Skip to main content

ოზურგეთის მაზრის მმართველობა

რუსეთის იმპერიაში ოზურგეთის მაზრის უფროსები იყვნენ:
  • 1845-1846 — ლევან ნიკოლაევიჩ ქორქიევი
  • 1847 — პოლკოვნიკი, თავადი ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ მუხრანსკი ''(მ.შ.)''
  • 1848 — მაიორი პ. ნიკოლარვიჩ ივანოვი ''(მ.შ.)''
  • 1850-1857 — სპირიდონ სემიონოვიჩ მაჭავარიანი
  • 1859 — ალექსანდრ ნიკოლოზის ძე პოდკოლზინი ''(მ.შ.)''
  • 1861-1862 — კარლ ოსიპოვიჩ დუშინსკი
  • 1863-1864 — ნიკოლოზ ივანეს ძე პრინცი
  • 1865 — იგნ. კონსტანტინეს ძე კრასნიცკი
  • 1866-1869 — პეტრ ფრანც გერარდი
  • 1870-1874 — ივან გრიგოლის ძე ვახრამოვი
  • 1877 — მაიორი კლემ ავგუსტ რიხტერი
  • 1879-1883 —ოტია დადიანი
  • 1883-1887 — დიმიტრი ალექსის ძე ვირუბოვი
  • 1888 — მიხეილ ეგოროვი
  • 1891 — თათარხან თენგიზ დადეშქელიანი
  • 1892 — მიხეილ ეგოროვი
  • 1893 — სოკოლსკი
  • 1894-1897 — კონსტანტინე ზოსიმეს ძე ალშიბაია
  • 1898-1903 წლებში ივან ლაზარენკო
  • 1903-1905 წლებში მარტის ჩათვლით ივანე ჯაფარიძე
  • 1905 წლის მაისიდან ქელბაქიანი
  • 1905 — ივან ლაზარენკო
  • 1905-1906 ივანე ტოლმაჩოვი
  • 1906 წლის ოქტომბერი - 1908 წლის თებერვალი — კაპიტანი ევგენი ერმოლოვი
  • 1909-1913 — გავრილ ზაკუსოვი
  • 1914-1916 — ნიკოლოზ ჩერნოვი
მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი 1905 წლის მარტში თ. კ. ერისთავი
 
მომრიგებელი მოსამართლე 1905 წელს იყო ექვთიმე თაყაიშვილის ძმა ნიკოკია თაყაიშვილი. მას ქუთაისის გუბერნატორმა სტაროსელსკიმ გადადგომა შესთავაზა, რადგან ამას ითხოვნდნენ რევოლუციონერები და თაყაიშვილს ბოიკოტს უცხადებდნენ.

1905 წლის აგვისტოს მანიფესტის მიხედვით მაზრაშიშემოღებულ იქნა ერობა (თვითმმართველობის უფლება) არჩევნები ჩატარდა კვოტების მიხედვით: მსხვილი მემამულეების წარმომადგნლები (6), წვრილი მემამულეების წარმომადგენლები (12) და დასახლებების წარმომადგენლები (15). სულ აირჩიეს 33 ხმოსანი (ცნობის ფურცელი N2904, 1905)

  • ჯაბა ერისთავი, გრიგოლ გუგუნავა, ნიკო გეგელაიშვილი, მიხეილ თუმანიშვილი, ალექსანდრე შარაშიძე, ერმილე ნაკაშიძე - მსხვილი მემამულეების წარმომადგენლები (6) 
  • არსენ მამულაიშვილი, დიმიტრი გოგიტიძე, ლადიკო ცეცხლაძე, ისააკ საბაშვილი, ალექსანდრე ხუნგია, ირაკლი კალანდაძე, ნიკო თავამაიშვილი, არსენ წითლიძე, გიორგი ქიქოძე, ლევანტი გოგიბერიძე, მოსე გოგიტიძე, ილია მგალობლიშვილი - წვრილი მემამულეების წარმომადგენლები (12) 
  • სიმონ გრიაზნოვი, გიორგი ჭოღოშვილი - ოზურგეთი
  • გიორგი ცინცაძე - ერკეთი და სურები 
  • ილარიონ კალანდაძე - ბასილეთი და ჯვარცხმა 
  • დათიკო ვაჩეიშვილი - აკეთი 
  • თომა ლომინაძე - აცანა
  • თედო კიკვაძე - შემოქმედი, ლიხაური 
  • ირაკლი დოლიძე - ფარცხმა, ამაღლება
  • აბიბო კორიფაძე - ნანეიშვილი, ზემო ხეთი 
  • სევასტი მურვანიძე - ხვარბეთი, გურიანთა 
  • პროკოფი ფირცხალაიშვილი - ლანჩხუთი, ნიგოითი 
  • გიორგი მურვანიძე - მიქელგაბრიელი, ჩოჩხათი 
  • ნოე გოგელია - ჯუმათი, ძიმითი
  • მახარობელ კვაჭაძე - ჯურუყვეთი, ჩიბათი 
ქალაქ ოზურგეთში 1896 წლიდან მოქმედებდა  საქალაქო თვითმმართველობა.

სოფლები დაყოფილი იყო სასოფლო საზოგადოებებად.

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ტოპონიმები გეოგრაფიული ადგილების, ქალაქების, სოფლების, ქუჩების, უბნების დასახელებებია . ტრადიციული ტოპონიმები, რომლებიც ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეარქვა მათ ხალხმა, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. როგორც წესი, ისინი დაკავშირებულნი არიან ხალხის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ მოვლენასთან, ამ ხალხის გამოჩენილი ადამიანის სახელის პატივისცემასთან, კონკრეტული ადგილის ნიშანთვისებასთან და სხვ. ამიტომ ტოპონიმების შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის საზოგადოების მიზნებსა და ღირებულებებზე, რომლის დროსაც გაჩნდა ესა თუ ის დასახელება. ამ მხრივ საინტერესოა ოზურგეთის ურბანონიმების ისტორიაც. ამ პატარა ქალაქის ზოგიერთმა ქუჩამ 100 წლის მანძილზე 5-ზე მეტჯერ შეიცვალა დასახელება. ქალაქის საწყისებთან ოზურგეთის, როგორც ქალაქის არსებობა გვიან ფეოდალური ხანიდან დასტურდება. გვიანდელ შუა საუკუნეებში ოზურგეთი გურიის სამთავროს დედაქალაქსა და მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი. ამ დროს ოზურგეთი პატარა ფეოდალური ტიპის ქ...

როგორ დაკარგა გურიამ ქობულეთი

გურია, ტრადიციულად, სამ ნაწილად იყოფოდა: ზემო, შუა და ქვემო გურიად. ქვემო გურია - ტერიტორია მდინარეებს, ჩოლოქსა და ჭოროხს შორის, დაახლოებით ემთხვევა დღევანდელი ქობულეთის რაიონს. ქვემო გურია გურიის სამთავროს ოსმალეთის იმპერიამ 1770-იან წლებში წაართვა და საზღვარმა მაშინ მდინარე ცხრაფონაზე გაიარა. ოსმალეთმა ეს ტერიტორია შეინარჩუნა ერთი საუკუნის განმავლობაში, 1878 წლამდე, მანამ, სანამ ის რუსეთის იმპერიამ ომის შედეგად არ დაიკავა. 1804 წელს რუსეთის იმპერიამ იმერეთის სამეფო გურიის სამთავროთურთ მფარველობაში მიიღო. რუსეთს მაშინვე გაუჩნდა პრეტენზიები ბათუმზე. საქართველოს მთავარმართებელი პავლე ციციანოვი სწერდა რუსეთის ელჩს სტამბულში, ანდრეი იტალინკსკის, რომ ეზრუნა ბათუმის რუსეთისთვის შეერთებაზე, რადგან ბათუმი გურიის სამთავროს ეკუთვნოდა, გურიის სამთავრო კი ახლა რუსეთს ეკუთვნისო. გურიის სამთავროს საზღვრების შესასწავლად გურიაში ჩავიდა პიოტრ ლიტვინოვი, რომელსაც ქაიხოსრო და მამია გურიელებმა მოახსენეს, რომ კინტრიში, ციხისძირი, ჩაქვი და ბათუმი გურიის სამთავროში შედიოდა. ლევან გურიელმა ...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...