Skip to main content

ოზურგეთის მაზრის ექიმები

1916 წლამდე, ოზურგეთში პირველი საავადმყოფოს გახსნამდე, გურიის მოსახლეობა  მწვავედ განიცდიდა სამედიცინო მომსახურების ნაკლებობას, გავრცელებული იყო ექიმბაშობა, შელოცვები, ცრურწმენები.

1838 წლამდე ექიმის შტატი შეუვსებელი იყო. 1838 წელს, როცა გურიაში რუსეთის დროებითი სამხედრო მმართველობა იყო, ექიმად დანიშნეს გერმანელი ადოლფ მორიცი, რომელიც 1841 წლამდე მუშაობდა. 1841 წლიდან უკვე ოზურგეთის ახალშექმნილი მაზრის ექიმად პოლონელი სილვესტრ ვასილის ძე პეშკოვსკი დაინიშნა, რომელიც 1848 წლამდე მუშაობდა.

1848 წელს ექიმის პოსტი ვაკანტური იყო. 1849 წელს ექიმად დანიშნული იყო ემინგერი. 1850 წელს მაზრის ექიმი იყო ანტონ იაკობის ძე იანისლავსკი. 1851-58 წლებში ექიმის პოსტი ვაკანტური იყო. ამ პერიოდში წელს დაემატა ბებიაქალის შტატი.

1859 წელს მაზრის ექიმი იყო იოსებ გიორგის ძე სააკაშვილი. დაიბადა გორში ქართველ კათოლიკეთა ოჯახში. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1857 წელს ოსმალეთის იმპერიიდან შემოსული შავი ჭირის ეპიდემიასთან ბრძოლაში.

1860 წელს მაზრის ექიმი იყო ანტონ ფერდინანდ მილევსკი. 1861-62 წლებში ექიმის თანამდებობა ვაკანტური იყო. 1863-1865 წლებში მაზრის ექიმი იყო ეგორ ამიროვი.

1866-1873 წლებში მაზრის ექიმად მუშაობდა ვასილ გიორგის ძე გამრეკელი. გამრეკელი დაიბადა ახალციხელი დეკანოზის ოჯახში. იყო ძალიან პოპულარული გურიის მოსახლეობაში. 1869 წელს გადაიყვანეს ქუთაისის მაზრაში, მაგრამ ოზურგეთლების თხოვნთ დააბრუნეს. კითხულობდა საჯარო ლექციებს და ხელს უწყობდა სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დამკვიდრებას, მოსახლეობას მოუწოდებდა ქუჩების დასუფთავებისკენ, სახლებში ორმული საპირპარეშოების მოწყობისკენ, ცხოველების გვამების შორს დამარხვისკენ, სასაფლაოების დასახლებიდან შორს მოწყობისკენ.

1874-1876 წლებში მაზრის ექიმი იყო იური ზალესკი.

1877-1900 წლებში მაზრის ექიმი იყო არტემ დავიდიანცი. დავიდიანცი დაიბადა ერევანში და 1874 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. დავიდიანცის სახელს უკავშირდება კურორტ ბახმაროს აღმოჩენა. მან შეამჩნია, რომ ჭლექით დაავადებული ადამიანები გურიის მთებიდან განკურნებულები ბრუნდებოდნენ და მოაწყო ექსპედიცია ამ ადგილების სამკურნალო თვისებების შესასწავლად. ბახმაროს მთავარ მოედანს დღემდე დავიდიანცის სახელი ჰქვია. მაზრის მოსახლეობაში დავიდიანცის საქმიანობით უკმაყოფილონიც იყვნენ. მას უჩიოდნენ იმის გამო, რომ მხოლოდ ქალაქის მცხოვრებლებს ემსახურებოდა, ხოლო სოფლელისთვის მისი წაყვანა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რომ ქართული არ იცოდა და რომ უსაფუძვლოდ ერჩოდა პრაქტიკოს ექიმ იაგორ თაყაიშვილს. თაყაიშვილი 1875-79 წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა ლიხაურში და ხალხის კმაყოფილებასაც იმსახურებდა. დავიდიანცმა 20 წელზე მეტი იმსახურა მაზრის ექიმად. გარდაიცვალა 1902 წელს თბილისში.

1900-1914 წლებში მაზრის ექიმი იყო დიმიტრი ერისთავი. ერისთავი იყო პირველი მაზრის ექიმთა შორის, რომელიც ადგილობრივი, ოზურგეთის მაზრაში დაბადებული იყო. ის 1859 წელს დაიბადა გორაბერეჟოულში, ერისთავების სასახლეში. განათლება მიიღო კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. იყო პირველი ექიმი, რომელიც კვალიფიციურ ქირურგიულ დახმარებას უწევდა გურიის მოსახლეობას. მისი მოწადინებით გაიხსნა ქალაქში პირველი აფთიაქი. ამავდროულად 1910-იან წლებში იყო ქალაქის საკრებულოს წევრი და ქალაქის თავი. თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რადგან 1914 წელს ქუთაისში გამართულ ერთ-ერთ მეჯლისზე, რომელიც ხელი არ ჩამოართვა ქუთაისის გუბერნატორ სლავოჩინსკის. ამის გამო ერისთავი ჯერ რაჭაში, შემდეგ შორაპნის მაზრაში გადაასახლეს და ერთი წლის შემდეგ დააბრუნეს ოზურგეთში. ერისთავის შემდეგ 1915 წლიდან მაზრის ექიმი იყო ალ. ანთაძე.

დიმიტრი ერისთავი
1916 წელს ერისთავმა საკუთარ სახლში გახსნა მაზრაში პირველი საავადმყოფო. საავადმყოფო ერისთავის ეზოში მოქმედებდა 1979 წლამდე, შემდეგ კი იქ ბავშვთა საავადმყოფო განთავსდა. ერისთავი დაკრძალეს ოზურგეთში, საკუთარ ეზოში, ქუჩას, კი დღემდე მისი სახელი ჰქვია. მემორიალური დაფა, წარწერით „აქ, მის მიერ აგებულ საავადმყოფოში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ოზურგეთის მაზრის ექიმი დიმიტრი კონსტანტინეს ძე ერისთავი, 1862 – 1924“ ამ წლის ზაფხულამდე იდგა იმავე ეზოში, სანამ ავტოსამრეცხაოს მოწყობის გამო არ აიღეს.

მემორიალური დაფა, რომელიც იდგა ბავშვთა საავადმყოფოს ეზოში

გაზეთ „ლენინის დროშის“ მასალებიდან

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...

სასოფლო საზოგადოებები გურიაში

ამ  პოსტში მოკლედ მოცემულია გურიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ისტორია. გურია 1840 წელს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მაზრის სახით შევიდა.  მაზრა იყოფოდა  ოზურგეთისა და აკეთის უბნებად.  თითოეულ უბანს მართავდა ბოქაული (პრისტავი).   1847 წელს მაზრა დაიწყო ოთხ უბნად - გურიანთის, ბახვის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის. 1 878 წლიდან უბნებში შემოღებულ იქნა ურიადნიკის თანამდებობა. ურიადნიკები პრისტავებს ექვემდებარებოდნენ, პრისტავი კი - მაზრის უფროსს.  1888 წლიდან დარჩა მხოლოდ გურიანთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის უბნები. უბნები როგორც მოსახლეობის, ასევე ტერიტორიის მიხედვით დაახლოებით თანაბრი ზომისა იყო. რუსეთის იმპერიაში გატარებული საგლეხო რეფორმის შემდეგ 1865 წლის 11 აპრილს ჩამოყალიბდა სასოფლო საზოგადოებები. ამით გაჩნდა სოფლად საზოგადოებრივი თვითმმართველობის საწყისი. სასოფლო საზოგადოება აერთიანებდა ერთ დიდ ან რამდენიმე პატარა სოფელს.  გურიაში ერთი საზოგადოება საშუალოდ სამიდან ხუთამდე სოფელს მოიცავდა. თითოეულ სასოფლო საზოგადოებას გააჩნდა სოფლის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურიის სოფლების ძველი სახელები

არჩეული - ჩიქვეთი და ებალაური განთიადი - ჭანიეთური გოგოლესუბანი - ქვემო ფარცხმა გონებისკარი - გომების კარი // კარისყურე გურიანთა - გურია მ თა დაბლაციხე - საყვავისტყე ვაზიანი - ზემო ჯვარცხმა ზემო ნატანები - სამღვთო თხინვალი - ახალსაყდარი ლიხაური - ლეხაური - რეხეული მერია -გოგორეთი მზიანი - ფიჩხისჯვარი მშვიდობაური - ოქროსქედი ნიგოითი - ნიგოზდიდი ნინოშვილი - ცაცხვიანი ოზურგეთი (სოფელი) - ეწერი სილაური - გაღმა ბაილეთი და ძეგორა შრომისუბანი - ოკვანე ჩოხატაური - ჩ ა ხატაური და ბირკნალი ცხემლისხიდი - უჩხუბი ხიდისთავი - ოცხანა ჯუნეწერი - ჯუნჯუათი