Skip to main content

ლაზარენკოს რაპორტი

ოზურგეთის მაზრის უფროსის, ლაზარენკოს მოხსნება ნასაკირალის ბრძოლის, დვაბზუს გადაწვის და გურიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდებიდან

ოზურგეთიდან ჩვენს საშველად გამოსულ ასეულს სახლებიდან ესროდნენ. ამიტომ გზატკეცილის პირად მდებარე ყველა სახლი კაზაკებმა დასწვეს, როცა სახლებიდან ცეცხლის ალი ავარდა, მე პეკარსკის თანდასწრებით შენიშვნა მივეცი, მაგრამ ოფიცერმა, რომელიც მე მოვნახე, ის იყო პოდესაული კოსტელიანოვი, მიპასუხა, რომ ეს ხდებოდა სამხედრო მოსაზრებით. დანარჩენი ოფიცრები პოდესაული პაპეჩენკო და ხორუნჯი მალაევი შორს იმყოფებოდნენ ჩემგან. ამ შეტაკებაში ჩვენ დავკარგეთ მოკლულნი და დაჭრილნი. ჭრილობისაგან გარდაიცვალა 6 კაზაკი, დაიჭრა 12. პოლიციის სტრაჟნიკები მოკლულ იქნა 2, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 5, აგრეთვე უგზო-უკვლოდ დაიკარგა სამაზრო სამმართველოს თარჯიმანი ანთაძე. დაიკარგა მოკულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბერდანკები სულ 6 ცალი, ყველა ესენი ხელთ იგდეს აჯანყებულებმა. დაიკარგა ცხენები. სტრაჟნიკების: 4 გაიქცა, 10 მოკულ იქნა. კაზაკის ცხენი: მოკლულ იქნა 3 ცხენი და დაიკარგა ორი. მოდარაჯის ცხენი: დაიკარგა სამი. ამას გარდა ზარალი კიდევ არის, რაც ცნობაში მოგვყავს. ჯერჯერობით ცნობილია ზარალი რაც შეადგენს 5106 მანეთს და 50 კაპიკს.

ოზურგეთში ჩამოსვლისას დამხვდა შემდეგი ცნობები

1. კაზაკებზე (7 კაცი) თავდასხმისა, რომლებიც დრეზინით მიდიოდნენ ნატანებიდან სუფსაში, რომელთაგან მოკლულია 5
2. იქვე 2 სტრაჟნიკზე (ინგუში) თავდასხმა, რომლებიც რკინის გზას მოჰყვებოდნენ ქუთაისიდან, ერთს მიაყენეს სამი ჭრილობა, მეორეს - სხეულის ნაწილები დაუმტვრიეს
3. სუფსის სადარაჯოზე თავდასხმა. წაღებულია 5 ვინტოვკა
4. თავდასხმა ლანჩხუთის საბოქაულოს სამმართველოზე, სადაც განადგურებულია საქმეები და ნივთიერი დამამტკიცებელი საბუთები და წაღებულია 7 ვინტოვკა.

ამნაირად 15-22 ოქტომბრამდე აჯანყებულებმა ხელთ იგდეს საპოლიციო სტრაჟის 27 ვინტოვკა. სულ მთელი ამ წლის განმავლობაში 48 ვინტოვკა.

თუ რა მდგომარეობაში არიან სოფლის სამმართველოები ცნობები არ არის, ვიცით მხოლოდ ზემოხსენებული. თქვენს აღმატებულებას, დავძენ, რომ, როგორც შეკრებილი ცნობებიდან სჩანს, ნასაკირალის ქედზე მოწყობილ თავდასხმაში მონაწილეობას ღებულობდნენ ყველა საზოგადოებები, მაგრამ უმთავრესად დვაბზუსა და ბახვის საზოგადოებები. სულ თავდასხმა-ბრძოლაში მონაწილეობდა (იმ პირთა ჩვენებით, რომლებიც ტყვედ იყვნენ ჩავარდნილი) 4 ათას კაცზე მეტი. მოწინავე მებრძოლებად და უფროსებად იყვნენ დეზერტირები, რომელთა სიასაც აქვე გირდგენთ. ამასთანავე დავსძენ, რომ სამაზრო პოლიციის მოქმედება მომხდარი ამბების გამო სრულიად შეწყვეტილია და ამჟამად მხოლოდ სამაზრო სამმართველოში გრძელდება საკანცელარიო მუშაობა. საპოლიციო სტრაჟა დაშლილია. ერთი ნაწილი გაიქცა კიდეც. მათი თავის მოყრა მე არ ძალმიძს. სტრაჟის ოფიცერი გაწვეულია ქუთაისში სტრაჟისადმი გამოცემული ბრძანების თანახმად. აგრეთვე გაწვეულია სამმაზრო სამმართველოს მდივანიც

ოზურგეთის მაზრის უფროსი სტატსკი სოვეტნიკი ლაზარენკო

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...

რკინიგზა ოზურგეთში

ნატანები - ოზურგეთის რკინიგზა 1883 წელს გურიის ტერიტორიაზე გაიარა თბილისი-ბათუმის რკინიგზამ. გურიაში გაკეთდა სადგურები: საჯავახო, ნიგოითი, ლანჩხუთი, ჯუმათის, სუფსა, ნატანები (ურატაძე, 1968) .  1890-იანი წლებიდან საჭირ-ბოროტო საქმე გახდა ნატანებიდან ოზურგეთამდე მგზავრობის მოწესრიგება. ქალაქის უახლოესი რკინიგზის სადგური ნატანები იყო. იქიდან ან იქამდე მგზავრს ეტლით ან დილიჟანსით უნდა ემგზავრა. თბილისი-ბათუმის რკინიგზის მშენებლობამდე პროექტის თავდაპირველი ვარიანტით რკინიგზა ოზურგეთთან ახლოს, 4-5 კმ.-ზე გაივლიდა, მაგრამ საბოლოოდ 20 კმ-ით შორს გაიარა. ოზურგეთში რკინიგზის შეყვანისთვის შრომობდა ოზურგეთის საქალაქო თვითმმართველობა, რომელიც 1896 წელს შემოიღეს და რომელმაც შესაბამისი პროექტი იმპერატორს წარუდგინა. ამ დროს ქალაქის თავი იყო ვინმე თავდგირიძე. პროექტით ოზურგეთი რკინიგზით ნატანებს დაუკავშირდებოდა. რკინიგზა ქალაქიდან 4-5 კმ დაშორებით გაივლიდა. ნატანებიდან რკინიგზა უნდა გაგრძელებულიყო შეკვეთილამდე და ზღვამდე. გაფართოებუიყო შეკვეთილის პორტი და რკინიგზა დაკავშირებოდა მას. პროექტი...

ძველი პრესა გურიის შესახებ

1868 დროება N10, 8 მარტი ცნობა ოზურგეთში გამართული წარმოდგენის შესახებ 1875 წელი დროება N34, 21 მარტი დღიური      ჩვენ შევიტყეთ, რომ თ. ანტონ ნაკაშიძის მეცადინეობით, ამ მოკლე ხანში გურიაში შვიდი სასოფლო შკოლა გახსნილა; თითო მასწავლებელს სამას-სამას მანეთს აძლევენ წელიწადშიო. ამასთანავე გვწერენ, რომ თ. ანტ. ნაკაშიძეს ამ სასარგებლო მოქმედებისათვის უფ. ქუთაისის გუბერნატორისაგან მადლობა მიუღია. კი არის სწორეთ მადლობის ღირსი, და არა მარტო ადმინისტრაციის მხრით      გურიიდამვე გვწერენ, რომ აქ სასოფლო ბანკებზე ბევრი ლაპარაკი არისო; მაგრამ კაცი არ ამოჩნდა, რომელმაც ამ საქმეში მოთაობა იკისროს და დაიწყოსო      იქიდამვე გვატყობინებენ, რომ ოზურგეთის ქალაქის ფული სადღაც გაჰქრა, კაცმა არ იცისო დროების კორესპონდენცია ოზურგეთი, მარტის 12-ს      დროების მეოცდა ექვსე ნომრის „დღიურში“ გამოცხადებული ორიოდე ამბავი, გურიის სასოფლო შკოლებზე, მაიძულებს უფრო დაწვრილებით მოგწეროთ ამ საგანზე.      გურიაში ყველა სასოფლო შკოლებზედ და მე ვგონე...