Skip to main content

უორდროპები გურიაში

მარჯორი და ოლივერ უორდროპები გურიას ეწვივნენ 1895 წლის იანვარში.. მათი მარშრუტი ასეთი იყო: ნიგოითი - ჯუმათი - სუფსა - ოზურგეთი - შემოქმედი - ბათუმი. გურიამდე მათ გაიარეს ქუთაისში, სადაც შეხვდნენ გაბრიელ ეპისკოპოსს. 

ნიგოითში მათ მასპინძლობდათ დიმიტრი მაჭუტაძის მეუღლე ჰანა ტარსეი.

„ჩვენს თავაზიან მასპინძლებთან ერთად ვეწვიეთ თავად მაჭუტაძის მეუღლეს ნიგოითში. ეს ქალი ინგლისელია, თავისი ისიკეთისათვის დიდად პატივცემული. იგი დღენიადაგ ზრუნავს თავის გლეხებზე, გულისხმიერი ადამიანია და გლეხობაც ავადმყოფობისა თუ გასაჭირის დროს მას ხშირად მიმართავს რჩევისა და ნუგეშისათვის. მისი შვილები ისევე თავისუფლად ლაპარაკობენ ინგლისურს, როგორც ქართულს. მაჭუტაძეები დიდი სტუმართმოყვარეობით გაგვიმასპინძლდნენ.“

ნიგოითის შემდეგ უორდროპებმა მოინახულეს ჯუმათის მონასტერი, შემდეგ კი წავიდნენ სუფსაში, სადაც ეწვივნენ ტელემაკ გურიელის ოჯახს

„ჯუმათიდან ჩავედით სუფსაში, სადაც ორი დღე გავატარეთ გურიის თავადის რეზიდენციაში. ეს თავადი მე-19 საუკუნის დასასრულამდე მართავდა მთელ პროვინციას. მთავრის ოჯახი ყოველმხრივ შესანიშნავია. მის წევრთა გარეგნობა მეტად განსხვავებულია. სხვა დამახასიათებელ თვისებათა შორის აღსანიშნავია მათი საუცხოო ხუჭუჭა თმა. გურიელი იშვიათად ატარებს ქუდს, რადგან თმა კარგად იფარავს მას ზამთრის სიცივისა და ზაფხულის სიცხისაგან. მისი განსაკუთრებით სწორი და დახვეწილი ნაკვთები გასხივოსნებულია ისეთი გამომეტყველებით, რომელშიც ჩანს ინტელექტიცა და დაუცხრომელი სულიც ...გურიამ ქვეყანას მისცა ქართველ პოეტთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო მამია გურიელი, რომელიც 1891 წელს გარდაიცვალა. მთელი ქვეყანა იცნობს მის ლექსებს, თუმცა ყველა მათგანი დასტამბული არ ყოფილა. ტელემაქ გურიელი  - ოჯახის ახლანდელი უფროსიმშობლიური ლიტერატურის დიდი ენთუზიასტია“

სუფსიდან უორდროპები ჩამოვიდნენ ოზურგეთში 25 იანვარს ჩამოვიდნენ ოზურგეთში, 

„სუფსიდან ოზურგეთისაკენ - გურიის დედაქალაქისაკენ გავეშურეთ. ქალაქი პატარაა. ძლივს აღემატება დიდ სოფელს. მისი მკვიდრნი დიდ ინტერესს იჩენენ ლიტერატურისადმი, აქვთ თავიანთი სტამბა და მრავალ საყურადღებო წიგნს აქვეყნებენ...ოზურგეთიდან წავედით შემოქმედის მონასტერში, რომელიც ბჟუჟის პირას მდებარეობს, და, სხვა ძველ მონასტერთა მსგავსად, წინათ, გამაგრებული ციხესიმაგრე ყოფილა...მონასტერს თურმე დიდძალი მიწა ეკუთვნოდა და მთელი გურიაც მას ემორჩილებოდა. ტაძარი ორნავიანია, განათებულია რვაკუთხოვანი თაღებით. შენობა აგურისაა, გარედან დროთა ვითარებაში ძალიან შელახულა. აქვს გურიელთა სამარხებიც.

ოზურგეთიდან გამგზავრებისას ქალაქმა გამოსამშვიდობებელი ნადიმი გაგვიმართა კლუბში და მე არასოდეს დამავიწყდება ამ კეთილი გურულების ენთუზიაზმი და საუკეთესო სურვილები. ყველანი გვეპატიჟებოდნენ, უამრავი ოჯახი გვიწვევდა. ნადიმი ორ საათს გაგრძელდა და მხოლოდ იმის გამო წამოვიშალეთ, რომ ბათუმში მიმავალ მატარებელს უნდა გავყოლოდით. გამომშვიდობებისას კეთილი მგზავრობა გვისურვეს...ბოლოს თავმოყრილ სტუმართა შეძახილებით დავტოვეთ ოზურგეთი და გზას გავუდექით 

27 იანვარს უორდროპები ნატანებიდან მატარებლით გაემგზავრნენ ბათუმს. 

გაზეთი „ივერია“, N25, 1895 წ.

25 ამ თვეს ოზურგეთში გვეწვივნენ ინგლისელი სტუმრები და-ძმა ვარდრპონი და 26 დაათვალიერეს შემოქმედის მონასტერი, მისი ძვირფასი დიდი სიმდიდრე და ხელოვნება. - ხოლო დღეს 27 შემოვიდნენ ჩვენს წიგნის მაღაზიაში და წიგნთ-საცავში, საიდანაც ათი-თორმეტი მანეთის წიგნები წაიღეს, რომელიც თფილისში ვერ ეშოვნათ. მართალი უნდა მოგახსენოთ, ჩემს სიხარულს და აღტაცებას საზღვარი აღარ ჰქონდა, როდესაც მშვენიერის ქართულის კილოთი მითხრეს: „ახალ სენაკში და ოზურგეთში დაბეჭდილი წიგნები, რაც გაქვთ მოიტანეთო“. ჩვენი ქართველი „ბარიშნები“ და „დამები“, რომ შემოდიან მაღაზიაში მეუბნებიან „აკაკის საჩინენიას“ შენს „ტიპოგრაფიაში“ რატომ არ ჰბეჭდავო, ან კიდევ „ნოვო-სენაკის“ „ტიპოგრაფიაში“ უფრო „დახოდი“ გაქვს თუ „ოზურგეთისაშიო?“ და სხვ... აბა ამ დროს მოდი და ნუ მოხვალ აღტაცებაში, როდესაც იმ შესანიშნავს და ჩვენზედ დიდად დაშორებულ სახელმწიფოდგან, სადაც ხსენება ქართველის არ არის, მოდის ადამიანი, რომელსაც თავისით შეუსწავლია მშვენიერი ქართული ენა და გელაპარაკება ჩინებულის  ქართულის ენით: „ახალ-სენაკისა და ოზურგეთის სტამბების გამოცემა მომაწოდეო"?! დღესვე იყო ოზურგეთის საზოგადოებისაგან სამოქალაქო კლუბში გამართული სადილი ჩვენის იშვიათის სტუმრების პატივსაცემლად, სადაც 80-ზედ მეტი კაცი და ქალი დაესწრო და სადღეგრძელოებზედ ბევრი გრძნობიერი სიტყვა წარმოითქვა, რომელსაც სამწუხაროდ აქ ვერა ვსწერ და ადგილიც ნებას არ მაძლევს

კ. თავართქილაძე

გურამ შარაძის წიგნიდან „ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე“ (1984)

Comments

Popular posts from this blog

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს. ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების

ბახმაროს ტურისტული ბილიკები

აქ წარმოდგენილია ბახმაროს დამსვენებელთა შორის პოპულარული რამდენიმე ტურისტული ბილიკი. ობოლი ქვა Powered by  Wikiloc ზოტიყელი Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc გადრეკილი, ანუ მზის ამოსავალი Powered by  Wikiloc მზის ჩასავალი Powered by  Wikiloc ვაკიჯვარი - ბახმარო Powered by  Wikiloc ბახმარო - მთისპირი  Powered by  Wikiloc სილამაზის წყარო  Powered by  Wikiloc ფაფარას ჩანჩქერი  Powered by  Wikiloc ბახმარო - გომისმთა  Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc

რა ვნახოთ გურიაში?

რუკები და მცირე ინფორმაცია მათთვის, ვინც გურიის დათვალიერებას აპირებს მანქანით, ველოსიპედით ან ფეხით ქვის საწნახელი  გონებისკართან ახლოს არის ქვაში ნაკვეთი, ექვსმეტრიანი უძველესი საწნახელი, გონებისკარიდან ერთ კილომეტრში. სოფლის ცენტრიდან ფეხით ასვლა შეიძლება Powered by  Wikiloc ასკანის ციხე საწყისი პუნქტი სოფელი მთისპირი. ციხემდე გზაზე შესაძლებელია მსოფლიოში უნიკალური ბენტონიტური თიხის საბადოს, ასევე ულამაზესი ტბების ნახვა. სოფლის ცენტრიდან ოდნავ მოშორებითაა ინწკირველების ეკლესიის ნანგრევები. ციხეზე მხოლოდ ფეხით შეიძლება ასვლა. Powered by  Wikiloc აკეთი საწყისი პუნქტი ნასაკირალი, ოზურგეთი-ჩოხატაურის გზა. გზაზე არის შესაბამისი ნიშანი. საქვიხიას ჩანჩქერი, ოქონას მონასტრის ნანგრევები, აკეთის წმინდა გიორგის ეკლესია, აკეთის მაცხოვრის ეკლესია Powered by  Wikiloc გურული ოდები საბჭოთა მოზაიკები გურიაში ამავე თემაზე:  ბახმაროს ტურისტული ბილიკები