Skip to main content

მაქსიმე ერისთავი

1819-1820 წლებში დასავლეთ საქართველოში მოხდა ანტირუსული აჯანყება, რომელიც იმერეთის აჯანყების სახელითაა ცნობილი, მაგრამ რეალურად მასში იმერეთის სამეფოს გარდა, გურიის სამთავროს მოსახლეობაც მონაწილეობდა. აჯანყების დროს გურიაში გაიმართა ბრძოლები, დაინგრა შემოქმედის ციხე, იოთამ ბოლქვაძემ მოკლა პოლკოვნიკი პუზირევსკი, აჯაყნებულების ნაწილი დააპატიმრეს, სხვებმა კი ოსმალეთს შეაფარეს თავი.

აჯანყებაში აქტიურად მონაწილეობდა იეროდიაკონი მაქსიმე ერისთავი, წარმოშობით თავადი. ერისთავი დაიბადა სოფელ ბირკნალში და აჯანყებამდე მსახურობდა გურიის უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში.

გურიის უდაბნო

1820 წელს, აჯანყების დამარცხების შემდეგ, ერისთავმა თავი შეაფარა ოსმალეთს და იქ დაჰყო 1830 წლამდე. 1830 წელს ერისთავი დაბრუნდა გურიაში, სადაც უკვე რუსული სამხედრო მმართველობა იყო. 1833 წელს ერისთავი დააპატიმრეს და ჩასვეს მეტეხის ციხეში, რადგან არ მოინანია აჯანყებაში მონაწილეობა. 1837 წელს ერისთავმა იმპერატორ ალექსანდრე პირველს სთხოვა გურიის რომელიმე მონასტერში გადაყვანა.

გენერალ გოლოვინის წერილი გრაფ პროტასოვს 31 აგვისტო 1838 წელი

განვიხილეთ რა თქვენი ბრწყინვალების მიერ გამოგზავნილი წერილი, დათარიღებული 15 ივლისით N1574 და მისი დანართი, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს ეგზარქოსის წერილის ასლს, გურიის თავად მაქსიმე ერისთავის შესახებ, რომელიც თავისი საქციელის გამო, დავით გარეჯის უდაბნოში იმყოფება; მე ჩემი მხრითაც, აღვნიშნავ, რომ ამ თავადის, მის ადრინდელ საცხოვრებელ ადგილზე, გურიაში დაბრუნება (როგორც ჩემი წინამორბედი ფიქრობდა), არქიეპისკოპოს ევგენის აღწერილ გარემოებათა გამო, იქნებოდა ძალზე მავენებელი არა მარტო გურიის სამწყსოსთვის, რომელსაც იგი თავისი სასულიერო წოდებით მიეკუთვნება, არამედ მთლიანად იმ მხარისთვის. რაც შეეხება საქართველოს ეგზარქოსის აზრს, ამოირიცხოს იგი სასულიერო წოდებიდან და გაეგზავნოს მთავარმართებელს შემდგომი რეაგირებისთვის, მე ამაზე მსურს განვაცხადო, რომ მისი ამ მხარეში დატოვება მოუხერხებელი იქნება და გაჭირდება მისთვის ადგილის გამონახვა. ამის გამო საუკეთესო გამოსავლად მიმაჩნია, ერისთავი საცხოვრებლად გადავასახლოთ ერთ-ერთ სამხრეთ გუბერნიაში ისე, რომ იყოს პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. ამასთან, მის შესანახად გამოყოფილი 5 მანეთი ვერცხლი თვეში შეუნარჩუნდეს მომავალშიც, იმის გათვალიწინებით, რომ იგი არის უკიდურესად ღარიბი და მხცოვანი ასაკის

1839 წელს მაქსიმე ერისთავი გადაასახლეს ქ. ეკატერინოსლავში. გარდაიცვალა 1843 წლის შემდეგ

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

ფოთი 1872 წელს

მაქს ფონ ტილმანი, გერმანელი დიპლომატი აღწერს ფოთს. მან 1872 წელს იმოგზაურა კავკასიაში, ოსმალეთსა და ირანში, რაც აღწერა 1875 წლის წიგნში Streifzüge im Kaukasus, in Persien und in der asiatischen Türkei . რიონის დელტა, ჯონ ტელფერის ნახატი ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ფოთი წარმოადგენდა დიდ ჭაობს რამდენიმე ქოხით; ათი წლის წინ მოსახლეობა ხტუნვით გადადიოდა წვიმიან ამინდში სახლიდან სახლში და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქუჩები შევსებული და მოკირწყლულია, ბაყაყების მხიარული ყიყინი მაინც ისმის ქუჩების ზედაპირიდან და ამაში მათ ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ძნელად მოიძებნება დედამიწაზე სხვა ასეთი სამოთხე ამფიბიებისთვის. ფოთი საკუთარ კეთილდღეობას, თუ არა საერთოდ არსებობას, უნდა უმადლოდეს კალამს, რადგან როდესაც თურქეთმა რუსეთს ა დრიანოპოლის შეთანხმებით დაუთმო ტერიტორია ყარსსა და ზღვას შორის, საზღვარს, საერთო შეთანხმებით, მდინარე ჭოროხზე უნდა გაევლო და ამ შეთანხმებით რუსეთი ბათუმის ხელსაყრელ ნავსადგურს მიიღებდა. მაგრამ მხოლოდ შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საზღვრად ხე...

გურული ფირალები

ფოტოები ირაკლი მახარაძის წიგნიდან „გურული ფირალები“ კვაჭაძე, ერთ-ერთი პირველი ფირალი ალმასხან ბედინეიშვილის ისტორია ალმასხან ბედინეიშვილი იყო წარმოშობით სურებიდან. მისი ბატონი იყო ზურაბ ერისთავი, გორაბერულის ერისთავების შტოდან. ერისთავი მიაკითხავდა ბედინეიშვილს, როგორც სხვა გლეხებს, წამოწვებოდა მარანში და ითხოვდა მასვით და მაჭამეთო და სამ დღეზე ნაკლებს არ გაჩერდებოდა. უძლებდა ალმასხანი, მაგრამ ერთხელაც ბატონმა ქალები მოინდომა, ამოასხა ალმასხანს, შეუვარდა ერისთავს გორაბერეჟუოულის სასახლეში და მოკლა ლოგინში. ბედინეიშვილმა 60 წელის გაატარა სურების ტყეში ფირალობაში. სიმღერა ფირალ მეხუზლაზე   სიმღერა სისონა დარჩიაზე  სიმღერა სისონა დარჩიაზე ირაკლი კალანდარიშვილი თეოფილე მუხაშავრია და ლავრენტი გობრონიძე ვასილა ლომინაძის ლექსი  ჩვიდმეტი წლის რომ შევიქენ იარაღი შევიყვარე; მაუზერი და ლაგანა  ჯიბანებს ამოვიფარე. სალდათობამ მომიწია  პოლიციას დავემალე დედ-მამას დავემშვიდობე  რუსეთისკენ გავემგზავრე სა...

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...