Skip to main content

Очерки Революционного Движения В Гурии - გლეხობის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა (თავი 1)

1. გლეხობის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა

როგორ ცხოვრობდა გურული გლეხი აქამდე? ვისაც თუნდაც ერთხელ გაუვლია გურიის სოფელში და დაკვირვებია გურულების ცხოვრებას, მარტივად უნდა შეემჩნია, როგორი მძიმე და აუტანელი გაჭირვებაა გამეფებული მათ შორის. მუშაობენ დღედაღამ, ნახევრად მშივრები და ამის ანაზღაურებაა უქონლობა, გამოუვალი სიღარიბე. მიდით გლეხთა კრებაზე, თქვენ დაინახავთ პირქუშ, უიმედო სახეებს, მათზე დაღადაა დასმული ღრმა ტანჯვა, შეამჩნევთ, რომ ყველა დამსწრე ღრმა გაჭირვებაშია, რომ ცხოვრება მათ ყელში სწვდა მისი უხეში ხელით და ყოველწუთს ემუქრება დაღრჩობით.

საზრუნავი, თუ ხვალ რით გამოკვებოს ოჯახი, რა გადაუხადოს კართან მომდგარ ჩინოვნიკს, მღვდელს, მევახშეს, არ აძლევს მოსვენებას გლეხს. სძინავს თუ ფხიზელია, დგას თუ დადის - ყველგან და ყოველთვის დგას მის წინაშე გაჭირვების აჩრდილი. შეხედეთ გვერდიდან მის საცხოვრებელს, იფიქრებთ რომ სოფელი ჯერ კიდევ ბოლომდე განადგურებული არ არის. მაგრამ შედით უშუალოდ შენობაში. მთელი იქაური მოწყობილობა მოწმობს უკიდურეს სიღარიბეს. დააკვირდით, რით იკვებებიან გლეხები მთელი წლის განმავლობაში: სიმინდის პური (ჩურეკი) და ლობიო - აი, მათი მთავარი საკვები, იშვიათად ნახავთ მაგიდაზე ყველს - ეს თითქმის ფუფუნებაა. ეწვიეთ რომელიმე მათგანს სტუმრად და დაინახავთ, როგორ ამოქექავენ დახშული კუთხეებიდან გათხოვილი ქალები და ქალიშვილები ფეხსაცმელს, რადგან როგორც წესი, ფეხშიშველა დადიან და ფეხსაცმელს ზოგავენ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შემთხვევებისთვის. გამოკითხეთ გლეხს მისი ცხოვრების შესახებ, მოისმენთ სულისშემძვრელ ამბავს:

„რა ვქნათ არ ვიცით“ - ამბობს ერთი - შიმშილით ტანჯულ სულს არ უნდა სხეულთან განშორება. დაუსრულებლად ვმუშაობთ, ყველაფერი, რასაც მოვიპოვებთ, სხვებს ეძლევათ. საღამოს დილის დადგომა არ გვინდა და დილით საღამოსი.“

„სიკვდილი ათჯერ უკეთესია ვიდრე ჩვენი ცხოვრება“ - გაიგონებთ მეორესგან და ა.შ.

რითია გამოწვეული გლეხების ეს აუტანელი მდგომარეობა?

დამუშავებისთვის ვარგისი მიწების ორი-მესამედი კერძო მემამულე-დიდგვაროვნების და ხაზინის ხელშია და დანარჩენი ერთი-მესამედი ეკუთვნის გლეხებს. მაგრამ რას ნიშნავს ეს „ეკუთვნის“? მიწის ფლობის მიხედვით გლეხები იყოფიან რამდენიმე ჯგუფად. შინამოსამსახურეების ნახევარი ისევ იმყოფება თითქმის სრულ ბატონყმურ დამოკიდებულებაში მემამულეებთან - ესენია დროებით ვალდებულები, რომლებმაც ვერ გამოისყიდეს საკუთარი ნადელები. მათ ძარცვავენ ყველაზე „კანონიერი“ დასაბუთებით. ვისაც გაუმართლა და შეიძინა მიწის საკუთარი ნაკვეთი, მაინც იძულებულია იჯარით აიღოს მიწა იმავე მემამულისაგან და შევიდეს კაბალაში ან მიატოვოს ის და მიაშუროს ქალაქებს საკუთარი შრომის გასაყიდად. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, იძულებითი გამოსასყიდი აგდებს მათ მევახშის ვალში, რამდენადაც საჭირო თანხა სხვაგან არ მოიპოვება. არც ისე იშვიათია შემთხვევა, როდესაც მემამულე, რომელმაც მიწის სანაცვლოდ მიიღო შრომით შეკოწიწებული თანხა, ისევ აღმოჩნდა ამ მიწის მესაკუთრე.  მის წინააღმდეგ სასამართლოში დავა რთულია! შემდეგი ჯგუფი - ესაა სახაზინო ან სახელმწიფო გლეხები. ისინი სარგებლობენ მიწის ისეთივე ნაკვეთებით, როგორითაც სხვა გლეხები, მაგრამ სინამდვილეში მათი მდგომარეობა უფრო მძიმეა. თუ გლეხს, რომელმაც გამოისყიდა მისი ნადელი, შეუძლია, უკიდურეს შემთხვევაში, განკარგოს თავისი ნაკვეთი როგორც უნდა, გაასხვისოს, გაყიდოს, სახაზინო გლეხს არც ეს აქვს სანუგეშოდ. ისაა მუდმივი მოიჯარე, რომელიც მიბმულია ხაზინის მიერ გადაჭარბებული საფასურის სანაცვლოდ გამოყოფილ მიწაზე უკიდურესი გაჭირვებითა და საკუთარი თავის და ოჯახის გამოკვების შეუძლებლობით.

ბოლო - ეგრეთ წოდებული ხიზნები. ისინი არ იყვნენ გლეხები მაგრამ არასდროს იყვნენ თავისუფლები. ოდესღაც მათი წინაპრები დასახლდნენ მემამულეთა მიწებზე სამუდამო იჯარის და შესაბამისად, სამუდამო კაბალის პირობით. მიწის სანაცვლოდ ისინი ასრულებენ იმ მოვალეობებს, რასაც ისურვებს მემამულე, მემამულესვე უხდიან მრავალ გადასახადს ნატურითა და ფულით. საკუთარი მიწა ხიზანს არ აქვს და ნებით ნუ უნებლიეთ მას უწევს იმ უღელში შეყოს თავი, რასაც დაადგამს მემამულე ან დატოვოს სოფელი.

გურულ გლეხს აქვს საშუალოდ არაუმეტეს 2-3 ქცევა (1800-2700 კვ. საჟენი) სახნავი მიწა, რომელიც, მიწათმოქმედის ყველა ძალისხმევის მიუხედავად, არაა საკმარისი ოჯახის გამოსაკვებად. საშუალებების არარსებობის გამო ის სათანადოდ ვერ ამუშავებს მიწას, ვერ ანაყოფიერებს და საერთოდ ვერ შეაქვს რამენაირი გაუმჯობესება საკუთარ მეურნეობაში. ასეთ პირობებში მას გარდაუვლად უწევს მემამულის მიწაზე მუშაობა, ან იჯარით აღებული სახნავი მიწის გაფართოება, ან ქალაქში წასვლა გამომუშავების საძებნელად. უკანასკნელ 10 წელიწადში შეიმჩნევა გლეხების ძლიერი დენა სოფლებიდან ქალაქში. ზოგიერთი სოფლიდან უკვე ნახევარზე მეტი წავიდა ქალაქში, იქ მიდის განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ხოლო სოფლებში რჩებიან მოხუცები, ქალები და ბავშვები.

ვინც კი ერთხელ წავიდა ქალაქში, ის იშვიათად უბრუნდება სოფელს. ქალაქური ცხოვრება უფრო და უფრო იზიდავს და ინარჩუნებს გლეხს, რომელსაც ეკარგება სურვილი საკუთარ მიწის ნაკვეთზე კატორღული შრომის და ნახევრადმშიერი არსებობის გაგრძელებისა. მეორეს მხრივ, ბოლო ხანებში, ქალაქებში სულ უფრო იზრდება უმუშევართა რაოდენობა, ეს ბევრს აიძულებს ისევ სოფლებში საწყალ გარემოებებში დაბრუნებას. სოფელში დაბრუნებულ მუშას ხვდება ისევ ის, საკუთარი ან იჯარით აღებული, მიწის უმნიშვნელო ნაკვეთი. თუ მას საკუთარი მიწა აქვს, გარკვეული დროის შემდეგ ვერ გაურბის იძულებას, იჯარით აიღოს მემამულის მიწა. ხოლო იჯარა ნიშნავს სხვისთვის მუშაობას და თავად ნახევრად მშიერ ცხოვრებას.

საიჯარო ქირა, რომელიც გლეხმა უნდა გადაუხადოს მემამულეს, წინასწარ განსაზღვრულია. ერთ ქცევა სახნავ მიწაში არც თუ იშვიათად უწევთ გადაიხადონ  მიწის ხარისხის მიხედვით 12-25 ფუთი სიმინდი, საშუალო მოსავლის პირობებში კი ქცევაზე 20-35 ფუთი.

ძველად, ნატურალური მეურნეობის არსებობის დროს, მემამულეები ნაკლებ ტვირთად აწვებოდნენ კისერზე გლეხობას, ვიდრე ახლა. კაპიტალიზმმა უზომოდ გაზარდა მემამულეთა მადა, რაც მეტს იღებენ ისინი მათ წინაშე ვალდებული გლეხებისაგან გადაცემული მიწის სანაცვლოდ, მით მეტ თანხას შოულობენ ისინი ბაზარზე, ფულმა კი ზღვარი არ იცის. გაფართოვდა მათი მოთხოვნილებები და ჩვევები და ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, შესაძლოა დაკმაყოფილებულ იქნეს მხოლოდ საკუთრებიდან მიღებული შემოსავლით. მოსავლიან წელს კიდევ შესაძლოა რაღაც დარჩეს გლეხს, მაგრამ მოუსავლიან წელს ის ცარიელი ხელებით ხვდება შემოდგომას. არც თუ იშვიათად მას უწევს დამატებითი თანხის გადახდა. 1902 წელს ხშირი იყო შემთხვევები, როცა გლეხები საკუთარი სახსრებით და სესხით აკმაყოფილებდნენ დაუოკებელ მემამულეებს. იჯარის ფასის განსაზღვრისთვის აქ არსებობს ეგრეთ წოდებული შეფასებითი სისტემა. მემამულეების მოურავები მოივლიან სახნავ მიწებს და რამდენადაც შეაფასებენ, იმდენი უნდა გადაიხადოს გლეხმა, თუ ვერ მოისყიდი მოურავს, მაშინ ის მოსავლის ორ მესამედს აიღებს მემამულისთვის.

დაამატეთ ამას ის, რომ ნატურით გადასახადის გარდა, მემამულე ასევე იღებს ფულს (ჩვეულებრივ რუბლს ქცევაზე), ასევე გადასახადს საძოვარზე, რომელიც საერთოდ არ აქვთ გლეხებს, გადასახადს სათიბზე და თქვენთვის ცხადი გახდება გურული გლეხის შევიწროებული მდგომარეობა. თითქოს ეს არაა საკმარისი, მას აწევს მის შემოსავალთან შედარებით მაღალი სახელმწიფო გადასახადები, სამღვდელოების გადასახადები და მრავალი ბეგარა, როგორიცაა გზების შეკეთება, ყარაულში ყოფნა, ჩინოვნიკების მივლინებებისთვის ცხენების შენახვა. „ამ ცხენებით ვიღაც ჩინოვნიკები სარგებლობენ“, ყვება ბახვის საზოგადოების დეპუტატი „და მათი ნათესავ-ნაცნობები, რომლებიც უღმერთოდ ეპყრობიან სხვის საქონელს, რის გამოც ცხენები ხშირად იხოცებიან. ჩვენ-კი გლეხები, ვალდებული ვართ დავიცვათ ისინი გზებზე, მთებში და სააგარაკე ადგილებში, ფეხით მივსდიოთ მათ მათივე ბარგით ზურგზე როდესაც ისინი გადაწყვეტენ ცხენებით მგზავრობას“

და როგორია სოფლის თვითმმართველობა? გლეხები ირჩევენ მამასახლისს ან მოსამართლეს, მაგრამ თუ ის არ მოსწონს ბოქაულს ან მაზრის უფროსს - მას არ ამტკიცებენ. სოფლის კრების გადაწყვეტილებას არ იღებენ მხედველობაში, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი რუსული კანონითაც კი ამის უფლება არ აქვთ. აბა ვინ სცემს კანონს პატივს? კანონი განა თვითმპყრობელური მმართველობისთვის არის დაწერილი?

სოფლის კრებაზე ან კანცელარიაში (სოფლის მმართველობაში) დგას ბოქაული მათრახით ხელში და მზადაა გამოიყენოს ის პირველივე მოსახერხებელ სიტუაციაში, გლეხების ზურგებმა უნდა აიტანოს დარტყმები, არა იმიტომ, რომ გლეხები პატივს სცემენ მის ხელისუფლებას, არამედ იმიტომ რომ ბოქაულს ზურგს უმაგრებს შეიარაღებული ძალა. მხოლოდ მეგობრულმა გაერთიანებამ შეძლო შემდგომში ამ ძალის დამარცხება.

არაერთი მაგალითი იყო, როცა რომელიმე გაბანკროტებული დიდგვაროვანი ან თავადი თავად წვავდა სახლს, რათა 200-300 რუბლი ჯარიმა მიეღო გლეხებისგან, რომლებსაც ის თავად ადანაშაულებდა ხანძარში! უშუალოდ ხელისუფლება - მამასახლისი, ბოქაული და მაზრის უფროსი - დაკავებული არიან ქურდობით და ყველა ქურდი და ყაჩაღი მათთან პოულობს თავშესაფარსა და დაცვას. დაიკარგა რაღაც - ადანაშაულებენ სოფლელებს; სჭირდება რამე გლეხს რომელიმე საქმის გადაწყვეტაში, მას არ დააკმაყოფილებენ სანამ არ მოისყიდის ჩინოვნიკს; იმისთვის, რომ მიიღოს პასპორტი, მთელი კვირის განმავლობაში უნდა იაროს, აამოს მამასახლისს და მწერალს; გაგანაწყენათ და გაგქურდათ ვინმემ - არ ელოდოთ სასამართლოს და დამნაშავის დასჯას, კარგია, თუ დაზარალებულს არ დააპატიმრებენ! რომელიმე გამვლელი, რომელიც შემთხვევით გახდა მამასახლისის თანაშემწე, უფლებამოსილია გლეხებს გაუკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება.

ასეთ პირობებში ჩავარდა გურიის გლეხების უზარმაზარი უმრავლესობა. ცუდი სამოსი და კვება, სანახევროდ დანგრეული, მხრჩოლავი ქოხები, ყოველდღიური განგრძობითი შრომა, ხშირი ავადმყოფობა და ნაადრევი სიკვდილი - აი სოფლის ცხოვრების სურათი.

სხვა ნაწილები:

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ტოპონიმები გეოგრაფიული ადგილების, ქალაქების, სოფლების, ქუჩების, უბნების დასახელებებია . ტრადიციული ტოპონიმები, რომლებიც ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეარქვა მათ ხალხმა, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. როგორც წესი, ისინი დაკავშირებულნი არიან ხალხის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ მოვლენასთან, ამ ხალხის გამოჩენილი ადამიანის სახელის პატივისცემასთან, კონკრეტული ადგილის ნიშანთვისებასთან და სხვ. ამიტომ ტოპონიმების შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის საზოგადოების მიზნებსა და ღირებულებებზე, რომლის დროსაც გაჩნდა ესა თუ ის დასახელება. ამ მხრივ საინტერესოა ოზურგეთის ურბანონიმების ისტორიაც. ამ პატარა ქალაქის ზოგიერთმა ქუჩამ 100 წლის მანძილზე 5-ზე მეტჯერ შეიცვალა დასახელება. ქალაქის საწყისებთან ოზურგეთის, როგორც ქალაქის არსებობა გვიან ფეოდალური ხანიდან დასტურდება. გვიანდელ შუა საუკუნეებში ოზურგეთი გურიის სამთავროს დედაქალაქსა და მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი. ამ დროს ოზურგეთი პატარა ფეოდალური ტიპის ქ...

როგორ დაკარგა გურიამ ქობულეთი

გურია, ტრადიციულად, სამ ნაწილად იყოფოდა: ზემო, შუა და ქვემო გურიად. ქვემო გურია - ტერიტორია მდინარეებს, ჩოლოქსა და ჭოროხს შორის, დაახლოებით ემთხვევა დღევანდელი ქობულეთის რაიონს. ქვემო გურია გურიის სამთავროს ოსმალეთის იმპერიამ 1770-იან წლებში წაართვა და საზღვარმა მაშინ მდინარე ცხრაფონაზე გაიარა. ოსმალეთმა ეს ტერიტორია შეინარჩუნა ერთი საუკუნის განმავლობაში, 1878 წლამდე, მანამ, სანამ ის რუსეთის იმპერიამ ომის შედეგად არ დაიკავა. 1804 წელს რუსეთის იმპერიამ იმერეთის სამეფო გურიის სამთავროთურთ მფარველობაში მიიღო. რუსეთს მაშინვე გაუჩნდა პრეტენზიები ბათუმზე. საქართველოს მთავარმართებელი პავლე ციციანოვი სწერდა რუსეთის ელჩს სტამბულში, ანდრეი იტალინკსკის, რომ ეზრუნა ბათუმის რუსეთისთვის შეერთებაზე, რადგან ბათუმი გურიის სამთავროს ეკუთვნოდა, გურიის სამთავრო კი ახლა რუსეთს ეკუთვნისო. გურიის სამთავროს საზღვრების შესასწავლად გურიაში ჩავიდა პიოტრ ლიტვინოვი, რომელსაც ქაიხოსრო და მამია გურიელებმა მოახსენეს, რომ კინტრიში, ციხისძირი, ჩაქვი და ბათუმი გურიის სამთავროში შედიოდა. ლევან გურიელმა ...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...