მიქაელ პანარეტოსი „ტრაპიზონს ქრონიკა“ , XIV საუკუნე
6 აგვისტოს წავედით ლაზიკეში და თვის ბოლოს, 6881 [1372] წლის დასაწყისში შევხვდით ბაგრატ მეფეს. მას შემდეგ მივედით ბათუმში, კარვები გარეთ, ცის ქვეშ დავდგით. გვქონდა 2 კატარღა და 40-მდე ნავი. იქ ვებაასეთ გურიელს, რომელიც მეფის პატივსაცემად მოვიდა. დავრჩით ექვს დღეს და უკან დავბრუნდით მე-11 ინდიქტიონს.
პიეტრო დელა ვალე, „ინფორმაცია საქართველოს შესახებ“ (1627)
...სამეგრელოს სამხრეთით, შავი ზღვის ნაპირს კაპადოკიისა და ტრაბიზონის საზღვარზე მართავს უძველეს მეფეთა შთამომავალი მთავარი. ამ სახელმწიფოს ეწოდება გურიელი და ჩემი აზრით კაპადოკიის ან კოლხეთის ნაწილი უნდა იყოს. ჩემი აზრით, მთავრის სახელი იესე უნდა იყოს. ვფიქრობ მისი ოჯახიდან უნდა იყოს მიტროლოპიტი, რომელიც ახლა ხელმძღვანელობს მთელ ქართულ ეკლესიას, რომელიც არ ემორჩილება სპარსეთის მეფეს...
არსებობს სამი სხვა ქართველი მთავარი, იმერეთის, ოდიშისა და გურიელის, რომლებიც გამუდმებით აგრძელებენ აყვავებას და ინარჩუნებენ მათ სამფლობელოებს სიმდიდრეში და არ განიცდიან შეწუხებას მუსლიმთაგან. ორი მთავრის, ოდიშისა და გურიელის ტერიტორიები განლაგებულია შავი ზღვის ნაპირას და გარკვეულწილად დაუცველია თურქთა საზღვაო ძალების თავდასხმისაგან, მაგრამ მათი მდებარეობის გამო ინარჩუნებენ კონსტანტინოპოლთან და მთელ საბერძნეთთან აბრეშუმითა და სხვა საქონლით ვაჭრობის მნიშვნელოვან უპირატესობას. იმისათვის, რომ შინარჩუნონ მეგობრები და არ გადაიკიდონ ასეთი ძლიერი მეზობლები, მათ აღიარეს დაქვემდებარება თურქეთისადმი და საჩუქრებისა და მუდმივი მომსახურების მეშვეობით უზრუნველყვეს საკუთარი მშვიდობა და წესრიგი. თუმცა ისინი არასდროს რთავენ თურქებს მათ ქვეყანაში მბრძანებლობის მითვისების ნებას და არც მათ არმიას აძლევენ გასასვლელს ქვეყნის ნებისმიერი სხვა ნაწილისკენ. პირიქით,ისინი ინარჩუენებენ სრულყოფილ თავისუფლებას რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის კაზაკები, რომელიც ცხოვრობენ შავ ზღვასთან დნეპრის შესართავთან და მუდმივად ემტერებიან თურქებს და მეტიც, აზიანებენ მათ, ქართველები ამის მიუხედავად იღებენ მათ როგორც მეგორებს, ქრისტიანებს და ქორწინდებიან მათთან. ამბობენ, რომ პოლონეთის მეფე ინარჩუნებს მეგობრული ურთიერთობასა და მიმოწერას მათთან, გემები ხშირად მოძრაობენს ამ ორ ქვეყანას შორის, ეს გარემოება სავარაუდოდ დიდებული შედეგის მქონე იქნება ქართველებისთვის, კაზაკები დღესდღეობით ბატონობენ შავ ზღვაზე და არიან ძალიან ძლიერები, ამას ემატება ისიც, რომ პოლონეთის მეფემ, ზღვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ მათ სპარსები ან თურქები შეაწუხებენ, შეიძლება გაუწიოს მათ დახმარება და ამ მხრივ ისინი [ქართველები] კვლავ სასარგებლო იქნებიან კაზაკებისთვის, რადგან მათი ქვეყნების პორტები შეძლებენ უზრუნველყონ გემების უსაფრთხო შეკრება სხვადასხვა ექსპედიციების დროს. უფრო მეტიც, არ არის გამორიცხული, რომ რაღაც მომავალში, თუ ევროპელები რაიმე დიდ საქმეს წამოიწყებენ კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ, მათი მდებარეობა იყოს უაღრესად მომგებიანი როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო თავდასხმის გასაადვილებლად.
...კაზაკებმა გადაწყვიტეს კოლხეთის სანაპიროზე ორმოცი კაცი გადმოესხათ ყველაზე უფრო გაბედული და კეთილშობიური ხასიათისა. ამ ორმოც კაცს დაავალეს კარგად დაკვირვებოდნენ გზას და თუ შესაძლებელი აღმოჩნდებოდა, სპარსეთის მეფის კარზე წასულიყვნენ და მოლაპარკება გაემართათა ამ მეფესთან. ამ ორმოცმა კაცმა გამოიყენა გურიის მდინარები და ამავე მთავრმა მათ რეკომენდაცია მისცა იმერეთის მეფესთან
პიეტრო დელა ვალე |
ჟან ბატისტ ტავერნიე, „ექვსი ვოიაჟი“ (1676)
მესამე არის პროვინცია გურია, რომლის მმართველს ეწოდება მეფე გურიელი...
...გურიის სამთავრომ, დაინახა რა როგორ მოიპოვა დადიანმა სამეფო, მიბაძა სამეგრელოს მაგალითს და გაითავისუფლა თავი იმერეთის სამეფოსგან და საკუთარ მთავართა შორის აირჩია მეფე, რომელიც დღემდე ინარჩუნებს თავის სუვერენულობას დიდი სენიორის [ოსმალეთის სულთნის] მხარდაჭერით. როდესაც დადიანი აჯანყდა, იგი შევიდა ალიანსში დიდ სენიორთან და დაივალდებულა თავი, ხარკად მიართვას მას ყოველწლიურად გარკვეული რაოდენობის რკინა იმ პირობით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეფე ბასა-შიუკი დაიწყებდა ომი მის წინააღმდგ, ის [სულთანი] დაუჭერდა მხარს მას ოცი ათასი მხედრით. ის რაც თურქებს ძალიან გაუხარდათ, იყო ის რომ ამით დაიყო დასავლეთ საქართველო, რომელსაც ერთიანობის შემთხვევაში, შეძლო ნებისმიერ დროს შეეწუხებინა ოსმალეთი ორმოცდაათი ათას კაციანი არმიით...
იმერეთის, სამეგრელოს და გურიის სამივე მეფე ქრისტიანები არიან. და როდესაც ისინი მიდიან ომში, ყველა საეკლესიო პირები მიჰყვებიან მათ, მათ შორის, არქიეპისკოპოსები და ეპისკოპოსები, მღვდელმსახურები და ბერები, არა იმდენად, საბრძოლველად, რამდენადაც ჯარისკაცთა გასამხნევებლად.

გერმანელი მეცნიერი მორიც ვაგნერი
აღწერს XIX საუკუნის პირველი ნახევრის შავიზღვისპირა საქართველოს
ის შეხვდა ფოთის ციხის ზემოთ ღარიბი გურული მეთევზის ქალიშვილს. როგორც ვაგნერს უთხრეს, მეთევზე სიღატაკის გამო დიდი სიამოვნებით გაყიდდა ქალიშვილს თურქეთში, მაგრამ შვილს მშობლიური მხარე ერჩივნა მდიდრულ ჰარამხანას სტამბულშიო.
დიდებული მხარის – გურიის მაცხოვრებლები მთელ კავკასიელ ხალხებს შორის სილამაზით პირველნი არიან ...თვით ნიმფა კირკე ,,დიდი, ლამაზი და საყვარელი”, როგორიც ჰომეროსმა დახატა, ვიხილე საღამოს... გურული ნიმფა არ იყო მორთული ,,ვერცხლისფერ სამოსში ოქროთი გაბრწყინებული სარტყელით”, არამედ ფერადი ნაჭრებით დაფარული, რომლებიც მშვენიერ ახალგაზრდულ სხეულს ეკვროდნენ და მხოლოდ სანახევროდ ფარავდნენ. სახე დაუფარავი ჰქონდა. უფრო ნატიფი ხაზები და მშვენიერი ტანი ამ ლამაზ ხალხში იშვიათად მინახავს... წინათ მამები ნაკლებად აქცევდნენ ყურადრებას ქალიშვილთა მხრივ სამშობლოს სიყვარულს და მათ ნებით, ან ძალით უგდებდნენ ხელთ თურქ მონათმოვაჭრეებს
აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი, „ამიერკავკასია“ (1856) დიდებული მხარის – გურიის მაცხოვრებლები მთელ კავკასიელ ხალხებს შორის სილამაზით პირველნი არიან ...თვით ნიმფა კირკე ,,დიდი, ლამაზი და საყვარელი”, როგორიც ჰომეროსმა დახატა, ვიხილე საღამოს... გურული ნიმფა არ იყო მორთული ,,ვერცხლისფერ სამოსში ოქროთი გაბრწყინებული სარტყელით”, არამედ ფერადი ნაჭრებით დაფარული, რომლებიც მშვენიერ ახალგაზრდულ სხეულს ეკვროდნენ და მხოლოდ სანახევროდ ფარავდნენ. სახე დაუფარავი ჰქონდა. უფრო ნატიფი ხაზები და მშვენიერი ტანი ამ ლამაზ ხალხში იშვიათად მინახავს... წინათ მამები ნაკლებად აქცევდნენ ყურადრებას ქალიშვილთა მხრივ სამშობლოს სიყვარულს და მათ ნებით, ან ძალით უგდებდნენ ხელთ თურქ მონათმოვაჭრეებს
ბრიტანელი პოლიტიკოსი თომას ოლკოკი
მოგზაურობა რუსეთში, სპარსეთსა და თურქეთში 1831
თბილისში ოცდარვა ათასი მცხოვრებია, ეს ქალაქი ყვავის, ფართოდ აქვს გაჩაღებული ვაჭრობა აღმოსავლეთთან და მოსკოვთან. მოსალოდნელია, რომ ეს ვაჭრობა გაიზრდება და კომუნიკაციის ახალი არხი გაიჭრება შავ ზღვაზე, გურიის პროვინციაში, რომელიც ფლობს ფოთის პორტს, საიდანაც შესაძლებელი იქნება ვაჭრობის პირდაპირ დაკავშირება ხმელთაშუაზღვისპირეთთან.
ტექსტი ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია აქ
ტექსტი ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია აქ
სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში შეიძლება საკმაოდ უხიფათოდ მოგზაურობა; ყაჩაღური თავდასხმების შესახებ არაფერი ისმის.
გურია ძალზედ ნაყოფიერი მხარეა, მაგრამ მცირედ დასახლებული. ამის მიზეზი იყო თურქთა გამანადგურებელი შემოსევები და ბავშვების ტყვედ გაყიდვა, რაც დღესაც ფარულად გრძელდება. 37 კვ. მილზე ცხოვრობს 36700 სული. წინბათ, სამეგრელოს მსგავსად, ამ მხარეს ჰყავდა თავისი მმართველი მთავარი გურიელი. უკანასკნელი, მამია ნებაყოფლობით დამორჩილდა რუსეთს 1810 წელს. მისი ისკვდილის შემდეგ, 1829 წ. მაშინდელ კრიტიკულ საომარ დროს, მისი ქვრივი და მემკვიდრე, გაიქცნენ ანატოლიაში, თურქეთში. რუსული ხელისუფლება კარგა ხანს ამართავდა ამ მხარეს მცირეწლოვანი პრინცის სახელით, მაგრამ ქალბატონი თავისი ვაჟით არ ბრუნდებოდა.
გლეხის სახლი გურიაში. უპირველესად ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ გურია ალბათ არის ყველაზე ნაყოფიერი ზოლი მთელ კავკასიაში. მიწას გაუნოყიერებლად ორი მოსავალი მოაქვს წელიწადში! შემოდგომაზე მიწას ადვილად აბრუნებენ ორწვერა კავის მსგავსი იარაღით, რომელშიც ორი ხარია შებმული; შემდეგ თესენ ხორბალს, რომელსაც უკვე აპრილში იღებენ. მერე მას ხელახლა ხნავენ და ფარცხით ფარცხავენ (შეკრულია ტოტებისაგან); ახლა კი თესენ ფეტვს ან სიმინდს, რომელიც სექტემბერში მოდის. აქ თამბაქოსაც აშენებენ. ეს მხარე გარეგნულად დიდად წააგავს შიდამთიან ვესტფალიას, რავენსბერგს, ოსნაბრუკს. ის შედგება არა სოფლებისაგან, არამედ ცალკეული, მეტწილად პატარა ბორცვებზე შემდგარი კარ-მიდამოებისაგან. ასეთი კარ-მიდამო ქმნის ვრცელ ეზოს, რომელიც მესრით ან ღობითაა შემორაგული. შენობები აქ დგას დიდი, მშვენიერი ხეების ქვეშ, როგორიცაა კაკალი, წაბლი, ჩინარი.“
უპირველეს ყოვლისა, ეზოს ირგვლივ გაშენებულია ბაღ-ვენახები, შემდეგ მოდის სიმინდის და ფეტვის ყანები, ყველანი მზრუნველობით შემოღობილი. თითო ეზოს ეს შემოკავებული ნაწილი ალბათ 4-8 დესეტინამდეა. ამას გარდა, ზოგ ეზოს აქვს საერთო მინდვრები, რომლებიც თანაბარ ნაწილებადაა მათ შორის დაყოფილი. აქედან თითო კომლს (ეზოს) ეკუთვნის 8-12 დესეტინა. ასეთი კომლების გარკვეული რიცხვი, არანაკლებ 20-სა 200-300-მდე, ქმნის სასოფლო თემს, ხოლო ორიდან ოთხამდე სასოფლო თემი შეადგენს საეკლესიო თემს (მრევლს). რაც გურიის შესახებ ვთქვი, ეკუთვნის სამეგრელოს უდიდეს ნაწილსაც.

ნახატი წიგნიდან: გლეხის სახლი გურიაში |
დოკუმენტი ხელმისაწვდომია აქ
ბრიტანელი მოგზაური ედმუნდ სპენსერი, „თურქეთი, რუსეთი, შავი ზღვა და ჩერქეზეთი“ (1854)
სინამდვილეში, რუსეთის ძალაუფლება ამ პროვინციებში, სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში, ძალზე არასაიმედოა. მან
კარგად იცის, რომ მანამ დაღესტნისა და დასავლეთ კავკაისიის მცხოვრებლებთან ომი აქვს, უმცირესი ხელყოფაც კი ხალხის თავისუფლებებისა - ისინი კი ძალზე შეჭიდულნი არიან თავისუფლებასთან - მიიყვანს აჯანყებამდე და ამან, შესაძლოა, შექმნას საქართველოს დაკარგვის საფრთხე, რეგიონისა, რომელიც მისი პოზიციიდან არის გასაღები ამიერკავკასიაში მისი ყველა სამფლობელოსთვის. აქედან
გამომდინარე, მან ვერ გაბედა იქ შეეტანა მისი რთული საპასპორტო და საგადასახადო კანონები, არც ჩინოვნიკების არმიით აუვსია ქვეყანა, რათა იძულების წესით გაეტარებინა სხვადასხვა შემაწუხებელი რეგულაცია, რომელთა მეშვეობითაც მას კარგად შეუძლია დაამონოს ნებისმიერი ხალხი, რომელიც საუბედუროდ მისი მმართველობის ქვეშ აღმოჩნდება. ეჭვგარეშეა,
ძალიან განსხვავებული სისტემა იქნება გატარებული, თუ ის შეძლებს დაიმორჩილოს დაღესტნისა და ჩერქეზეთის მოუთვინიერებელი და დაუოკებელი სული. ჩვენ
უნდა შევამჩნიოთ, ისევე, როგორც ძველ რუსეთში, ასევე ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც იგი
შეძლებს დაამყაროს მისი ძალაუფლება, დესპოტიზმის დახვეწილი სისტემის შეცვლა პატრიარქალური ბელადებისა და უხუცესების რბილი წესებით და ყოველი
პრივილეგია, რომელიც ხალხმა ახლა მათ გამოგლიჯა მანამ, სანამ ისინი, მის მიერ მართულ დანარჩენ ინერტულ და უსულო მასასავით გადაიქცევიან მანქანად, რომელიც იმართება მარჯვე ინჟინერის მიერ.
პრუსიის სამეფოს პრინცი ალბრეხტ ჰოჰენცოლერნი თავის წიგნში „კავკასიაში 1862“ აღწერს 1862 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გურიაში ყოფნის პერიოდს .
...დიმიტრი გურიელს ახლდა მდიდრულ, ღია ფერების ტანსაცმელში ბრწყინვალედ გამოწყობილი 100-მდე მილიციონერი (მოლაშქრე): მოლაშქრეებს ეცვათ გურული ტანსაცმელი: ჩაქური ხავერდის შარვლები ან გრძელი თეთრი შარვლები, მუხლებამდე ვიწრო პაიჭები, წელსზემოთ ელეღსა და ზუპუნას ზემოდან, ღია წითელი ფერის მოკლე ჩოხა ანუ ჯანიო; წელზე ერტყათ ფართო, ოქროს სირმით მდიდრულად ნაქარგი ტყავის სარტყელი, რომელშიაც გაჩრილი იყო ყამა ან ხანჯალი და დამბაჩა. ფეხზე ეცვათ ფერადი ფეხსაცმელები. ყველას ჰქონდა ჩახმახიანი თოფი. გურულები მოხდენილად და მდიდრულად იყვნენ ჩაცმულნი. თვალს იტაცებდა გურულების სილამაზე: გრძელი, ფაქიზად გამოყვანილი ცხვირი, ფართო შუბლი, პატარა პირი, იშვიათი ელვარების მეტყველი შავი თვალები, მუქი, ესპანური სახის ფერი...
...გურულები ატარებენ მუქწითელი ფერის შალის ყაბალახებს, რომლებიც თავზე მოხდენილად აქვთ მოხვეული. ყაბალახი კარგად იცავს ცუდ ამინდში და კიდეც უხდებათ. ქერა ან წაბლისფერი თმა კარგად აქვთ მოვლილი...
...დებულება, რომ შავსა და კასპიის ზღვებს შორის ადამიანთა უმშვენიერესი სახეობა სახლობს, არსად ისე არ დასტურდება, როგორც გურიაში, ოღონდ ეს გურულ მამაკაცებს ეხება, - ქალები მხოლოდ მაღალი საზოგადოების მანდილოსნები არიან აქ ლამაზები. გურულ მამაკაცზე უმშვენიერსს ვერაფერს ნახავთ. მისი ტანადობა, ძალოვანება, კანის ფერი, წვერი, თვალები, კბილები, განიერი მკერდი, სწორი თეძოები, მკლავები, ჩაცმულობა და შეიარაღება ყველაფერი ერთმანეთის შესაფერია ... მხოლოდ ამის მნახველი ევროპელი გაიგებს რა უპირატესობა აქვს კავკასიურ რასას სხვებთან შედარებით
ბრიტანელი მოგზაური და დიპლომატი ედვარდ ბლეკჰაუს ისტვიკი (1864)
ბათუმი სოფელია, დაახლოებით 30 სახლით. მშვენიერი ადგილია სილამაზით, თუმცა მალარიისა და ციებ-ცხელების ბუდეა. ის მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან წარმოადგენს ერთადერთ, თუმცა პატარა, ნავსადგურს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამიტომაც იყვნენ რუსები მონდომებულნი დაეკავებინათ ის, მაგრამ დაკარგეს, როგორც ამბობენ, სიტყვის მართლწერაში დაშვებული შეცდომის გამო. პატარა ყურე, რომელსაც შეუძლია დაიტიოს ხუთი გემი, მაგრამ აქვს გაუმჯობესებისა და გაფართოების შესაძლებლობა, მიმართულია სამხრეთ-დასავლეთით.
ბათუმი დავტოვეთ 6 აგვისტოს 1 საათზე და ჩავედით ფოთში 5 საათზე. ძნელი წარმოსადგენია ამაზე ნაკლებად მიმზიდველი ადგილი. სანაპირო იმდენად დაბალია, რომ შეიძლება ითქვას წყლის დონეზეა. ფაქტობრივად, ესაა ბინძური ლერწმიანი ჭაობი. ზღვა მძვინვარებს ქარის პირველივე მობერვაზე. 80 მილის სიგანეზე გაშლილი ჭაობი, მალარია, სიცხე, კოღოები და სხვა მწერები - ესაა ის რასაც ფოთი სტუმრებს სთავაზობს.
გემები ჩერდებიან სანაპიროდან ნახევარი მილის დაშორებით, და შეუძლებელია დაუკავშირდნენ სანაპიროსთან თუ ამინდი ცუდია, ხოლო თუ ამინდი კარგია, მომცრო ნავები მიდიან მათგან ტვირთის წამოსაღებად. ამაზე უფრო მოუხერხებელი არაფერია და ჭეშმარიტად, სასურველი იქნებოდა ვაჭრობის განვითარება ამ რეგიონში, რისთვისაც საუკეთესო გეგმა იქნებოდა გზის მოწყობა ბათუმამდე და პორტის მოწყობა რიონზე.
ბატონი მარკოვიჩის ასისტენტმა შემომთავაზა გაგვესეირნა პალიასტომზე, რიონის ძველ შესართავზე, იგივე ფაზისზე. ჩენ ვიარეთ კოკისპირულ წვიმაში მუხლებამდე ტალახში სხვა მდინარემდე, დაახლოებით ნახევარ მილზე მისგან. ირგვლივ იყო ხშირი ტყე დაბალი, 30 ფუტი სიმაღლის ხეებისა რომლებიც ხვიარებით იყო დაფარული.
ზღვიდან ყველაზე შორეულ ბოლოში იყო მეძავების ქოხები. ჩვენ იქ რამდენიმე ჯარისკაცი ვნახეთ. ფოთი თავისთავად, და რიონის ნაპირები ყველაზე არაჯანსაღი ადგილია დედამიწის ზურგზე
მე სრულებით გამთიშა ჭენებამ ძლიერ სიცხეში, შიმშილმა და წყურვილმა და ძლივს მივაღწიე სადგურამდე. როცა მივაღწიე, წამოვწექი ქოხის წინ ბინძურ ფიცარზე, ქოხი იყო იმდენად ბინძური, რომ შიგ არ შეისვლებოდა. სახლი ნორმალური იყო, თუმცა დაკავებული ჰქონდა პრინცესა დესპენისა და მისი ძმის, მალაქია გურიელის ქვრივს, როლებიც ჩვენსავით მგზავრობდნენ მარნამდე [სოფელი მარანი]. ისინი გაგვიმასპინძლდნენ ცივი ხორცითა და გურიელის ძალიან კარგი ღვინით
ჯეიმზ ბრაისი, „ტრანსკავკასია და არარატი“ (1876)
სამეგრელოს სამხრეთით, მცირე კავკასიონის ფერდობებსა და ქედებზე მდებარეობს გურია, მიწაზე, სადაც ხალხი უფრო ენერგიული და პირდაპირია და რადგანაც ამ ხალხს ნაკლებად შეეხო დაპყრობა და იმიგრაცია, მათ საუკეთესოდ შეინარჩუნეს ძველი თვალწარმტაცი კოსტიუმები
ჯოზეფ დე ბაი
საქართველოში ხასიათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გურულები ისეთივე რეპუტაციით სარგებლობენ, როგორითაც გასკონელები საფრანგეთში.
გურულებს სწამთ კატის, შავი მამლისა და მერცხლის. ერთი კატის მოკვლისთვის, ფიცს სდებენ, სიკვდილამდე ააშენონ ცხრა ეკლესია.
Comments
Post a Comment