Skip to main content

იულიუს ფონ კლაპროთი გურიის შესახებ

იიულიუს ფონ კლაპროთი, გერმანელი ორიენტალისტი მოგზაურობდა კავკასიაში 1807-09 წლებში. აღწერილი აქვს გურია

ტექსი გამოქვეყნდა აქ.


გურია მდებარეობს ქვემო რიონის სამხრეთით შავ ზღვაზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება თურქულ პროვინცია ახალციხეს. თავისი სამხრეთი მდებარეობის გამო ის უფრო ვაკეა და მოიცავს რიონის განიერ დაბლობს და სამხრეთი მთისწინეთის ნაწილს. ნიადაგი მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობისათვის ნაყოფიერია და ხელსაყრელი; ჰავა ჯანმრთელია. მაგრამ ქვეყანა თურქთა მხრივ ხშირი ძალადობის გამო, რომლებიც იტაცებდნენ ადამიანებსა და საქონელს და სამოსახლოებს ანადგურებდნენ, ძალზე გაჩანაგებულია, გაუკაცრიელებული და მოუშენებელი. ამასვე უწყობდა ხელს ის თამაში, რომელსაც ეწეოდნენ თურქები ადგილობრივ მმართველებთან, რომელთაც თავდასხმებისას გადააყენებდნენ. უნდა ითქვას, რომ არცაა დიდი იმედი მდგომარეობის გამოკეთებისა. ძველი კულტურის შესახებ მიუთითებენ სოფლებისა და სასახლეების ხშირი ნანგრევები.

ამ ქვეყნის მოსახლეობა ითვლის 6.000 ოჯახს (კომლს). ყველაზე მრავალრიცხოვანია ქართული მოსახლეობა; ისინი ლაპარაკობენ ქართულ დიალექტზე, რომელსაც შერეული აქვს ბევრი უცხო სიტყვა, განსაკუთრებით თათრული. ქართველებს შორის ჩასახლებული არიან ასევე სომხები, თათრები, ებრაელები და კავკასიელები. საცხოვრებელი, ტანსაცმელი, ჩვევები, ცხოვრების წესი და საქმიანობა (ხელოსნობა) აქ მთლიანად ქართულია. 

გაბატონებული რელიგია ქართულ-ბერძნულია. ქვეყანას ჰყავს ორი ეპისკოპოსი შემოქმედიდან და ჯუმათიდან, რომელთაც რეზიდენცია აქვთ ამავე სახელის მონასტრებში. ისინი აღიარებენ იმერეთის კათოლიკოსის უზენაესობას, რომელსაც მათ ეპარქიებში ზოგი ქონებიდან გარკვეული გადასახადი ეკუთვნის (მიაქვს). მაგრამ, რადგან თურქთა თავდასხმის დროს ტყვედ წაყვანისგან თავდახსნის საშუალებად ისლამის აღიარებაა, ამიტომ ნახევარზე მეტი მაცხოვრებლები გამაჰმადიანდნენ.

გურია ეკუთვნოდა ძველ კოლხეთს, თუმცა დამოკიდებული იყო იბერიაზე. მაგრამ ამ ქვეყნის მეფეთა ძლიერების შესუსტებითა და თურქთა გაუთავებელი თავდასხმებით ისარგებლა ერთმა დიდებულმა, დაისაკუთრა ეს პროვინცია და ხელისუფლება თავის მემკვიდრეებს დაუმკვიდრა. თურქთა მფარველობით ფლობდა ეს გვარი ქვეყანას, სანამ ბოლოს სოლომონ I-მა მისი ერთი ნაწილი კვლავ თავის ხელისუფლებას არ დაუქვემდებარა და მთავარი არ დახარკა. გურიის მფლობელი ატარებს გურიელის ტიტულს და არის მართლმადიდებელი (ბერძენი ქრისტიანი).. მას შემდეგ, რაც რუსები მის სიახლოვეს მომძლავრდნენ, მანაც, მისი მეზობლების მსგავსად, რუსთა მფარველობა აღიარა.

რიონის შესართავთან მდებარე ქალაქი და ციხე ფოთი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინათ წაართვეს რუსებმა თურქებს, უწინ ხან გურიას ეკუთვნოდა, ხან მეგრულ მხარე ოდიშს. ის უმნიშვნელოა და თურქები ეძახიან კალა ფაშ-ს, რაც ნიშნავს ფაზის-ქალაქს. მის სამხრეთით მდებარეობს დიდი-ციხე უსაფრთხო ნავსადგურით. გურიის მთავარი პუნქტია ბათუმი, რომელსაც აქვს კარგი ნავსადგური, ძევს ჭოროხის შესართავთან და ახლაც თურქთა ხელშია. 



Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურიის სოფლების ძველი სახელები

არჩეული - ჩიქვეთი და ებალაური განთიადი - ჭანიეთური გოგოლესუბანი - ქვემო ფარცხმა გონებისკარი - გომების კარი // კარისყურე გურიანთა - გურია მ თა დაბლაციხე - საყვავისტყე ვაზიანი - ზემო ჯვარცხმა ზემო ნატანები - სამღვთო თხინვალი - ახალსაყდარი ლიხაური - ლეხაური - რეხეული მერია -გოგორეთი მზიანი - ფიჩხისჯვარი მშვიდობაური - ოქროსქედი ნიგოითი - ნიგოზდიდი ნინოშვილი - ცაცხვიანი ოზურგეთი (სოფელი) - ეწერი სილაური - გაღმა ბაილეთი და ძეგორა შრომისუბანი - ოკვანე ჩოხატაური - ჩ ა ხატაური და ბირკნალი ცხემლისხიდი - უჩხუბი ხიდისთავი - ოცხანა ჯუნეწერი - ჯუნჯუათი

ნიკიტა თალაკვაძე, მოქალაქე მღვდლის დღიურიდან

ორი ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს. გურიაში ხდება ეკლესიის საბოლოო ლიკვიდაცია, 1929 ამ თაობაზე მეტად საგულისხმო და მნიშვნელოვანი ამბები ჩამომივიდა ჩემი სოფლიდან „მთის-პირიდან“ ( ასკანის თემი ): მთის პირის სამრევლო ტაძარი ეს ერთი კვირაა სოფლის ხელისუფლებას დაუბეჭდია. ზარი ჩამოუხსნიათ სამრეკლოდან და გაუტანია „ციხის უბანში“, ტყეში და იქ „კვიჩილაურის“ ჩაის კოლექტივში ჩამოუკიდნიათ. ამ „კვიჩილაურზე“ (ადგილის სახელია) ჩაის პლანტაცია გაუშენებია 40 კაცისაგან შემდგარ კოლექტივს. ამათ უკვე დამუშავებული აქვს ოცდაათი ჰექტარი მიწა ჩაისათვის და სწარმოებს კიდევ დაუცხრომელი მუშაობა ამ საქმის უფრო გასაფართოებლად! იმ ეკლესიის ზარს სამჯერ ჩამორეკავენ თურმე და ამით მოუწოდებენ „კომუნარებს“ მუშაობაზე! თუ მესამე ზარის ჩამორეკაზე მუშა არ გამოცხადდა სამუშაოზე, მას უკვე დააჯარიმებენ! ამ კოლექტივში უმეტეს წილად შედიან ორი გვარის კაცები - თალაქვაძე-სიამაიშვილები. ის ზარი, რომელსაც საუცხოო რაკრაკი გაჰქონდა მთის-პირის წმინდა გიორ...

ფოთი 1872 წელს

მაქს ფონ ტილმანი, გერმანელი დიპლომატი აღწერს ფოთს. მან 1872 წელს იმოგზაურა კავკასიაში, ოსმალეთსა და ირანში, რაც აღწერა 1875 წლის წიგნში Streifzüge im Kaukasus, in Persien und in der asiatischen Türkei . რიონის დელტა, ჯონ ტელფერის ნახატი ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ფოთი წარმოადგენდა დიდ ჭაობს რამდენიმე ქოხით; ათი წლის წინ მოსახლეობა ხტუნვით გადადიოდა წვიმიან ამინდში სახლიდან სახლში და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქუჩები შევსებული და მოკირწყლულია, ბაყაყების მხიარული ყიყინი მაინც ისმის ქუჩების ზედაპირიდან და ამაში მათ ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ძნელად მოიძებნება დედამიწაზე სხვა ასეთი სამოთხე ამფიბიებისთვის. ფოთი საკუთარ კეთილდღეობას, თუ არა საერთოდ არსებობას, უნდა უმადლოდეს კალამს, რადგან როდესაც თურქეთმა რუსეთს ა დრიანოპოლის შეთანხმებით დაუთმო ტერიტორია ყარსსა და ზღვას შორის, საზღვარს, საერთო შეთანხმებით, მდინარე ჭოროხზე უნდა გაევლო და ამ შეთანხმებით რუსეთი ბათუმის ხელსაყრელ ნავსადგურს მიიღებდა. მაგრამ მხოლოდ შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საზღვრად ხე...