Skip to main content

გურიის უცნობი სოფლები

გურიის სოფლები, რომლებიც დღეს სოფლის სახით აღარ გვხვდება. ზოგიერთი ტოპონიმი გამქრალია, ზოგიერთი კი შეერწყა სხვა სოფელს

ბუხულვაური

ბულუხვაურს იხსენიებს დიმიტრი ბაქრაძე, 1873 წელს, მდებარეობდა ნიგოითიდან ჯუმათისკენ მიმავალ გზაზე, სოფლების ზემო ჩიბათის, ბაღლეფის, ყელასა და ჩოჩხათის შემდეგ. ბულუხვაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ ჯუმათის ეპარქიის ეკლესიების სიაში, ასევე ფიქსირდება იმერეთის სინოდის კანტორის მეტრიკული წიგნების საძიებელში 1871-1915 წლებში. 1911 წელს ბულუხაურში ცხოვრობდა 624 ადამიანი. 1917 წლის კავკასიის კალენდრით შედიოდა ჯუმათის სასოფლო საზოგადოებაში.

თარმოწამე, მთავარმოწამე

მდებარეობდა ჯურუყვეთს, გულიანსა და ჯიხანჯირს შორის. იდგა წმინდა გიორგის ქვის ეკლესია. მის სამრევლოში შედიოდა 78 კომლი. იხსენიება არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ ჯუმათის ეპარქიის ეკლესიების სიაში.
 
ნაურმევი
 
მდებარეობდა ბაილეთის ახლოს, ნაურმევში შედგა ჯუმათის, სილაურის და ახალსოფლის გლეხობის შეკრება ბაილეთში პირველი მაისის მიტინგის დასაგეგმად. 1917 წლის კავკასიის კალენდრით შედის ჯუმათის სასოფლო საზოგადოებაში

სტეფანწმინდა

იხსენიება არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ შემოქმედის ეპარქიის ეკლესიების სიაში. იდგა წმინდა სტეფანეს ხის ეკლესია, მრევლი - 36 კომლი.

კიტოზეთი

1805 წელს სოფელში ჩადის რუსეთის სამეცნიერო ექსპედიცია სპილენძის მადნის შესასწავლად. 

იხსენიება არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ შემოქმედის ეპარქიის ეკლესიების სიაში. იდგა წმინდა გიორგის ხის ეკლესია, მრევლი - 50 კომლი. 1833 წელს იყო ორი მღვდელი და 1 დიკვანი. 

სოფელს იხსენიებენ დუბროვინი და პოტო. ქველი ჩხატარაიშვილის მიხედვით 1835 წ. შედის შემოქმედის სამოურავოში, სოფელ კარისყურესთან ახლოს დატანილია კავკასიის სამხედრო ოლქის 1842 წლის რუკაზე

გეშთიმანია

გეთსიმანიის დამახინჯებული ფორმა უნდა იყოს. აქ იყო მთავარანგელოზთა ხის ეკლესია. მის სამრევლოში შედიოდა 40 კომლი. იხსენიება არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ ჯუმათის ეპარქიის ეკლესიების სიაში.

ღვედი

ღვედის ეკლესია და სოფ ღვედი 1820 წელს ააოხრა რუსეთის იმპერიის ჯარმა აჯანყების აჩახშობის დროს. იმ დროინდელი ცნობით ნახსენებია გულიანთა ახლოს. ქ იყო წმინდა ანდრია მოციქულის ქვის ეკლესია. მის სამრევლოში შედიოდა 78 კომლი. იხსენიება არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ ჯუმათის ეპარქიის ეკლესიების სიაში. ეს ტერიტორია ამჟამად შედის სოფელ ჯიხანჯირში

კუნჭული

აქ იყო მთავარანგელოზის ქვის ეკლესია. სიძველის გამო დანგრევის პირას იყო მისული. მის სამრევლოში შედიოდა 14 კომლი. იხსენიება არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ ჯუმათის ეპარქიის ეკლესიების სიაში.

ნიგოზდიდი

აქ იყო წმინდა გიორგის ქვის ეკლესია. მის სამრევლოში შედიოდა 93 კომლი. იხსენიება არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ ჯუმათის ეპარქიის ეკლესიების სიაში.მანამდე იხსენიება იმერეთის აჯანყების დროს (1819-20), როცა რუსეთის სარდალმა ველიამინოვმა აიღო ეს სოფელი სხვა სოფლებთან ერთად

ნაფარახევი



ოჩე

მდებარეობდა გურიის საჯავახოში, მდინარე ხევისწყალზე. 1883 წლისთვის მოსახლეობისგან დაცლილი იყო. 1880-90-იან წლებში აქ იმართებოდა პეტრე-პავლობის ბაზრობა ივნისში. ოჩე იხსენიება ასევე 1920 წლის „გურიის ერობის მოამბეში“ N18, როგორც ადგილი კოხნარის თემში, სადაც ოზურგეთის მაზრის ერობამ დააწესა ბაზრობა ყოველ კვირა დღეს. ოჩე ნიშნავს ახალ გაკაფულ ადგილს, კარგ, მოხნულ მიწას.

აბუთვანი

მოხსენიებულია 1910 წლის კავკასიის კალენდარში, ჩოხატაურის უბანში, 1908 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 244 ადამიანი, გურულები. შედიოდა ზემო ხეთის საზოგადოებაში. ქველი ჩხატარაიშვილის მიხედვით ობუთვანი.

ქვემო ბანი

მოხსენიებულია 1910 წლის კავკასიის კალენდარში, ჩოხატაურის უბანში, 1908 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 752 ადამიანი, გურულები

ბეღლები

მოხსენიებულია 1910 წლის კავკასიის კალენდარში, გურიანთის უბანში, 1908 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 926 ადამიანი, იმერლები

გოგომერია

მოხსენიებულია 1910 წლის კავკასიის კალენდარში, ჩოხატაურის უბანში, ერკეთის თემში, 1908 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 32 ადამიანი, გურულები.

ჯვარი

მოხსენიებულია 1910 წლის კავკასიის კალენდარში, გურიანთის უბანში, 1908 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 470 ადამიანი, გურულები. 1911-ში 564.

პაიჭაძისეული

მოხსენიებულია 1910 წლის კავკასიის კალენდარში, ჩოხატაურის უბანში, 1908 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 65 ადამიანი, გურულები. შედიოდა ბასილეთის საზოგადოებაში (1914) იგივეა, რაც წიფნაგვარა

ფატარი

მოხსენიებულია 1910 წლის კავკასიის კალენდარში, გურიანთის უბანში, 1908 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 120 ადამიანი, გურულები. აქ დაიბადა ფილიპე მახარაძე. 1911 წელს ცხოვრობდა 150 ადამიანი. დღეს ეს სოფელი შერწყმულია უშუალოდ შემოქმედთან

ტობათი

მოხსენიებულია 1910 წლის კავკასიის კალენდარში, ჩოხატაურის უბანში, 1908 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 748 ადამიანი, გურულები. შედიოდა ამაღლების საზოგადოებაში

ვოსკრესენკოე

მოხსენიებულია 1915 წლის კავკასიის კალენდარში, ცხოვრობდა 198 ადამიანი, გურულები

წიაღუბანი

მოხსენიებულია 1910 წლის კავკასიის კალენდარში, ლანჩხუთის უბანში, 1908 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 684 ადამიანი, გურულები. ეს ტოპონიმი ფიქსირდება ხაჯალიას, ჯიხანჯირსაა და ნასტეფნარს შორის. 1911 წელს ცხოვრობს 1077 ადამიანი. 1914 წ. შედის გუმათის (ჩოჩხათის) საზოგადოებაში. შედის დღევანდელ ხაჯალიაში.

ებალაური

1911 წელს ცხოვრობდა 673 ადამიანი. 1917 წლის კავკასიის კალენდრით შედის ჯურუყვეთის სასოფლო საზოგადოებაში. 1920 წელს ებალაური ხაჯალიასთან ერთად შევიდა ახალშექმნილ ნიგვზიანის თემში.დღეს ებალაური სოფელ არჩეულის ნაწილია.

სატახია

იხსენიება 1911 წელს, ცხოვრობდა 372 ადამიანი. შედიოდა გურიანთის სასოფლო საზოგადოებაში.

დღონაური

დღეს შედის ჯუმათში. დღონაურის ეკლესიაში მოხდა სისხლიანი დაპირისპირება დარჩიებსა და ჩხარტიშვილს შორის, რომლის შედეგადაც ფირალად გავარდა სისონა დარჩია. აქაა დაკრძალული სისონა დარჩია და ისიდორე ჩხარტიშვილი.

ქრისტეფორო დე კასტელს (გურიაში იყო 1630-იან წლებში) აქვს მოხსენიებული სოფლები პოსკავეთი, ზჯეტი, ლევკომი, რეკული (სავარაუდოდ ლიხაური), ტაგვაჯალი


Comments

  1. ამ სოფლებიდან ზოგიერთი დღეს უბნებადაა შემორჩენილი.მაგ.ნაურმევი ჯუმათის ასასვლელში უბანია,კუნჭული/კუნჭულა/ჯუმათის მონასტრისკენ მიმავალ გზაზეა მონასტერთან ახლოს,მევგორა ძალიან გავს სოფ.სილაურის უბანს--ძეგორას.ბეღლები ხომ არ არის ლანჩხუთის დღევანდელი ბაღლეფი?

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა ინფორმაციისთვის.
      ბაღლეფი და ბეღლები სხვადასხვა უნდა იყოს, რადგან ერთსა და იმავე დოკუმენტში, მოსახლეობის აღწერაში, ცალ-ცალკე წერია, „баглеби“ 192 გვ.-ზე, „беглеби““ 199 გვ. სხვადასხვაა მოსახლეობის რაოდენობაც და შემადგენლობაც, „беглеби“-ს მოსახლეობად მითითებულია იმერლები, „баглеби“-ში გურულები

      Delete
  2. - ნიგოზდიდი ნიგოითი თუ იქნება.
    - არსენ მგალობლიშვილის 1828 წ. ჯუმათის ეპარქიის ეკლესიების სია სად შეიძლება ვნახო? ციფრულად თუა ხელმისაწვდომი?
    მადლობა.

    ReplyDelete
  3. აბუთვანს დღესაც ხმარობს საჭამიასერში, კერძოდ მამულარში მცხოვრები კონკრეტული უბნის მოხსენიების დროს

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ტოპონიმები გეოგრაფიული ადგილების, ქალაქების, სოფლების, ქუჩების, უბნების დასახელებებია . ტრადიციული ტოპონიმები, რომლებიც ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეარქვა მათ ხალხმა, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. როგორც წესი, ისინი დაკავშირებულნი არიან ხალხის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ მოვლენასთან, ამ ხალხის გამოჩენილი ადამიანის სახელის პატივისცემასთან, კონკრეტული ადგილის ნიშანთვისებასთან და სხვ. ამიტომ ტოპონიმების შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის საზოგადოების მიზნებსა და ღირებულებებზე, რომლის დროსაც გაჩნდა ესა თუ ის დასახელება. ამ მხრივ საინტერესოა ოზურგეთის ურბანონიმების ისტორიაც. ამ პატარა ქალაქის ზოგიერთმა ქუჩამ 100 წლის მანძილზე 5-ზე მეტჯერ შეიცვალა დასახელება. ქალაქის საწყისებთან ოზურგეთის, როგორც ქალაქის არსებობა გვიან ფეოდალური ხანიდან დასტურდება. გვიანდელ შუა საუკუნეებში ოზურგეთი გურიის სამთავროს დედაქალაქსა და მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი. ამ დროს ოზურგეთი პატარა ფეოდალური ტიპის ქ...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურული რევოლუციონერები

ძმები ქადეიშვილები           მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდნენ ცნობილი რევოლუციონერები ძმები ქადეიშვილები. ალექსანდრე ქადეიშვილის 11 შვილს შორის იყო ხუთი ძმა: ლევარსი, ვლადიმერი, გიორგი, დათა, სიო.     უფროსი ძმა, ლევარსი იყო მუშა ბათუმის როტშილიდს ქარხანაში. მონაწილეობდა 1902 წლის 9 მარტს გამართულ ბათუმის მუშათა მასობრივ გაფიცვაში. 1905 წელს მოკლეს მთავრობის მოსყიდულმა პირებმა. ამას თან დაერთო უმცროსი ძმის ვლადიმერის სიკვდილი.     გიორგი იყო მიქელგაბრიელის საზოგადოების გლეხების რევოლუციური ხელმძღვანელი 1901-1902 წლებში. 1903 წელს ოჯდა ქუთაისის ციხეში. გადაასახლეს არხანგელსის გუბერნიაში, იქედან დაბრუნდა მძიმედ დაავადადებული, გადაიცვალა 1931 წელს.  დათა ქადეიშვილი 1900 წლიდან 20 წლის ასაკში ძმების მეშვეობით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1903-1904 წლებში გლეხებისგან შეადგინა პარტიზანული რაზმები გურიის რევკომის დავალებით. 1905 წლის 1 იანვარს ზედუბნის ეკლესიის წინ აღმართა წითელი დროშა და გამოაკრა პრო...