ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორს
გენერალური შტაბის კანცელარიის უფროსი, გენერალ-მაიორი ტროფიმოვი
ქ. ბათუმის დროებითი სამხედრო სასამართლოს მიერ 1903 წლის, 15 დეკემბრის სასჯელით, ბათუმის ციხეში მყოფი ქუთაისის გუბერნიის , ოზურგეთის უეზდის მაცხოვრებლები, სოფელ ბასილეთის მკვიდრი ანანია გაბრიელის ძე ცხოიძე და ვაკიჯვრის მკვიდრი ოლარიონ ფლამენგოს ძე მდინარაძე ცნობილი იქნან დამნაშავეებად, მათ მიერ 1903 წლის, 30 ივლისს ჩადენილი დანაშაულისთვის. მათ და კიდევ სამ სხვა ბოროტმოქმედებს შორის, მიღებული შეთანხმებით ყაჩაღური თავდასხმისთვის, სოფლების: მარადიდი და ბორჩხას შორის მოძრავ ფოსტაზე, რომელსაც თან მოჰყვა, ფოსტალიონ გოგოლაშვილისა და პოლიციის დაცვის, დიასამიძის მკვლელობა, მეორე მცველის მეგრელიძის დაჭრა და საფოსტო ჩანთის ძარცვა, რომელშიც 6.800 რუბლი იყო, აქედან 3033 რუბლი და 5 კაპიკი მოგვიანებით ამოღებული იქნა, ორი მოკლული ბოროტმოქმედისგან, იმავე ანანია ცხოიძესგან, რის გამოც, დასახელებულ ცხოიძესა და მდინარაძეს მიესაჯათ, გამამტყუნებელი განაჩენი, სიკვდილის დასჯა ჩამოხრჩობის გზით.
ამ განაჩენის წარდგენისას გენერალ ადიუტანტმა კნიაზ გალიცინმა 26 იანვარს ბრძანა მოიყვანონ ის სისრულეში არა საჯაროდ, არამედ ციხის ღობის ფარგლებში, საერთო საფუძველზე.
განცხადებული სასჯელი დასამტკიცებლად, მასთან ერთად ეცნობა კავკასიის სამხედრო - საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს და ის რომ მოხსენებული სასჯელის სისრულეში მოყვანის ხარჯები, იქნება ანაზღაურებული მთავარმართებელის დაქვემდებარებაში მყოფი ექსტრა ორდინალური თანხით, თქვენი აღმატებულებისმიერ, წარდგენილი ანგარიშის დოკუმენტების საფუძველზე.
შემდგომში, გთხოვთ თქვენი გადაწყვეტილება დროულად გვაცნობოთ მისი, ბრწყინვალებისათვის ანგარიშის წარსადგენად.
ამასთან ერთად, კანცელარიას აქვს, პატივი ითხოვოს თქვენი აღმატებულებისაგან უბრძანოს, გამოუცხადოს მისჯილი, ცხოიძესა და მდინარაძის, ამ უკანასკნელის დედასა და ცოლს ტაისიასა და მარია მდინარაძეს, რომ მათ მიერ მოწოდებული თხოვნა, შეწყალების შესახებ, მისი Императорскому Величеству Государыне Императрице Александре Федоровне на усмотрение князя Главноначалъствующего მირთმეული უშუალოდ князь главноначалъствующему მისი ბრწყინვალების მიერ დატოვებულ იქნა შედეგების გარეშე
1905 წლით 4 თებერვალი
ბათუმის ჟანდარმერიის დამცავი პუნქტის უფროსს როტმსიტრ როჟანოვს
ოზურგეთის მაზრის უფროსი კაპიტანი ევგენი ერმოლოვი.
გასული იანვრის 30 რიცხვს, მიახლოებით შუადღის 2 საათზე, ქ. ოზურგეთში, ჯერ-ჯერობით უცნობი ორი ბოროტმოქმედი, დახვდნენ ბაზრიდან შინ მიმავალ "მომრიგებელი (შუამავალი) მოსამართლე" თავად ("კნიაზ") ტიმოფეი დიმიტრის ძე ნაკაშიძეს, მის სახლთან ახლოს მდებარე ხიდზე, განახორციელეს იარაღიდან რამოდენიმე გასროლა, რითაც ეს უკანასკნელი მკერდში დაიჭრა და უმალვე გარდაიცვალა.
დანაშაულის ჩამდენი პირები უმალვე გაიქცნენ სოფელ ზვანის მიმართულებით.
დადევნებულმა დაცვამ მათ წინააღმდეგ კი განახორციელა გასროლა, მაგრამ, ბოროტმოქმედები უკვე შორ მანძილზე იყვნენ, შესაბამისად, ვერც ერთის დაჭრა ვერ მოხერხდა და ისენი მიიმალნენ.
დევნა მათ წიინააღმდეგ პირადად ჩემი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა, ჩატარებული იქნა ჩხრეკები და სამძებრო სამუშაოები სოფელ ზვანში, მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა.
ერთ-ერთი მცველის ჩვენებით, რომელიც ახორციელდება ბოროტმოქმედების დევნას, ერთმა დამნაშავემ სოფ. ზვანში თავი სახლს შეაფარა. სახლში აღმოჩნდნენ, უფროსი მოსე მეგრელიძე და სამი უცხო პირი, ერთ-ერთი მათგანი კი ამავე სოფლის მკვიდრი ალექსანდრე ცომაია, რომელიც აღწერით ძალიან ჰგავს ერთ-ერთ ბოროტმოქმედს, მეორე აღმოჩნდა სოფ. ზვანის მაცხოვრებელი გიორგი ცომაია, ხოლო მესამე - სენაკის მაზრისს მკვიდრი, მეისრე ჩაქვის რკინბიგზის სადგურის, ილია დონდუა. თავად სახლის მეპატრონეს ჩხრეკისას აღმოაჩნდა ანტისახელწიფოებრივი შინაარსის პროკლამაციები და ის დაკავებულ იქნა.
უნდა ვივარაუდოთ, რომ თავად ნაკაშიძის მკვლელობა ჩადენილია ტერორისტულ ნიადაგზე, რადგანაც მოკლული ღებულობდა მუქარის შემცველ წერილებს და ანტისახელმწიფოებრივი აგიტატორები მას კომიტეტისათვის მიუღებელ პირად თვლიდნენ.
ზემოხსენებულის შეტყობინებით თქვენს უკეთილშობილესობას, მომხდარი ამბავი ეცნობა ქუთაისის საოლქო სასამართლოს პროკურორს, ოზურგეთის საუბნო გამომძიებელს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ამხანაგ პროკურორს, პოლიტიკური საქმეების მმართველს და ამხანაგ პროკურორს ოზურგეთის საუბნოში.
ჟანდარმთა როტმისტრ როჟანოვის 1905 და 1906 წლის რაპორტები გურიაში მიმდინარე სოციალური და რევოლუციური მოძრაობის შესახებ:
1905 წლის 24 თებერვლის რაპორტი უმაღლესი საბჭოს წევრს, სულთან კრიმ-გირეის
ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრამ, თავისი ამბოხი სულითა და ხელისუფლების საწინააღმდეგო მოქმედებებით, გახშირებული ყაჩაღობებითა და ავაზაკობით ჯერ კიდევ 1882 წლიდან მიიპყრო უმაღლესი მმართველობის ყურადღება, რაც სათანადოდ იყო შეფასებული და გაანალიზებული ამავე წლის 24 სექტემბრით დათარიღებულ გენერალ სმეკალოვის პატაკში კავკასიის უმაღლესი მმართველობისადმი.
გურიის მოსახლეობა ქედფიცხელია და ფეთქებადი. გურულები შეურაცხყოფას არავის აპატიებენ. მათში ამ დროს იღვიძებს სისხლის აღების დაუცხრომელი წყურვილი. მკვლელობის გაფიქრება და აღსრულება ერთია. შეჩვეული არიან საუკეთესო ჩაცმა-დახურვას. ბუნებით არიან ლაღნი და შემართებულნი. გურული ეს მუდმივი მეამბოხეა ხელისუფლების წინააღმდეგ.
1882 წლის მოვლენებმა ღრმა კვალი დააჩნია მათ შემდგომ ცხოვრებას. აგრარულ ნიადაგზე წარმოქმნილ კრიტიკულ მდგომარეობას, მემამულეთა და თავად-აზნაურთა წინააღმდეგ დაპირისპირებას.
ყოველივე ზემოხსენებული ნათლად გამოიკვეთა გასული წლის ოქტომბერში გურიის სოფლის საზოგადოების შეხვედრის დროს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორ სმაგინთან, რასაც პირადად ვესწრებოდი მე.
1905 წლის 9 მარტის რაპორტი გენერალ-ალიხანოვ-ავარსკის
მოცემული აგენტურული მონაცემების თანახმად, გურიაში ამჟამად მოქმედებს საიდუმლო იატაკქვეშეთი მხარის ადმინისტრაციული მმართველობის ანალოგიური ორგანიზაცია, რომლის მმართველობის უდაბლეს საფეხურს წარმოადგენს „სათათბირო“, იგი შედგება თითოეული სოფლის ყოველი ათი კომლისგან. შემდგომი ტერიტორიული ერთეულებია ანალოგიურ საფუძველზე ჩამოყალიბებული „საასისთავოები“ და „საათასისტაოები“, მათ სათავეში უდგანან „ათასისთავები“, „ასისთავები“. რამდენიმე „საასისთაო“ შეადგენს „რაიონულ ორგანიზაციას“, რომელსაც ხელმძღვანელობს რაიონული წარმომადგენელი. მხარეში არსებობს ზემოხსენებულ საიდუმლო ორგანიზაციებთან არსებული განსაკუთრებული სასამართლო, რომელიც მოქმედებს რევოლუციონერთა ნება-სურვილის საფუძველზე. მასში უმთავრეს როლს ასრულებენ ლიბერალურად განწყობილი თავად-აზნაურთა წარმომადგენლები, სასიკვდილო ჟრჟოლვა-მოგვრილნი ტერორისტთა მოსალოდნელი შიშით. ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელ ათისთავთაგან თუ ასისთავთაგან აქტიური საქმიანობით გამოირჩევიან:
1. მანასე ჩხაიძე - სოფელ ხრიალეთის მკვიდრი მიქელგაბრიელის საზოგადოებიდან, დაუფლებულია ხელოსნობის სპეციალობას, ხელზე ასდის ცეცხლსასროლი იაღარის გაკეთება
2. ლუკა მეგრელაძე - ამავე საზოგადოების სოფელ ვაკედან; ცნობილი მკვლელი, თავზეხელაღებული ტერორისტი
3. ეგორ ბოლქვაძე - სოფელ მიქელგაბრიელიდან. იგი მუდმივად იმყოფება სადგურ ნატანებში, კრებს აგენტურულ ცნობებს, იქვე აქვს გახსნილი ტრაქტირი, სადაც თავს იყრის მასთან დაახლოებული პოლიტიკურად შემჩნეულები. ამჟამად ამუშავებს თითქოსდა მიქელგაბრიელის საზოგადოების გლეხობის მიერ შედგენილ „პეტიციას“, რათა გურიაში ჩამოსვლისთანავე მიართვას იგი გურიის გლეხთა მდგომარეობის შესასწავლად უმაღლესი ხელისუფლების მიერ წარმოგზავნილ უმაღლესი საბჭოს წევრს სულთან კრიმ გირეის.
4. გრიგორი ბოლქვაძე - აზნაური, დაქორწინებულია ვინმე გლეხ კეჭაყმაძის ასულზე, იგი ყველაზე ახლოსაა დასახლებული სადგურ ნატანების სამიმოსვლო პუნქტთან. მისი სახლის მახლობლად მიმდინარეობს ანალოგიური შეკრებები.
მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებით შეძრულია მთელი მაზრა. განსაკუთრებით გამოირჩევა ბენია ჩხიკვიშვილი, რომლის დაქვემდებარებაშია ფაქტიურად ქალაქი ბათუმი. მიმდინარე წლის 20 ტებერვალს იგი სიტყვით გამოვიდა სომხური ეკლესიის მახლობლად მოწვეულ მასიურ კრებაზე, მოუწოდებდა მოსახლეობას: „ძირს თვითმპყრობელობა“. ამჟამად მთელი გურიის მოსახლეობა მასიურადაა შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღით: რევოლვერით, ორლულიანი საბრძოლო თოფებით - ცენტრალებით. აღრიცხულია მათსავე მფლობელობაში არსებული 1100 ბერდენის სისტემის თოფები და მნიშვნელოვანი რაოდენობის მაუზერები. იმ შეიარაღებულ პირთა შორის, რომლებმაც იკისრეს სულთან კრიმ-გირეის დაცვა, აღსანიშნავია ვინმე დათა ქადეიშვილი, იგი ძებნილია ხელისუფლების მიერ, როგორც უაღრესად სასტიკი და განსაკუთრებული დამნაშავე, სარგებლობს ძალზე დიდი გავლენით სოფლის გლეხებს შორის, რადგან მისი, როგორც ტერორისტის, მომაკვდინებელი შიში აქვთ.
მიმდინარე მომენტში ოზურგეთის მაზრაში შეინიშნება 127 არმიიდან გამოქცეული დეზერტირი, რომელთაც დაბალი სამხედრო თანამდებობა ეჭირათ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. ყველა მათგანი თავმოყრილია მიქელგაბრიელის საზოგადოებაში, რადგან აღნიშნული საზოგადოება თავისი ბუნებრივი ხშირი ტყეებითა და გურიის ზღვისპირეთთან ახლო მდებარეობით საუკეთესო ბუნაგი და თავშესაფარია მათთვის. პოლიცია თავის მხრივ ვერ ბედავს და ვერც ახერხებს ამ მიუვალ და საშიშ ადგილებში შეღწევას და მათზე სათანადო ზემოქმედებათა მოხდენას. ამ თავზეხელაღებულ კაცისმკვლელ და მესისხლე მაუზერისტთა შორის შეინიშნება კიდევ უფრო საშიში დამნაშავეები, რომელთა უარესის წარმოდგენა ფაქტიურად შეუძლებელია. მათი ძირითადი ხელობა და საქმიანობაა ძარცვა-გლეჯა, ქურდობა, ყაჩაღობა, მუდმივი სასიკვდილო შიშის დანერგვა მოსახლეობაში.
გურულთა უმრავლესობა, როგორც მუშაკები, დასაქმებულნი იყვნენ ქალაქ ბათუმში „ძნიტოსა“ და მანთაშევის ქარხნებში. ადმინისტრაციის მიერ საგაფიცვო მოძრაობებში მონაწილეობის გამო მათი სამუშაოდან დათხოვნის შემდგომ, ხსენებული ქარხნის მუშები დაუბრუნდნენ თავიანთ სოფლებს და თან მოიტანეს თავიანთი „ბუნტარული“განწყობილება. ამას ზედ დაერთო სოფლებში თვალსაჩინო და გამოცდილი პროპაგანდისტების მოვლინება, რომლებმაც ააღელვეს ისედაც აღელვებული სოფლის მოსახლეობა. მათგან დავასახელებ რამდენიმეს:
1. ლუარსაბ ქადეიშვილი - „ძნიტოს“ ქარხნის ყოფილი მუშა, მთავარი აგიტატორი და ძლიერ გამორჩეული პიროვნება მეამბოხეთა შორის
2. მელიტონ მექვაბიშვილი - ცხოვრობს ბათუმში, ერთ-ერთი უმთავრესი აგიტატორი და აღიარებული ტერორისტი
3. ბესარიონ ჯაში - ასევე აგიტატორი და ტერორისტი
4. ვანო ჯაში - სრული ანალოგია ბესარიონ ჯაშისა
5. ივსიხი ჯაყელი - „ძნიტოს“ ქარხნის მუშა, ტერორისტი და პროპაგანდისტი
6. ვასილ ხომერიკი - ტერორისტი და პროპაგანდისტი
7. ვინმე ჟღენტი - აზნაური ჟღენტის შვილი, „ძნიტოს“ ქარხნის მუშა, აღიარებული პროპაგანდისტი და ტერორისტი, ამ მხრივ დიდად გამოირჩევა თავისი პროფესიული დონით ზემოხსენებულ პირთაგან
9. ბებერ სიმონიშვილი - მანთაშევის ქარხნის მუშა, პროპაგანდისტი
1906 წლის 26 იანვრის რაპორტი ოზურგეთის მაზრის უფროსისა ბათუმის ჟანდარმერიის უფროსს, როტმისტრ როჟანოვს
1905 წ. ოქტომბერს სოფ. სუფსასა და სოფ. ჯუმათში, უცნობი პირები თავს დაესხნენ საგუშაგოებს, საიდანაც გაიტაცეს 122 ც. „სმიტისა“ და „ვისონის“ რევოლვერები. 18 და 19 ოქტომბერს თავდასხმა მოხდა, ლანჩხუთის პოლ. საგუშაგოზე. 7 დეკემბერს ოზურგეთის არქივიდან გაიტანეს 25 ც „ვინტოვკა". 1906 წ. 9 იანვარს ქ.ოზურგეთის მოედანზე თავი მოიყარა 10 000-ზე მეტმა კაცმა - დაახლოებით 2000 მათგანი „ბერდენის“ სისტემის თოფებით იყო, შეიარაღებული
1906 წლის 15 თებერვლის რაპორტი კავკასიის პოლიციის უმაღლეს მმართველობას
გურიაში არსებობს იატაკქვეშა ფარული ორგანიზაციები, სოფელ შემოქმედში, სოფელ გურიანთაში, სოფელ ჩოხატაურსა და ქალაქ ოზურგეთში, რომელთა საფუძველზე ჩამოუყალიბებიათ დანაშაულებრივი ორგანიზაცია „გურიის კომიტეტი“. კომიტეტის წევრთა უმრავლესობა იმყოფება არალეგალურ მდგომარეობაში, ქალაქ ბათუმში და შესაბამის ხელმძღვანელობას უწევს მოძრაობას მხარეში. კომიტეტზე დაქვემდებარებულია „საბრძოლო დრუჟინა“ და მისი ბრძანების, ნებისა და სურვილის თანახმად, ასახიერებსნებისმიერ ტერორისტულ აქტებს, ასევე მოქმედებენ მასზე დაქვემდებარებული აგიტატორები და პროპაგანდისტები. გურიაში მეამბოხე ელემენტების გაჩენა ნაწილობრივ გურიის თავად-აზნაურთა ლიბერალური ხასიათიდან გამომდინარე, რომლებმაც გახსნეს გურიის სოფლებში სასკოლო დაწესებულებები, ფართოდ გაუღეს სკოლის კარები გლეხის შვილებს და მისცეს მათ შესაძლებლობა სათანადო განათლების მიღებისა. გურიაში დიდი სიმრავლეა საერო და სასულიერო სკოლებისა.
გურულები ფიცხი და ტემპერამენტიანი ხალხია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევიან კავკასიის სხვა ხალხთა შორის. ფიცხი, ტემპერამენტიანი, განათლებულნი, აგიტატორთა და პროპაგანდისტთა მიერ ამბოხებული ხალხი ხელისუფლებისთვის ფრიად საშიშია. მათ მიერ წაქეზებულმა გლეხებმა - კომიტეტის წამყვანმა ტერორისტებმა დაიწყეს თავდასხმები მემამულეებზე, თავადებსა და აზნაურებზე, წვავდნენ მემამულეთა კარმიდამოს, ანადგურებდნენ სიმინდის, ღომის ნათესებს, შინაურ პირუტყვს. მამასახლისები, სტრაჟნიკებისა და მთავრობის ერთგულ მოხელეთა და მოსამსახურეთა მკვლელობები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ტერორის და ალადობის შიშით გათანგულები ხმის ამოღებას ვეღარ ბედავდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილი სახეზე იყო. მოკლული იქნა რამდენიმე მამასახლისი, ორი ღვთის მსახური, მომრიგებელი შუამავალი თავადი ტიფო ნაკაშიძე, ბოქაული კოსტავა. თუ რომელიმე პოლიციელი, ან მთავრობის მოხელე ცხოვრობს ამჟამად ოზურგეთის მაზრაში, ეს მხოლოდ იმით აიხსნება, რომ ყოველივე მათგანი ასრულებს მხოლოდ იმ დავალებას, რასაც მათგან ითხოვს გურიის კომიტეტი.
გურიაში, განსაკუთრებით მიქელგაბრიელისა და ჩოხატაურის საზოგადოებაში, როგორც ტოპოგრაფიული თვალსაზრისით ფრიად ხელსაყრელ გარემოში, თავი მოიყარა დეზერტირმა ჯარისკაცებმა და ამჟამად ჩვენთვის დეზერტირ ჯარისკაცთა მთელი არმია წარმოადგენს ჩვენს საწინააღმდეგო ძალზე სერიოზულ ძალას. მიმდინარეობს ნამდვილი სამხედრო სწავლება. გლეხებს ამზადებენ და ავარჯიშენებ იარაღის სროლაში. ქმნიან წითელ რაზმებს, იარაღის ხელში ჩაგდების და შექმნის მიზნით სიცოცხლეს უსწრაფებენ საერობო დარაჯებსა და თანამდებობის პირებს. მათი მოხელთება და დაპატიმრება თითქმის შეუძლებელია. დაბეჩავებული საზოგადოება მათი შიშით ენის დაძვრას ვერ ბედავს. ყველაფერს გურიის კომიტეტის განაგებს, ყველაფერს გურიის კომიტეტი განსაზღვრავს. ადმინისტრაცია დაშინებულია. პროპაგანდისტებითავისუფლად დათარეშობენ, მიტინგები უკვე აშკარად ტარდება, დღისით, მზისით. ეწყობა მასობრივი შეკრებები. არ ცნობენ არავითარ სასამართლოს, გარდა საკუთარი მართლმსაჯულებისა. პოლიციელებს წითელრაზმებელი ცვლიან, დამნაშავეებს ან სიკვდილით სჯიან თვითნებურად ან მაზრის ფარგლებს გარეთ ასახლებენ, ან უწყობენ ე.წ. ბოიკოტს, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება სასიკვდილო განაჩენს.
გენერალ-მაიორ ალიხანოვ-ავარსკის საექსპედიციო კორპუსის მოსვლამ ოზურგეთის მაზრაში მდგომარეობა ნაწილობრივ გამოასწორა, შეპყრობილ იქნა რამდენიმე საშიში ავაზაკი და ამბოხის მოთავე, მაგრამ ეს იყო მხოლოდ დროებით. ზოგი მათგანი ამნისტირებულ იქნა და ისევ ამბოხის ყოფილ მხარეს დაუბრუნდა, ისევ განახლდა პროპაგანდისტთა თარეში, ხელისუფოლება კვლავ უმოქმედობას იჩენს.
ა/წ 21 ივლისს ოზურგეთიდან თორმეტიოდე კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელ ვაკიჯვარში გაიმართა გლეხთა მასობრივი მიტინგი. თავი მოიყარა 6000 მდე კაცმა. თავყრილობა თითქოს გზების შეკეთების მიზნით იყო მოწყობილი, სინამდვილეში ხელისუფლების საწინააღმდეგო ხასიათს ატარებდა. გამოითქვა თამამი მოსაზრება „უკვე მოახლოებულია დრო და ჟამი ხელისუფლების დამხობისა. გავანაწილოთ ყოველი მიწის ნაკვეთი გლეხობას შორის. გავაუქმოთ საჯარისო ნაწილები“. მსჯელობდნენ ჯავშნოსან პოტიომკინზე განსახიერებული ჯანყის შესახებ, ფინეთის, ფეოდოსიის, ვარშავის მცხოვრებთა ამბოხებაზე, ლოძის მოვლენებზე და ქალაქ ტაშკენტში „დაბალი ჩინების“ ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლაზე. დაისახა ღონისზიებანი იარაღის მასობრივი შეგროვების, აჯაყებისათვის მზადების, წითელი რაზმების ფორმირებებისა და ხელისუფლების ერთგულ პირებზე თავდასხმების შესახებ, მათი ფიზიკური ლიკვიდაციის მიზნით. თავყრილობის დასასრულს ნიშნად საბრძოლო მზადყოფნისა ოთხასამდე მეამბოხემ მისცა მასიური ზალპი ცეცხლსასროლი იარაღებიდან, რომელთა შორის ჭარბობდა მაუზერები. მათ შორის შეინიშნებოდა არდაგანისა და სხვა პოლკების ჯარისკაცები თავ-თავიანთი ნაწილებიდან საიდუმლოდ მოვლინებული კრებაზე, მოვიდნენ წითელი დროშებით, დასძახოდნენ რევოლუციურ სიმღერებს.
15 აგვისტოს ასეთივე თავყრილობას ჰქონდა ადგილი სოფელ დვაბზუს წმინდა გიორგის ეკლესიის მახლობლად. ორატორი აქაც ხელისუფლების დამხობისაკენ მოუწოდებდა გლეხობას. მათვე განუმარტავდა, თუ როგორ უნდა დასხმოდნენ თავს საჯარისო ნაწილებს, როგორ გაეთხარათ „მგლის ორმოები“, როგორ ჩაედოთ ადგილას ნაღმები, როგორ მოესპოთ „მტრის ცოცხალი ძალა“. მზადყოფნაში აქვთ მიუვალ მთებში მოხუცთა, ბავშვთა, ავადმყოფთა გახიზვნის საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებული თავშესაფრები. თავყრილობა მრავალრიცხოვანი იყო, გამოირჩეოდა სიმძაფრითა და აქტიურობით. პროპაგანდისტი აუწყებდა შეკრებილ საზოგადოებას, რომ კომიტეტს უკვე მიღებული აქვს სათანადო ზომები ზემო აჭარის მოსახლეობის ხელისუფლების საწინააღმდეგო ამბოხისთვის. ვაკიჯვრის გზით იგზავნება იქ პროკლამაციები და გამოცდილი აგიტატორები. გურიასთან ერთად შესაძლებელია მთელი აჭარის ამბოხება ერთსა და იმავე დროს.
ამავე დროს შედგა ბახვის საზოგადოების თავყრილობა, სადაც საზოგადოებრიობამ კომიტეტის ნებითა და დასტურით ბოიკოტი გამოუცხადა სოფელ ბახვის მცხოვრებ სილვესტრ ნაკაიძეს და სამუდამოდ განკვეთა იგი მოსახლეობისაგან: ნაკაიძის განკვეთის შემდეგ, რომელსაც სასიკვდილოდ უღერებდნენ მუშტებს, განიხილეს პოლიტიკური საკითხები „სახელმწიფო სათათბიროსა“ და „მანიფესტის“ შესახებ. გამოოუცხადდა შეუწყნარებელი ბრძოლა კლასობრივ მტრებს, წინა პლანზე იქნა წამოყენებული „ბოიკოტის“ მეთოდი. „ბოიკოტს“ ენაცვლებოდა ტერორი.
ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის სტაროსელკსის ქმედებამ კიდევ უფრო გაამძაფრა სიტუაცია. ვერც ალიხანოვ-ავარსკის რაზმმა უშველა საქმეს, ავაზაკთა და მკვლელთა მცირე ნაწილი იქნა შეპყრობილი, ნაწილმა მიუვალ მთებს შეაფარა თავი, ხოლო ნაწილი ძირითადი დამნაშავეები ერთმანეთს დაჰყვებოდნენ სოფელ-სოფელს როგორც გურიის სოფლის საზოგადოებისაგან გამოყოფილი შეიარაღებული მცველები, რომლებიც სინამდვილეში კომიტეტის ტერორისტებს წარმოადგენდნენ. კომიტეტის ტერორისტთა საქმიანობას კომიტეტის წინაშე ანგარიშვალდებული „ტერორისტთა უფროსი“ სამხედრო შტაბის ხელმძღვანელი განაგებდა. საგანგებოდ ეძახდნე გულბოროტ, მესისხლე გავარდნილსა და კაცისმკვლელ „თავზეხელაღებულებს“
მასალები გაზეთ „ლენინის დროშის“ არქივიდან
Comments
Post a Comment