1921-1924 წლების გამოსვლები
1922 წლის 11 თებერვალს ანტისაბჭოთა სამგლოვიარო მსვლელობა მოაწყო მოსწავლე ახალგაზრდობამ სხვადასხვა ქალაქეbში, მათ შორის ოზურგეთში, ლანჩხუთში, ნატანებში
1922 წლის 24 მაისს ანტისაბჭოთა მიტინგი გაიმართა სუფsის რაიონის სოფელ ჩოჩხათში. მოხდა შეტაკება მილიციას და მომიტინგეებს შორის. მოკლეს ერთი მომიტინგე (გიორგი გუჯაბიძე) დაჭრეს 4, ნაწილი დააპატიმრეს.
1922 წლის 26 მაისს ნატანების რაიონის სოფელ კონჭკათში გაიმართა მიტინგი. მისი დარბევა სცადა ადგილობრივმა მილიციამ და კომკავშირელთა რაზმმა. ატყდა ორმხრივი სროლა. მომიტინგეთა მხარეს მოკლეს მალაზონია, ხელისუფლების მხარეს მოკლეს ი. ღლონტი და დაიჭრა ორი ადამიანი.
მიტინგი ჩატარდა ლანჩხუთის რაიონის ყველა სოფელში. სოფელ შუხუთში დაარბიეს მიტინგი, სადაც ერთი ქალი დაიჭრა, მომიტინგეების უმრავლესობა დააპატიმრეს და საქართველოს ეროვნული დროშები ჩამოართვეს. სოფელ ჩიბათში მომიტინგეებმა დამრბევ რაზმს უპასუხეს სროლით და ქვებით. დაიჭირეს 150 მომიტინგე, ჩოხატაურის რაიონში მიტინგი არ ჩატარებულა. ნაგომრის რაიონში მიტინგი უმსხვერპლოდ დაშალა ხელისუფლებამ. ხიდისთავის რაიონში მიტინგები ჩატარდა ალაგ–ალაგ.
1922 წლის 26 მაისს ხიდისთავის რაიონის სოფელ ფიჩხისჯვრის ცენტრში გაიმართა დიდი მიტინგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. მიტინგი საბჭოთა ხელისუფლებამ დაარბია, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. მიტინგის ხელმძღვანელი იყო სერგო წიტაიშვილი, ერთ-ერთი გამომსვლელი ისიდორე ლომთათიძე. მიტინგი დაარბია მილიციამ, მილიციის უფროს ჭანიშვილის მეთაურობით. მილიციის მხრიდან დაიჭრნენ ჟოჟო სიმონიშვილი და აკაკი ფირცხალაიშვილი. მომიტინგეების მხრიდან სერგო წიტაიშვილი და 15 ადამიანი. დააპატიმრეს ისიდორე ლომთათიძე, გერმანე ჯიბლაძე, გრიგოლ ჭანიშვილი.
1923 წლის 10 თებერვალს კვაჭალათში გოგია ღლონტმა მოაწყო ტერორისტული აქტი საშა ობოლაძეზე
რეგიონში არსებული ვითარება ჩანს 1922 წელს
ბუდუ მდივანის „მოგზაურობა“ გურიაში (გაზეთი „თავისუფალი საქართველო“, 15 მარტი, 1922)
15 თებერვალს გაზეთ „კომუნისტის“ (N36) მოთავსებულია ცნობა ბუდუ მდივნის მოგზაურობის შესახებ გურიაში, სადაც სწერია: „მრავალ ადგილას მიტინგებით დახვდენ, მხოლოთ ბუდუ მდივანმა ვერ დაიცადა გურიის შამოსავლელათ, რადგანაც საჩქაროთ გამოიწვიეს თფილისში გენუის კონფერენციაზე წასასვლელათო“.
აი ასეთი ინფორმაციის კვებავენ ხალხს კომუნისტები
როგორ „იმოგზაურა“ ბუდუმ?
აი როგორ მოხდა:
ბუდუ მდივანი ლანჩხუთში მივიდა 5 თებერვალს. ლანჩხუთში მას დაახვედრეს ყრილობა, არა იმიტომ რომ მდივანი მიდიოდა, არამედ ადგილობრივმა რევკომმა ნატურალურ გადასახადის გამო შეუყარა ხალხს თავი და ბოლოს გამოუცხადა მდივანი აქ ბრძანდებაო.
მდივანმა წარმოსთქვა სიტყვა და აღნიშნა: „მენშევიკების საქმიანობამ ბევრი ზარალი მიგვაყენა ევროპაში. გაქურდეს რა საქართველო, გაიტაცეს მთელი სიმდიდრე რითაც მოიყიდეს ევროპის იმპერიალისტები, რომელნიც დღეს მოითხოვენ ჩვენგან რუსის ჯარების გაყვანას. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ისევ დაიღვაროს მუშების და გლეხების სისხლი... თქვენ ხალხო, ჩვენთან ერთად უნდა მოითხოვოთ, რომ აქ დარჩეს რუსის ჯარი, ვინაიდან ამას მოითხოვს თქვენი ინტერესები, თორემ თუ ჩვენ გვაიძულეს, მაშინ იცოდეთ აქ უბედურება დატრიალდება, სისხლის ნიაღვარი ადგება“.
ბუდუს სიტყვაც არ ჰქონდა დასრულებული, რომ ხალხმა ერთბაშათ იბრუნა პირი და მიატოვა ყრილობა.
ასე დასარულდა ბ. მდივნის გამოსვლა ლანჩხუთში.
ლანჩხუთიდან გაემგზავრა სუფსაში. მისდა სამწუხაროთ, რევკომის მეთაურს იქაც არავინ შეხვდა. ნატანებშიაც ასეთივე ბედი ეწია მას.
ოზურგეთში გარდა „ჩეკა“ რუსის ჯარისა, მდივანს არავინ დახვედრია, რისთვისაც იგი სასტიკათ დაემუქრა ადგილობრივ რევკომს, რომელმაც აღუთქვა პარასკევისათვის დიდი მიტინგის მოწვევა. გურიის რევკომმა პარასკევი იმისთვის აირჩია, რომ საშვალება მისცემოდათ ესარგებლიათ ბაზრობით.
ოზურგეთიდან ბუდუ ნაგომარში გაემგზავრა. ნაგომარში მას შეხვდა ათი მილიციონერი, რევკომი, რომელსაც სასტიკი „ვიგოვორი“ გამოუცხადა და თან უსაყვედურა: თქვენ სიაში 22-მდე კაცი გყავთ და აქ კი არც ერთი არ არისო.
რევკომმა გამართა დილით პარასკეობის იმედით დიდი მიტინგი.
აქედან ბუდუ მდივანი გაემგზავრა ჩოხატაურში, სადაც „ჩეკის“ ჯარის, რევკომის და კომპარტიის მეტი არავინ დახვედრია.
ბუდუ დაბრუნდა უკან დაღონებული. ნაგომარში მისი მისვლის გამო პარასკეობაც დაშლილიყო და აღარავინ დახვედრია, რის გამო ადგილობრივ რევკომს დაემუქრა დატყვევებით.
აქედან ის საჩქაროთ გაემართა ოზურგეთის მიტინგზე, მაგრამ იქაც არავინ დახვდა, გარდა დაღონებული რევკომისა.
ბუდუმ ბახვი-ლიხაური მიატოვა და სწრაფათ უკან დაბრუნდა.
ასე იმოგზაურა გურიაში ბუდუ მდივანმა.
აი რატომ დაბრუნდა „საჩქაროთ“ თფილისში და არა იმიტომ რასაც „კომუნისტი“ ჩმახავს.
1924 წლის აჯანყების მომზადება
1924 წლის აჯანყებას საქართველოში ხელმძღვანელობდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი. გურიაში მუშაობას წარმართავდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის გურიის კომიტეტი: გიორგი სალუქვაძე, პროკოფი კიღურაძე, აკაკი ვადაჭკორია (დაზვერვის ხელმძღვანელი). ვანო ცომაია (სამხედრო ხელმძღვანელი). პროპაგანდისტები: მიხეილ საბაშვილი, ვასილ ჩიტაიშვილი.
თბილისთან კავშირს უზრუნველყოფდა ჭეიშვილი. ჭეიშვილი 1923 წლის მაისიდან წლის ბოლომდე შვიდი თვე დარჩა თბილისში, წამოიღო ლიტერატურა, ღამე გაათია დიმიტრი თოთიბაძესთან, დილით შეხვედრა ჩაატარა მელექედურში, სადაც შეხვდა სალუქვაძეს და ჩიტაიშვილს. 1924 წლის 2 თებერვალს გაიმართა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენცია. მოისმინეს დამოუკიდებლობის კომიტეტის გადაწყვეტილება აჯანყების მოწყობაზე. შემდეგ გურიაში ჩავიდა ვალიკო ჯუღელი. გაიმართა კრება, . განიხილეს აჯანყების გეგმა, სულ უნდა გამოსულიყო 150 კაცი 2 ტყვიამფრქვევით.
ოზურგეთის პოლიტბიუროს ჰყავდა ინფორმატორები აჯანყებულებში. 1924 წლის ივლისში პოლიტბიუროს რწმუნებული შავიშვილი საკუთარ ინფორმატორს პირდებოდა 200 მანეთს თითო დაკავებულ ადამიანში. 1924 წლის 9 ივლისს დილით დვაბზუს ყანაში დააკავეს ცომაია და სალუქვაძე. ცომაიას შემცვლელვად გურიაში გაგზავნეს სოლომონ ყარალაშვილი, რომელიც ჯერ ბათუმში ჩავიდა და იქ დაიჭირეს. 6 აგვისტოს დაიჭირეს ვალიკო ჯუღელი და ამან გურიაში განწყობა დააგდო.
20 აგვისტოს გურიაში ჩავიდა დამკომის წარმომადგენელი ქავთარაძე, რომელსაც უნდა გაეწია გურიაში აჯანყების პოლიტიკური ხელმძღვანელობა. 26 აგვისტოს დამკომმა გურის კომიტეტს აცნობა აჯანყების თარიღ, 27 აგვისტოს გურიის კომიტეტმა აცნობა ეს ყველა რაიონს. გეგმა გულისხმობდა თავდასხმას რაიონებზე (სუფსა, ნატანები, ხიდისთავი, ნაგომარი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) იქ ძალაუფლების სრულ მოპოვებას და შემდეგ ქალაქზე შეტევას. ხელისუფლებას ჰაყვდა 120 ადამიანი ოზურგეთში, ლანჩხუთში, სუფსაში და ჩოხატაურში. გურიაში აჯანყების წარმატების შემთხვევაში იგეგმებოდა შეტევა ბათუმზე.
აგვისტოს ჯანყება
- ართილაყვა მაკარ თედოს ძე, დაიღუპა 31 აგვისტოს დვაბზუში
- დობორჯგინიძე მარუსია მიხეილის ასული
- დობორჯგინიძე შალვა ლევანტის ძე, აჯანყებულებმა მოკლეს ლანჩხუთში
- ერქომაიშვილი ალექსანდრე ლავრენტის ძე , დაიღუპა ლანჩხუთში ფოსტის შენობის დაცვის დროს
- ვადაჭკორია ნესტორ, დაიღუპა აჯანყებულების ტყვეობაში შუხუთში
- ზაქარეიშვილი გიორგი სპირიდონის ძე, დაიღუპა 29 აგვისტოს საჭამისერში
- თავდუმაძე ირაკლი ნიკოლოზის ძე, მოკლეს ლიხაურში
- თედორაძე ბიქტორ ალექსანდრეს ძე, დაიღუპა საჯავახოს მთაზე შეტაკების დროს
- კაზკოვი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე, მოკლეს დაპატიმრების დროს
- კოიძე კალისტე
- მეფარიშვილი ბესარიონ ილარიონის ძე
- მიმინოშვილი ვლადიმერ სოლომონის ძე , დაიღუპა ნატანებში შეტაკების დროს
- სიხარულიძე ილარიონ იასონის ძე, მოკლეს ცხელმისხიდზე
- ურუშაძე ერმილე სოლომონის ძე, მოკლეს ორაგვეში დაპატიმრების დროს
- ურუშაძე შალვა იასონის ძე, მოკლეს დვაბზუში, მისი ძმა დაიჭრა აცანაში
- ქუტიძე დათა , მოკლეს ახალსოფელში
- ღლონტი ერასტო გაბრიელის ძე, მოკლეს დვაბზუში
- ჭანიშვილი ელიზბარ მიქელის ძე, დაიღუპა სუფსაში შეტაკების დროს
- ხოფერია ვალერი ფრიდონის ძე, დაიღუპა 29 აგვისტოს ლანჩხუთში
- ხურციძე თედო ფილიპეს ძე, მოკლეს დვაბზუში
- ასათიანი კონსტანტინე პავლეს ძე, დ. 1889, 35 წლის, უპარტიო,
- დათუნაშვილი გიორგი გრიგოლის ძე, დ 1897, 27 წლის, უპარტიო
- დარჩია ისიდორე ავქსენტის ძე, დ. 1889, 35 წლის, მცირე მესაკუთრე, სოციალ-დემოკრატიული პარტია
- ზაქარიაძე ვასილი ირაკლის ძე, დ. 1900, 24 წლის, მცირე მესაკუთრე, სოციალ-დემოკრატი,
- ღლონტი გიორგი ლევანის ძე, დ. 1881, 43 წლის, მცირე მესაკუთრე, უპარტიო
- ჭანუყვაძე ფინოზი ივანეს ძე, დ. 1895, 29 წლის, უპარტიო
- ჯაყელი ბესარიონი კონსტანტინეს ძე, დ. 1889, 35 წლის, მცირე მესაკუთრე, უპარტიო
7 კაცზე მეტი არ დაუხვრტიათ? სამეგრელოში ასობით ადამიანია დახვრეტილი
ReplyDeleteდიახ, მხოლოდ 7 ადამიანი დახვრიტეს.
Delete