Skip to main content

გურია, კონსტანტინე გვარამაძე

კონსტანტინე გვარამაძის „გურია“ თანდართული გურული ლექსიკონით გამოქვენდა 1901 წელს ჟურნალ „მოგზაურში“ NN1, 2, 3, 5, 6-7, 8-9, 10.


გურიას ძველათ დიდი ადგილი ეჭირა, მარა დროთა ვითარებისა გამო, შემცირდა იგი და დღეს მისი ნახევარიც ძლივს-ღა უჭერია.

უწინ ამას საზღვრავდა: აღმ. ფერსათის მთა (აჭარა-გურიისა, გინა ლხინოს მთა), დას. შავი ზღვა, სამხ. მდ. ჭოროხი და ჩრდ. ოდიში (სამეგრელო). ეს ქვეყანა ამ საზღვრებიდგან შევიწროვდა და ახლა კი საზღვრავს: აღმ-დას. ფერსათის მთა და შავი ზღვა, სამხრეთით - პატარა მდინარე ჩოლოყი (საზღვარი გურიისა 1877 წ-ს.) და ჩრდ. მდ. რიონი. თქმა არის, უწინდელ გურიასთან შედარებით დღევანდელი გურია შემცირებულა კახაბერით - ქობულეთითურთ და ოდიშით - ფოთის მხრითურთ, მაშასადამე, დღევანდელს გურიას მხოლოდ ოზურგეთის მაზრა-ღა შეადგენს, რომელიც აღმ-დასავლეთით 50 ვერსს არ აღემატება სიფართით და ჩრდ.-სამხრეთით 35 ვერსს. მთელსს აწინდელ გურიაში მცხოვრებთა რიცხვი 80,000 სულს მეტს არ აღემატება.

გურიაში მხოლოდ ერთი პატარა ქალაქია ოზურგეთი, რომელშიაც 4000 მცხოვრებია. ეს ქალაქი მეტად მშვენიერია და ბაღ-ვენახით და მწვანე ბალახ-ყვავილოვან მცენარეობით მოაივანებულია, რასაც სამი-ოთხი ნაკადული-მდინარე ჰრწყავს, რომლებიც ქალაქის შუა-გულს და გვერდებზე ჩასჩქებს-ჩაუთამაშებს.

გურიის მდებარეობა ზომიერია. არ აკლია: არც მთაგორა, არც სწორე ადგილები, არც ხევ-ღრე და არც სიოკობოკე (უსწორ-მასწორო ადგილები), რომლებიც ერთის შეხედვით ტყითაა მოცული). მაგრამ კარგათ რო დაკვირდებით, ტყე კი არა და კარგი მოშენებული ბაღ-ვენახები დაგიდგებათ წინ, - ვაშლისა და მსხლის მაღალი ხე ხილები, ნიგვზები და თვალ-უწვდენი მუხა-წაბლ-ცხემლა-თხემლა-შავ-ხე, რაზედაც ასდევს ადგილობრივი ვაზები (რომელსაც აქ ვენახებს უწოდებენ), ყურძნის მტევნებით დაშვენებული და დაბიბილოებული (ვაზის ფოთლებით შეფურცლული).

ტყე-ბაღოვან-ვენახიანი გურიის მიდამო ატირებულია მრავალის წყარო-ნაკადულ მდინარეებითა, რომელნიც მაღალ მთა-გორებიდან თვალ უწვდენ ხევ-ღელეებში დაღრმაკალაპოტებულად მიწანწკარ-ჩქარობს და მოშხუსი მთა-ბარის ასაღებად და წარსაღვნად, ნამეტურ ადგილობრივ ხანგრძლივ წვიმებში ადიადებულ ღვანაშსში.

სანამ მთა-გორებს გასცილდება, აქაური მდინარეები მეტად ჩქარა მიმდინაროებენ, ხოლო როცა რავდენსამე ვერსს გასცილდებიან, ბარად და ზღვის დაახლოვებით, დინჯდებიან.

გურიაში შესანიშნავია მდ. ნატანები, რომელსაც ოზურგეთში გიჟმაჟი ბჟუჯი და აჭის წყალი ერთვის პატარა მდ. აგიდაყვათი და დანგრეულათი (ერთვის გიჟმაჟ მდინარე ბჟუჯსა) და სხვა მრავალის ნაკადულების მიმატებით საკმაოდ მოზრდილი მდინარე მიეშურება შავის ზღვისაკენ და სადგურ ნატანებთან, დაახლოებით შეკვეთილში (ნიკოლაევსკ) ერთვის ზღვას.

შესანიშნავია აგრეთვე მდ. სუფსა, რომელიც ნატანებსავითვე მრავალ ნაკადულების შეერთებით საკმაოდ იზრდება და მდ. ნატანების შესართავთან ახლოს ერთვის შავ ზღვასა. ეს მდინარეები 40-50 ვერსს მიმდინარეობენ თავიანთ სათავიდგან, რომელსაც ორივესთვის აჭარა-გურიის მთა შეადგენს. ზღვიდგან 20-25 ვერსზედ აქ ნავებით მიეზიდებიან გურიიდგან საზღვარ-გარეთ გასატანს სიმინდსა.

გურიის აღმოსავლეთზედ ლხინოს მთის შტო გაგძელდება, მიდის მდ. რიონამდის და შემდეგ კი - რიონის ნაპირსვე შეუხვევს, დაისავლეთებს პირსა და დასავლეთზე ნახევარ გურიას შემოზღუდავს, შემდეგ კი დაილევა, წყდება. ეს შტო ნოგოეთის მთებად იწოდება და საკმაოდ მაღალნი არიან.

ნიგოეთის მთა თითქმის მთელს იმერეთსა საზღვრავს  გურიისაგან აღმოსავლეთით და ჩრდილოეთზე კი - სამეგრელოსა (ოდიშსა) მდ. რიონთან ერთად. ეს მთები დიდს სამსახურს უწევენ გურიასა, რადგან არ უშვებენ იმერეთიდგან გურიაში მავნე ზენა-ქარს, რომელიც დიდს ზარალს აძლევს იმერეთს. 

დიაღ, აქ მოკლებულია ზენა ქარი, მაგრამ ქვენაც კი არ აკლია, რომელიც ხშირად გრიგალად გადაიქცევა ხოლმე და ბევრს ზარალს აძლევს გურიას.

თუ არ ვსცდები, მგონია 1895 წელში იმისთანა ქარი ამოვარდა ქვენათი, რომ რაც კი საუკეთესო ხე-ხილები - ნიგვზები, ლეღვები, ვაშლები და სხვა იყო, სულ ძირში დათხარა, ხოლო რომელთაც ძირი მკვიდრად ჰქონდათ და ვერ წააქცია, იმისთანები წელში გადატეხა და დაამსხვრია. იმ ქარმა 60,000 მანეთამდე ზარალი მისცა გურიას.

გურიაში საზოგადოთ წყალი არ ვარგა. თუმცა მდინ. ბჟუჯის და აჭის წყალი და მისთანა მდინარეები თვისებით საუცხოვოა, მაგრამ ზაფხულობით ხალხი აქედგან არა სვამს წყალსა, არამედ ჭის წყალსა სმენ (აქ საცივს ეძახიან), რომელსაც ცუდი და დამპალი თვისება აქვს. ასეთს საცივებს ბევრგან ზამთრობითაც ხმარობენ და ესაა უმთავრესი მიზეზი, რომ კუჭის ტკივილს და მუცლის წვას ჰბადავს ხალხში და ხაშმავს ერთიანად, უფრო კი მამა-კაცებსა, რომელნიც ზაფხულის სიცხეში ცხარე მუშაობის დროს გახურებულს გულს საცივით იგრილებენ და იმ დროს მანდილოსნები კი თავიანთ გრილის ხეებით ჩამობურდულ-დაჩრდილულს სახლებში შეექცევიან საშინაო საქმეებს.

ჰავა აქ ნოტიოა და მეტად და უძლური ადგილობრივ უმშრალ-ჭაობების (ნოყო) წყალობითა, რომელიც გველ ბაყაყაებით დახავსებულია და ზაფხულში, ცხარე მზიანს სიცხეში, ასდის მავნე სუნი და ორთქლი, რითაც მკვიდრნი იწამლ-ხაშმებიან. ციებ-ცხელების მიზეზიც ეს გახლავთ, რომ აქ წლითი-წლობამდე ჩათესილია მკვიდრთა შორის და ბევრსაც ასალმებს წუთს სოფელსა.

ციებ ცხელება ქათმებსა და ძაღლებსაც კი ერევათ. ეს სნეულება აქ ისეა გაჩვეულებული, როგორც მეკკაში ხოლერა.

ჰავა-წყლის უძლურობის წყალობითა აქ მუცელ-კეთილაც მძვინვარებს, რომლისგანაც აუარებელი ხალხი ხდება უდროვოდ სიკვდილის მსხვერპლად. ამ სენის გავრცელებას ჰავა წყლის სიდამპლის გარდა ხელს უწყობს დამპალ ტარანას (თევზია) და უმწიფარ ხილის ჭამა, რაიცა გურულებს ძალიან უყვართ.

შარშან, 1899 წ., ოზურგეთის მახლობელ სოფლებში ისე მძლავრობდა მუცელ-კეთილა, რომ ბევრს ოჯახში ხუთი-ექვსი სული იმსხვერპლა და კარიც გამოაკეტია სამუდამოთ. მუცელ კეთილას ნიშნები არის შემდეგი: რასაც სჭამს და სვამს იმ წამსვე მოუნელებელი გასდის ავადმყოფსა.

1892 წლის ხოლერა, რომელმაც ბევრგან და მთელს საქართველოშიაც მრავალი ხალხი იმსხვერპლა, აქ გურიაში შემთხვევაც არ ყოფილა ვინმე გამხდარიყოს ხოლერით ავათ და მომკვდარიყოს. ეს გარემოება მიეწერება იმას, რომ სანიტარულათ დაცულ არიან აქაურები. გურული საზოგადოთ სუფთად ცხოვრობს. სახლი, კარი, ეზო ისეთი დასუფთავებული აქვს, რომ მნახველს შეახარბებს მასა. ტანისამოსის და საცვლების ცვლა სუფთად უყვართ. ასევე წმინდათ ამზადებენ და სჭამენ სასმელ-საჭმელსა, წარმოიდგინეთ ხილსაც კი გურულები გაურეცხავად და გაუფცქვნელად არ მიირთმევენ.

გურიის ბუნება უხვად არის დაჯილდოვებული, როგორც ზემოთაცა ვსთქვით, ტყით და ბაღ-ვენახით, რომლნიც ირწყვიან მრავალ წყარო-ნაკადულ მდინარეებით და მოშელიგეულია ერთ-გვარის ქართველის მოდგმისაგან (გურულისგან).

გურულები ვერ გაიცდიან სხვა ხალხს, ამიტომაც მარტო თვითონ ცხოვრობენ თავიანთს ქვეყანაში.

ბუნებას საზოგადოთ ძალა ყველგან აქვს, მაგრამ აქ კი უძლიერესია ესა. ბევრს უცნაურს მოვლენას და ძალას ჰბადავს ბუნება აქა და თვით ბუნებაც ძლიერობს. ადამიანი და სხვა-და-სხვა სულიერნი ცხოველნი ბუნებისაგან მხნევდებიან და ძლიერდებიან თავიანთს ბუნებაში და მათგანაც ბუნება. ბუნება აქ სწრაფად ცვალებადობს და მისი შემხედვარე ადამიანი და ფრინველ-ნადირნიცა ბუნებას ჰბაძავენ; ამას კიდევ ცხოვრების პირობანი კარგათ ხელს უწყობენ და ამისათვის ბუნებასთან ერთად ჩქარ-ცვალებადი და სხვა-და-სხვაფერია, როგორც ადამიანი, ეგრეთვე ფრინველი და ნადირიცა. ასეთივე მსწრაფლ-ცვალებადია მცენარეცა, რომელიც აქ დიახ რომ სწრაფად იზრდება. აი ამისი დამახასიათ-დამამტკიცებელი რავდენიმე საბუთი.

დაღრუბლა უცბად გურიაში, ასტყდა საშინელი ელვა, ჭექა, ქუხილი (აქაურად გურგული) და მისთანობა; ამას მოჰყვა კოკა-პირული წვიმა, რაიცა მნახველს ქვეყნის დაქცევას თუ არ, დიდ-ხანს გაგრძელებას მაინც უქადის.მაგრამ, დახეთ ბუნების ძალას (საქმეს): ღრუბლები უცბლად ეცლება და წვიმის მოლოდინის უცბადვე შეწყვეტის შემდეგ, ლურჯს მოწმენდილს ცაზედ, გამობრწყინდება მზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც წყალრღვნის ლოდინში სასო-წარკვეთილებით აღიჭურვება ადამიანი, რომელსაც ბუნება უქადდა ყოველსავე სიავესა.

ავდარი დარზე იცვალა მოულოდნელად; უთუოდ ადამიანსაც ბუნება და ხასიათი ეცვლება ამის შეხედვით; მაგრამ ესეც არ რჩება ასე დიდ-ხანს. აი უცბად იმ ცოტა ხანშივე ქვენა ქარმა მოუბერა და უცბად შეღრუბლა ცის დასავალი. იწყო გაზვაიდებული ღრმათ მოსმენილი ჭექა-ქუხილი და ისე შემზარავათ აქცევს ქვეყანას, რომ ადამიანს აფიქრებინებს, უთუოდ ახლაა რაცხა დასაქცევი ქვეყნის მომავალიო, მაგრამ ეს უწვიმოთვე ისევ მოწმენდილს ცაზედ იქცევა; ეს კოკა-პირულებ სხმა წვიმად შეიცვლება, რითაც ააღვარ-მდინარებს და სახლ-კარსა და ნათესსა წყალში მოათავსებს; იმავე ხნის განმავლობაში, ყველაფერი ეს, ან მწვავდება უფრო ავდარით და ან ცხრება და იდარებს.

ასეთი ცვალებადია აქ დარიცა. გვალვაც საკვირველია აქა: უწვიმარობას იჩემებს და წვიმას ანატრებს ყველასა, მაგრამ უწვიმრობაც და გინდა დარიც ერთს ყალარზე არ დგანან, უცბად დააცხუნებს და უცბათვე შეაღრუბლებს და დააცხრობს მზის სიცხესა; მაგრამ მასთანავე ქარი გააცილებს იმ ღრუბელს და მზეს გამოაჩენს, რომელიც მაინც სიცხეს იქნება მოკლებული იმ ქარის შემწეობითა და სხვა მისთანა ცვალებით მომდინარეობს უწვიმობაცა.

ზამთრის ამინდიც ასეთივე სწრაფი ცვალებადია.

ორს დღეს იბარდნის, მოდის თოვლი უწყვეტლივ სხვა-და-სხვა ნაირ ცვალებითა, დააყენებს ორს არშინამდე უტეხელს თოვლსა. ასეთი თოვლი აღმ. საქართველოში ორ-სამ თვესაც რომ ვერ ადგება, აქ ნახავთ ერთ კვირის განმავლობაში წვიმის შემწეობით განადგურებულსა და მთელს მიდამოს აწყალ-ტბავებულს.

ზამთრის ბუნება მალე ზაფხულ-ბუნებავდება. ასეთივე ჩქარი ცვალება აქვთ ადგილობრივ მცენარეთა ზრდას. მაგ., ნათესს ორს დღეში ამოსულსა ნახავთ; ერთ ორ კვირაში ნახევარს არშინის სიმაღლეს იხილავთ. ასევე ტყისა და მინდვრის მცენარეობაში სწრაფი ზრდითი ცვალება.

ასეთი სწრაფ-ცვალებადის ბუნების და ჰაერის შემხედვარე ფრინველ-ნადირნიც ამინდისა და გვარ მიხედვით ჩქარავე ჩნდებიან ბუდიდგან გარეთ, სწრაფადვე შოულობენ საჭმელ-სასმელსა, რომ სწრაფადვე შეიბუდონ და დაემალონ ავდარსა, რადგანაც მოსალოდნელია, როგორც დარი ისე ავდარი.

წეღან მოვიხსენეთ ადგილობრივ მდინარ-ნაკადულთა სწრაფად მოჩხრიალ-მჩქეფება თავიანთ ღრმა კალაპოტში გურიაში.

ამ წყალთა ჩქრიალის მიმდინარეობითა ჩნდება ზარფი, ესრედ წოდებული ნიავი. ეს ნიავი წყლის პირას მომცენარებულთ ფოთლებს ანძრევს, ამით ერთი მეორეს ეხლება, მეორე მესამეს და ასე მოძრაობა შეიქმნება, იწყება ხეების და ბუჩქების ფურცელთა შრიალი. ამ ფოთლების შრიალზე ფრინველ-ნადირნი ფრთხებიან და საკმაოც არის ხოლმე მათ გასაქცევათ საქონლის საბალახოზე სიარული და მათ ბუჩქებში მსხვრევა და ან, მახლობელ შარაზე (გზაზე) ადამიანის სიარული და ტყეში მყოფ ადამიანისავე ფეხის ხმა და ბარდნარ-ბუჩქებში ძრომა. ამ შემთხვევაში, თუ ფრინველია, უცებ დასჭეხავს, როგორც ეს შაშვმა იცის და ფართხუნით შორს ფოთლოვან ხევნარში (ხიან ადგილში) შევარდება და შორდება ხიფათსა. ასევე იქცევა ნადირიცა.

ამის გამგონე მახლობელი ადამიანიც, უცბათ შეფეთიანებულ ფრინველისა გამო, სახტავდება და თუ დაწყნარებულად არის -იცვლება და თუ გაჯავრებულია - მრისხანდება და ან შეძრწუნდება.

ამ შემთხვევაში ადამიანს თუ თოფიც ხელთ აქვს, მას დანახვისთანავე ესვრის თოფსა და თუ მოკვდა დაფეთიანებული ფრინველი, ხო გათავდება, თუ არა და შემდეგისათვის უფრო ფხიზლობს, რომ აშორდეს ამისთანა ხიფათსა და ამიტომაც, უფრო და უფრო ფრთხილდება და ჩქარდება.

მიზეზიც ეს არის, რომ აქ ფრინველ-ნადირზე მიპარვა ძნელი საქმეა მონადირისათვის, დანახვისთანავე ნიშანში აღება და სროლა ერთათ უნდა მოხდეს აქა.

ასე, ბუნების სიჩქარემ ბუნებავე აამძლავრა; ამ ქარ-მძლავრმა ბუნებამფრინველ-ნადირი დააფეთა და მით სიჩქარე აუსწრაფა მათ; ამან ადამიანის წყნარი ხასიათი შეაფწინა და შეაძრწუნა, ე.ი. შესცვალა. რასაკვირველია, შეძრწუნებულმა ისწრაფა და ხელში თოფი მყისვე შესწკიპ-უნიშნა მოსაკლავათა და ამით თვთ ფრინველი უფრო დაფრთხა, და დაფრთხალის ფრინველის დანახვა მონადირესგანა უფრო სასწრაფოდ სამოქმედო შეიქნა, რომ დანახვისთანავე ესროლოს და მოკლას ის, რასაც ეძებდა.

ქართლელის კაცისთვის გურიაში ნადირობა შეუძლებელია, რადგანაც იგი მიჩვეულია თავიანთს ფრინველისა და ნადირის ახლოს მიპარებას. ქართლში ჩახმახის კვრაზე თოფი რომ არ ვარდება, ფრინველი მაინც არ ირჯება, არ ისწრაფის გასაქცევად; მონადირე ხელ-მეორედ უმიზნებს და ისვრის; თუ მოარტყა - ან მოჰკლამს, ან დაჰკოდამს და თუ ვერ მოარტყა, ჰე, მაშნ ირჯება დინჯი ფრინველი, რომ მოშორდეს და იმ თოფის ხმით, ხიფათს ასცილდეს. გურიაში კი არ მიიპარებს და მიუპარებელს ფრთხალს ფრინველს ქართლელი ხომ სწრაფათ ვერც ნიშანში ამოიღებს. ახალციხიდგან სამხედრო მონადირეთა რაზმი ხშირად გადმოდის გურიაში სანადიროთა და ღორს ნადირობენ ხოლმე. ისე უჭირთ აქ ღორის მოკვლა, რომ 24 კაცი ახალციხეში თუ 10 ღორს მოჰკლავს, აქ ორის მოკვლაც უძნელდებათ ხოლმე. ეს იმათ ძალიან აკვირვებს, რომ არ გვიპარებს ახლო აქაური ღორიო, რა საძნელო ყოფილა მისი მოკვლაო. ლეღვაელი და ქობულეთელი თათრები კი ზოგჯერ 20 ღორსაც მოჰკლავენ ხოლმე გურულებთან ერთათ. ამ გარემოებითაც აიხსნება ის, რომ ყოველ მხარეს თავისდა გვარი ბუნების მიხედულობით ხალხი და ნადირ-ფრინველია და ურთიერთის ამბავი და ხასიათი ისევ შინაურ ერთ-მხრელებს ეცოდინებათ და არა უცხოთა.

ზემოთ მოხსენებულით ბევრი რამ დამტკიცდა გურულის სიჩქარეზედ და უკეთესს მაგალითს კიდევ ახლა მოვიყვანთ, რომელიც უკეთესად დაახასიათებს გურულის სიჩქარ-სიფიცხესა და ჩქარის ლაპარაკის მიზეზსა.

გურული ყანის დათესვამდე სხეპავს ხეებსა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ჩრდილი არა ჰქონდეს ყანას (აქაურად ჩაო) და მეორედ იმიტომ, რომ რადგან შეუღობავათ აქ ყანა და ბოსტანი (აქაურად ბაღჩა) არ დაითესება ღორისა და საქონლისა გამო, ამიტომაც წკნელი სჭირია. დასხეპის შემდეგ ჭოკრავს (ამარგილებს, სწმენდს) და რა შეაგროვებს საკმაო მასალას - ღობავს, შემდეგ ჩალავს (ძველს ჩალას მოსწმენდს)  და ბოლოს ხნავს ორჯერა. ასე მზად აპრილის დამლევამდე უნდა ჰქონდეს. მეორე მოხვნაზე კი მოაბნევს სიმინდის და ღომის მარცვალს (აქაურად კაკალსა). მაისის დამლევს ყველგან დათესილი უნდა იყოს მიწები. სუსტ მიწებს კი (მოდულებს) აპრილის დამლევს სთესავენ, ადრე, ხოლო კარგსა მაისის დამლევამდე და ზოგჯერ ივნისის ათამდინაც გასტანს თესვა.

თუ სახნისი არ ექნებათ, თოხით ჩიჩქნიან მიწას და ისე სთესავენ გურულები ყანასა.

დათესილი სიმინდი და ღომი რამდენიმე დღეში ამოდის და სამი კვირის განმავლობაში სამარგელიც ხდება. მარგვლას უფრო ბევრი კაცი სჭირია, რადგანაც თვითეულ სიმინდის და ღომის ძირს უნდა მიადგეს მუშა (აქაურად მეყანული) და ხშირი გამოსჭრას, გაამეჩხროს (გაათხელოს), რომ უკეთესად იკეთოს ნათესმა. ამიტომაც აქ მარგვლაში ნადი იციან საქმის სიძნელისა გამო. ნადი თოხნაშიაც იციან. თოხნა იმასა ჰქვიან, რომ გამარგლილ სიმინდს ორის კვირის შემდეგ მოსწმენდნენ ბალახს ყანაში და მიწას მიაყრიან თოხითთვითეულ ძირს სიმინდსა და ღომსა. თოხნა ორჯერ სჭირია ორ-ორი კვირის შემდეგ.

სამარგელში და თოხნაში მოვა ნადი 20-40 კაცამდე შემდგარი, გამწკვირვდებიან ყველანი, წინ უფრო მარჯვე კაცი უძღვით და ყველა თავ-თავის ხელის მისაწვდომს მარგლის, სთოხნის და ამგვარად მიდიან წინ; ერთ-ნაირად მუშაობა რა მოსწყინდება ნადს, დაიწყებენ სიმღერას, რომელსაც აქ ნადურს ეძახიან. აი ნადურიც:

ელი შენი, მელი შელი,
იყო გრიგოლ მტერი შენი;
უღლად ხარები მოგპარა
შესაჯდომი ცხენი შენი,
ძაღლი ცუდად გაგიზდია,
ვერ ყოფილა მცველი შენი

ეს ხელხვავია. სიმინდის რჩევაზედ და ტეხა-კრეფაზე კი ყანაში მღერიან:

ალი ფაშამ გვიღალატა,
გაგვიყვანა კვირიკეთში,
იმან ფულები აიღო,
ჩვენ დაგვტოვა მტერის ხელში;
კაი არც მას დამართნია
ბაწრით ჩაითრიეს გემში;
მისი ყვირილი ისმოდა
სუფსას გაღმა ბაილეთში
ღმერთო, იმას მომასწარი
ბაწარ გაყრიჭული გემში

სიმღერა ამხნევებს ყანის მუშებსა, ხოლო სიმხნე უფრო მარჯვედ და ჩქარა ამუშავებს, რომ ნაპირი მალე გაიტანონ ერთი-მეორის ჩამოურჩენლად; მუშაობა სიმღერას უჩქარებს, სიმღერა სამუშაოსა და ასე ამგვარად რა მიაკიდურებენ ყანას ელესას დასძახებენ.

აქედგან აიხსნა, რომ გურიის ბუნებასავით გურულს ცვალება უყვარს და ერთ-ნაირობა და გულ-მოწვლილობა კი აბეზრებს მასა. სხვა-და-სხვაობა მოკლე დროში უხდებათ და ამიტომაც სიჩქარე ებადებათ ურთიერთ შორის.

მარგვლაში ნათესი წელს იმაგრებს, მეორე თოხზე (პირველ თოხნაში) კატარდება სიმინდი და ღომითურთ ნაყოფს იჩენს და მესამე თოხზე (მეორე თოხნაში) კი, ისრულებს დაკოტავებულს (დატაროებულს) სიმინდსა და დათაველებულს ღომსა. ეს ხდება ივანობის თვის პირველს რიცხვებიდგან მკათათვის (კვირიკობის-თვის) დამლევამდე; ხოლო მარიამობის თვეში კი მწიფდება და ამ დროსვე მუშაობაც ყანებში სწყდება. გურული მუშა მაშინ ისვენებს აქედგან, თუმცა, არც ახლაა იგი შესვენებული, რადგან ამ დროს ბევრნი ტყეში შეშას და წნელს მუშაობენ და ბევრნიც საფულოზე მიდიან ხარ-ურმით. გურიაში ხარები ჩამოჰყავთ მარიამობისთვის ნახევრამდისინ მთიდგან, ხოლო წაყვანილი ჰყავთ თიბათვის პირველიდგან.

ბევრი ნაადრევი ღომი მარიამობისთვის დამლევს და ენკენისთვის პირველ კვირაში იკრიფება; აგრეთვე  ნაადრევი სიმინდიც ამ დროებში იკრიფება; ,საზოგადოდ კი ტეხა-კრეფა (როგორც აქ ეძახიან ყანების აღებას) ხდება მწიფობისთვეში (ღვინობისთვეში).

ტეხა-კრეფა გურიაში

ტეხა-კრეფაშიაც შესდგება ნადი, არამც მარტო მამა-კაცებისაგან, როგორც ეს მარგლა-თოხნაში ვნახეთ, არამედ დედა-კაცებისა და ყმაწვილებისაგანაცა.

ღომის საკრეფში დიდი და პატარა ხელში დანის ნატეხი პირებით (ღინწკათი) და მაკრატლებით გაესევიან ერთის კიდიდგან და ნაპირ-ნაპირ სჭრიან, კნაპავენ თაველებს ღომსა; ქალები კაბის კალთებში და სხვანი კი კალათებში იკავებენ მოკრეფილს თაველებსა და რა გაევსებათ ჭურჭლები, იქვე საყოველთაო გორიცაში ჰყრიან და ისიც რა გაივსება, ერთი მათგანი მამა კაცი აიკიდებს და მიიტანს კალოზე (სადაც მოათავსებენ ყანიდგან აღებულს ჭირნახულს, კალოს უწოდებენ აქა) და დაახვავებენ. რა გაჰკრეფენ მთელ ყანას, შემდეგ კალოდგან გორიცებში ჩაჰყრიან, რომელიც ურემზედ მომზადებული ექნებათ, გაავსებენ, წაიღებენ სახლში, შეჰყრიან და გააწყობენ.

აი გაწყობაც: სხვენზე შეჰყრიან რავდენიმე გორიცას ღომის თაველსა (სათესლე თაველს მუჭკას ეძახიან). ქვეშ, შუაში, საცეცხლე კერაა. დააპობენ ცეცხლის შეშასა ერთის ურემის ოდენას და მოუკიდებენ ცეცხლსა. იქ დარაჯი დოქით სავსე წყლით უყურებს, რომ ცეცხლმა ალი (დოჩხაური) არ აუშვას და არ სწვდეს ზევით ღომის თაველსა. კარებ დახურულ ღომის ნალიაში დგას ფუტი (კვამლი) და ჯოჯოხეთური სიცხე. ფუტის და სიცხის შემწეობით 3-4 საათის განმავლობაში ღომი გახმება (გაწყვება) სხვენზედ, ჩამოჰყრიან შემდეგ და აფშვნიან; ჩაჰყრიან საცეხველში და ფშვნიან, თან სატყეპელას და ტუკებს (მოკლე მსხვილ ჯოხებს) ურტყამენ და მით აცლიან მარცვლებს და დანარჩენს ჩენჩოდ და ბრედ (მტვრად) აქცევენ; გაფშვნილს გადუნიავებენ ნელს ქარზე და ან ქალები კალთებით უქროლვენ და სუფთა ღომის მარცვლას რა გამოიღებენ, წაიღებენ ჩემურზე გასაცეხვად.

აი, ჩემურის მოწყობილობაც: ძირს ქვის ჩემურია (ქვიჯა, სანაყვია), საცა ჩაჰყრიან გასაცეხვს სუფთა ღომის მარცვალსა. ამ ქვიჯაში ღომს ურტყამს წირისთავი, რომელიც დიდი ხის კოვზის მეორე წვერზე აქვს ჩამოჩაქუჩავებული; მეორე წვერზედ კოვზსავით ამოთლილია, სადაც ერთი ფუთი წყალი ჩავა. ეს კოვზი წყლის ღარისკენაა მიპირებული და წყალი ჩადის; რა აივსება, დასძლევს კოვზი და მეორე წვერი - წირისთავი, მაღლა წავა, კოვზი კი დაბლა და ამ რიგობით დაიცლება წყლიდგან, რის შემდეგ მსუბუქდება წირისთავზე მეტად, წირისთავი სძლევს და ტყვიასავით ეცემა ქვიჯაში ღომსა. ღომი ამ ცემით სქდება გარსიდგან, კანიდგან გამოდის, რომელსაც გადუნიავებენ და რჩება შიგნითი მარცვალი, რომელიც მალე მოიხარშება და იჭმება. ამგვარად კოვზი ისევ წყლისკენ მიეპირება და აივსება, დასძლევს, წყალი დაიღვრება და ამაღლებული წირისთავი კი ისევ ქვიჯისკენ ტყვიასავით ეშვება. ასე, ამ გვარად. ყოველი წამის განმავლობაში ერთიან გაცეხვს საჭმელად ღომსა.

რა გახმება კარგად სიმინდი (ღომის ნადი სიმინდში შედის), სტეხენ კოტას და დანიშნულს ადგილას ისვრიან დასაგროვებლად; რა მოსტეხენ ერთიან, იმ წვრილ გროვებს მოზიდავენ კალოზედ და თუ სახლთან ან ნალიასთან ახლოა ყანა, აქავე გაარჩევენ, თუ შორსაა და შნ წაიღებენ გასარჩევად. 

გარჩევასაც ნადი სჭირია. აი სიმინდის რჩევაზედ ნადი. დიდი თუ პატარა ორივე სქესისა შინაურ-მეზობლები (მიიპატიჟებენ საგანგებოდ ნადსა), მოუსხდებიან სამის მხრიდგან გორასავით შეყრილს სიმინდსა და არჩევენ, გარჩეულს სიმინდს ისვრიან დასახვავებლად და ნარჩიელა ქუჩეჩას კი მუხლს ქვეშ იჩრიან. რასაც მეტს იბრძვიან რჩევაში, იმდენი კალოს აკლდება, წინ იწევენ და ასე ამ გვარად გადააბრუნებენ გასარჩევს ხვავს გარჩეულ ხვავად. დიდი მხიარულებაა ამ დროს ნადის ქალ-ვაჟთ შორის, ნამეტურ ახალ-გაზდებში: ხუმრობა, აშიყობა, სიცილ-ხიცინი, სიმღერა და ყოველ-ნაირი მათდა წასადგომი შემაქცევარი ამბები. სიმღერას უფრო ხელხვავს ამბობენ. 

რა გაარჩევენ ერთიან (რადგანაც რჩევა უმეტესად ღამით ხდება ხოლმე), შეუდგებიან ვახშმის ჭამას. აქ ჭამას იმდენი მნიშვნელობა აღარა აქვს, რადგანც ღამე ნატეხი და მოღალული ნადი თვალების ბლეტით უგემოთ მიირთმევს. ეს დრო ისეთი დროა გურულებისთვის, რომ დღე და ღამე იბრძვიან ისინი ქალით კაცამდე, რომ, როგორმე ავდარმა ხელი არ შეუშალოს მათ ნამუშევარის შესაზამთრებლად, რადგანაც ახლა მოდის რაც მოდის: ღომი, სიმინდი, ყურძენი, ხილი, ბაღჩეულობა და სხვ.

გარჩევის შემდეგ სიმინდს შეჰყრიან ნალიაში და იქიდგან თითო ქილობით ხარჯავენ საჭმელად. დაფშვნიან და ფქვავენ წისქვილში.

ახლა მივედით ჩალის მოჭრაზედ. ახლაც, როგორც ტეხა-კრეფაზედ, სათითაოდ შეავლებენ ხელს და სჭრიან, მოჭრილი კონებად უნდა შეკონონ და შეაზვინონ მაღალს ხეზედ ზამთარში შესანახად, საიდგანაც საქონელს უზოგვენ კონა-კონებადა, როდესაც თოვლს დაფარული აქვს მიდამო; თუ დაფარული არაა, მაშინ საქონელი ბალახსა სძოვს. 

სამჯერ მარგლა-თოხნაში შემოუარეს სიმინდს და ღომსა, ორჯერაც ტეხა-კრეფაზედ და სიმინდის მოჭრაზე, ეს 5-ჯერ შემოევლო ხელი თვითო ღერს და ადვილი წარმოსადგენია, რომ სიმინდი და ღომი ბევრად ძნელი სამუშაო ყოფილა პურზედ და ქერზედ. ამიტომ საკვირველი არ არის, რომ გურული სწრაფი იყოს; სახუმრო ხომ არაა, იმოდენა თვალ-უწვდენ ღომისა და სიმინდის ყანებს ყოველს ღერს ხუთჯერ შემოავლოს ხელი; სიჩქარე თუ არ იხმარა გურულმა, ხომ ვეღარ მიეწევა გულის წადილს და საქმეც გაუკეთებელი დარჩება...

ახლა ყურძნის კრეფაზედ მივიდეთ.

ისეც დაღლილ-დაქანცული მუშა გურული სწრაფად მიდის თვალ-უწვდენ 20 საჟენის სიმაღლე ხეზედ, საცა გასულია ვაზი და ყურძენს ჰკრეფს გიდელში; რა აავსებს გიდელს, ჩამოუშვებს ბაწრით, რომელიც წელზე მორტყმული აქვს, ქვევით დაუცლიან გოდორში და ცარიელა გიდელს ჩამოკაუჭევბულს ჩამოუკიდებენ (თუ კიდევ მოსაკრეფი იქნება) და თან ეტყვიან: „მშვიდობით ჩამოდიო“. ასე ამ გვარად 100-200 ძირი და მეტიც ხეები უნდა მოიაროს და საცოდავად ჰკრიფოს ყურძენი. ნადი აქაც იციან (ყურძნის კრეფაზედ), შემდეგ მოიტანენ და საწნეხელში ჩაჰყრიან დასაწნეხად. 

აი წნეხვაც: გაიხდის გურული ფეხთ, დაიბანს, ჩადგება ხის საწნახელში და წნეხს ნახევარს საათს, შემდეგ ამოვა, ტკბილს ამოიღებს და გარეცხილს ჭურში ასხამს. ტკბილის ამოღების შემდეგ ჭაჭას დაჭახრაკავს, ე.ი. ჭაჭას სიმძიმეს დაადებს, რომ მას ყოველივე სიჭყინტე წაართვას; შემდეგ იმასაც ამოწურავს და ჭაჭას არყისთვის გაამზადებს.

მოჰკრეფენ მსხალ-ვაშლსაც ზედ ამ დროს და მოკრეფილს ოდის თავზედ გაუკაკალებენ (თითოობით დააწყობენ) რავდენიმე კვირეს, შემდეგ ყუთებში შეინახავენ ჩალით საზამთროთა, გასაყიდს გარეთ. მსხალს-კი ჭურში ინახვენ.

ბაღჩეულსაც (ბოსტნეულს) ახლა იღებენ: მხალს, კეჟერს, ბადრიჯანს და სხვა და სხვა მჟავეთ სდებენ საზამთროთა. ლობიოს ჰკრეფენ და სხვენზედ ჰყრიან გასახმობათ; ნიგოზს, მსხალსა და სხვა მისთანობას ჰკრეფენ და ინახვენ. 

შემდეგ ამისა კი, რა დახედავს ყველაფერი ნამუშევარი თავ-თავის ადგილას შეინახა გურულმაწიფობის თვის დამლევს და გიორგობის თვის ნახევრობამდის, მაშინ, იღებს ცულს ხელში და ფეხს ტყეში შესდგამს საზამთრო შეშისათვის, სადაც ორ კვირას მაინც კიდევ მუშაობს, ქრისტეშობისთვის დამლევამდის და შემდეგ კი ცეცხლს მოუჯდება გვერდით და იანვრის დამლევამდე ამ ორ თვეს გემობს თავისი ნამუშევარითა და ცხოვრებას სწევს; აი ამ ორი თვისათვის ივაივაგლახა, რომ გემო ახლა ენახა. ყანის მუშაობას თუ რავდენი დღე მოუნდა ჩქარი გურული აღვნიშნოთ მოკლედ.

მაისში რა დათესა ყანები, ყოველი ორ-ორი კვირის შემდეგ, თოხი დასჭირდა მარგლა-თოხნას - სამი თოხი, სულ იქნება ექვსი კვირა; ორი კვირაც ავდარი ვთქვათ, როცა არ იმუშავებოდა - ორი თვე - ივნისი და ივლისი. მარიამობისთვეში ყანაში აღარ მუშაობს გურული, არამედ სხვას ცდილობს მაშინ. ენკენისთვის ნახევრიდგან დაიწყება ცხარე ტეხა-კრეფა წიფობისთვის დამლევამდე. ორი კვირეც გიორგობისთვეც მივუმატოთ ყოველივე საქმეების მოსასრულებლად - ორი თვე. ორი თვეც წინედ გვქონდა - 4 თვე. აი, ამ ოთხ თვეში მოიმუშავა ყოველიფერი, მარა დიდი საქმე-კი ენკენისთვის ნახევრიდგან გაუჩნდა; ამ ხნის განმავლობაში სიმინდი და ღომი ასწიოს, ხილი და ყურძენი მოკრიფოს, დაწნიხოს და ჭურებში ჩაუშვას, ბაღჩეული ხილი და სხვა მისთანობა ახლა უნდა მოჰკრიფოს და შეზიდოს სახლში; ეს სულ ორ თვეში უნდა გაათავოს; მარა იმისთანა წვიმიანი დღეებიც გამოერია უმუშიერი, 15 დღემდინ ვიანგარიშოთ, რომ ვერ იმუშავებდა. დარჩება თვე ნახევარი. თვე-ნახევარში 6-7 დღე კვირა-უქმეა, დარჩება - 38 დღე. ამ 38 დღეში ისწრაფა გურულმა და საქმე საქმედ მოიყვანა. არ ემუშავნა - საქმე გაუკეთებელი დარჩებოდა, რო იმუშავა და ისწრაფა, ორის მაგიერ ცხრა ხელ-ფეხი გამოისხა, იჩქარ-ისწრაფა. ახლა ამოდენა საქმეს, რავდენი ლაპარაკი და გაკვლევ-გამოკვლევა დასჭირდა, ჩქარ საქმეს უთუოთ ჩქარი ლაპარაკი მოსდევს და დიდს საქმეს გულის მოსვლა მოსდევს; გულ-მოსვლას დიდი ხნით შეუძლებელია მრისხანება მოჰყვეს, რადგანაც გული თუ მალე არ დაიმშვიდა, საქმე გაუკეთებელი დარჩება. აქედგანაც ადვილი გამოსაკვლევია გურულის სიჩქარ-სიფიცხე და ჩქარ-მოლაპარაკობა და, არც საკვირველია, როცა გურული ერთსა და იმავე დროს ხელფეხით იბრძვის და მასთანვე ენითა და სულიერი, გინა გონებრივი მოქმედებებითა და ამ უკანასკნელთაც გურულის სიტყვა-მოსწრებულობის მიზეზს ამას მივაწერ.

ახლა მოვიდეთ გურული დედა-კაცის საქმიანობაზედ, რომელიც უფრო უკეთ დაახასიათებს მოხსენებულ საგნების მიზეზებს.

გურული მანდილოსანი რა ადგება დილით ქათმებს აპურებს, ძროხას წველს და მათ ღორებთან ერთად საბალახოზე უშვებს; შემდეგ ამისა სამზარეულოში ხვეტს, სწმენდს და ცეცხლს ანთებს, კვერს ზელს და აცხობს; მის გამოცხობაში სახლ-კარს მიალაგებს და შემდეგ კვერსაც იღებს ცეცხლიდგან, გარეცხს მას და წვრილ შვილთან ერთად მითი თავს იხებსებს (ისაუზმებს), შემდეგ ამისა კი ყანის მუშის სადილის მზადებას შეუდგება.

აიღებს კოთხოს ანუ კალათას და გარბის წისქვილში ფქვილისათვის, ახვეტს და სასადილოს წამოიღებს; გაცრამდინ და მოზელამდის კცეს დაადგამს კარგს გაჩაღებულ ცეცხლზე, წყალს საჩქაროდ გაათბობს ფქვილის გაცრაში და შემდეგ კიდევაც მოზელს ცომს. (მჭადს ოც-და-ოთხი ტელევერი (ძარღვი) აქვსო, იტყვიან ხოლმე, და ამიტომაც მუშისთვის რომ მავნებელი არ დარჩეს, დიდ-ხანსა ზელენ ცომს).

მჭადის მოზელაში კეციც გახურდება; - აარიქა! - იძახის სახლის დედა-კაცი; - „გადმომიდგით კეცი!“ გადმოუდგამენ... „არიქა, ფურცელი, მომეხმარეთ!“ ყმაწვილები გარბიან გარეთ და იქავე ახლოს თხემლასი ან წაბლის და მუხის ხეებს შეართმევენ ფოთლებსა და მიურბენინებენ; სანამდისინ ცეცხლისგან გაწითლებული, გახურებული კეცი შენელდებოდეს, ფურცელს რა მიაწვდიან, უფროსი მანდილოსანი გადაფერთხავს კეცს, სულსაც შეუბერავს, მოაგორებს გობზე ცომს და დააკრავს ცხელს კეცზე. - „არიქა ჟესტიო“ - იძახის და თავს ულამაზებს ცომსა და თან ფურცლავს (ფოთლებს ადებს ზემოდგან), ჟესტს მოათბობს ცეცხლზე, რომ ბორბალას (ობობას) ქსელი ან სხვა სიბინძურე არ მოჰკიდებოდეს ჟესტსაო და დაფურცლულს კეცს დაადებს. -„ბარი, ნიჩაბი, ყავარი, ან რაცხა მომეხმარეთო“ - იძახის ოფლში შეპკურებული მანდილოსანი. ამასაც მალე მოუტანენ. იღებს მითი საუკეთესო მღვიერს (ნაღვერდალს), დააყრის ჟესტზე კეცს. თუ ცეცხლი შესაფერი არ დაურჩა, მაშინ ბავშვს უშვებს „პიწკა-პუწკას“ მოსატანად და სანამ ბიჭი მოვიდოდეს თითონ სიმინდის ნაგულებს ეძებს სამზარეულოში და აყრის კეცზე, რომელიც ერთობ ადრე აცხობს მჭადს. ამის შემდეგ გარბის კალათით ბაღჩაში სასადილო მისაჭმელისათვის და თან უმოწმებს ყმაწვილს რომ „სამისაჭმლო წყალი მომირბენიე და შემიკიდე ჩალხანითო“.
რავდენიმე წამში მხალს ან ლობიოს შეჰკრეფს, გადაარცევს სუფთად სათითაოდ და სწრაფადვე გადმორბის ბაღჩიდგან და რამდენიმე-ჯერ გადარეცხის შემდეგ შეკიდულს ჩალხანში ჩაჰყრის; სანამდის ის ადუღდებოდეს და მოიხარშებოდეს, ის ხელ-მეორეთ ბაღჩაში გარბის და სუნნელებს: მაკიდოს, პრასას, ნიახურს, შაშტრამს, ნიორის ფურცელს, პილპილს და მისთანობას ჰკრეფს, გადმოარბენინებს, ჰყრის მარილთან ერთად სუნნელსა და ფილში ნაყავს, ნიგოზსაც ცალკე... მხალის მოხარშვამდის ამასაც მოამზადებს; რა მოიხარშება, გადმოდგამს, ცივს წყალს დაასხამს, გაანელებს და ხელ-გობაზე გადმოუშვებს. - „არიქა,“ - იძახის მზარეული ქალი: - „მომეხმარეთ, ძმარი, ყარავო და საინებიცაო (თეფში)“... რა შეანელებს - გასწურავს მაგრათ ხელში და კურკუშ-კურკუშს მხალ-ლობიოს გაშლის, ძმარში გახსნის სუნნელს, ნიგოზს და დაასხამს მშრალს გაშლილს მხალ-ლობიოსა, შეუსვრის და შემდეგ გასანახავს (გემოს) ნახავს და სხვასაც კი მიაწვდის: „გაინახულე, რავარია, მარილი, ან „ძმარი“, „ყარავო“ არ აკლდესო“...

ამასობაში ჭურჭელსაც დარეცხს, მჭადსაც არეკს და ღინწკათი გაფხეკს - ტალაქვებიდგან; გასუფთავებულს მჭადს საინზე დასდებს და აგზანიზ ოდაზე, თვითონ კი მოსაჭმელს არიგებს საინებზე და თან იძახის: „მიშველეთ, ღვინო და სასადილო წყალიო, თვარა აგერ მოსულია სასადილოთ მეყანულიო“
თუ შორსაა ყანა, გააგზავნიან ვისმეს ხელით, ხოლო გამგზავნელს აჭმევენ და ისე გაისტუმრებენ, „ცოდვაა“ თუ არ ჭამაო, ამბობენ

ეს ამოდენა სასაქმო (სადილი) საათ-ნახევარში მოამზადა. იჩქარა რაც შეეძლებოდა; ისაქმა ხელით და ფეხით, და თან ენით ლაპარაკიც მოახმარა, რაც თითონ ვერ მოასწრო, იქ სხვისი შემწეობით საქმე სისრულეში მოიყვანა. ბავშვები დიდად ჩქარობდნენ საქმეში, რომ სასადილო საქმეები არ დარჩენოდათ თავის დროზე გაუკეთებელი და თავისს გაკვეთილებსაც კი, თუ სწავლიდგან თავისუფალია, ყურადღებით ათვალიერებდნენ, რომ გაკვეთილები მოუმზადებელი არ დარჩენოდათ. ამათი შემხედვარნი ბავშვები ჩქარნი როგორ არ იქნებიან და მხნე-ცოცხალნი ყოველისფერში!..
თუ ნადი ბევრი ჰყავთ ყანაში, მაშინ მჭადის მაგიერ  ღომს ამზადებენ, რადგანაც ღომი უფრო პატივდებაშია მიღებული გურიაში.

აი ღომის დამზადებაც: ჩაჰყრიან საწყაოთი ღომს კარდალში (ქვაბში) და გარეცხენ, შემდეგ დაასხამენ წყალს სამ წილს ღომისას, შეჰკიდებენ ცეცხლზე და ურევენ ლაფერათი (ხის პატარა ნიჩაბით). როდესაც ადუღდება, ამოურევენ ლაფერათი, რა დაიშრობს წყალს, შემდეგ მოუწებავს თავსა, დაჰხურავს თავის ბაბილოს და ნელ ცეცხლზე აშუშებენ. დაშუშებისას ჩამოდგმენ, დაზელენ ჩოგანით (გათლილი ხის მოკლე ჯოხით), დაარიგებენ საინებზე და მიაწვდიან საჭმელად (რომელიც მეტად გემირიელია).
ცივ ღომს გააფიცხებენ და ისე მიირთმევენ. გემრიელია ღომის ქერქის (ნაფხეკი).

გურიაში მიწა მოშავოა, ეწრებზე-კი მოყვითალოა; თეთრი - თავის დასაბანი მიწაც ბევრია. მადნეული: მიწა-ტალახი მრავალია აქა, მაგრამ ვინაა იმის მცოდნე, რომ გამოიკვლიოს ესენი? ნავთიც ბევრია. დღეს-დღეობით საკუპრეზე სუფსა-ნატანებს შუა ინჟენერების წყალობით ბევრგან იბურღება ადგილები, შესატყობად იმისა, თუ რავდენი იქნება ნავთი აქა?

ნიადაგი აქ მეტად ნოყიერია, მეტადრე შავი მიწის. აქაურს ნიადაგს უმეტესად მოჰყავს სიმინდი და ღომი, რომლითაც იკვებებიან გურულები.

ზეგნები უკეთესია მერეებზე და მერეების ეწრებს სჯობია. აქაურ ნიადაგს ბევრი უცხოეთის (ამერიკული, ევროპიული და ინდო-ჩინური) ყვავილ-მცენარეობაც მოჰყავს, ამისათვიოს გურულს უცხოეთის ყვავილებით მოლამაზებული აქვს კარ-მიდამო.

გურიაში ბუდობს შემდეგი ფრინველები: გარეული ბატი, იხვი, ქათამი (გინა ტყის ქათამი და წყლის ქათამი), მტრედი, შაშვი, ჩხარტვი, მხარწითელა, სკვინჩა, ბეღურა, კოდარა, ღაჟო, ოფოფა, ღალღა, ჭყიამპო, მიმინო, მწყერი, ქორი, ჯაჯა, ძერა, მერცხალი, მაფხაჭუნა, თავშავა, ჩხიკვი, თოხი-ტარა, მთის-ჩიტი, წყლიშაშვი, ღრიფი, გაიდონა, კულუმბური, ყანჩა, მებოლოკიე, მაბზაკუნა, ყვავი, ჭილყვავი, ყორანი, წყლის-გიორგა, ყელწითელა, ჩიჩხინაკი, ჭინჭალა, ბოლო-შავი და გვრიტი. გაიდონა, ჩხარტვი და მამალი შაშვი მშვენიერად გალობენ.

ოთხ-ფეხი: ტურა, მგელი, ღორი, მაჩვი, შველი, კვერნა, წავი, ყავი, ფოცხვერი (ბებერი ტურა), ტყის კატა, ვირთაგვა, თაგვი.

ქვე-მძრომი: ღვაჭაჭა, თავ-კობალა, ბაყაყი, გომბიო, გველი, ტინტილა, სლიკვი, ცხრა-ფეხა, კიბო, ხლუი, ფუღუ, ზღარბი.

მწერი: კორიზა, ჭიანჭველა, სკა (ფუტკარი), პწერი (ბუზი), ბორბალა (ობობა), ციცნათელა, კოღონა, პუჩკური, ფუცუნცელა, ხარაბუა, კუდბუზელა, ძარლი-მწერა, ლოქორიე, პეპელა სხვა-და-სხვა სოისა (მსგავსი), ღამის პეპელა.

თევზი: ნაფოტა, ლიფსიტი, ხოშნა, ჭარფალი, ღორჯო, კალმახი, წვერედა, ქაშაპა, ორაგული.

მცენარეობა შემდეგი ხარობს აქ, გურიაში: ჭირნახული: ღომი (კუხურა, ბარამულაი, მათრახაი, ჩაქურა ღომი და ძირდაბალაი), სიმინდი (თეთრი სიმინდი, ჯორიელა სიმინდი), ალაზანი სიმინდი, წითელი სიმინდი), ჭვავი, ქერი.

ბაღჩეული: ლობიო (წილობიო, ხოხიე-ლობიო, მიწის-ლობიო, ყვერება-ლობიო, ქონა-ლობიო, ღჯის-ლობიო, რუსულკი-ლობიო), კიტრი (მიწის კიტრი, ღჯის კიტრი, რუსული კიტრი), ბადრიჯანი (გძელი და წითელი), ცერცვი (ოქრო ცერცვი), ნესვი, კართოფილი, ხაპი, მწარე-ხაპი, ხაპერა, ბოლოკი, ჭარხალი, სტაფილო (უკანასკნელი ორი ნაკლებადაა).

ფხალი: კეჟერა ფხ., ჭიჭლაყა, სვინტრი, ჭყანა, ჭანდუა, ჭინჭარი, მოლოქაი, უმბალო, დედლიქონაი, ფშალაი, ეკალაი, ძიგურაი, ქათანაცარაი, ხვართქლაი, ქათმიქონა, ძროხი-ენა, კატა კატაბარდაი სუქანა.

მწვანილი: წიწმარიტაი, ხახვი, სოხი, ქინძი, მდოგვი, შაშტრამი, ნიახური, ნიორი, პრასა, ქონდარი, პილპილი, მაკიდო, კამა, კლიავი, პიტნა, ზაფრანა (ამათში სუნნელი ბევრია).

ყვავილები: ამერიკა-ევროპიული ყვავილები, ია, ვარდი, ბაია, ისამანი.

სოკოები: კვერცხის სოკო, ქვეშ-წითელა, ხის ყველის სოკო (იჭმევა ესენი), გველის სოკო, ბებერა, ტყაველა, ხის სოკო (ამათში ბევრი შხამიანია და არ იჭმება).

სამკურნალო: მრავალ-ძარღვა, მკვდარი ვაშლი (ჭრილობისთვის სახმარია), ანწლი (მუცლის ტკივილისთვის), კაკირა (ორსული ქალის მუცლისთვის), ოხატუა (ხის დასამყნად), კოთხოჯი, ოსოპონტრო (გულის ტკივილისთვის, მეორე - პაპასკირისთვის), ხვართქლაი, ინა, კანაფი, ჩალამ-კალამი, ია, ჭადა-ჭადაი, ისრიხა, ქრისტე-სისხლა, ძირმწარა, თაქოსტა, ელისაგორაი (ცხენის).

შხამიანი: მგლისოკო, თავნიოსი

უბრალო ბალახები: ბურძგატალა, გვიმრა, წალიკა, ძაღლი-კამნიე, მწყერის-ფეხა, ლერწამი, ტრიეკუდა, ბურჩხი, ძია-რძუა, ტაბელა, ცაცხა-ცაცხა, აღვალო, დათვი-ფანჩარაი, ცხენი-კბილაი, ზარბაზანაი, აპუტრაკი, ძულუღვა, ხოზიაკა.

ხე-ხილი: ყურძენი (ჩხავერი, კლარჯული, ორონაი, სამარხი, იზაბელა (ადესსა), ბადაგი, თეთრიშა, შავყურძენა, წუმბური, მტრედის-ფეხაი, კოსმული (ართვინულია), მახატური, ღარი-თვალაი, კამური, ათინური).

ვაშლი: წითელი ვაშლი, შავი (ნაცარა) ვაშლი, სანეფო ვაშლი, დემის ვაშლი, ლიმონის ვაშლი, ბია ვაშლი, გემის ვაშლი, პანტა ვაშლი.

მსხალი: ხეჭეჭური მსხალი, ხატრის მსხალი, საივანობო მსხალი, კაცის-თავა მსხალი, კვირისტავა მსხ., ბია მსხ., სასელა მსხალი, მსხალ-ყვითელა, მოღაზურის მსხალი, მსხალ-გიდელა, მომღრის მსხალი.

ბალი: ვიშნა-ბალი, კახა-ბალი, ალექ-მალექის ბალი, კახაბალის ბუში, შავმბალა,  მაისის ბალი.

ტყემალი: წითელი ტყემალი. ყვითელი ტყემალი, ოტური, ქლიავი, ალუჩა, კორკიმელი, ბჟოლი (თეთრი, შავი), ბროწეული, ბია, ზღმარტლი, ხვიმრა, წაბლი, მოცვი, დათვი-სხალა, მწყავი (თეთრი და შავი).

ატამი: სათუთქი, სათალი, ვაშლ-ატამა.

თხილი: ბერძნული თხილი, ჩხიკვის-თავა, გულ-შიშველა, საფერისცავლობო თხ., ველური თხილი.

ნიგოზი: თქლიფი ნიგოზი, კერკეტა ნიგოზი.

ლეღვი: ჩიტ-ლეღვა, თეთრ-ლეღვა, შავ-ლეღვა.

ჩირგვები (რომლის ნაყოფი იჭმება): ბარძაყაი, კონწარუხი, მაყვალი, ასკილი და ეკალაი, შკერი, იელი, სურო (მომხვევია) და ბარდი. 

უბრალო ხეები: ძეწნა, ჭანდარი, ცაცხვი, წიფელა, ლუქუმხა, ბაძგარი, ძმერხლი, თელა, თხიფსელა, შავი ხე, ეკლის ხე (აკაკი), ურთხელა, ტირიფი, დაფნა, კერხლი, ხე ვარდი, ჭილხრჩილა, კვიდო, კოპიტი.

მიწები გურიაში მეტად ძვირია სიმცირისა გამო, და ამიტომაც აქაური გლეხი (კაძახი) თავად-აზნაურთა (მემამულეების) მიწას მუშაობს და ღალას (საყანულს) სოფელში ნახევარს აძლევს და გარედ-კი მესამედს, მეოთხედს და მეხუთედს (ეწრებში); ყურძნიდგან და ხილიდგან ნახევარს აძლევს სანაშენო მამულიდგან, სადაც თვით კაძახი სახლობს. ბევრმა კიდეც დაიხსნა თავი და ბევრიც თავ-უხსნიერია. საწყალი გურული კაძახი შრომობს და სხვისათვის, თვითონ კი არა რჩება-რა.

მიწა ქცევა აქ 900 ოთხ-კუთხი საჟენი, ფასობს 25-60 მან. მოუშენებელი, ხოლო (მომუშავებული) მოშენებული 100-200 მან. 

გურიის ნაწარმოებს შეადგენს: ღვინო, ოტკა, აბრეშუმი, სიმინდი, ღომი, ხილი და ყველი.

ყველის კეთება გურიაში. კვეთს (ყველის დედას) ცხარე ძმარში ინახვენ კარგა დამარილების შემდეგ. რა მოწველენ რძეს, გასწურვენ და ერთს კოვზს ძმრით დამდგარს კვეთს ჩაასხამენ (ჩაჰკვეთენ), მოურევენ რითიმე და ჩაიკვეთება. მისდგამენ ნელს ცეცხლთან და შეათბობენ ქოთანში. გათბობისას ჩაჰყოფენ ხელს და ხელის ზურგით რა შესჭრიან (ამოურევენ), აწვებიან და შეჭრილი რძე, გინდ მაწონი, ძირში ილეკავს. ამოიღებენ ხელში და გასწურავენ დაგუნდავებულს ორივე ხელითა, იგი მომზადილი ყველია, დააყრიან ნახევარ მუჭა მარილსა და ქოთანში შეინახავენ. 

ჩვილს ყველს გადაზელენ, აი, როგორ: ჩვილ ყველს, რომელსაც ხელური ჰქვიან, ფიცხლად დათხლად ასჭრიან, ამ აჭრილს მდუღარე შრატში (აქ სველს ეძახიან), ჩაჰყრიან, აჭრილი ერთიან მოუშვებს და მოიხარშება ჩვილათ, მერე ამ რბილს, მოხარშულს ნაკვეთებს ერთი-მეორეზე გადააფენენ და რავდენიმე ფურცელს დაადებენ და ისე შეინახავენ - ჰქვიან გადაზელილი, რომელიც გემრიელია. 

აადუღებენ სველს და რა გამოვა დო, ანძლატი ჰქვიან, აქაურად ნადუღი და ნადუღის შრატი კი წურუქაი. უბალახობისა გამო პირუტყვი ძვირია აქა. 

ოტკიდგან შევა გურიაში დაახლოებით 60,000 მან., ამდენივე სიმინდიდგან; ღვინიდგან 20000 მან., ამდენივე თუთუნიდგან (თამბაქო). ხილიდგან 5000 მან., პარკიდგან (აბრეშუმის) 200000 მ. სულ გურია გაჰყიდის 285000 მან. ნაწარმოებს.

გარედ გასულნი: ვაჭარნი, ჩინოვნიკი და სხვანი შემოიტანენ არა უმცირეს 365 000 მან. და თითონაც იმუშავებენ სახლისათვის 1 000 000 მან. მაშასადამე, გურიაში, სულ ბრუნავს 1670000 მან. 

აქაურები რადგან ხელგაშლილად სცხოვრობენ, ამისათვის, თავიანთი აღებული არა ჰყოფნით და ვალებს იღებენ. თვითოეული მოსახლე, ორთა შუა რიცხვით 150 მან. ივალებს, სულ-კი 1200000 მან. ასე ამ გვარად გურიაში ხარჯვენ 2870000 მან., ხოლო შემოსავალი აქვთ 1670 000 მან.

მიზეზი ხელ-გაშლილი ხარჯებია, რომ ხალხი აქ მეტად დაღარიბებულია მთელს საქართველოში. გურიაზე უღარიბესი ხალხი ნაკლებათაა და ამათზე უმდიდრესად მცოხვრებნი-კი თვით ცხოვრებაშიც ნაკლებია. ღარიბებიც არიან და არც არაფერს არ იკლებენ. გურულებმა ქორწილ-ტირილში, წვეულებებში ისეთი მასპინძლობა იციან აქ, რომ საკვირველი.

გურიაში შემდეგს მშვენიერს გემოვანს საჭმელებს ამზადებენ: ქათამს წვნით, ყალიოთ მოხარშულს საწებელით, თევზს წვნით, ხარშოს, ამოლესილ ლობიოს, შეზელილ ლობიოს და მხალეულობას. იციან აგრეთვე შემდეგი საჭმელები: რძის ქაში, ნადუღი, გადაზელილი, ბრინჯის ფლავი და სხვა მისთანები.

ნამცხვიდგან შესანიშნია: ხაჭაპური და ყველიანი მჭადი. საშინაოდ ხარჯვენ მჭადსა, ღომსა, მჭადის ღომსა. 

გურული მანდილოსნები თუმცა ბევრს საქმეს აკეთებენ, როგორც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მარა ის მრავალი საქმე, თავის სიჩქარისა გამო, სამ-ოთხს საათში კეთდება - სადილი და იმის დაგვარ საღამოს ვახშამი და ამისთვის უქმი დრო მეტი რჩებათ, რომელსაც თავისი უთაურობით და ზარმაცობით ბევრნი უქმათვე ატარებენ. მართალია, ყაჭობა-აბრეშუმის პარკზე დიდი სასჯელი უძევთ ამათ, მარა, ეს თვენახევარს აქვთ და შემდეგ ხანებში, ხსენებულ საქმეების შემდეგ-კი უბრალოთ სხედან სახლებში ბევრი მათგანი მორთულ-მოკაზმული, სახეზე ფერ-უმარილ წასმული, რომელნიც ურთ-ერთ მეზობელთა შორის დაიარებიან და ცის და ქვეყნის ამბავს ლაპარაკობენ და ზოგნიც ჭორებსა სთხზავენ, და ან რა გასაკვირველი იქნება, რო უკანაკსნელთ ეს უქმი დრო არშიყობასაც მოანდომონ. 

გურულები სცოვრობენ გაშლით და არა ჯგუფათ, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში. გურულს თავისი ჭურ-მამული (მამულ-დედული) მიწა, შენობა, ტყე, სახნავი სულ თავისსავე ორღობე-ეზოში აქვს და სხვის საქონელსაც-კი, არ შეუძლიან გავლა და ვერც შეიძლებს ღობეებისა გამო. მეზობელიც თითქმის მაინძლის უნებურად ფეხს ვერ შესდგამს სხვის მამულში; მაიტომაც თითოეულ მოსახლის მოსახლეობა ფართოვდება და ცოტა ადგილიცა არა ჰყოფნის, ამიტომაც თვითოეული სოფელი რავდენიმე ვერსობით იჭიმება და ერთ-მეორეშიაც უერთდება და ასრე ამ გვარათ მთელი გურიის სოფლები ერთმანეთში შეერთებულია და ამით ადვილი სათქმელიცაა თამამად ვსთქვა, რომ გურია ერთად-ერთ სოფელს წარმოადგენს, იმ ნაირს უზარ-მაზარს სოფელს, რო ქვეყანას შეედარება. გურულს სადგომათ ოდა აქვს, თუმცა ამ 20-30 წლის წინეთ ოდები მარტო თავად-აზნაურთა ედგათ და კაძახებს-კი სახლები და ფაცხები, მარა ახლა ისინიც მათ ჰბაძავენ და გაერთებულათ ცხოვრობენ.

ოდები სულ მოქალაქურათაა აგებული; ოდების უკან სამზარეულო სახლი ან ფაცხა უდგიათ, მის უკან კარიე (საქათმე), სულ უკან ღობესთან საღორე და ქალტა (ხალხამი) საქონლისთვის. სამზარეულოს გვერდით ნალიე, ოდის პირდა-პირ ბეღელი და სეფეა, ოდის წინ სასტუმრო ჭიშკარი, უკან-კი საქონლისთვის. ახლოსვე წისქვილი და ჩამური აქვთ გამართული.

გურულის ოდის მოწყობილობა: ზალაში კამოდი, კრაოტი და სტოლი, ზედ მშვენიერი დასამშვენებელი მოწყობილობით. კედლები მოქაღალდებული და სურათებით მოწყობილი, სელის სკამები და ფანჯრები ლამაზი ფარდებით მოშვენებული.

ხოლო სახლის მოწყობილობა, ვისაც ოდა არა აქვს: სახლს ფანჯარა არა აქვს; ხოლო კარები ორი აქვს წინ და უკან პირ და პირათ. ცუდი ჩვეულებაა, რომ სამზარეულოს და სახლს ორს პირდაპირს კარებს ატანებენ გურულები, რადგანაც ორ კარში შემოსული ქარით ცივდებიან და მიზეზი უმთავრესათ ესაა, რომ აქ ჭვალი ხშირია და აფთიაქის იოდი არა ჰყოფნით ხოლმე. შუაში კერაა, რაზედაც სხვენიდგან ჯაჭვია ჩამოშვებული კაუჭითა ჩალხნების ჩამოსაკიდათ და ასადუღებლად საჭმლისა. სხვენზევე ჯაჭვთან მარილის კოთხოს (ჭურჭელს) და საკრელს (ძმრის დოქს) ნახავთ. კედელთან გამწვდენი კრაოტია, რომელსაც ლოგინს ეძახიან, ზედ სეფეთი (სკივრი) იქნება. კერა გარშემო ჯორკოებითაა მოწყობილი დასაჯდომათ. იქავე კეცი და ჟესტი აგდია თუ სხვა სამზარეულო არ აქვსთ და თუ აქვსთ, ესენი სამზარეულოში იქნება. აქავეა: საწნახელი, ბარი, თოხი, ფქვილის კოთხო, გობი, საცერი, ხელგობა, კოთხო, ლაფერა, ჩოგანი, ფილა, ქვა სანაყი, ქოთანი, კოჭობაი, დერგი, დოქი, ლაგინა, ჭარიკა, ნატეხარაი, ვარცლი, ჩალხანა, კაპჭანა, კარდალა, ტაფა, ტაშტი, თუნგი, ბოთლი, ჭიქა, გიდელი, გოდორი, გორიცა, კალათა, სუფრა, ბუდე, წალდი, ნაჯახი, ცული, ლასტი  და სხ. გარეთ-კი მარანზე, რომელიც ცის ქვეშ ცხემლის ხეებით მორგულია და შიგ ჭურები ფლია ღვინით სავსე, ნახავთ იქ ხეზე: კოპეს, ორკოპეს, ორჩხუშს, როგოს  და სხ. გარეთ ნალიეს ქვეშ ან სეფაში ნახავთ ურემს და მის მოწყობილობას - კავს, სახნისს და ამისთანობას. 

გურიაში თავად-აზნაური და კაძახი ერთნირათ ცხოვრობენ და ვერაფრით გაარჩევთ მათ ერთ-მეორესგან თუ არ წოდებითა. ქართლში რო იძახიან: მე თავადიშვილი ვარ და შენ გლეხი, თაყვანი მეციო“, აქ ეს არ არსებობს. რაც კაძახია, ის კეთილ-შობილია. ერთი შემთხვევა იყო აქა: ერთი აზნაურიშვილი კაძახს შეხვდა და კაძახი უდიერათ მოექცა აზნაურიშვილსა, რომელიც ცხენზე ბრძანდებოდა. ცხენოსანმა იწყინა და შეუძახა: კაძახო, რავა მიბედავ, ხედავ ამასო და მათრახი ასწია ზევით, რო გაუშალოს სახეში, მაგრამ, სანამ მათრახს აიღებდა კეთილშობილი, კაძახმა ფიშტო იძრო წელიდგან და ცხენიდგან გადმოუძახა კეთილ-შობილი. ამისთანა მაგალითები მრავალია აქ მხოლოდ ამისთვის, რომ გაერთება სრულებით სუფევდეს ხალხში.

ორივე წოდებავე ერთნაირათვე იცმენ სუფთათ და მშვენივრათ ჩაქურას (მოკლე ჩოხა-შარვალსა), წელზე არტყიათ ბელ-ყაიში, ყამა, ფიშტო აქვთ გარჭობილი, ჰკიდიათ მათარა. თავზე კაბალახი აქვთ და ფეხებზე პაჭანიკით მოწკეპილი წუღები მესტებით. ამ გვარათ ჩაცმული გურული მნახველს მოეწონება; გურულის სიჩქარეს ძალიან ხელს უწყობს თავის სიმჩატე.

ახალ-მოდაში გძელი ჩოხა-ახალოხიც შემოვიდა. მანდილოსნები ევროპიულათ და მოქალაქურათ იცმენ და ნაციონალური ამათ არა აქვთ რა, გარდა წარბების შეღებვისა და ფერ-უმარილის წაცხებისა სახეზე. 

გურულების საყვარელი ერთად-ერთი იარაღია და მონადირეობა ხომ უსაყვარლესია. ჯარში გასვლა მათთვინ ერთად-ერთ სამოთხეს შეადგენს. წვრილ-ფეხობასაც 5-6 წ. ისე უყვართ იარაღი, რო ხიდგან გათლილ სატევარებს წელს ირჭობენ და მითი ამაყობენ ხოლმე. 

გურულებს სიმღერაში პირველი ადგილი უჭირავთ მთელს საქართველოში. მღერიან სხვა-და-სხვა ხმით ორპირა-ერთპირათ და სხ. (დამწყები, მოძახილი, მობანე და გამყინვარე უსაჭიროესია და მასთანვე სხვაც). უმეტესნი მუზიკის მოყვარული არიან. გურულთ თავიანთი საკუთარი მემუსიკენიცა ჰყავთ, რომელნიც მთელს რუსეთში და თითქმის ევროპაშიაც მიდიან და თავიანთ ნიჭს აცნობებენ უცხო ხალხს და აკვირვებენ კიდეცა. სიმღერაში 3-5 წ. ბავშვებიც იღებენ მონაწილეობასა. გურულების სიმღერის საუკეთესო თვისება მიეწერება ადგილობრივი მგალობელ შაშვ-ჩხარტვთა, გაიდონათა (ბულბულთა) და სხვა ფრინველთა, რომელნიც უფრორე მაის-თიბათვეში უწყვეტლივ დღე-ღამე თავიანთ შვენიერ შეჟღრიამებულ ან გაბმულ სტვენა-გალობით აცხოველებენ ბუნებას და გურულთა ყურთა-სმენას ატკბობენ, რის წახედვით გატაცებულნი გურულნიც ბაძავენ მათ.

გურული შვის ასწავლის, ამის მნახველი მეზობელიც მას ჰბაძავს და უკეთესს სასწავლებელში ამზადებს შესაყვანად შვილს. გურულმა ვინმემ შვილი ექიმათ ან ადვოკატად გამოზარდოს, მეზობელიც ამას ცდილობს. „იგი რაში მჯობია, რომ მან გაზარდოს და მე-კი ვერაო“.. და ამ წახედულობით მისდევს სწავლა-განათლების გზას და ესევეა მიზეზი, რომ დღე გურიაში ყოველ სამამასახლისოში ორი-სამი სკოლაა გამართული და ახლა იმას ცდილობენ რომ ერთ-კლასიანი სკოლები ორ-კლასიანებად გადააკეთონ. რაც გურიაში სამკითხველოებია გახსნილი, იმოდენა მთელს საქართველოში ძლივს იქნება.

ასეთმა წახედულობამ გურიაში ბევრგან დააარსა სასოფლო ბანკები, მაგ., ოზურგეთში, ბახვში, მაკვანეთში და სხ. დაარსა აგრეთვე ამხანაგობანი, როგორც გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა „შუამავალი“, რომელიც 1897 წ. დაარსდა და მეორე „შრომა“ და „კაპიტალი“, რომელიც დაარსდა შარშან და „ეტლთა საზოგადოების ამხანაგობა“, რომელიც 1891 წ. დაარსდა და სხვ.

წახედულობითვეა ქურდობა და სხვა-და-სხვა ავ-კაცობა აქა. ცხენის და ხარის მოპარვა დიდ კაზახობათ (ყოჩაღობად) ითვლება; ციხეში ნამყოფი თუ არაა კაცი ამას მკვდრათა სთვლიან.

[ბ-ნ ავტორს, ეტყობა ვერ შეუგნია კარგად გურულების ზნე-ჩვეულება. - რაც შეიძლება იგი ცდილობს, თავისი აღწერა (გურიისა) კარგად დაახასიათოს, მაგრამ საუბედუროდ ან თვალი არ უდევნებია და ან ავიწყდება, რომ გურიაში თუ ერთი ან ორი ქურდია, მაშინ აქ ოცი და ორმოცი ზიზღის თვალით უყურებს მათ და ცდილობენ, რჩევით თუ დარიგებით ცუდი ხასიათი გაუსწორონ. ხოლო რაც შეეხება სოფ. მ-ნეთს, სადაც ბატონი ავტორი ამ წერილს სწერს, იქ მართალია, ქურდობა ხშირია და დაკარგულის ბევრია ამ სოფლის შვილები, მაგრამ აქ ბ-ნ ავტორს შეუძლიან სოფელი დაასახელოს, სადაც მძვინვარებს ავ-კაცობა და არა მთელს გურიას ხელი მოხვიოს და ქურდთა და ავაზაკთა რიცხვში ჩაჰყაროს (შენიშვნა ასოთ-ამწყობისა).]

ტირილ-ქორწილში და საზოგადოდ წვეულებაში ერთმანეთის მიხედვით საუცხოვო პურ-მარილი იციან, ასეთი, რომ ნეფესაც-კი ეკადრება გურულის ნამასპინძლოვზე შესტუმრება და მირთმევა. გურული ნუ შერცხვება (აქაურად ნუ მეიჯაყება) პურ-მარილში და თუნდაც მისი სახლ-კარი დააგირავოს არაფრათ ჩააგდებს. ჩაცმა-დახურვითაც ერთი-ერთმანეთზე საუკეთესოდ იცმენ და თავადიშვილებზე უკეთესადაც. იგი თავადიშვილი როა, მისთვის იგიც კმარა, თვარა მე ჩემდა ტანთ თუ ვეღარ ჩევიცვამ, რაღა კაცი ვიქნებიო.

შესახედათ მეტად მშვენიერი ხალხია გურულები, მეტადრე ქალები, ხოლო მათ მშვენიერს სახის ფერს ადგილობრივი მკვიდრი ციებ-ცხელება უკარგავთ და ანქრევს ხორციდგან; რასაკვირველია ძალ ღონესაც მოაკლებს ასეთი მავნე ჭირი.

გურულს გული მალე მოუვა თავისი სიფიცხითა, რადგანაც მას სული ცხვირში აქვს. მაგრამ ერთი კარგი თვისებაცა აქვთ, რომ დამშვიდება მყისვე იციან. ღმერთმა ნუ ჰქნას დიდხანს გასწეოდა გურულს გულის მოსვლა, თორემ თქვენი მტერი, ერთმანერთს ისე ამოჟლეტდნენ, რომ დღეს აღარ იქნებოდნენ. მტრობა-კი სიკვდილამდე გულიდგან არ გამოუვა გურულს, თუ-კი ვინმემ რამე აწყენინა და თუ ვარგა (აქაურად რომ ვსთქვათ, თუ ჩოფანო არაა), გადუხდის რითიმე და ისე-კი მიწაში არ წავა.ასეთი მტრობით კაცის კვლა ხშირია აქეთ და არც ბოლოკათ აგდებენ ამისათვის დაკარგვა ციმბირში ანუ კატორგაში გაგზავნა არც-კი აწუხებს მათ, რადგანაც ვინც წავიდა გამდიდრდა და ესენიც იმას მოელიან თავიანთი გულის წადილის (კაცის მოკვლის) ასრულების შემდეგ. ასეთი სურვილებით შეჭურვილი გურულები ბევრია დაკარგული და მოშორებული თავის ქვეყანას. წელიწადში ოც-და-ათი სული მაინც დაიკარგება, ორი და სამი ამდენი ციხეში გამოლპება (იმედია გურულები მალე შეიგნებენ თავიანთ ცხოვრების ამ ნაკლს და გაისწორებენ ხასიათს).

გურული მეტად განსხვავებულ ბუნების ადამიანს შეადგენს საქართველოში, როგორც სჩანს აწერილობიდგან. ამას უკეთესათ დავასურათებ ქართლ-იმერლებთან შედარებით. ტეტიას რომ აგინოთ, იმისთვის სამაგიეროს არას გეტყვის; აქეთ რომ წამოხვიდეთ და სურამელს აგინოთ, სამაგიეროთ შეიძლება  მიზეზი გკითხოს შეგინებისთვის; იმერეთში ხორო-გაულელები-კი ამისთვის სამაგიეროს შემოგაგინებსთ, ქუთათური იმერელი-კი ცემა-ტყეპით და იარაღის დაშიშვლებით გადაგიხდიან, ხოლო გურული-კი ამას წუთიერი სიკვდილით გადაუხდის მაგინებელს, იარაღით მაშინათვე გააციებს. აღმოსავლეთიდგან დასავლეთისკენ თან-და-თან ფიცხდება ხალხი და ბუნებაც სწრაფდება (ამ მხარეების აღწერას და შედარებას მალე დავბეჭდავთ).

მთელს გურიაში ძვირად მოინახება ახალ-გაზდა, რომ წერა-კითხვა არ იცოდეს და ნასწავლი ხომ თავისდა-გვარ საქართველოს სხვა პროვინციებთან შედარებით სწავლა-განათლებით ბევრათ მაღლა დგანან. ასე რომ შემიძლიან გურიას დავუძახო საქართველოს საფრანგეთი, სწავლა-განათლების სიყვარულის მიმდევნეობით. ყოველ სოფელში 50 ბავშვები იქნება სოფლის სკოლაში მოწაფედ, სხვა-და-სხვა დაბალს სასწავლებლებში 10 მაინც; საშუალო სასწავლებელში 5 მაინც და მაღალს სასწავლებელში ერთი უსაშველოა. 

რომელს სოფელშიაც მე ვსწერ ამ წერილს, ე.ი. მაკვანეთში - ორი ექიმათ გამოსულია, ერთი აგრონომათ, რავდენიმე საშუალო სწავლით კერძო სამსახურებში არიან და ოფიცრებათ; დაბალი სწავლით ხომ ბევრნი მსახურებენ სხვა-და-სხვა დაწესებულებაებში. ხოლო აქედგან დღეს ბათუმის გიმნაზიაში სწავლობს 4-5 ვაჟი, ქალებიდგან ქუთაისში ერთი.

ამ სოფელში 113 კომლი არის და ნახეთ, რავდენს უსწავლია და რავდენი კიდევ გამოსასვლელი გვყავს სწავლაში მიმავალათ.

წელს ერთი ექიმიც მოგვემატება, რომელიც მალე შეასრულებს უნივერსიტეტში სწავლას.

ამ გვარათვე უნდა ვიგულისხმოთ სხვა სოფლის ნასწავლ-მოსწავლენი გურიაში. დღითი-დღე წინ მიდის სწავლა-განათლების მოყვარულობით ეს ქვეყანა.

საზოგადოდ გურული ხალხი მშვენიერია, შუა ტანის შესახედი, თეთრ-ნათელ კანიანი, მაგრამ ცუდი ჰავისა გამო დაუფერებულნი და დაუძლურებულნი არიან, სუსტი აგებულების, მხნე, პირადი, ცქაფი, მოხერხებული ყველაფერში, სიტყვა-მოსწრებული და ხასიათით მოკლე, თავმოყვარე, თავ-მომწონე და ერთმანეთის წამხედავი, სტუმართ მოყვარე და პურ-ღვინისა, თავის მუშაა და სხვისი-კი ბატონი; უყვარს აგრეთვე სისუფთავე და სიწმინდე ყველაფერში, მაგრამ მასთანავე ამხანაგ-მეზობლის გაუტანელია და შურისძიება ძირთამდე ესისხლ-ხორცება, რითაც მტრობა მას ეძლიერება მტრებთან; სისხლს სისხლით სისხლავს მოსისხლე მტრისას და სხ. თავმოყვარეობა უზომოა აქ, ამიტომაც დიდ-პატარაობა არაა დაცული და ესევა მიზეზი ყველა წოდენაბი ერთმანეთის სახელით იხსენიებენ, ხოლო უცხოთ-კი  ზრდილობისა გამო „ბატონო“-ბით იხსენიებს გურული. მამა-დედაკაცთა შორის სიყვარული აქ პირადულია და არა ფარული.

გურიაში შესანიშნავია სოფ. შემოქმედისა და ჯუმათის მონასტრები, რომლენიც მაღლობ გორაკებზე დგანან თავიანთი მშვენიერ ძველი არქიტექტურულ შენობით და რომლებიც მთელს გურიას ხელის გულსავით და შავ ზღვას სარკესაებრ დასცქერის. აჭი, ლეხოური, ციხე შესანიშნავია ძველი ციხე-ეკლესიებითა; აგრეთვე დაბა ნაგომარი, სადაც ბაზრობა (მარინობა) იციან ორ კვირას, 15 მკათათვიდგან; ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური თავიანთი ვაჭრობით აბრეშუმის პარკითა და სხ.

გურიაში შესანიშნავი ძველი შენობანი ბევრათ მცირეა აღმოსავლეთ საქართველოს სხვა პროვინციებთან შედარებით. მიზეზი ამისა ის არის, რომმტერს აქ ნაკლებათ უწვდებოდა ხელი, რათა გასაოხრებლათ მოსულიყო, რადგან საშიში იყო მათთვის ტყეში დამარცხებულიყვნენ მკვიდრთაგან და მეორეთ - თუმცა არც აკლდა მტერი, მაგრამ ჯერ ერთი თვით ყველანი მეომარნი, როგორც დღეს არიან დიდიდგან პატარამდე, უწინაც ისე იყვნენ და იგერებდნენ მათ მტერს და მესამეთ იმიტომ, რომ ტყეებშივე იფარავდნენ მტრის დევნულობისაგან თავსა და შენობებიც აღარ ესაჭიროებოდათ და დიდი საჭიროც რომ ყოფილიყო, ქვას და კირს ვერ იშოვნიდნენ, რაიცა გურიაში მცირედ არის ეს მასალები. 

ზეპირ სიტყვაობაც ნაკლებია გურიაში, ესეც მას მიეწერება, რომ მტერთა დევნულობა აქ, როგორც მოგახსენეთ ნაკლები ყოფილა და არც არა უნახავთ-რა მისთანა საინტერესო ისტორიული შემთხვევანი რომ გადასაცემად ჰქონოდა ხალხსა. 

გურული ლექსიკონი

(აქ მოგვყავს ის სიტყვები, რომლებიც ჩვენს წერილშია ნახმარი და ლიტერატურაში კი უხმარია)

ათინური - ყურძენია
აპუტრაკი - მცენარეა
ალექმალექის ბალი - ბალის გვარი
ამორეკა - ამორევა
ანწლი - მც.
ალაზანი - სიმინდის გვარია
---
ბაბილო - ვაზის ფოთოლი
ბადაგი - ყურძენია
ბარამულაი - ღომის გვარია
ბარდი - მც.
ბარძაყაი - მც. (მაყვალი)
ბაღურა - მფრ. (ბეღურა)
ბაძგარი - ხეა
ბაღჩა - ბოსტანი
ბაღჩეული - ბოსტნეული
ბებერა - სოკოს გვარია
ბია ვაშლი - ვაშლის გვ.
ბია მსხალი - მსხლის გვ.
ბორბალა - ობობა, ობობას ქსელი
ბჟოლი - თუთა
ბურჩხი - მც.
ბურძგატუალი - მც.
ბულუღვაი - მც.
----
გადაზელილი - გადაზელილი ყველი
გაიდონა - ბულბული (მფრ.)
გაკაკლა - თითო მარცვლობით გაფენა
გასანახი - გემოს გასაშინჯი, მარილათ და სხ.
გაფიცხება - გაცივება, გახუხვა ცეცხლზე
გაწყობა - ღომის გახურება, გახმობა ცეცხლზე
გამეჩხრება - გათხელება
გემის ვაშლი - ვაშლის გვარი
 გველის სოკო - სოკოს გვარია, შხამიანია
გიდელი - ხეზე ხილის საკრეფი კალათა
გობი - ვარცლი
გომბიე - ბაყაყი
გორიცა - გოდორი
გულშიშველა თხილი - თხილის გვარი
გურგული - ქუხილი
---
დაბაბილოება - ვაზის ფოთლებით დაბურვა
დათვისხალაი - მსხლის გვარია
დათვიფანჩარა - მცენარეა
დათხრა - დაგლეჯა ძირიდგან
დამოწმება - დაბარება, დუბარე
დაპურება - საჭმლის მიცემა
დახეფსება - ორიოდე ლუკმის ჭამა
დაჭახრაკვა - დიდი სიმძიმით სისველის გამოდენა, გამომშრალება
დაფხნა - მც. ხ.
დედლიქონა - მც.
დოჩახაური - დიდი ცეცხლი
---
ეგირი - მც.
ეკალაი - მც.
ეკლიხე - აკაკი (მც.)
ეანძე - ცოტა ხანს საჩქაროთ
ელესო - 
ესრისა - მც.
ეწერი - სუსტ-ნაყოფიანი ადგილები, გვერდობები
ელისაგორი - მც.
ელუსალემაი - მც.
---
ვაშლ-ატამი - ატამ-გვარი
ველური თხილი - თხილგვარი
ვენახი - ვაზი
---
ზარბაზანაი - მც.
ზაფრანაი - მც.
ზეგანი - მაღლობი ადგილი
ზეგნური - მაღლობზე მცხოვრები
---
თავნიოსი - მც.
თაველი - თავ-თავი ღომისა, პურისა
თავკობალა - ქვემძრომი
თალაბულისი - ქამარი ტყავისა
თაქოსტო - მც.
თანჯარა - პატარა ქვაბი (ჭურჭ.)
თავშავა - მფრ.
თოხიტარა - მფრ.
თელა - მც. ხ.
თეთრიშა - ყურძნის გვ. ან და თეთრის კანის ადამიანი
თეთრი სიმინდი - სიმინდის გვ.
თქლივი ნიგოზი - თხელ-ნაჭუჭიანი კაკალი
თეთრ-ლეღვა - ლეღვის გვარი
თხიფსელა - მც. ხ.
---
ივანობის თვე - თიბათვე
იზაბელა - ყურძენია, ადესსა
---
კალო - სიმინდის და ღომის დასახვავებელი ადგილი
კამური - ყურძენია
კამნიე - მც.
კაკლა - მომარცვლა, მარცვლის გაპნევა
კაკალი - მარცვალი 
კაკირა - მც.
კარიე - საქათმე
კახამბალი - ბალის გვარია
კახამბალის ბუში - ბალის გვ.
კატარი - ხის წვერია
კატაბარდა - მც.
კაპჭანი - თუჯის ქვაბი (ჭურჭ.)
კაცის-თავა - მსხალის გვარია
კვერცხის სოკო - სოკოს გვ.
კვიდო - მც.
კვერი - ნაღვერდალში გამომცხვარი ჭადი
კვირიკობის თვე - მკათათვე
კერკეტი ნიგოზი - მაგარ-ნაჭუჭიანი კაკალი
კეჟერა - მც.
კლარჯული - ყურძნის გვარია
კოდარა - კოდალა (მფრ.)
კოთხოჯი - მც.
კოთხო - კოში, ჭურჭელი ხისა
კონწარუხი - კოწახური (მც.)
კოტა - ტარო სიმინდისა
კორძუდი - ყურძენია (ართვინული)
კოპიტი - მც. ხ.
კორიზა - კედლიტილა (მწ.)
კოღონა - კოღო (მწ.)
კოჭობა - პატარა ქოთანი
კლიავი - მც.
კუდ-ბუზელა - მწერია
კულუმბუხი - მფრინველია
კურკუში - გოროხი
კუხურაი - ღომის გვარია
---
ლაგინა - პატარა დოქი
ლასტი - წნული
ლაფერა - ხის კოვზი, პატარა ნიჩაბი ღომის სარევათ
ლიმონივაშლი - ვაშლის გვარ.
ლიფსიტი - თევზის გვარია
ლუკუმფხა - მც. ხ.
ლოგინი - ტახტი 
ლოქორიე - ლოკოკინის მატლი
---
მათრახა ღომი - ღომის გვარია
მაბზაკუნა - მფრ.
მაისის ბალი - საადრეო ბალი
მარინობა - ბაზრობა
მაფხაჭუნა - მფრ.
მდოგვი - მც.
მეღამიე - ღამურა
მეყანული - ყანის მუშა
მეჩხერი - თხელი ნათესი
მებოლოვიე - მფრ.
მერე - დაბალი, ღია ტიალი სათესი ადგილი
მთის ჩიტი - მფრ.
მისაჭმელი - ხორაგეული
მიწის კიტრი - კიტრის გვარია
მიწის ლობიო - ლობიოს გვ.
მოდული - მოღლილი სათესი მიწა
მოწებვა- პირის მოსწორება
მოხატური - ყურძენის გვარია
მოღრის სხალი - მსხლის გვ.
მოლაღრის სხალი - მსხვლის გვ.
მკვდარი ვაშლი - მც.
მუჩქა - საუკეთესო გძელი და სუქანი თაველე სათესლეთ
მწარე ხაპია - მც.
მხარწითელა - მფრ.
---
ნადი - ყანის მუშათ ბრბო
ნადური - ყანური სიმღერა, მუშური
ნადუღი - ანძლატი
ნავულა - გაფშვნილი ტარო სიმინდისა
ნალიე - სასიმინდე
ნატეხარა - ქოთნის ნატეხი, რომელსაც ქოთანს ასახურავებენ
ნაპირი - ერთი კაცის ხელმოსაქნევის გამუშავება ყანაში, ერთი თავიდგან მეორე თავამდე ან პირამდე
---
ორანაი - ყურძნის გვარია 
ოსოპონტრო - მც.
ოქრაო ცერცვი - მც.
ორკოპე - ჭურის ამონარეცხის ამოსაღები ჭურჭელი, ორ კოპოტა
ორჩხუმი - ჭურის სარეცხი ცოცხი
ოღვალო - მც.
ოხატუა - მც.
---
პანტა ვაშლი - წვრილი ვაშლი
პაპასკირი - შარდის ძნელათ დაქცევა ტკივილითა
პიწკი - ჩინჩხვარი
პუჭკური - წვრილი ქინქლა (მწ.)
პწერი - ბუზი (მწ.)
---
რუსული ლობიო - ლობიოს გვ.
რუსული კიტრი - კიტრის გვ.
რძია-რძუა - რძიანა (მც.)
---
საკრელი - ძმრის დოქი 
საივანობო სხალი - თიბათვეს მოსული მსხალი
სათალი ატამი - სახრავი ატამი
სანეფო ვაშლი - ვაშლის გვარია
სამარხი - ყურძნის გვარია
საინი - თეფში 
სასელა - მსხლის გვ.
სახეთქი ატამი - საპობი ატამი
საფერისცვალობო თხილი - თხილის გვარია
სეფეთი - კიდობანი
სველი - შრატი
სიოკო-ბოკო - ოღრო-ჩოღრო ადგილი
სლიკვი - ანკარა (ქვე-წარმ.)
სუქანა - მც.
სოხი - მც. (ხახვი)
სურო - მომხვევი (მც.)
სხალ-გოდელა - მსხალის გვ.
სხალყვითელა - მსხლის გვარია
სხვენი - კერას ზემოთ ჭერებზე შესანახი ადგილი
---
ტაბელა - მც.
ტალერიევი - ტამარი
ტანა-კრეფა - სიმინდ-ღომის აღების დრო
ტრიე - 
ტრიეკუდა - მც.
ტრედი ფეხაი - ყურძნის გვ.
ტინტილა - ხვლიკი (ქვე-წმ.)
ტუკი - მოკლე და სხვილი ჯოხი
ტყაველია - მც.
---
უთხელა - მც. ხე
უმბოლო - მც.
უყი - დასვენებული დასათესი ადგილი
---
ფანჯატური - გოგრის გასავალი აივანი
ფილი - როდინი, სანაყი
ფოცხვერი - ძველი ტურა (ნად.)
ფურცელი - ფოთოლი
ფურცლვა - შემოფოთლვა
ფუტი - კვამლი
ფუღუ - ქვემსომი
ფუცუნცელა - მწერია
ფშალაი - მც.
ფხაჭუა - მწ.
ფხალი - ბალახეული საჭმელია
---
ქათანაცარა - მც.
ქართოფილი - კარტოფილი
ქათმიქონა - მც.
ქალტა - ხალხამა
ქვეშწითელა - სოკოა
ქავშიე - წვრილი გვ. თევზია
ქონალობიო - საუკეთესო ლობიოს გვარი
ქილა - ფუთის სანაწყლო
ქრისტესისხლა - მც.
---
ღინწვა - დანის ნატეხა
ღრიფი - 
ღჯის ლობიო - სარზე შესახვევი
ღჯა - ლობიოს სარი
ღომის თვალა - ყურძენია 
ღომის ღომი - მც.
ღვრელო - ნაღვერდალი
ღვაჭაჭა - ქვემძრომი 
ღჯის კიტრი - სარზე შემხვევი კიტრი
---
ყავი - პატარა ნადირია
ყანის აღება - წიფობის თვეში ყანის მომუშავება
ყანჩა - მფრ.
ყვერება ლობიო - მსხვილი ლობიო
ყვერი - ფუში
---
შავლეღვა - შავი ლეღვი
შავი ხე - მც. ხ.
შავი ვაშლი - იხილე ნაცარა ვაშლი
შამბალა - შავი ბალი
შაშტრამი - მც.
შუქი - პატარა ქარი, ნიავი
შქერი - მც. ხ.
---
ჩაქურა ღომი - ღომის გვარია
ჩალამ-კალამი - მც.
ჩალვა - ჩალის აღება
ჩამოჩაქუჩავება - ჩაქუჩსავით მოღუნული თავი
ჩემური - ღომის საცეხი
ჩიტლეღვა - წვრილი ლეღვი
ჩოგანი - ღომის საზელო ჯოხი
ჩხიკვისთავა - თხილის გვარია
---
ცხენიკბილა - მც.
ცოცხა-ცოცხა - მც.
---
ძირდაბალაი - ღომის გვარია
ძაღლი კამნიე - მც.
ძაღლი მწერი - ძაღლის ბუზი
ძიგურა - მც. ხ.
ძმერხლი - მც. ხ.
ძროხიენა - მც.
---
წალიკა - მც.
წვერედა - თევზია, მურწა
წითელ ვაშლაი - ვაშლის გვ.
წითელი სიმინდი - სიმინდის გვარია
წიწმარიტა - წიწმატი, მც.
წირის თავი - ჩემურის ნაწვრა
წყლიჩემერი ქვა - საცეხი ღომისა
წყაკი - მც. ხ.
წირდგარი - ურმის დასაყენებელი ჯოხი
წუმბურ - ყურძენი
წურუქი - შრატი, დოს წვენი
---
ჭანდუა - მც.
ჭარფალაი - თევზი
ჭადა-ჭადა - მც.
ჭარილა - დიდი დოქი
ჭანდარი - ალვის ხე, მც. ხ.
ჭარხრჩილა - მც. ხე.
ჭურმამული - მამულ-დედული
ჭყანა - მც.
ჭიჭლაყა - მც.
---
ხასანბეგურა - სიმღერა
ხატრი სხალი - მსხლის გვარია
ხარაბუა - მწერი
ხაპი - კვახი, გოგრა
ხაპერა - კვეხი
ხვართქლაი - მც.
ხვიმრა - მც. ხ. ხურმა
ხელხვავი - სიმღერა
ხელგობა - პინა, პატარა ვარცლი
ხელური ყველი - ხელით ამოღებული ყველი
ხეჭეჭური - მსხალის გვარია
ხის სოკო - სოკოს გვარია
ხოხიე ლობიო - ლობიოს გვ.
ხლუი - ქვემძრომი
ხოზიკა - მც.
---
ჯაჭვი - ქვაბის ჩამოსაკიდი კერაზე ჯაჭვი
ჯირეკი - დიდი ნუგუზალი
ჯორიელა - ღომის გვარია
ჯორკო - დასაჯდომი გობო













































Comments

Popular posts from this blog

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს. ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების

ბახმაროს ტურისტული ბილიკები

აქ წარმოდგენილია ბახმაროს დამსვენებელთა შორის პოპულარული რამდენიმე ტურისტული ბილიკი. ობოლი ქვა Powered by  Wikiloc ზოტიყელი Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc გადრეკილი, ანუ მზის ამოსავალი Powered by  Wikiloc მზის ჩასავალი Powered by  Wikiloc ვაკიჯვარი - ბახმარო Powered by  Wikiloc ბახმარო - მთისპირი  Powered by  Wikiloc სილამაზის წყარო  Powered by  Wikiloc ფაფარას ჩანჩქერი  Powered by  Wikiloc ბახმარო - გომისმთა  Powered by  Wikiloc Powered by  Wikiloc

კასტელის ჩანახატები გურიაზე / Paintings of Guria by Cristoforo De Castelli

დონ კრისტოფორო დე კასტელი, იტალიელი მისიონერი გენუადან. საქართველოში ჩამოვიდა 1628 წელს. 1634 წელს ჩამოვიდა გურიაში შემოქმედელი ეპისკოპოსის მაქსიმე მაჭუტაძის მიწვევით. 1640 წელს ვახტანგ II გურიელმა განდევნა გურიიდან. გურიის სოფელი პოსკავეთი / village in Guria მთავარ გურიელის წინაშე ასამართლებენ კასტელს / De Castelli trial in front of Gurieli მამია II გურიელი / Mamia II Gurieli მამია გურიელის ქალიშვილი ელენე / Elene, daughter of Mamia Gurieli მამია გურიელის ქალიშვილი ელენე / Elene, daughter of Mamia Gurieli სიმონ II გურიელი  / Simon II Gurieli სიმონ II გურიელი / Simon II Gurieli სიმონ II გურიელი / Simon II Gurieli მხატვარი ქალი როდია მიქელაძე / Rodia Mikeladze პოეტი ქალი ვიომინჯა ბერიძე / Viominga Beridze მალაქია გურიელი, გურიის მთავარი და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი / Malakia Gurieli, Patriarch of western Georgia ჩონგურზე დამკვრელი გურიის სოფელ ზჯეტში / chonguri player in guria გურიი