გამოდგეს, რომელიც კადრულობს და ყიდის ამ გვარ შინაურ ნაწარმოებს და დანარჩენი კი უკადრისად შეცქერის ამგვარ მწარმოებლებს და სწორეთ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ჩვენი ნასწავლი მეურნენი გაურბიან საკუთარი წარმოების დაწყებას. მაგრამ დროა, გამოვფხიზლდეთ, დავთელოთ ამ გვარი სულელური წარმოდგენა და ადგილი დავუთმოთ იმ საგანს, რომელსაც ნამდვილათ შეუძლია ჩვენი ეკონომიურათ წარმატება და ხსნა ამ გაჭირვებულ მდგომარეობიდან.
ამხანაგობას რომ უფრო გაუადვილდეს თავის მოქმედების დაწყება, შეუძლია თავისი წარმოება გამართოს სახაზინო მიწაზე, რომელიც ჩემის აზრით საკმაოთ მოიპოვება ჩვენში და ხაზინაც დიდი სიამოვნებით დაუთმობს გრძელი ვადით ამ ნაირი მიზნისათვის თავის მამულს. მაშ მხოლოთ დაგვრჩენია ისა, რომ გამოჩნდეს მცოდნე და ენერგიით აღჭურვილი კაცი, რომ საქმე ითაოს და სისრულეში მოიყვანოს.
აგრეთვე იმედი მაქვს, რომ მანაირ ამხანაგობას ოზურგეთის ვაჭრებიც დიდ თანაგრძნობას გაუწევენ და ერთხელ კიდევ დაუმტკიცებენ საზოგადოებას, რომ ისინი არამცთუ გაურბიან საზოგადო სასარგებლო საქმეს, არამედ ისეთივე და თითქმის უფრო გულშემატკივარი არიან, ვინემ დანარჩენი წევრნი საზოგადოებისა. ვამბობ, ერთხელ კიდევ დაუმტკიცებენ-მეთქი, იმიტომ რომ პირველი ამხანაგობის დაარსება (მეეტლეთა ამხანაგობა) ჩვენში ეკუთვნის ოზურგეთის ვაჭრებს, რომლებიც მეოხებითაც ყოველ წლობით რამდნეიმე ათასი მანეთი რჩება საზოგადოებას ჯიბეში.
ივანე ცეცხლაძე
სოფლის ვითარება
გურია, ჯვარცხმა ერკეთი და დაბა ჩოხატაური.
ჯვარცხმა და ერკეთი მეზობელი საზოგადოებებია, ორივე დაჯილდოვებულია ბუნებით. წელს მაინც შვენიერ მოსავალს მოველით. სხვათა შორის ჩვენებურ ჩხავერს ძალიან ასხია. აქედან ბლომათ გააქვთ სხვა-და-სხვა ქალაქებში: არაყი ადგილობრივ მცხოვრებებს, თუთუნი, აბრეშუმი, თაფლი და სანთელი - სომხებს და ბერძნებს. ერკეთში ხშირათ შეხვდებით ისეთ მოსახლეს, რომელსაც აქვს გასასყიდათ 100-200 ფუთი თუთუნი, 1-21/2 ფ. აბრეშუმის პარკი, 25-35 ფ. სანთელი და თაფლი. ყველა ამას ჩარჩები ყიდულობენ ძალიან იაფათ, ის ჩარჩები რომელტაც პირველათ ვაწრობა დაიწყეს რამდენიმე ათი მანეთით, ახლა რამდენიმე ათი ათას მანეთს ატრიალებენ. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა დაგვიხსნიდეს ამ ჩარჩ-ბაცაცებისაგან. ამხანაგობსაც კარგი მოგება დარჩებოდა და ჩვენც გადავურჩებოდით იმათ შეუბრალებელ ბრჭყალებს. ვიღაც სომეხ ვაჭარს ვეებერთელა პარკთ საწყობი გაუმართავს ჩოხატაურში და 1800 ფუთი პარკი აქვს ნაყიდი (ამავე ვაჭარს აქვს ლანჩხუთში, საჯაოხოში და აბაშაში 2500 ფუთამდის) ყიდულობს 9-10-11 მან.; ჰყიდის 40-43 მან. ფუთს. ამას გარდა რამდნეი იყიდეს ურიებმა?! ამას ის ემჯობინება, რომ აწი მაინც, გურიის ამხანაგობა გამართავდეს აქ საწყობებს და იყიდდეს ხალხის ნაწარმოებს. თუ ფული არ ეყოფა, შეუძლია ნისიათაც აიღოს და გაყიდვის შემდეგ სოფლელებს თავიანთ ნაწარმოების ფასი სინდისიერათ დაურიგოს.
არაყს ორთავე ადგილას ხდიან, უფრო ბევრს კი ჯვარცხმაში. არაყმა ეს უკანასკნელი წელში გამართა; ხშირათ შეხვდებით ისეთ მოსახლეებს, რომლებიც ხდიან 100-250 ვედრას. სხვა აქ არაფერი არ იყიდება (თუმცა ხილი ძალიან ბლომათ არის, მაგრამ ამას ვინ აქცევს ყურადღებას). საუბედუროთ ახლა ჯვარცხმა უკან მიდის. მიზეზი არის პატენტის გადიდება. არაყის გამომხდელი ახლა დღე-და-ღამეში 12-15 მან. იხდის. საცოდავებს მოსაგები არაფერი რჩებათ და ტყუილა იწვიან-იხრაკებიან. სოფლელები ხედავენ, რომ თავის რჩენა გაჭირდა და სხვა-და-სხვა ადგილას დაწოწავენ ლუკმა პურის საშოვრათ. უფრო კი გემებზე სამუშაოთ მიჰყვებიან იმათ, რომლებსაც ახსოვთ მხოლოთ თავის თავი, რომლებიც თითო მუშას 40-50 მან. ნამუშევარში აძლევენ 6-10 მან.; რომლებმაც თავისის ექსპლუატატორობით, შეიძინეს ბლომათ ფული, ადგილ-მამული და გამოსჭიმეს უზარ-მაზარი სახლები.
ჯვარცხმაში დიდი ხანი არ არის რაც გხსნეს ორკლასიანი სკოლა. სკოლის აშენება გაიცა იჯარით, დაიწყეს - 4000 მანათიდან. დარჩა ასაშენებლათ მამასახლისის სახლი კაცს ი. ჩხიკვაძეს 2500 მან. შენობა შორიდან მომხიბლავია, ახლოდან-კი ადამიანს თავ-ზარი დაეცემა. კედლები, იატაკი და ჭერი დანგრეული; წვრილი სვეტები დაზნექილან სიმძიმისაგან. აქვე სკოლასთან არის სასოფლო სასამართლო.
ამ შენობის წინ ამაყათ დგას „ხელ-ფეხიანიმუხა“. მუხაში ორი ადლის სიმაღლეზე ფუღუროა. ფუღუროში რვა წლის წინეთ ესვენა ღვთის-მშობლის ხატი, ახლა ცარიელია. ამ მუხის შესახებ მოხუცებულები შემდეგს მოგვითხრობენ: „ძველათ აქ იყო გაუვლელი - ხშირი ტყე, სავსე სხვა-და-სხვა ნადირებით და ფრინველებით. ამ მუხის ძირში ასამართლებდნენ დამნაშავეებს - ავაზაკებს და სჯიდნენ მათ საშინელი სიკვდილით; ჭრიდნენ ხელ-ფეხს და ჰკიდებდნენ მუხის კენწეროში. (სხეულებს კი ტყეში ისროდნენ.) აი აქედან დაარქვეს ამ უზარ-მაზარ მუხას „ხელ-ფეხიანი“.
მუხის იქით-აქეთ რამდენიმე ახალი აშენებული დუქნებია. ხალხი ბლომათ გროვდება აქ ყოველ საღამოობით და ლაზღანდარობს. დიდ სარგებლობას მოიტანდა აქ სამკითხველო. იმედია მასწავლებლები ბ.გ. ზაზაროვი და ბ.ს. წაქაძე როგორმე ეცდებიან და ჩააგონებენ ხალხს სამკითხველოს მნიშვნელობას. ერთი მეორეზე თითო მოსახლემ რომ ორ-ორი აბაზი გადაიხადოს, 500-700 მანეთი შეგროვდება. ხიდისთავში არის ორ-კლასიანი სკოლაც და ბიბლიოტეკაც. იქაურ მოსწავლეებს თითქმის ყველა ქართული წიგნები აქვთ გადაკითხული; აქ კი ლ-ის „მეთოდით“ სწავლებამ ჭკუა-გონება მთლათ დაუხშო მოსწავლეებს; აი ამისთვის არის საჭირო ბიბლიოთეკა, რადგანაც მათ ეჭირვებათ გონებრივი განვითარება.
ჯვარცხმა შესდგება 5 სოფლიდან. ჯვარცხმის სოფელში ყველაზე მეტი მცხოვრებლებია, საყდარიც დიდია აქ. კვირიკობისთვის დამლევს ეს საყდარი შესაკეთებლათ და შესაღებათ აიღო ი. ჩხიკვაძემ. იმედია ამასაც ისე ერთგულად გააკეთებს, როგორც გააკეთა სკოლა! აქ საყდარზე ყველა უქმ-დღეობით ჩხუბი იმართვის ხოლმე. მიზეზი გახლავთ აქაურ აზნაურების დიდ-გულობა და თავ-გასულობა. ხალხი დაყოფილია ეგრე წოდებულ პარტიებათ. დამნაშავეები ბრძანდებიან ჟღე-ბი, რომლებსაც უნდათ ხელახლათ ბატონ-ყმობის შემოღება, რომელსაც ეზარებათ მუშაობა და გაჭირვებიათ სიცოცხლე. ერთი კი ძალიან კარგათ ცხოვრობს, მიწა-მამული ბევრი იყიდა; ძალიან შემწეობასაც აძლევს სოფლელებს, მით, რომ ფულს ასესხებს 25-36% (ს. ჩიბათში ერთს ამისთანა ბატონს მთავრობამ აუკრძალა გასესხება; კარგი იქნებოდა ამისთვისაც ყურადღება მიექციათ; იქნება ცოტაოდენი დაშინებულიყო!) სხვები რას არ ჰკადრულობენ. ზოგი მეველეებათ (ყანების მცველებათ) დადგნენ და მინდვრიდან განგებ მირეკავენ პირუტყვებს ყანაში და შემდეგ იჭერენ. ზოგს ჰკლავენ და ჰჭამენ, ზოგში კი ერთ-ორ მანეთს ახდევინებენ პატრონებს. ზოგი კი ჩოხატაურის ახლო, სუფსის ხიდთან - ხანჯლებით ხვდებიან ნაგომრიდან ურმებით მომავალ ურიებს, რომლებიც ბაზრობამდე მოდიან ხოლმე, და შოსსეზე საცოდავებს ძალით ბაჟს ახდევინებენ. ზოგი კი ერთ და იმავე მიწას რამოდენიმე-ჯერ ჰყიდიან. ასე ვერ გათამამდებოდნენ, რომ თავიანთ მეგვარის (ჩოხატ. ბოქაულის) იმედი არ ჰქონდეთ.
შვენიერი მამასახლისიც გვყავს! ქრთამი მისი მოგონილია. სოფლელებს ტყავი „გააშპო“. სხვათა ბოროტებათა შორის ახალ გამოსულ „პასპორტშიაც“ 60-90 კაპ. იხდევინება, მისი წყალობით აუშენებიათ სკოლა ასეთი შვენიერი; თითონ ფულები ჩაიჩხრიალა ჯიბეში და სხვა კი რა ენაღვლება!?
ჯვარცხმელები გაიძახიან: „ვაის გავეყარეთ, ვუის შევეყარეთო“. მართალიც ასე არის. „ვაი“ გახლდათ უწინდელი მამასახლისი, „ვუი“ - ახლანდელი.
ჯვარცხმიდან ჩოხატაურამდის 1½ ვერსია. ჩოხატაური - ზემო გურიის „სატახტო დაბაა“ აქ ცხოვრობს ყოვლათ ბატონი ბოქაული გ. ჟ-ი, რომელიც ვისაც წაიხელებს მრუდ-და-მართალს უმოწყალოთ ტყეპს მათრახით. კვირიკობისთვის დამლევს მათრახით თავ-პირი ისე დაუსისხლიანა ს. ხევის (ერკეთის საზ.) გზირს, რომ საცოდავი საშინელი სანახავი იყო. ეს ის ჟ-ი ბრძანდება, რომელსაც სოფლელებმა რამდენჯერმე გაუყვანეს ჩ-ში დაჭერილი ქურდები-ავაზაკები და ამან კი ისინი მეორე დღეს გაუშვა.
ეტლები აქედან ყოველ დღე დადიან საჯაოხოში (10 ვერსი გზაა.) ეტლები კერძო პირთ ეკუთვნის, რომლებიც შეთქვამენ პირს და უზომო ფასს იხდევინებიან; ამას ვიღა ჩივის, რომ ფიჩხულივით არ აწყობდენ შიგ ხალხს; თუ ბლომათ ჩასაწყობი იშოვეს, თითო მანათს იხდევინებიან და თუ ცოტა - ორ, სამ მანათს, ისიც დიდი თხოვნა-ვედრებით. ამის ატანაც შეიძლებოდა, რომ გზები შიშის ზარს არ სცემდეს ადამიანს, მიდიხარ და ყოველ წუთში მოელოდები ეტლის გადაბრუნებას.
გზის მოიჯარადრე ბ. ც-ძე, სულ არ აქცევს ყურადღებას გზის გაკეთებას. ფულებს ბლომათ იღებს და გზას-შოსეს სრულებით არ აკეთებს. დაუტეხელი ქვის ხვავები-გროვები იჭერენ მთელ შოსეს; ეტლს და ურემს ვეღარ შეუარნიათ ერთმანეთისთვის. ზამთარში მუხლამდის ლაფი დგას. შარშან ეტლით მოვდიოდი ღამის 12 საათზე. ეტლი ჩაიფლა; ჩამოვხტი, გალოშები და წაღები გამძვრა. დავუწყე ძებნა. თევზაობა ვისწავლე უშველებელ ყინვიან და ბნელ ღამეში; მეეტლეს ვკითხე, რატომ ეტლზე ფარნები არ არის მეთქი. მან მომიგო: „ჩემი რა ბრალია, ცემი ხაზეინი ასე შობა, ეკონომიას ეწევაო“. „ხაზეინის ეკონომიამ“ ძალიან გამაბრაზა, მაგრამ ვერაფერი მიშველა ამ გაჯავრებამ. ფეხსაცმელები მივატოვე „ჯურღმულსა ტალახისასა“.
ჩვენში ცრუ-მორწმუნეობა კიდევ არის; ამიტომაც მარჩიელებიც ბევრი გვყავს; საუკეთესოთ ხალხში ითვლებიან: ს. იანულშიო გიორგაძე, დ. ჩოხატაურში - მეგრელიშვილი და საჯაოხოში ძნელაძე. მათდა საბედნიეროდ, ამათ ცოლ-შვილი დაჰხოციათ. ამით სარგებლობენ და აი რას ამბობენ: „ჩვენ დიდი ხანია რაც როკაპთან დავდივაღ იმას ცოლ-შვილი შევწირეთ და ექიმობა გვასწავლაო. წამოდით ჩვენთან ახალ-გაზდა შეიარაღებულო ყმაწვილებო და გაჩვენებთ მინდორზე ერთ უშველებელ ხეს, რომელზედაც ვჯდებით როკაპთან მიმავალნი, მხოლოთ საშიში კი ის არის; თუ დაგინახეს, დაგესევიან და მოგკლავენო.“ ეს სიტყვები ძლიერ აშინებს ხალხს და ვერავინ მიჰყვება მათ.
- ჩვენო, ამბობენ, ვისვამთ იღლიაში როკაპისაგან მოცემულ წამალს და აი ამ წამლის წყალობით მივფრინავთ მასთანო...
მათ ნალაპარაკევს რომ მივდიოთ, შორს გაგვიტაცებს. ხალხის გული კი ძალიან მოიგეს. ყოველდრე მათი ეზოები სავსეა ხალხით. საიდან არ მოდიან! მარჩიელობა ღირს - 5 კაპ., შელოცვა - 10 კაპ., ერთი შუშა წამალი 40-50 კ. და შინ წაყვანა 1 მ. შემოსავალი ბევრი აქვთ. კარგი იქნებოდა, ამათ მიაქციონ ჯეროვანი ყურადღება და აუკრძალონ ხალხის ყვლეფა, ცარცვა და მოტყუება. ყვლეფას ვინღა ჩივის, ოღონდ ხალხი გააჭორიკანეს.
რამდენმა მეცნიერებმა შესწირეს თავი მეცნიერებას და კარგი საფრენი მანქანა ვერ მოიგონეს. ეს ჩვენი მარჩიელები თურმე წამლების შემწეობით ფრინავენ. კარგი იქნებოდა მეცნიერები დაუახლოვდებოდენ ამ მე-XIX საუკუნის „მეცნიერებს“, შეისწავლიდნენ მათგან ყველაფერს, უფრო კი წამლების მზადებას. მერმე რარათ გვინდა ან რკინის გზა, ან მატარებელი, ან გემები, ან საფრენი ბურთები და სხვა. ამოვისვათ იღლიაში წამლები და „ვიფარფაშოთ-ვიპარპალოთ“ მაღლა.
გაუმარჯოს ჩვენ მარჩიელებს და მათ როკაპს!
ცულ-ღუზა
ს. აკეთი (გურია). მადლობის გამოცხადება. ბ-ნო რედაქტორო! უმორჩილესადა გთხოვთ თქვენის გაზეთის შემწეობით უგულითადესი მადლობა გამოვუცხადოთ იმ პირთ, რომელთაც შემწეობა აღმოუჩინეს აკეთის მაცხოვრის სამრევლო სკოლას, სახელდობრ: თ. ნ. თავდგირიძემ - 30 მან.; სიმონ ჯაყელმა, გიორგი თოხაძემ, ჯ. ბაჟუნაიშვილმა – თითო თუმანი; ბლაღ. მღვდ. არსენ თოხაძემ, მღვდელმა ბ. თოხაძემ, საბა ჭეიშვილმა, ტ. თოხაძემ, არ. მგელაძემ, კ. დათუნაიშვილმა, დ. დათუნაიშვილმა, ფ. მჭეიშვილმა – ხუთ-ხუთი მანეთი, კ. ჯაყელმა, დ. ჯაყელმა. ტ. ჯაყელმა, ლ. ჯაყელმა – ოთხ-ოთხი მანეთი; პალე კიღურაძემ ექვსი მან.; ალექსი მჭეიშვილმა, ხოსო ბაჟუნაიშვილმა, პ. თოხაძემ, ას. მჟავანაძემ, ს. თოხაძემ – სამ-სამი მანეთი.
გთხოვთ ამავე გაზეთის საშუალებით მოაგონოთ შემოიტანონ დაპირებული ფულები იმ პირებმა, რომლებმაც კეთილ ინებეს ოქმზე ხელის-მოწერა და შემწეობის აღმოჩენა.
კომისიის წევრთაგანი
ჯურუყვეთი (გურია). ნიაღვარში დახრჩობისაგან გადარჩენა. 7 ივნისს აქეთ საშინელი წვიმა მოვიდა, რომელიც სამ დღე და ღამეს გაგრძელდა. ამ სამის დღისა და ღამის განმავლობაში სწორედ რომ კოკის პირულად სწვიმდა. ადგა საშინელი ნიაღვარი, მრავალი ყანებიც წალეკა. ამას მიემატა რიონიც, რომელიც ჩვეულებრივად გადმოდინდა და მთელი აქაური დაბლობი თუ ტყვე-ველი წყლითარის მორწყული. პატარა მდინარეები ხომ საშინლად გადიდნენ. იქ, სადაც ორი მდინარეები, ლესისა და ღვედის წყალი შეერთდებიან, აღელვებულ მდინარეში ჩავარდა რკინის გზის მუშა მ. სამხაძე, რომელიც წყალმა სწრაფათ გააქანა ქვევით. მისდა ბედათ წყალში ჩავარდნილს თვალი მოჰკრა ამ საზოგადოების მამასახლისმა ს. ნინიძემ, რომელიც საჩქაროდ მიეშველა და საწყალი მუშა სიკვდილს გადაარჩინა. ასეთი კაცთ მოყვარეობისათვის სწორედ ღირსია მამასახლისი ჯილდოისა. ასეთი ღირსეული ჯილდო სხვებსაც წაახალისებს ამისთანა კეთილ საქმეში.
კუ-კუ!
ს. ხაჯალია (გურია). მადლობის გამოცხადება. ბ-ნო რედაქტორო! ნება მიბოძეთ თქვენი გაზეთის საშუალებით უგულითადესი მადლობა გამოუცხადა სადგურ ჯუმათის მოსამსახურე ტელეგრაფისტებს კოწია თოფურიას და ი. ფანილს, რომლებმაც კეთილ ინებეს და შემოსწირეს რწმუნებულ ჩემდამო ხაჯალიის სამრევლო სკოლას პირველმა 16 ცალი ქართული საბავშვო წიგნი როსტომაშვილის გამოცემა, რომლებიც თითოეულად ბოვშვებს წაუკითხე და ეხლა ინახება სკოლის სალაროში. მეორემ მთელი წლის საყოფი სამელნე ფქვილი, ყარანდაშები და ფოლადის კალმები. აგრეთვე დიდი მადლობის ღირსია ბატონი სადგურის უფროსი ფ. გაბუნია, რომელმაც ყულაბა ჩამოჰკიდა და შიგ აგროვებს ღარიბ მოსწავლეთათვის გროშებს. ამათ მარტო სკოლას არ შეხედეს მოწყალე თვალით, არამედ ღარიბ ხაჯალიის ეკკლესიისთვისაც შეჰპირდნენ შემწეობას და კიდევაც შეუდგნენ გროშების შეგროვებას. იმედია, ამ კეთილ საქმეს სხვებიც მიბაძავენ.
მღვდელი ნ. ჯიჯიეშვილი.
დ. ჩოხატაური. დეპუტატების განკარგულება. ერთი თვე მეტია, რაც ჩვენმა დეპუტატებმა ხელი აიღეს ბაზრის სამსახურზე. ამისთანა გლახა დარებში და საშინელ ბნელიან ღამეში ფარნების ანთებასაც დაანებეს თავი. ეს დეპუტატები როცა პირველად დააყენეს, თავ-გადადებულნი იყვნენ ბაზრის სისუფთავეზე, განათლებაზე და ყოველ ასეთ საქმეზე. მაშინ, მთვარიან ღამეშიაც კი ყოველთვის ფარნები იყო ანთებული, ეხლა კი ღამით ბაზარში გავლაც სიბნელის გამო დიდად საშიშოა, რადგან არ იცი, თუ სად რას დაეჯახები. ეს კიდევ ცოტაა. ამდენ ხანს თუმცა ღა არ ანთებდნენ ფარნებს, მაგრამ მათ მაინც დაინახვიდეთ ბაზარში; უცხო კაცი რომ მოსულიყო, იტყოდა მაინც რომ ფარნები ყოფილაო. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ეს ჩვენი ფარნებიც დეპუტატმა ახალ ამხანაგობას დაუთმო, – იმ ამხანაგობას, რომელმაც ახლა მაისის თვიდგან პარკი გახსნა ჩოხატაურის მახლობლად ოცდა ათი საჟენის მოშორებით. ბარემ პარკზედაც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. დიდი ფაცა-ფუცი და ვაჭრობაა პარკზე აქ. ჯერ-ჯერობით ფუთი პარკის ფასი აიყვანეს 14 მ. 50 კაპიკამდე და აწი, არ ვინ იცის, რა იქნება, პარკი ძრიელ ნაკლები მოდის და ხარჯი კი მაზე დიდია. ხაზეინებად არიან აქაური მოვაჭრეები, ერთი მათგანი დეპუტატია, გამგედ ბათომელი ბერძენი ჰყავთ მოყვანილი, რომელსაც თვეში 80 მ. აძლევენ.
ვ ლ–ძეს.
დ. ჩოხატაური (გურია)
დაბის უსუფთაობა. ამ დაბაში არავითარი წეს-რიგიანობა არ არსებობს; ქუჩა მოუკირწყლავია, ალაგ-ალაგ ლაფი დგას, აქა-იქ-კი დაუყრიათ უშველებელი ქვები, რომლებიც ღამით გამვლელთ ადვილად მოსტეხენ კისერს. დაბა გაუნათებელია, დუქნების წინა და უკან საშინელი სიბინძურეა; არა აქვთ საქონლის დასაკლავი სუფთა ადგილი; წუმპეში კლავენ საქონელს და ისე ბინძურ ხორცს აწვდიან მყიდველთ და სხვ. თუმცა ამ დაბას დეპუტატები-კი ჰყავს დაყენებული, მაგრამ ჰყავს მხოლოდ სახელით და არა საქმით.
სკოლა და სამკითხველო. მართალია, სკოლა და ბიბლიოთეკა-სამკითხველო კი არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი არ ასრულებს თავის დანიშნულებას. სკოლა მეტად პატარაა, 60-80 ბავშვს ძლივს იტევს, ხოლო ყოველ წლის სწავლის მსურველთა რიცხვი 100-ს აღემატება. წელს, 1-ლ სექტემბერს, მე, ამ სტრიქონების დამწერმა, თვითონ ვნახე, რომ ამ სკოლის მასწავლებელმა ოთხმოვი თვალ-ცრემლიანი ბავშვი გაისტუმრა უკან, უადგილოობის გამო. ერთი სამრევლო სკოლა არსებობდა გოგოლეისუბანში და წელს საბრალო დაკეტეს. იქ მოსწავლე 50 ბავშვიც და 150 სხვა, სულ 200 ბავშვი წელს ფარცხმის საზოგადოებაში უსწავლელად დარჩა.
სამკითხველო? მისი საქმეც ახლართულ-ჩახლართულია, მისი ლალა-ძიძები ზოგი ალთას გარბის, ზოგი ბალთას, თანხმობა და ერთობა არა აქვთ. სამკითხველოსთვის ერთობ ცოტას ზრუნავენ, რის გამო საშინლად ღარიბია აქაური სამკითხველო. გამგედ ვიღაც ბავშვი დაუყენებიათ და თუ სთხოვეთ რომელიმე ჟურნალ-გაზეთი ან წიგნი, ერთხანს გაშტერებული შეგყურებთ, თითქოს უკვირს, რას მეკითხებაო და ბოლოს-კი გიპასუხებს: „არ არის, ქე წეიღო ვინცხამო“
ავადმყოფობა. ეს ორი წელიწადია საშინლად გავრცელდა აქეთ ერთგვარი ანთებით ავადმყოფობა და ბევრიც იმსხვერპლა
აბელი
ს. ნიგოითი (გურია) სკოლის ბაღის მდგომარეობა
აქაურ ორკლასიან სამინისტრო სკოლის ბაღში არის მოშენებული ბჟოლა (თუთა) და სხვა და სხვა ნამყენები, აგრეთვე არის ცარიელი მიწაც, ბოსტნეულობის მოსაყვანათ. დღეს მთელი ეს ბაღეულობა განადგურებულია პირუტყვისაგან. და ეს გახლავთ იმის მეოხებით, ვინც ბაღის ყურისმგდებელი უნდა იყოს.
მათე გ-ლაძე
ქ. ოზურგეთი. კბილის ექიმი
ერთი თვე იქნება, რაც აქ ჩამოვიდა კურს დამთავრებული კბილის ექიმი ბ. სამსონ ვაშაყმაძე და კიდევაც გახსნა გ. ქარცივაძის სახლში კაბინეტი. მიიღო ყოველივე ხელსაწყო მასალები მოსკოვიდან და ექიმობს. სასიხარულო უნდა იყოს ასეთი ექიმის მოსვლა ოზურგეთელებისთვის, რადგანაც ამდენ ხანს აქ არავინ ყოფილა მცოდნე კბილის ექიმი და ხშირად მოსალოდნელი იყო აქაური უვიცივ ექიმები კბილთან ერთად ყბაც მოეგლიჯათ ავადმყოფისთვის. თუ ვისმე კბილის გაკეთება დასჭირდებოდა, დაპლომვა ან ახლის ჩადგმა, უნდა წასულიყო სხვა ქალაქში, რაც ორკეც ფასათ ჯდებოდა. ეს პატივცემული ექიმი ვაშაყმაძე ძლიერ პატიოსანი კაცია და თავდაბალი. მოსწავლეებს და ღარიბს კბილის ამოღებისთვის არას ახდევინებს და რეცეპტსაც მუქთათ უწერს
ლეხოურელი
საუფლისწულო უწყება ამ წელს გურიის პლანტაციებიდგან 5000 გირვანქა ჩაის მოკრებას ელის, ხოლო მერმის 20 ათას გირვანქის იმედი აქვსო, სწერს გაზ. „ცნ. ფურც“-ი.
20 მომავალ მარტს დანიშნულია ქალაქ ოზურგეთის თვითმმართველობის რწმუნებულთა არჩევნები 1900-1904 წლებისათვის.
18 თებერვალს ქ. ოზურგეთში შესდგა გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობის „შუამავალის“ წარმომადგენელთა წლიური კრება. სხვა წლებთან შედარებით წელს დიდი მოგება უნახავს ამ ამხანაგობას: სხვა და სხვა საწარმოვო ანგარიში ამხანაგობისა ასულა გასულ 1899 წელს 152 ათას მანეთამდე; ქონება და შემოსავალი ყოფილა ამავე წლის განმავლობაში 24 ათას მანეთამდე. წმინდა მოგება დარჩენილა 7555 მან. 69 კაპ.; თითოეულს ამხანაგობის წევრს 20 მანეთიან პაიზე მოუწევდა, წესდების ძალით, 40 პროცენტი წმინდა მოგებისა, ანუ 7-8 მანეთამდე; მაგრამ ამხანაგობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაადგინეს დაერიგებინათ დივიდენდათ მხოლოდ 12 პროცენტი, დანარჩენი კი დაეტოვებიათ საბრუნავ-საწარმოვო თანხად ამხანაგობის მოქმედების გასაძლიერებლად; 20 პროცენტი გადაიდვა სათადარიგო თანხად და 20 პროცენტი საქველ-მოქმედო თანხად, რომელიც უნდა მოხმარდეს, წესდების ძალით, სამეურნეო ცოდნის ანუ საშუალებების მოპოვება-გავრცელებას ჩვენს საზოგადოებაში. ამ ჟამად ამ თანხიდან კრებამ დაადგინა გახსნას კიდევ ლანჩხუთში ისეთივე სახელოსნო, როგორიც არის დვაბზუში, სადაც 30-40 ახალგაზრდა ქალი სწავლობს სხვა და სხვა ხელობას. ამ სამეურნეო-საქველ-მოქმედო თანხის ანგარიში კრებამ დაავალა გამგეობას ცალკე იქონიოს და ყოველ-წლიურად უმატოს შემოსავლიდან დანიშნული წვლილი. პაის ქაღალდი, გამოანგარიშებითა და ქონებასთან შედარებით, ღირს 35 მანეთი, მაგრამ კრებამ დაადგინა 30 მანეთად მიჰყიდოს ახალ წევრებს. ამნაირად, როგორც ვხედავთ ჩვენი გურიის „შუამავალი“ კარგს გზაზედ სდგას ამ ჟამად.
ყოვლად სამღვდელო ალექსანდრეს, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოზს, ერთი ფრიად სასარგებლო საქმე განუზრახავს: გადაუწყვეტია ქ. ოზურგეთში გახსნას ქართული გალობა-სიმღერის შესასწავლებელი კაბინეთი, ისეთი როგორიც ტფილისში იყო და სადაც ყველა მსურველები სწავლობდნენ ჩვენებურ გალობა-სიმღერას. ამ აზრის განსახორციელებლად ყოვლად სამღვდელო ალექსანდრემ მოითხოვა დახმარება ოზურგეთის ქალაქის თვით-მართველობისაგანაც, რომელმაც ამ კაბინეთისათვის შესაფერი ბინა უნდა იშოვოს. ქალაქის მოურავმა ყოველნაირი დახმარება აღუთქვა ყოვლად სამღვდელოს ამ საქმეში. პირველად გალობის მასწავლებლად მოწვეულია ათონში გაზდილი და ტფილისის კაბინეთის დამაარსებელი თ. მელქისედეკ ნაკაშიძე, რომელსაც ყოვლად სამღვდელომ ყოველ ნაირი ხელის გაწყობა დაჰპირდა, თუ კი ის საქმეს ჯეროვანად დააყენებს. იმედია, ცოტა ხნის შემდეგ, უწმ. სინოდიც საკმაო დახმარებას აღმოუჩენს ამ სასარგებლო საქმეს. გურიაში მართლა ნამდვილი საჭიროებაა გალობის სასწავლებელის დაარსებისა: აქ შენახულია ყოველ ნაირი ჩვენი ძველი გალობის კილო და ცოცხალია დღესაც ბევრი ჩვენებური ზეპირი გალობის კარგად მცოდნე პირები, რომლების ცოდნით, უეჭველად, უნდა ვისარგებლოთ, თუ გვინდა აღვადგინოთ ჩვენში ძველი გალობა-სიმღერა.
15 მარტს ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე, დაპირებისამებრ, მობრძანდა ქალაქ ოზურგეთში საგალობელი კაბინეთის დასაარსებლად. ამ დროისათვის მოწოდებული იყო ქ. ოზურგეთში მთელი მაზრის სხვა და სხვა სოფლებიდან სამღვდელოება, რომელიც შეიკრიბა საღამოს ქალაქის მოურავის ნიკო თავდგირიძის სახლში, სადაც მოვიდნენ სხვა თანამგრძნობელნიც ამ საქმისა. ყოვლად სამღვდელომ გამოუცხადა ყველა შეკრებილთ თავის სურვილი ქ. ოზურგეთში ჩვენებური საეკკლესიო გალობის სასწავლებელის დაარსების და სთხოვა მათ თანაგრძნობა-შემწეობა აღმოეჩინათ ამ ახალი კეთილი დაწყებულებისათვის. შემდეგ ნიკო თავდგირიძემ დამსწრე საზოგადოებას წაუკითხა ამ „საგალობელი კაბინეთის“ დაარსებისათვის შემუშავებული წესდება, რომელიც ყველასაგან მოწონებული იქმნა. შემდეგ იქვე მთლად შეკრებილი საზოგადოება ჩაეწერა წევრებად და შეძლებისამებრ ყოველ წლიური შემწეობა აღუთქვეს ამ საქმეს. თვით ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე, რომლის მეოხებით, განსაკუთრებული მეცადინეობით და შემოწირულებით არსდება ეს საქმე, მთელმა კრებამ ერთხმად აირჩია სამუდამო საპატიო წევრად; ამ ჟამად ყოვლად სამღვდელომ ასი მანეთი დაასდვა და აღუთქვა ყოველივე საჭიროების დროს დახმარება ნივთიერადაც, სხვა მრავალნაირ ხელის გაწყობა - თანაგრძნობის გარდა. აქვე საპატიო წევრად ჩაიწერნენ და ასი მანეთი ნაწილ-ნაწილად აღუთქვენ: ნიკო თავდგირიძემ, ბლაღოჩინმა არსენ თოხაძემ, ბლაღოჩინმა დიმიტრი ქიქოძემ, მღვდელმა ლუკა ურუშაძემ და საეპარქიო კანცელარიის მდივანმა ჩაჩანიძემ; ყოველ-წლიური შემწეობა ხუთ-ხუთი მანეთით აღუთქვეს ყველა სოფლის მღვდლებმა და ბევრმა დამსწრემ საზოგადოებისაგან; შემდეგ კრებამ აირჩია გამგეობა ამ საქმის მომწყობ-გამძღოლი: საპატიო თავმჯდომარედ ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე. მის თანაშემწედ - ნიკო თავდგირიძე; წევრებად: ბლაღოჩინი არსენ თოხაძე, მღვ. ლუკა ხუნდაძე (ხაზინადრად), მღვდელი გიორგი თოხაძე და მღვდელი დავით დუმბაძე. ამ გვარად დაიწყო ოზურგეთის საგალობელი კაბინეტის საქმე.
კვალი N29, 1901 წელი: ოზურგეთიდან გვწერენ: 8 ივლისს საშნელმა ნიაღვარმა წალეკა ახლო-მახლო ადგილები, სასიკეთოთ აღარაფერი დაუტოვებიაო.
მოგზაური N11-12, 1902 წელი
სარკე გურულთა ცხოვრებისა. ძველათ ქართველები საზოგადოთ თავის ქალიშვილებს მზითევში ვეფხის-ტყაოსანსაც ატანდნენ, ეს ჩვეულებათა ჰქონდათ. გურულები კი დღეს ისე არ გაათხოვებენ ქალს, რომ მზითებში ექვსი ვენის სკამი კარგი კომოდიურთ თან არ გაატანონ, ეს მოდათაა ახლა; ამ ბოლო დროს სამოვარიც თან დაატანეს, რაიცა, მგონია ჩაქვის ჩაის პლანტაციის გაუმჯობესებამ გამოიწვია მათში. მოყვარემ თუ მიუკლო უკანასკნელი, ქალის წამყვანი შეუთვლის: თუ „სამოარსაც" არ მიგზავნი, შემომითვალე, ვარს ვჩივი ყოლიფერზედ, აღარ მიმყავს ქალიო
9 აგვისტოს ს. იანეთში დილით აქ მცხოვრებს ბორის პოდკოზინს მიუხდნენ შეიარაღებული კაცები, როგორც ამბობენ 20 კაცამდე. წაიღეს ფულად და ბანკის კუპონებათ 4,000 მანეთამდე - წაიღეს აგრეთვე ერთი თოფი ახალის სისტემისა. ამის გამო მეორე დღესვე აქ მოვიდა ვიცე-გუბერნატორი კალაჩოვი და შეკრებულ ხალხს უბრძანა, რომ ყოველივე ღონე ეღონათ ქურდების აღმოსაჩენად - წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაქურდალი უნდა ეზღოთ. სოფლელებმა აჩვენეს, რომ ისინი დიდ პატივს სცემენ ბ. პოტკოზინს როგორც მათ ყოველ გასაჭირში დამხმარე პირს.
15 აგვისტოს ნაშუაღამევს ბასილეთის საზოგადოებაში სოფელ ბუკნარში - წისქვილიდგან გამოუძახეს გლეხს ბასილა დოლიძეს და თოფით მოკლეს. მკვლელები არ შეუპყრიათ. მიზეზს ასახელებენ კერძო მტრებს დოლიძისას, რომლებიც ბლომად ჰყოლია.
ამ დღეებშივე სად. ჯუმათის ახლო აზ. ჭყონიას დაუწვეს სამზადი სახლი.
15 აგვისტოს ოზურგეთში მობრძანდა ქუთაისის გუბერნატორი ბ–ნი სმაგინი. დაბრუნდა აგრეთვე მაზრის უფროსი ლაზარენკო, რომელიც აგარაკად იყო წასული.
ოზურგეთი. 6 სექტემბერს გამართული წარმოდგენის შემდეგ „კვარტეტი“ უნდა შეესრულებინათ, მაგრამ ერთმა „არტისტმა“ (აი, თვით რომ ჰგზავნის ხოლმე რეცენზიებს თავის თამაშის შესახებ) განაცხადა - უკაცრავად, ისე გავიჟღინთე ღვინით და იმდენიც ვიღრიალე სამიკიტნოში, რომ ხმაც ჩამეხრინწა და ვერც ფეხზედ დადგომას ვახერხებო.
იქიდგანვე. 8 სეკდემბერს ნაშუაღამევის 1 საათზედ, ისეთი ყიჟინა და თოფის სროლა ასტყდა სასაფლაოს ქვეით, რომ აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა ეგონებოდა კაცს; ყოველის მხრით შემოერტყნენ მტრებსა და მიიტანეს იერიში, მაგრამ ხელში შერჩათ...კალატოზოვის ღორები.
გურია. მოსავალი, - მოკვლის განზრახვა, - გუბერნატორის მოგზაურობა. სიმინდის ტეხა და ყურძნის დაკრეფა გათავდა დიდის გაჭირვებითა და ვაი-ვაგლახით. მოთავდა რთველი და ცოტა ხანს დარებიც დადგა, თუმცა მანამდის ისეთი წვიმა და ავი დარი იყო, რომ ტალახში ტოპვით აგროვებდნენ მოსავალს. თუ წვიმს - ტალახში ვიხრჩობით, თუ გამოიდარა - სიცივე გვაწუხებს. ასეთი არეული ამინდი სწორედ არ მახსოვს. სამაგიეროდ, ხალხის ცხოვრებაშიაც ასევე ჰხდება - აღარ იციან, რა საშუალებას მიჰმართონ, რომ დაააღწიონ ათას ნაირ გაჭირვებისაგან თავი. არის ერთი ნალიების წვა და მტვრევა, ღობეების რღვევა და სახლებში თოფების გრიალი. კაცის კვლა ხომ ორი ერთ შაურად გაჰხდა. ამ თვის შუა რიცხვებში ვიღაცეებმა დაბ. ჩოხატაურის ბაზარში თოფი ესროლეს დ. შევარდნაძეს და ორ ალაგას დასჭრეს. მსროლელთა ვინაობა ვერც გაიგეს და ვერ ის, თუ საიდან მოსული საით წასულა. ამბობენ, შევარდნაძემ გაქცევით უშველა თავს, თორემ ცოცხალი არ გადარჩებოდა, ისე დაუშინეს თოფებიო.
ერთ კვირაზე მეტია, გუბერნატორი მოგზაურობს გურიის სოფლებში და ნახულობს იქაურ სასამართლოებსა და ხალხის ყრილობებს, და ხალხს დარიგებას აძლევს.
ნაგომარი (გურია): ნაგომარში არსებობდა შემნახველ-გამსესხებელი საამხანაგო კასა. ამხანაგომას ყავდა ასამდე წევრი, გამგეობა და კასირ. საქმე კარგათ მიდიოდა. ბევრმა კერძო ფულებიც მიაბარეს. ბევრმა სოფლის ღარიბმა გლეხმა ნასესხები ფულებით იყიდა პაი, რადგან ეგონა სარგებლობას ნახავდა. მაგრამ, საუბედუროთ, კასა ძალიან მალე დაცარიელდა, რადგან ფული, ვინც წაიღო არც ერთმა არ დააბრუნა. ამ დროს ის იყო ნაგომარს მოვუახლოვდა დამსჯელი რაზმი, ზოგიერთი წევრები მივიდენ კასირ კოპლატაძესთან და სთხოვეს გაეცალა კასა და ღიაც დაეტოვებია თორემ ჯარის კაცები გასტეხენო. კასირს უთქვამს კასაში ფულები მაინც არ არის ეხლა და ღიასაც დავტოვებო. მოუახლოვდა ჯარი ნაგომარს, ბაზარი დასცალეს და ყველაფერი გაიტანეს. როდესაც გადასწვეს ყველაფერი და ჯარი გაბრუნდა შემდეგ ნახეს ნახევრათ დამტვრეული კასა. ივანე კოპლატაძემ განაცხადა: კასაში 330 მ. ფული დარჩა, ვეღარ მოვასწარი გამოტანა და დაკეტილიც დამრჩავო, ეს არ დაუჯერესმას, მაგრამ გამოვუჩნდა დამხმარე პირები და საქმე საგამომძიებლო კომისიას გადასცეს. კომისიამ ბევრი ეძება ივანეს გასამართლებელი ფაქტები, მაგრამ ვერ იპოვნა, რადგან ივანეს თავისი არაფერი არ დაკარგვია. მიუხედავათ ამისა, უფრო გავლენიანმა წევრებმა, რომლეთაც ფულები ბლომათ ქონდათ გატანილი, გადასდვეს თავი, რომ ის დაკარგული ფულები ეპატიებათ და კიდევაც გაიყვანეს თავისი. ბევრი დარჩა ცარიელი. არის ისეთებიც, რომლებსაც ერთი კაპეიკიც არ მიუღია. მაგ. ფ. თ. ასულს 500-მდე მან. ჰქონდა, რომელსაც არაფერი არ მიუღია, სხვაც ბევრია ასეთი.
ჯა-კა
სად. სუფსა (გურია): დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, რაც თითქმის აქაური მთელი სახანვ-სათესი მიწები ადგილობრივ თავად-აზნაურობას ეკუთვნოდა. იმ დროს თითოეულ მათგანს ყავდა დაქირავებული ტყის მცველები, რომლის მოვალეობას შეადგენდა: მამულის დაცვა და გლეხებისათვის საყანე მიწების მიზომვა. გარდა იმისა, რომ მეყანეები მემამულეებს თავის ნამუშევარის ნახევარს და ხან მეტსაც აძლევდენ ეს ტყის მცველები კიდევ ზედ-მეტ ტყავს აძრობდენ საბრალო მუშებს. ისე ფეხს არ გადადგამდენ და არ მოუზომავდენ საყანეებს, თუ ორ-სამ მანეთს არ ჩაუჯიბავდი. ამ გვარ გადასახადებს იმ დროში ეძახდნენ „სალეჟრობოს“. დროთა ჟამის განმავლობაში „სალეჟრობო“ გადასახადი თითქმის სავალდებულო ბეგარათ გახდა გლეხებისათვის და უფრო და უფრო იმატა. განმათავისუფლებელ მოძრაობის დროს სხვა ეკონომიურ მოთხოვნილებასთან ერთათ გლეხებმა მოსთხოვეს მემამულეებს „სალეჟრობო“ გადასახადის გაუქმება, რაიც მათი მხრით შესრულებულ იქნა. მას შემდეგ გავიდა აგერ ოთხი-ხუთი წელიწადი რაც ეს გადასახადი აღარ არსებობდა.
1906 წლიდან დიდი უმრავლესობა აქაური სახნავ-სათესი მიწებისა ხელიდან გამოეცალა მემამულეებს და სათავადაზნაურო ბანკებს დარჩა, რომლებსაც ჩვენში აქვს თავიანთი განყოფილებები, ჰყავს მმართველები და დაბალი მოსამსახურეები ე.ი. ტყის მცველები. როგორც მმართველებს, ისე ტყის მცველებს, ბანკი აძლევს განსაკუთრებულ თვიურ ჯამაგირებს. ზოგიერთი ვაჟბატონი ტყის მცველი არ დაკმაყოფილდა ამ განსაზღვრული ჯამაგირით და გათამამებულმა ამ დროული მდგომარეობით კვლავ განაახლეს ძველებური „სალეჟრობო“ გადასახადი. თუ წინეთ მემამულეების ტყის მცველები ორს და სამს მანათს იღებდენ „სალეჟრობოთ“, ეხლა ბანკის ტყის მცველებმა მათ გადააჭარბეს და ხუთს ან ექვს მანეთს მოითხოვენ გლეხებისაგან თითოეულ საყანე მიწის მიზომვაში. ამ მიზნით ისინი ერთ და იმავე საყანეს ორ-სამ პირს აძლევენ, რომ შემდეგ მას დაარჩინონ, ვინც მეტ „სალეჟრობოს“ გადაიხდის. მათ ასეთ გაუმაძღარ ექსპლუატაციას ხელს უწყობს ერთმანეთისადმი მტრობა და შური.

„ახალი საქმე“, 29 მარტი, 1911 წელი
ოზურგეთი (გურია): ბაზარში ძლიერი უსუფთაობაა და რა სიბინძურე გინდათ, რომ ბაზრის წინ ჩამომავალ წყალს არ მოაქვს; ქალაქი ლამის სასაფლაოდ გადაიქცეს. ხალხიც თავისებურია, შიგ ათასგვარი გასართობებით. კარტობია-ნარდობია პირველ პლანზეა. უწინ თუ მამები აგორებდნენ კამათლებს დუქნის წინ, ეხლა მათ მრავალი მიემატა და სადღაც მიმალულად დუქანში აღლეტენ ერთი-მეორეს გროშებს. ლოთობაც ხომ მოდაა; უმეტესობას გაზეთი დროის გასატარებელ მასალად მიაჩნია, ცოტაა იმათგანში ისეთი, რომლებისთვისაც ეს ნამდვილ მოთხოვნილებას შეადგენდეს. ცოტა ნიშანწყალი ბიბლიოთეკას ეტყობა, თუმცა მასაც სიღარიბე ატყვია.
ხვარბეთი (გურია). მიწის მოსავალი ჩვენში კარგი იცის (ქცევაზე მოდის 50-80 ფუთი სიმინდი). მხოლოდ ამ ორ უკანასკნელ წელიწადს ხშირმა წვიმებმა და უამინდობამ შეაფერხა მოსავალი და ხალხსაც გული გაუტეხა. კარგი მოსავალი იცის დაბალ ადგილებში, სუფსისა და ნატანების ნაპირებში. ეს ადგილები უმთავრესად მემამულეებს ეკუთვნით. მიმდინარე წელს ხალხმა ერთბაშად აიღო ხელი დაბალ ადგილებში მუშაობაზე. მნახველს გაუკვირდება, რომ ეს აუარებელი მინდვრები, რომელიც წინად ამ დროს მოფენილი იყო მუშით და ხარ-კავით, ეხლა ცარიელია. თუმცა მაღალ ადგილებში მეტი ითესება, მაგრამ ძნელად მოსალოდნელია, რომ ხალხის მოთხოვნილება ამან დააკმაყოფილოს.
სახალხო გაზეთი, 1914
დიდი ხანია მოელიან რკინიგზის შტოს გაყვანას ნატანებიდან ოზურგეთამდე, ხოლო აქამდე ვერ ეღირსენ თავის ლოდინის განხორციელებას. შეიძლება რკინის გზა მალე გაკეთდეს. საქმე ისაა, რომ ოზურგეთის მაზრაში ამ ბოლო დროს ტყეები იყიდეს მოსაჭრელად კაპიტალისტებმა, რომლებიც ძლიერ დაინტერესებულნი არიან ოზურგეთის რკინის გზის გაყვანაში, რადგან ამით ფრიად გაუადვილდებოდათ ხე-ტყის გადმოტანა. ამ კაპიტალისტებმა ასეთი წინადადებით მიმართეს ოზურგეთის ქალაქის თვითმმართველობას: გადმოგვეცით ვექილობა, რომ პეტერბურგში შევეცადოთ, ხაზინამ გამოიყვანოს რკინის გზა, ან კონცესტა (მინდობილობა) მოგცეთო. უკანასკნელ შემთხვევაში კაპიტალისტები ჰპირდებიან ოზურგეთლებს, გზის გამყვანსაც ჩვენ გიშოვითო. ამასთანავე კაპიტალისტებმა მოსთხოვეს ქალაქის თვითმმართველობას, იმ ადგილების პატრონებს, სადაც გზა გაივლის, უფასოდ დაეთმოთ მიწები, რადგან ამ შემთხვევაში მეტად გაადვილდება რკინის გზის გაყვანა. სამწუხაროდ ოზურგეთის თვითმმართველობამ ვერაფერი იმედი მისცა კაპიტალისტებს გზისათვის საჭირო მიწების შესახებ და როგორც ამბობენ, ისინი ახლა სხვა გეგმების შედგენას აპირობენ, ან დიდ ავტომობილებს შეიძენენ და მით გადმოზიდავენ ხე-ტყეს, ან ქობულეთიდან ოზურგეთამდე გაიყვანენ ერთ-გვარის ელექტრონის გზას, რომელიც მხოლოდ ხეების გადმოსატანად ივარგებს. თუ კაპიტალისტები შეუდგნენ ამ გეგმის განხორციელებას და ხარჯი გასწიეს ამისათვის, ისინი აღარ იქნებიან დაინტერესებულნი, მერე დაეხმარონ ოზურგეთლებს რკინის გზის გაყვანაში და გზის ბედი შეფერხდება. ამიტომ საჭიროა, რომ ოზურგეთის თვითმმართველობამ, მემამულეებმა და საერთოდ მთელმა მაზრამ მხნედ მოჰკიდოს საქმეს ხელი, უფასოდ დაათმობინოს მეპატრონეებს მიწები და ამით გააადვილონ დიდი ხნის განზრახვის განხორციელება - ოზურგეთის რკინის გზის გაკეთება.
ხელოვნების ახალი ტაძარი ოზურგეთში. ახალი ხანა იწყება ოზურგეთის მკვიდრთა სათეატრო ცხოვრებაში... ხუთშაბათს, 29 მაისს, აკურთხებენ ოზურგეთში გერმანე იოსებისძე გოგიტიძის თაოსნობით და ნოტარიუსის გრიგოლ ჩიჩუას და ნესტორ აბაშიძის დახმარებით გადაკეთებულ-აშენებულ თეატრს. თეატრი ქვის შენობას წარმოადგენს, სცენას 15 არშინი სიგრძე აქვს, 10 - სიგანე, სიმაღლე - 7 არშინი, დარბაზი 300 კაცს იტევს. ჯერ მხოლოდ პარტერია, 20 რიგად დაყოფილი, აქვს საკუთარი საელექტრონო სადგური, დეკორაციები (ქართულ თეატრის მხატვრის ნაღებაშვილისგან დახატული) და სხ. მოწყობილება, დაჯდა 14000 მან.
და ყოველივე ეს შესძლო ერთმა კაცმა - გოგიტიძემ თავგამოდებულ ამხანაგთა - ჩიჩუას და აბაშიძის - დახმარებით. გოგიტიძისა, მის ამხანაგთა და სხვათა მეცადინეობა ამით არა თავდება: აქვე არსდება დრამ. საზოგადოება, რომლის წესდებაც უკვე წარდგენილია დასამტკიცებლად. ოზურგეთი მოზრდილი ქალაქია, ხალხიც წყურვილით ეტანება წარმოდგენებს და სწორედ ესაა მიზეზი, რომ ხალხის სულიერ წყურვილის დასაკმაყოფილებლად შესაფერი ტაძარიც აშენდა...
მაგრამ მარტო შენობა არა კმარა, - საჭიროა შესაფერი დასი, თუნდა სცენის მოყვარეთა, და შესაფერივე რეპერტუარი, რომ ერთის მხრით ხელოვნების მოთხოვნილება უტყუვრად შეასრულონ და მეორეს მხრით ხალხს ჭეშმარიტი საზრდო მისცენ...
იმედია, ამ თეატრის თაოსნები და მოწინავე პირნი, ინტელიგენცია და ხალხი, სიფხიზლით გაუძღვება ნაკისრ საქმეს და თვის კულტურულ წინსვლას მით ხელს შეუწყობს...
ამ აზრით ოზურგეთელებს ვულოცავთ ამ ბედნიერ დღეს...
ლანჩხუთის თეატრი. ლანჩხუთში სათეატრო საქმების გარშემო ყოველთვის არის კნკლაობა და ქიშპი ინტელიგენტთა შორის. კინკლაობენ უმიზეზოთ, ხშირად პირადი ინტერესებისა თუ თავმოყვარეობის გამოთაც და მით წარმოდგენების საქმეს აფერხებენ. ამ გარემოებამ საქმე იქამდინაც მიიყვანა, რომ დღეს აქ წარმოდგენები იშვიათად იმართება.
ლანჩხუთი წარმოდგენების დადგმისთვის საჭირო ინტელიგენტურ ძალებს არ არის მოკლებული : როგორც ქალი, ისე ვაჟი სცენის მოყვარე აქ ბევრია, არსებობს სცენის მოყვარეთა ჯგუფის გამგეობა და აქვთ დაქირავებული წარმოდგენის გასამართი შენობაც. ერთი სიტყვით, თუ კინკლაობას თავს დაანებებენ, შესაძლებელი იქნება წარმოდგენების სისტემატურად მართვა.
აღსანიშნავია, რომ ხალხი აქეთ წარმოდგენებს დიდი თანაგრძნობით ეკიდება და ბევრიც ესწრება. ხალხის ასეთი თანაგრძნობა იმის თავმდებია, რომ ლანჩხუთის თეატრს შეუძლია შეინახოს ერთი ან ორი კარგი მსახიობი. თუმცა აქ სცენის მოყვარენი კარგია, მაგრამ სარეჟისოროდ მსახიობის მოწვევა მაინც აუცილებელ საჭიროებას შეადგენს. მსახიობის მოწვევას, შემდეგ წარმოდგენების დადგმასაც, სისტემატიური ხასიათი მიეცემა.
ერთი ცუდი ზნე სჭირთ ადგლობრივ სცენის მოყვარეთ: ხშირად ისეთ პიესას ადგენენ, რომელიც პროვინციის სცენისათვის შეუფერებელია. მაგალითად განზრახვა აქვთ ამ მოკლე ხანში წარმოადგინონ "სამეგრელოს მთავარი ლევან". ეს იმას ნიშნავს, რომ პიესა დამახინჯდება.
ლანჩხუთის სცენის მოყვარენი კარგი სცენის მოყვარენი არიან, მაგრამ არც იმდენად კარგი, რომ ასეთი რთული პიესის გადაცემა შეიძლონ. სასურველია ისეთი პიესები წარმოადგინონ, რომლისთვისაც, როგორც ლანჩხუთის სცენა, ისე ლანჩუთის სცენის მოყვარენი, შესაფერისი იქნებიან.
ოზურგეთის ახალ თეატრში 4 ივლისს დანიშნული ქართველ მგოსანთა ერთი ჯგუფის (გ. ქუჩიშვილი, ნ. ჩხიკვაძე, გ. ტაბიძე, პ. ირეთელი ვ. ბაქრაძე მ. წულუკიძე) ლიტერატურული საღამო ზოგიერთა პირთა დაუსწრებლობის გამო არ შესდგა.
კინემატოგრაფის ლენტს ცეცხლი მოეკიდა ოზურგეთის ახალ თეატრში სურათების ჩვენების დროს შაბათს, 5 ივლისს. შეშინებული ხალხი კარებს მიაწყდა. მსუბუქად დაშავდა რამდენიმე პირი. დაიწვა ორი განყოფილების ლენტი.
ოზურგეთის თეატრის აგების წლისთავის შესრულების გამო ადგილობრივმა სცენის მოყვარეებმა დადგეს "ციმბირელი" და "მოფურჩხულია". უნდა აღვნიშნოთ საერთოდ, რომ ოზურგეთში ამ ბოლო ხანებში წარმოდგენები ჩვეულებრივად აღარ იმართება. თუმცა ელექტრო-თეატრში სინემატოგრაფიულ სურათებს ყოველთვის აჩვენებენ, მაგრამ ეს კიდევ ვერ აკმაყოფილებს ოზურგეთის საზოგადოებას და ამისათვის წარმოდგენას ჩვეულებრივზე მეტი ხალხი დაესწრო. წარმოდგენამაც, თუ მხედველობაში მივიღებთ სცენის მოყვარეებს, მწყობრად ჩაიარა. კარგად განასახიერეს თავიანთი როლები ქ-ნ ფ. ლომინაძის ასულმა, ბ. ბ. გ. მუმლაძემ (მაზუთიანი) გ. გოგიტიძემ (ციმბირელი), ივ. დემუროვმა, ნ. დოლიძემ, კ. აბაშიძემ. წარმოადგენამ საერთოდ მსმენელებმზე გვარიანი შთაბეჭდილება დასტოვა. ნ. დოლიძე რომ ზედმეტ მანჭიობაზე, უადგილოდ კოპების შეკრეფაზე ხელს აიღებდეს - სჯობია. მადლობის ღირსია ბ. გოგიტიძე, რომელმაც საუცხოვო თეატრი ააგო და ყოველმხრივ ხელს უწყობს სასცენო ხელოვნებას
ვ. ბ–ლი
ოზურგეთის საზამთრო სეზონი. ერთხელ კიდევ სიამოვნებით უნდა აღვნიშნოთ, რომ მას შემდეგ, რაც ბ-ნ გერმანე გოგიტიძისა და კომპ. მეოხებით ქ. ოზურგეთს თეატრის რიგიანი შენობა ეღირსა, ოზურგეთის მცოვრებნი თეატრს საკმაოდ ეტანებიან, ზოგჯერ თეატრის საკმაოდ ფართო დარბაზი მსურველთ ვერ კი იტევს. სიამოვნებით უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სცენის ადგილობრივი მოყვარულები წარმოდგენებს ხშირად მართავენ და რამდენადაც კი შეიძლება კეთილსინდისიერადაც, მაგრამ ცხადია, რაც უკეთესი იქნება მით უმჯობესია და ამას ყურადღება მიაქცია თეატრის პატრონმა და სცენის თავდავიწყებით მოყვარულმა ბ. გერ. გოგიტიძემ და ამ სეზონისათვის მოიწვია ბათუმის დრამატიული საზოგადოების მსაიობთა დასი. წელს ამ დასს მეთაურობს პატივცემული ვალიკო შალიკაშვილი. დასი სისტემატიურად ივლის ოზურგეთში და ყოველ შაბათ-კვირაობით გამართავს წარმოდგენას. იმედია ოზურგეთელები და ოზურგეთის ახლობელი სოფლები სიამოვნებით შეხვდებიან ამ სასიამოვნო ამბავს. ოზურგეთელი სცენის მოყვარენიც დაუკვირდებიან ხელოვან მსახიობთა თამაშს და სასცენო ხელოვნებაში ისინიც გაიწაფებიან.
ხოჯი-ოღლი
ოზურგეთიდან მოსული ცნობით ოზურგეთში ბევრი სახლი გაუძარცვავთ. ნივთები ურმებით გაუზიდავთ.
ნატანებიდან ტელეგრაფის უფროსი სურგულაძე მთავრობას დეპეშით ატყობინებს: ბათუმ-თფილისის ტელეგრაფი, დღეს 17 ს. და 45 წ. აპრილის 15 აღგდენილია
გურულების საყურადღებოთ
1918 წლის იანვარში ოზურგეთში შედგა მთელი მაზრის სასოფლო და სარაიონო სასურსათო კომიტეტების წარმომადგენელთა ყრილობა, რომელმაც აირჩია განსაკუთრებული კომისია სიმინდის შესაძენათ. ამ კომისიაში აირჩიეს: ტოროტაძე, ან. ლომჯარია და სიმონ ურუშაძე (ოზურგეთის კოოპერატივთა კავშირის წარმომდაგენელი). ყრილობის დადგენილებით სიმინდის შეძენა დაევალა სამაზრო სასურსათო კომიტეტს კოოპერატივების კავშირთან ერთად. ფულების მოკრება კი ერთის მხრივ მე როგორც სასურ. კო. თავმდჯომარეს და მეორე მხრივ კავშირს.
შექმნილი მდგომარეობის გამო, რომ ყოველგვარი გაუგებრობა თავიდან იქნეს აცილებული და დღევანდელი ტეხილობით გამოწვეულ პროვოკაციას ნიადაგი არ დაურჩეს ამ საქმის გარშემო, მე საჭიროთ მიმაჩნია გაზეთის საშუალებით ვამცნო საზოგადოებას იმ ფულების ანგარიში, რომელიც ჩემს ხელში მოვიდა. მე საკუთარი ხელწერით ჩავიბარე ფულები შემდეგი საზოგადოებებიდან: ასკანის კოოპ. "სარგებლობა" 2500 მან, ვანისქედის კოოპერ. "წინ" 4000 მან, ნატანების რაიონულ კავშირისაგან 25000 მანეთი, შემოქმედის საზოგადოებიდან 25515 მ., იქიდანვე ცალკე 500 მ., ბახვის საზოგადოებიდან 32,262 მ., ლანჩხუთის სარაიონო კომიტეტიდან 9000 მ., აცანიდან 1000 მ., ზემოხეთიდან 1000 მ, ბასილეთის კოოპერატ თავდაცვისაგან 7300 მ, ზედა-ძიმითიდან 2100 მ., სამების სოფლიდან 1000 მ., ზედა ძიმითის კოოპერატ. "იმედისაგან" 4300 მ., ძიმითის კოოპერატივ "კავშირის" 1800 მ., კვირიკეთის კოოპერატ "შრომა" 7810, სულ 126 117 მან.
ამ ფულებიდან 20 თებერვალს გადავაგზავნე ჩრდილოეთ კავკასიაში სიმინდის შესაძენათ ამიერ-კაკასიის სასურსათო გამგეობის საშუალებით და მისი გარანტიით სიმონ ურუშაძის ხელით და აფრასიონ ლომთათიძის თანხლებით 50,000 მ. (სათანადო საბუთი ინახება). ამავე წლის 9 მარტს იმავე სიმონ ურუშაძეს, როგორც ყრილობის მიერ არჩეულ პირს, გადავეცი სამეგრელოდან სიმინდის მოსატანათ 41,000 მან. ამავე საქმისთვის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგს შალვა ჭოჭუას გადავეცი 15,000 მ. (ყველასაგან მაქვს საბუთები, რომლებიც სათანადო ალაგას ინახება). ბათუმის დაცემის შემდეგ ჩემთან გამოცხადდენ და უკან დაიბრუნეს შუა მარტს აქეთ შემოტანილი ფულები შემდეგმა პირებმა: დავით ხინიკაძემ წაიღო ძიმითის საზოგადოებისთვის 2100 მან, დომენტი სამსონიამ ზედა ძიმითის საზ. კოოპერატივ "იმედისთვის" 4300 მ. იაგორ დოლიძემ ძიმითის კოოპერატივ კავშირისთვის 1800 მ. და კვირიკეთის კოოპერატივ შრომისათვის წაიღო გიორგი თიკანაძემ 7840 (ფულათ 7402 მანეთი 50 კაპეიკი და 437 მანეთი და 50 კაპ. სიმინდით) სულ ამ რიგათ დაბრუნებულ იქმნა უკან 16040 მ. - ამნაირათ ამ ფულებიდან ჩემი ხელიდან გავიდა სულ (50 000 + 41 000 + 15 000 + 1604). 122 040 მანეთი. დანარჩენი 4077 მანეთი ინახება საიმედო ალაგზე; აგრეთვე ინახება ამ ანგარიშების ყველა გასამართლებელი საბუთები სათანადოთ შემოწმებული. უკანასკნელად მიღებული ცნობებით ჩრდილოეთ კავკასიაში სინდი ბლომათ არის შეძენილი ჩვენი რწმუნებულის ვასო ჭელიძის მიერ, მაგრამ გზის უქონლობის გამო ჯერ ვერ მოგვისწრო. სამეგრელოს რაიონიდან ახ-სენაკიდან მივიღეთ ორი "ნაკლადნოით" 1992 ფუთი და 5 გ. სიმინდი და 67 ფ. სიმინდის ფქვილი. ს უკანასკნელი გადაეცა ოზურგეთის კოოპ "ეკონომიას" გასაყიდათ, ხოლო 1092 ფ. სიმინდი 8 გ. სიმინდი განაწილდა შემდეგ ნაირათ: კოოპერატივებს და საზოგადოებებს 1778 ფ, კერძო პირებს 209 ფ. 22 გირ. დააკლდა წონაში 6 ფ. 36 გირ. სულ შედგა 1992 ფ. და 8 გირ. ამ სიმინდის გამოსაყიდათ გამოეკლო შემოტანილი ფულებიდან, ჩემთან შემოტანილ თანხებიდან ნატანების რაიონულ კავშირს 4923 მ. 28 კაპ. 300 ფ. და 8 გირ. სიმინდის ფასი, შემოქმედის საზოგადოებას 250 ფ. სიმინდის ფასი 4375 მან. ბახვს 4375 მან. ასკანის კოოპერატივ "წინ"-ს 3500 მ. (200 ფ. სიმინდის ფასი) და კვირიკეთის კოოპერატივს 437 მ. და 50 კაპ. - კავშირში შეტანილი თანხიდან: ოზურგ. კოოპ. "საუნჯე-ს" 542 მ. 50 კ. ზვანის კოოპერატივს 425 მან. დუაბზუს კოოპერატივებს 68 ფ. სიმინდის ფასი 1190 მ. ოზურგეთის კოოპერატივ "ეკონომიას" 425 მ. (ამავე კოოპერატივზე ითვლება 67 ფ. სიმინდის ფქვილის ფასი). ლიხაურის კოოპერატივს 6125 მ. და გაღმა-გამოღმა მელექედურს 945 მან. გარდა ამ ანგარიშისა თვით ქალაქ ოზურგეთის მცხოვრებთაგან მაქვს მიღებული ცოტა ფულები, რომლითაც არავითარი წერილობითი საბუთები არ აქვთ ჩემგან. ჩემთან კი ინახება მათი სია - ამ ფულებიდან უდიდესი ნაწილი დაიბრუნეს უკან 5, 6 და 7 აპრილს, დანარჩენი კი ინახება ჩემზე და ვისაც სურს წაიღებს პირველი მოთხოვნისთანავე
ოზურგეთის სამაზრო სასურსათო კომ. თავმჯდ. ვიქტორ ბ. ღლონტი
თფილისი 10 აპრილი 1918 წ.
P.S. ვთხოვთ სხვა გაზეთებს გადაბეჭდონ ეს წერილი
ოსმალეთთან ფრონტით დაზარალებული გურიის დამხმარე კომიტეტი მართავს ალატრია-ალეგრის
Comments
Post a Comment