Skip to main content

როგორი უნდა იყოს ჩვენი გერბი

როგორი უნდა იყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი? ამის გარკვევას საკმაო ხანია ამაოდ ცდილობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. კიდევ უფრო დიდი ხანია იმავეს ცდილობენ ლანჩხუთში.

მცირე ისტორია

ქალაქ ოზურგეთის პირველი გერბი რუსეთის იმპერიის მიერ გურიის სამთავროს მიერთების შემდეგ შეიქმნა. 1840 წელს ოზურგეთს ქალაქის სტატუსი მიენიჭა, 1843 წლის 21 მაისს კი ოზურგეთის პირველი გერბი დამტკიცდა.

ოზურგეთის გერბი წარმოადგენდა ფრანგულ ფარს, რომელიც ჰორიზონტალური ხაზით ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ზედა ნაწილი იმეორებდა საქართველო-იმერეთის გუბერნიის გერბს. ქვედა ნაწილი სიმბოლურად ასახავდა კონკრეტულად ოზურგეთს: მთა, გუთანი, და ვაზის აკიდო. ოზურგეთის გერბმა ამ სახით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არსებობამდე იარსება.

ოზურგეთის საქალაქო და სამაზრო გერბი 1843-1917

აი ჩოხატაურში კი მარტივად გადაჭრეს ეს პრობლემა. გამოაცხადებს კონკურსი. გამარჯვებულად კონკურსის ერთადერთი მონაწილე გამოაცხადეს  და ახლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საკუთარი დროშა და გერბი აქვს.



ესაა ჩოხატაურის გერბი: ბაზიერის ხელზე მჯდარი მიმინო გურიისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკაა, ფერები კი პორტუგალიის დროშას თუ გაგვახსენებს.

კონკურსი მართალია, ოზურგეთში და ლანჩხუთშიც კი გამოცხადდა, მაგრამ სასურველი ვარიანტი მაინც ვერ შეარჩიეს. ოზურგეთში ის სიმბოლოები ჩამოთვალეს რაც უნდა ასახულიყო გერბზე.

თამარის ჯვარი - რომელიც წლების მანძილზე აჭის ეკლესიაში ინახებოდა. (რამდენად მისაღებია რელიგიური სიმბოლოები გერბზე იმ რაიონისა, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი მუსლიმია?)
დედაბოძი - როგორც ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლო 
ზღვა - გასაგებია რატომაც. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო
მთა - ესეც გასაგებია რატომაც. ესეც მისაღებია

ოზურგეთისგან განსხვავებით, ლანჩხუთში მხატვრებისთვის არ განუსაზღვრავთ, რა უნდა იყოს გერბზე გამოსახული. კონკურსანტებს სრული თავისუფლება ჰქონდათ. თუმცა არსებობს ფარული მოლოდინები, რომ იქ ლელოს, ზღვის, ლანჩხუთის გურიას ან ჯიხეთის მთის ელემენტებს დაიტანენ.

მაინც რატომ გაძნელდა ასე ამ თითქოს არაპოლიტიკური საკითხის გადაწყვეტა. იმიტომ რომ მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის დამტკიცება თბილისიდან თავსმოხვეული იდეაა და გურიაში აზრად არ მოსვლია არავის, ეს გაეკეთებინათ.

ის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი სიმბოლიკა, 2006 წლიდან წერია კანონში. მიუხედავად ამისა, ბოლო ორი წელია მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო გერბებისა და დროშების მიღება.

ვეჭვობ, რომ ეს იდეა, „მოდი ყველა რაიონს გავაკეთებინოთ გერბი" თბილისში დაიბადა. შემთხვევითი არ უნდა იყოს ის, რომ პარლამენტთან არსებობს ჰერალდიკის საბჭო და პარლამენტისვე შენობაში მოწყობილია გამოფენა რაიონების გერბებითა და დროშებით.

და ბოლოს. გავითვალისწინოთ, რომ არსებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა (რაიონები) სრულიად უაზროა და ადრე თუ გვიან შესაცვლელი გახდება. უნდა გაუქმდეს არსებული რაიონები და შეიქმნას უფრო მცირე თემები. შესაბამისად, თუ ეს ასე მოხდა, თავიდან იქნება მისაღები თითოეული მხარის, ქალაქისა თუ სოფლის დროშაც და გერბიც.



Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...

ფოთი 1872 წელს

მაქს ფონ ტილმანი, გერმანელი დიპლომატი აღწერს ფოთს. მან 1872 წელს იმოგზაურა კავკასიაში, ოსმალეთსა და ირანში, რაც აღწერა 1875 წლის წიგნში Streifzüge im Kaukasus, in Persien und in der asiatischen Türkei . რიონის დელტა, ჯონ ტელფერის ნახატი ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ფოთი წარმოადგენდა დიდ ჭაობს რამდენიმე ქოხით; ათი წლის წინ მოსახლეობა ხტუნვით გადადიოდა წვიმიან ამინდში სახლიდან სახლში და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქუჩები შევსებული და მოკირწყლულია, ბაყაყების მხიარული ყიყინი მაინც ისმის ქუჩების ზედაპირიდან და ამაში მათ ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ძნელად მოიძებნება დედამიწაზე სხვა ასეთი სამოთხე ამფიბიებისთვის. ფოთი საკუთარ კეთილდღეობას, თუ არა საერთოდ არსებობას, უნდა უმადლოდეს კალამს, რადგან როდესაც თურქეთმა რუსეთს ა დრიანოპოლის შეთანხმებით დაუთმო ტერიტორია ყარსსა და ზღვას შორის, საზღვარს, საერთო შეთანხმებით, მდინარე ჭოროხზე უნდა გაევლო და ამ შეთანხმებით რუსეთი ბათუმის ხელსაყრელ ნავსადგურს მიიღებდა. მაგრამ მხოლოდ შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საზღვრად ხე...

გურული ხალხური დღესასწაულები: ლამპრობა, ბოსლობა

ლამპრობა მირქმისადმი მიძღვნილი ტრადიცია. პირველი თებერვალი ანუ მიგებება საღამო. საღამოსთვის ბაშვები ძალიან ადრიდან ემზადებოდნენ, რომ კარგი ლამპარი ჰქონოდათ. აკეთედნენ ბალის ტყავისგან, ნასხვენიდა, ანწის ღეროსაგან, ჩალისგან და სხვა. კარგად რომ დაბნელდებოდა ოჯახის ყველა წევრი, დიდიან-პატარიანა თითო ლამპარს გამოატანებდა ანთებულს. ამნაირად მთელი არემარე განათდებოდა. ბაავშვები ყიჟინებდნენ ლმაპრობაო, იყო სიცილი ხუმრობა, ლამპრის ლამპარზე დარტყმა, სოფელი სოფელს ეჯიბრებოდა და ოჯახი ოჯახს - ვის კარგი ლამპქრი აქო. ვახშამი იმ ღამე ს განსაკუთრებით კარგი კეთდებოდა. მეორე დღეს - კიდევ კარგი სადილი. ყველა ეკლესიაში მივიდოდა და იქაც წინა ღამის ლამპრის შესახებ ლაპარაკობდნენ. ძველი კაცები გაზაფხულის მაგიერ გალამპრობას ხმარობდნენ - გალამპრობაზე ძროხა წველას იზამსო და სხვა ასეთები. ლამპარს კიდევ უძახოდნენ ჟინჟღლს და ფაკლას. ჟინჟღლივით ლოყები აქო, ფაკლასავით იენთოვო, ხმარობდნენ ასე ლაპარაკში აპოლონ წულაძე ბოსლობა გურიაში ბევრ ადგილს იციან ბოსლობა. ჩემის ფიქრით, სიტყვა ბოსლობა ბოსელიდან წარმოდგება. მაგრამ ამ ...