დავით კლდიაშვილი:
„კრილოვი თავისი ხერსონის პოლიციით გამოგზავნილი იყო კიევიდან გურიის დასაწყნარებლად. გურიას ვერა რას უხერხებდა ადგილობრივი ადმინისტრაცია და მიუსიეს კრილოვი თავისი პოლკით. კრილოვი დიდი ხნით ჩამოვია გემით ბათუმში. აქ იგი განსხვავებულად იქნა მიღებული, როგორც მხსნელი პირი.
კრილოვი ცეცხლითა და მახვილით შევიდა გურიაში. ეს ტანმორჩილი, თხელი, შავგრემანი კაცი საოცარი სისასტიკის მატარებელი იყო თავის არსებაში. არავითარი შებრალება, არავითარი დაზოგვა მან არ იცოდა. მისი შეხედულებით აქ მტერი იყო და მტრულად უნდა მოქცეოდა. მრუდი, მართალი, უდანაშაულო - ყველა ერთია, ყველა ერთი აზრისანი არიან - გარჩევა საჭირო არაა. იქ ღმერთი გაარჩევს ბრალიანს და უბრალოს.
კრილოვი კი წვავდა, ცეცხლს აძლევდა, სიკვდილს აყენებდა მარჯვნივ და მარცხნივ. საკმარისი იყო ჯაშუშის ურბალო ცნობა, რომ დასმენილის სახლ-კარს წაესმებოდა ფისი, ზედ დაესხმებოდა ნავთი და ავარდნილ ალში, მწარე ცრემლებით ხმამაღლა მოტირალთა ბღავილში იფერფლებოდა შენობა, იწვოდა, იღუპებოდა საქონელი, ნიავდებოდა მთელი ქონება
წარმოუდგენელი სასტიკობა განუშორებელი თვისებაა რუსის თვითმპყრობელური ხელისუფლების მაღიარებლებისა.
კრილოვის სისასტიკემ უნაყოფოდ ჩაიარა, მან ვერ მოდრიკა, როგორც ის ფიქრობდა, გურია. ნერვებაშლილი, მოქანცული, მღალული, იგი იძულებული გახდა, მიეტოვებინა თავისი პოლკი, გურია და გაბრუნებულიყო კიევში. შეშინებული, რომ არ მოეკლათ, ნამალევად ჩაიყვანეს ბათუმში და ნამალევად ღამით მიაყენეს ზღვაში გაჩერებულ გემს, ჩასვეს და გაისტუმრეს, საიდანაც იყო მოსული.“

300-ზე მეტი ადამიანი გადაასახლეს ციმბირში. გადასახლებულებს შორის იყო ნესტორ კალანდარიშვილი, იოსებ კიღურაძე, მიხეილ ასათიანი, გერასიმე ზოიძე. ეს ხალხი იბრძოდა 1917-22 წლებში „ციმბირელ პაპასთან“, ნესტორ კალანდარიშვილთან ერთად ციმბირში.
გარდა სასამართლო პროცესისა, ხელისუფლება აგრძელებდა გურიის მოსახლეობის წინააღმდეგ სადამსჯელო რაზმების გამოყენებას. აგრძე აგრძელებდა რეპრესიებს გურიაში. 1907 წლის აპრილის დასაწყისში რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმაში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ დასვა კითხვა ლანჩხუთში სადამსჯელო რაზმების მოქმედებების გამო.

ოდესაში ბრალდებულების ჩასვლას ეხმიანებოდა გაზეთი „ოდესსკი ლისტოკი“
„ერთ დროს ეს ჯგუფი თარეშობდა ოზურგეთის მაზრაში, მათ ამოხოცეს ერთი ნაწილი მოხელეებისა, სხვებს იარაღი ჩამოართვეს, ჩაიგდეს ხელში მაზრის მართვა-გამგეობა, სტაცებდნენ მემამულეებს მიწებს, ახდევინებდნენ მცხოვრებლებს სამხედრო ბეგარას თითო აბაზს ხელზე, ხელმძღვანელობდნენ ყოველგვარ თავდასხმებს“

გურიის კომიტეტის წევრი ლიზა ნაკაშიძე ოდესის სასამართლოზე არ გაუყვანიათ. ის 1907 წელს გადაასახლეს ამიერკავკასიიდან.
სასამართლო პროცესზე მოწმეებად იყვნენ გამოძახებულები ოზურგეთის მაზრის ყოფილი უფროსი ლაზარენკო და ბოქაულად ნამყოფი კოწია ბერიძე. კატორღა მიუსაჯეს დაუსწრებად გრიგოლ დუმბაძესაც, რომელიც „რესპუბლიკის“ სამხედრო შტაბის უფროსი იყო, მაგრამ დუმბაძე შუა აზიაში დაემალა ხელისუფლებას და 1917 წელს დაბრუნდა გურიაში.
Comments
Post a Comment