ნაწყვეტები ნინო ნაკაშიძის მოგონებებიდან „გურიაში“, რომელიც ხელნაწერის სახით დაცულია ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში
მოთმინება არ მყოფნიდა, არ მენახა ჩემი სათაყვანებელი ქალაქი, ყველაზე უწინ გავემართე ქალაქის ბაღის სანახავად. მთელი ჩემი ბავშვობა ამ ბაღთან იყო დაკავშირებული. მიყვარდა ლამაზი, ფართოფოთლებიანი, დიდრონი ჭადრები, მაღალი წიფლები, ასკილის ბუჩქები, თუთის ხეები, რცხილებიცა, აქ იყო მსუბუქი შენობა როტონდა, სადაც ადგილობრივი სცენის მოყვარულები წარმოდგენებს მართავდნენ. ციხე ისევ იდგა და გადაჰყურებდა ქალაქს. მისი გვერდები აღარ იყო სუროთი შეფენილი. ციხეში ცხოვრობდნენ წითელარმიელები. ბაღის ქვემოთ აღარ იდგა ის ორი ეკლესია ქართული და რუსული. იმათ ადგილას ხარობდა ციტრუსოვანი ლამაზი ბაღი მანდარინისა და მაგნოლიის ხეებით დამშვენებული. შიგა და შიგ ბაღში ჩადგმული იყო ხის ზურგიანი სკამები მოსეირნეთა დასასვენებლად. აღარ იყო ის ფარდულიც, სადაც ერთ დროს აბრეშუმის ჭია ჰყავდათ დასმული. ვის ჰყავდა არ ვიცი, მაგრამ მიხაკო ახალაძე რომ უვლიდა და ჩვენ, სკოლის ბავშვები, ვეხმარებოდით თუთის ფოთლების დაჭრაში და ჭიის დაპურებაში, კარგად მახსოვს. კვირაობით ბავშვები ამ ბაღში ვიკრიბებოდით და ვერთობოდით. ბაღში ბევრი სხვადასხვა შინაარსისა და ხასიათის კრებები და ღონისძიებები ტარდებოდა. ამ ბაღში გაიმართა რომანოვების მეფობის 300 წლიანი თარიღის აღნიშვნა და სადილი ღარიბებისთვის.
***

მე გავიზარდე ქალაქ ოზურგეთში. ჩემი ბავშვობა და სკოლის წლები იქ გავატარე და ვფიქრობდი, ოზურგეთზე უკეთესი და ულამაზესი ქალაქი ქვეყანაზე არ იყო. ოზურგეთი სამაგალითო ქალაქად მიმაჩნდა, როდესაც სამსართულიან სუროთი შეფოთლილ ძველი ციხის გვერდით ქალაქის თავში პატარა დაღმართზე ჩავირბენდით. ამ ციხეში, ჩემს მახსოვრობაში ყოველთვის ორი როტა რუსის სალდათი, თავის ოჯახით ბინადრობდა და ხალხს ეშინოდა მათი. ჩვენ, ბავშვები არ ვეკარებოდით ციხეს. მხოლოდ ვიცოდით, რომ ეს ციხე ძველად გურიის მთავრის, გურიელის სასახლე იყო და გურიელი ამ ციხიდან გადაცქეროდა „თავის ქალაქს“ ოზურგეთს ...
ოზურგეთში ციხის მარჯვნივ იდგა ქველია მენაბდის კარგა მოზრდილი, ლამაზი ოდა, ოდას კოინდარიანი ეზო შვენოდა. ეზოში ბროწეული, ქლიავის და ატმის ყვავილობისას ყოველთვის მიყვარდა იქეთ გახედვა, მაგრამ ჩემს ყურადღებას უფრო დიდი ჭა იპყრობდა, რომელიც ჩოხატაურიდან მომავალი მოკენჭილი გზის ბოლოს, ქალაქის თავში იდგა და მაღალი ოწინარი ჰქონდა. ოწინარზე კი მაგარ რკინის ჯაჭვზე გამომბული დიდი კასრი ეკიდა, ჭის უკან ჩამწკრივებული იყო 6 სამჭედლო დუქანი...
სამჭედლოს მოსდევდა „საპარასკევო.“ რატომ ეძახდნენ, მე არ ვიცი და მიკვირდა, რადგან საპარასკევოზე ვაჭრობა იყო, როგორც პარასკევობით, ისე კვირაობითაც და რა არ იყო პარასკევობით და კვირაობით აქ გასაყიდი. ყველაზე მეტად იყო ჭურჭლეულობა: ხის გობები, ჯამები, ციცხვები და სხვა. არანაკლებ იყო თიხის ჭურჭლეულობაც, სოფელ აკეთიდან შემოტანილი იქაური სოფლელების ნახელავი, ყველა ზომის ჭურები, კოკები, დოქები, ქოთნები, ხელადები და სტვირებიც კი. სხვადასხვა სოფლებიდან შემოჰქონდათ ხილეულობა, სანოვაგე, ფქვილი, ყველი უბრალო და სულგუნები ხის კასრებით, მწვანილი და სხვა. საპარასკევოზე იდგა განუწყნარებელი გუგუნი, სიცილი და კამათიც მყიდველ-გამყიდველს შორის. საპარასკევოს განაპირას, უფრო კვირაობით, იდგა ვინმე მოხუცი მესტვირე ან ბრმა მელექსე, რომელიც ლექსს ან ამბავს მოუთხრობდა ხალხს გაბმული სიმღერით. ასე ფულს შოულობდნენ. ხალხი ყოველთვის თავისი სავაჭრო გასაღების შემდეგ, სიამოვნებით უსმენდა მას და არ იშურებდა, გაენაწილებინა მათთვის მოსაგებიდან ცოტაოდენი პროცენტი.
სადაც საპარასკევო თავდებოდა, იწყებოდა ფართლეულობის და სხვადასხვა სავაჭროების მაღაზიები. პირველი პატარა მაღაზია ეკუთვნოდა მამაჩემის კარგ მეგობარ ვაჭარს. ახლა ეს დუქანი გადაკეთებულია წიგნის დიდ მაღაზიად და მაღლა სართულში, რომელიც მაშინ სრულიად არ არსებობდა, გამართულია ქალაქ მახარაძის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ეს დუქანი, მიუხედავად სიპატარავისა, უნივერმაღს გავდა, ყველაფერი იყო გასაყიდი, რაც ღარიბი ხალხისთვის საჭირო და ხელმისაწვდომი იყო: ფართლეული, ფეხსაცმელები, ქალის და კაცის ქუდები, ტარანი, ჩიბუხი, შიბაქები. მამაჩემი ამბობდა: ჩემი მეგობარი ვაჭარი პატიოსანი კაცია და ყოველთვის იმისგან უნდა იყიდოს კაცმა ყველაფერიო. სწორედ ამ მაღაზიაში ვნახე პირველად და უკანასკნელად დიდი მწერალი ეგნატე ნინოშვილი-ინგოროყვა.
როცა მაღაზიაში შევედით, ვაჭარმა მამაჩემს უთხრა: ოჰ, იოსებ, რა კარგია, რომ მოხვედი, შენი ნინუცასთვის მშვენიერი „პოლსაბოჩკები“ მაქვს. მამაჩემს ძალიან მოეწონა, მაგრამ სანამ „პოლსაბოჩკებს“ ათვალიერებდა, კაცი მიუახლოვდა. როგორც მახსოვს, ქერა იყო, თხელი, გაბურძგვნილი, მოკლე წვერით, ხელში ყელზე მოსახვევი ჭრელი „კაშნე“ ეჭირა.
- ძალიან კარგია, მაგრამ ძვირია - უთხრა კაცმა ვაჭარს
- არა, ძვირი არ არის, ეგნატე, ხომ ხედავ, წმინდა შალია, რბილი, ნამდვილი თივთიკის...მაგრამ შენ რა გაწუხებს, ძვირია თუ იაფი? წაიღე, ფულს არ გახდევინებ
- აჰ, როგორ შეიძლება, რავა უნდა გაზარალო
- თუ მოგწონს, წაიღე, ძალიან მაწყენინებ, შენმა მზემ, რომ არ წაიღო
მამაჩემი მივიდა მასთან, ხელი ჩამოართვა და ჰკითხა: როგორ ხარ და რასა იქ, ეგნატე, სწერ რამეს?
- ვჩხარკნი, რაღაცას, იოსებ
- ახლა საზღვარგარეთ აპირებს წასვლას, - სთქვა ვაჭარმა
- მართლა, ეგნატე? აბა მაშ და
- რა ვიცი, კი მივდივარ და
- ახლა ჩვენს ამბებს სწერს, მაშვინ
- ჰო, მაშვინ პარიზის და პირამიდების ამბებს დასწერს - სთქვა მამაჩემმა
ეგნატემ სასიამოვნოდ გაიცინა, თვალებში შუქი ჩაუდგა და სახე დაუმშვენდა
- შენ, მგონია, იოსებ, გრიგოლ გურიელის ექსპედიციაში იყავი და ეგვიპტეში პირამიდებიც გინახავს - მიმართა მან მამაჩემს
მე მათ აღარ ვუსმენდი, მაგრამ დავინახე, როგორ შეუხვია ქახალდში ვაჭარმა ეგნატეს ჭადრაკული ფერადი ყელსახვევი და პიჯაკის ჯიბეში ჩაუდო
- კაი, კაცო, კაი - ეუბნებოდა მას ვაჭარი, - თუ ხათრი გაქვს, ნურაფერს იტყვი
ჩვენ გამოვემშვიდობეთ ვაჭარს და მეორე მხარეს ერდიშახან ქარცივაძის სამიკიტნოსაკენ გავსწიეთ. ერდიშახანს გაუხადა ეგნატეს დანახვა. გამოუწია ტაბურეტი, დასვა მაშინვე, დაუსხა ერთი მათლაფა ღომი, სულგუნი და მწვანილი დაუდგა წინ
- ეჰ, რა ამბავია აგი კაცო, ერდიშახან, გავმდიდრდი გგონია თუ
- არა უშავს, ეგნატე, საზღვარგარეთ წასვლის წინ სადილად რომ დაგპატიჟო, დიდი საქმე არ იქნება. სამიკიტნოში ბევრი მესადილეები იყვნენ. დიდი სიამოვნებით შესცქეროდნენ ეგნატეს და სხვადასხვა კითხვებს აძლევდნენ. ეგნატე ყურადღებით ისმენდა და ყველას პასუხებს აძლევდა.
გზის მეორე მხარეს, საპარასკევოს გასწვრივ, პირდაპირ იყო სხვადასხვა საქონლით მოვაჭრე დუქნები, რასაკვირველია, იყო ფართლეულის დუქნებიც... მაღაზიების წინ ქუჩის ორივე მხარეს ქვაფენილზე დადიოდა სავაჭროდ და სასეირნოდ მოსული ხალხი. შუაზე კი მოემართებოდა მოკენჭილი სუფთა ქუჩა ურმების, ომნიბუსების და ეტლების სასიარულოდ, იქით და აქეთ ქუჩის პირას მირაკრაკებდა გაყვანილ თხრილებში ბაზრის წყალი და ცლიდა ბაზარს ნაგვისა და ჭუჭყისაგან... ქუჩა მუდამ სუფთად გამოიყურებოდა. დუქნების ბოლოს გამართული იყო ეტლებისა და დილიჟანსების დასაქირავებელი კანტორა, რომელიც დაარსებული იყო ამხანაგობის მიერ რაჟდენ წუწუნავას ხელმძღვანელობით.
ოზურგეთის ამხანაგობას ჰყავდა ეტლები და დილიჟანსები სადგურ ანტანებამდის მიმავალი მგზავრებისთვის. ერთი ადგილი ეტლში და დილიჟანსში 10 შაური ღირდა. ეს დიდი შეღავათი იყო, რადგანაც მაშინ ნატანებიდან ოზურგეთამდე ტრანსპორტი არ დადიოდა, 18 ვერსის გავლა ფეხით უხდებოდა კაცს. კერძო ეტლით სიარული ძალიან ძვირი ჯდებოდა. ამიტომ ხალხი მადლობელი იყო რაჟდენის, რომელიც სულ მუდამ ტრიალებდა თავის კანტორაში.

1904 წელს ბათუმში ვცხოვრობდი, იმ სახლში, სადაცვა მე ვიყავი, ცხოვრობდა ექიმი ალექსანდრე შატილოვი - უბრალო კეთილი კაცი. იგი თავის ბინაზე ყველა რევოლუციონერს მფარველობდა და ინახავდა. ერთხელ, როდესაც ბათუმიდან ოზურგეთში მივდიოდი და ეტლში ვჯდებოდი სადგურზე გასასვლელად, შატილოვმა გამომიტანა ერთი შეკვრა პატარა ზომის პროკლამაციები და მითხრა: ეს პროკლამაციები რამენაირად გურიაში გაამრავლე და გადაყარე, რომ ხალხმა წაიკითხოსო. სადგურ ნატანებში შევხვდი ჩემს ნაცნობ ანტონ ჟორჟოლიანს, ეტლი ერთად დავიქირავეთ და წამოვედით ოზურგეთს. მე ამოვიღე პროკლამაციები და ვუთხარი: ანტონ, რა უნდა ვუყოთ ახლა ამას? მან მითხრა, მოიტა აქ, გაყო შუაზე, ნახევარი თითონ დაიტოვა ნახევარი დამიბრუნა და მითხრა თითო თითო გადაყარე შენს მხარეს, მე ჩემს მხარეს გადავყრი, ფურცლები ცვიოდა, ძირს ეფინებოდა, ზოგიც ჰაერში ტრიალებდა. ქვეითად გამვლელ-გამომვლელნი იღებდნენ და კითხულობდნენ. ოზურგეთის ქალაქის ბოლოს ყაზარმებთან, რომ მოვაღწიეთ ცოტა დაგვრჩა და ერთბაშად გადავყარეთ. მამაჩემი ამ დროს ავადმყოფობდა, ცხოვრობდა სოფელ ღანუელში. არ გასულა ოთხი დღე და ჩემთან ამოვიდა ლევან გურიელი. იგი ბათუმში მსახურობდა ურიადნიკად. არ გეწყინოს ნინო, ვანიჩქა - ივანე ჯაფარიძე (მაშინდელი მაზრის უფროსი) დაჭერას გიპირობს და მე შენ გირჩევ ჩქარა წახვიდე აქედან. გირჩევ დღესვე, ვანიჩქა ამბობს პროკლამაციები დაუყრია ყაზარმებთანო. მესამე თუ მეოთხე დღეს ოზურგეთში დამიბარეს, მაგრამ მე უკვე წამოსული ვიყავი.
იმ სახლში, რომლის აივნიდანაც გენერალი ალიხანოვი ლაპარაკობდა, უწინ მალაქია გურიელი ცხოვრობდა. გენერალმა ალიხანოვმა შეკრიბა დარბეული მოსახლეობა და უბრძანა დაეჩოქათ და მოესმინათ მისი ბრძანება. თებერვალი იყო, წვიმდა და რადგანაც ხალხი გახიზნული იყო ტყეებსა და მთებში, ქალაქში მხოლოდ 70-80 წლის მოხუცი ქალები და კაცები იყვნენ დარჩენილი. ხალხი დააჩოქეს. ალიხანოვმა მკაცრად მოსთხოვა დაჩოქილ მოსახლეობას დაუყოვნებლივ მოეყვანათ რევოლუციონერები, ახალგაზრდა „ყაჩაღები“ და ჩაებარებინათ. მან მიმართა ხალხს საშინელი სიტყვებით „თქვენ გაგიგონიათ უთოუდ, რომ ძველად ამბობდნენ, სჯობია ათი დამნაშავე გავათავისუფლოთ, ვიდრე ერთი უდანაშაულო კაცი დავსაჯოთ. ახლა კი ჩვენ ვამბობთ: სჯობია ათი უდანაშაულო კაცი დავსაჯოთ, ვიდრე ერთი დამნაშავე გავათავისუფლოთო.“ მე ღობესთან დამალული ვიდექი და ყურს ვუგდებდი. მაშინ გაზეთ „ცნობის ფურცელის“ კორესპოდენტი ვიყავი.
სახლს შეუნახავს თავისი სახე, მაგრამ მარცხნივ კი არაფერი იყო. მის პირისპირ იდგა ლევან გურიელის ორსართულიანი ძველი ქვის პალატიანი ოდა და ასკოკიანი ჭური, რომელიც სახლის გვერდით ფარდულის ქვეშ იყო აღმოჩენილი და გვამცნობდა, თუ რამდენ ღვინოს სვამდნენ სასახლეში. არც იასე გურიელის სახლი იყო, სადაც, მახსოვს იასე გურიელის სიკვდილის შემდეგ პოლიციის დაწესებულებები იყო გამართული. ახლა ამ ადგილას კინოს მშვენიერი შენობა და ქალაქის ორსართულიანი შენობები იდგა. კიდევ იქით თაყაიშვილის ნასახლარი იყო

რაც მახსოვს უწინაც და ახლაც, 1924 წელს, სოფელი ზვანი - დიდი მინდორი - კაცის უმაღლესი გვიმრით იყო დაფარული. მხოლოდ მინდვრის ბოლოში, 1904-1905 წლებში პატარა ჩაის პლანტაცია იყო გაშენებული. ზვანის პლანტაციის გამგე იყო ერმილე ნაკაშიძე. ერთხელ სიცილით მიამბო, თუ როგორ იცავდნენ მუშები, თბილისის მუშების მაგალითის მიხედვით, რვა საათი სამუშაო დღე შეესრულებინათ, დაირეკებოდა თუ არა დღის სამუშაო საათი, მაშინვე დაანებებდნენ თავს მუშაობასო, შეიძლება ზარის დარეკვისას ხელი ჰქონდა მოკიდებული სარეველა ბალახის ამოსაძირკვად მიწიდან, მაგრამ კი არ ამოძირკვავდნენ ბალახს, მაშინვე ხელს გაუშვებდნენ და მიატოვებდნენ სამუშაოს, რომ მეტი დრო არ ემუშავათ. იმ ადგილას, სადაც ერმილე ნაკაშიძე აწარმოებდა ჩაის მოვლა-მოშენებას, რა თქმა უნდა, კუსტარული წესით, ახლა კი, 1952 წელს, იმ ადგილას, თეთრი ორსართულიანი ჩაის ფაბრიკა და მისთვის საჭირო შენობები იყო აღმართული.
***
ბევრჯერ დავფიქრებულვარ იმაზე, თუ რა არის გურული ხალხის განსაკუთრებული თვისება, რაში გამოიხატება ის შესანიშნავი ზნეობრივი ძალა, ის უხილავი სულიერი ძაფები, რომლითაც გიზიდავთ გურული ხალხი. ქალი და კაცი მათ სიახლოვეს, მათთან კავშირს თქვენთვის საამოდ ხდის. ჩემის ფიქრით მომხიბლავი თვისება გურულებისა - მათი ცოცხალი ნიჭი, სულის სინაზე, მგრძნობიარე გული და მოსწრებული სიტყვა-პასუხია. გურულ კაცთან მუსაიფი თავის დღეში არ მოგწყინდებათ.
გურული კაცის გულში მუდამ ჟამს ჩუხჩუხებს ძვირფასი, ცხოვრების შემახალისებელი და შნოს მომცემი საუნჯე - სიცილის ნაკადული. სევდა-დაღრეჯილობის გულიდან განმდევნი და ენერგიის შემქმნელი წმინდა ანკარა ნიჭი.
ყველამ კარგად იცის, რამდენად დაწინაურებულია დღეს გურია წერა-კითხვის ცოდნითა და განათლების წყურვილით. კერძო საუბრის დროს ისეთ რამეებს მომიყვებოდნენ, რომ გაოცებული ვრჩებოდი.
Comments
Post a Comment