Skip to main content

ვახტანგ გურიელი ითხოვს რუსეთის ქვეშევრდომობას

ვახტანგ III გურიელის, გურიის გადაყენებული მთავრის, წერილები პავლე ციციანოვს, რუსეთის იმპერიის მთავარსარდალს საქართველოში, მიწერილი 1804 წელს, რომლებითაც ვახტანგი ციციანოვს უმტკიცებს რუსეთის ერთგულებას და ითხოვს იმპერატორის მხარდაჭერას


ოდეს მათის უდიდებულესობისა ეკატერინა ხელმწიფაისა მიერ წარმოგზავნილი ჯარი ჩვენს ქვეყნებში იყო და ქუთაისის ციხე აიღეს, მას ჟამსა იმერეთი, ოდიში და გურია ოსმალთ მონებისაგან გამოხსნილ იქმნა და მამა ჩემი მისის უდიდებულესობის საერთგულოდ დააფიცეს და მისის მოწყალებითა და საფარველით ვსცხოვრებდით და მათი ნიშანი მამა ჩემს ქონდა და მეც მაქვს ხრმალი და ბეჭედი და მათის უდიდებულესობის წერილი წელიწადში ორი, სამი მოგვივიდოდა, მას მერმეთ ჩვენ არას ხელმწიფის ხელშიდ არა ვყოფილვართ ისე თავისუფლად ვიყვენით და მრავალ-ჯერ ვეცადენით რომ მისს უდიდებულესობის კარზედ ვხლებოდით და ჩვენი შეწუხება გამოგვეცხადებინა, მაგრამ გზა ვერ ვიშოვნეთ. აწ რადგან ღმერთმა ინება ამ ქვეყნებში მათის უდიდებულესობის ძალი ცხადი იქმნა ჩვენც გევედრებით თქვენი შეწევნა და მოწყალება ჩვენზედ იყოს. ღმერთს ვიმოწმებ, რომ რაც განსაცდელი და მწუხარება მადგას ან მე და ან ჩემს ქვეყანას, ყოველივე ჯერ ქრისტიანობისა და მერმეთ მისის უდიდებულესობის ერთგულებისათვის, თორემ სხვა მიზეზი არავისთან არა გვაქვს რა. აწ ქრისტიანობის ვალს გადებთ, რომ ამ შეწუხებისაგან მიხსნათ მეცა და ჩემი ქვეყანაცა და საუკუნოდ მისის უდიდებულესობისა სამსახურში განგვაწესოთ

იცის თქვენმან ბრწყინვალებამ, რომ მე მრავლის ჟამითგან მათის უდიდებულესობის ნიშნით აღნიშნული ვიყავი; თუმცა მცირე და შეუძლებელი ვიყავ, მაშინც ყოვლითა გულითა ჩემითა ერთგული ვიყავ და ვართ; მაგრამ ჩემის ცოდვისაგან რომელიმე განსაცდელი შემემთხვია და ამის ძალით დავაკლდი თქვენს სამსახურსა, რომ ჩემსა ქვეყანაში არ გახლდით ახლა ღუთისა და თქვენის წყალობით ჩემს ქვეყანაში გიახელით, რაც ჩემი იყო რომელიმე დავიჭირეთ და გახლავართ. რომელიც რომ ზღვის პირის ნავთსაყუდლები და ადგილები არის ჩვენი, სრულიად ჩვენ გვაქვს, ჩემი უმცროსი ძმები ლევან და დავით ჩემთან გახლავან, ჩემი მორჩილნი არიან და ამ შავის ზღვის ნავთსაყუდლების უფროსი ჩვენ მაგიერი კნიაზ ნაკაშიძე კაცო და ბეჟან ჩემთან გახლავან და სხუა თავადებიც. აწ რადგან ღმერთმა მაღირსა, რომ ჩემს ქვეყანაში გიახელით, რაც თქვენი ბრძანება მექნება ერთგულად გმსახურებ და ჩემს მხარეზე თქვენის წყალობით ყველა სამსახურის და თქვენი ბრძანების აღსრულებისა თანამდები გახლავართ, რაც მე ბოროტი შემამთხვიეს თქვენ ყველა მოხსენებული გაქვსთ და მე რომ ფაშასთან გახლდით, მაშინ ვეჭობ თქვენთვის მოუხსენებიან, სიტყვა გაუკეთებიათ, რომ გურიელი ჩვენ ვართო, მაგრამ ეს თქვენს მეცნიერებას არ შვენის, რომ სწორე არ შეიტყოთ. ღმერთმან ნუ ქნას რომ თქვენ ან უსამართლობა ვინმემ გკადროს და მოგახსენოს და ან სიცრუით საქმე დაიჭიროთ. სხვა თუ არაფერი შემიძლიან, გულით მაშინც ასე ერთგული გახლავართ, რომ იმერეთს, ოდიშს და გურიას ჩემს უფრო თქვენი ერთგული არავინ არის და ჩემსავით სწორეს არავინ მოგახსენებს; გურიელობა და არც ეს ზღვის ადგილები ჩემს მეტს არც კვლავ ქონია და არც ახლა აქვს. აწ გევედრები რო ერთი სარწმუნო კაცი გამოგზავნეთ და ჩვენი საქმე სწორე შეიტყეთ, თორემ სხვისაგან არ იქნება. ჩვენ სხვისგან არც გავიცემით, არც გავიყიდებით, არც არავისი მონა ვყოფილვართ და არც ვართ თქვენი ბრწყინვალება რასაც გვიბრძანებს, ყოვლითურთ მორჩილნი და ერთგულნი გახლავართ ბატონო


Акты, собранные Кавказской археографической комиссией ტ. II გვ. 540, 542

Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

ფოთი 1872 წელს

მაქს ფონ ტილმანი, გერმანელი დიპლომატი აღწერს ფოთს. მან 1872 წელს იმოგზაურა კავკასიაში, ოსმალეთსა და ირანში, რაც აღწერა 1875 წლის წიგნში Streifzüge im Kaukasus, in Persien und in der asiatischen Türkei . რიონის დელტა, ჯონ ტელფერის ნახატი ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ფოთი წარმოადგენდა დიდ ჭაობს რამდენიმე ქოხით; ათი წლის წინ მოსახლეობა ხტუნვით გადადიოდა წვიმიან ამინდში სახლიდან სახლში და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქუჩები შევსებული და მოკირწყლულია, ბაყაყების მხიარული ყიყინი მაინც ისმის ქუჩების ზედაპირიდან და ამაში მათ ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ძნელად მოიძებნება დედამიწაზე სხვა ასეთი სამოთხე ამფიბიებისთვის. ფოთი საკუთარ კეთილდღეობას, თუ არა საერთოდ არსებობას, უნდა უმადლოდეს კალამს, რადგან როდესაც თურქეთმა რუსეთს ა დრიანოპოლის შეთანხმებით დაუთმო ტერიტორია ყარსსა და ზღვას შორის, საზღვარს, საერთო შეთანხმებით, მდინარე ჭოროხზე უნდა გაევლო და ამ შეთანხმებით რუსეთი ბათუმის ხელსაყრელ ნავსადგურს მიიღებდა. მაგრამ მხოლოდ შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საზღვრად ხე...

გურული ფირალები

ფოტოები ირაკლი მახარაძის წიგნიდან „გურული ფირალები“ კვაჭაძე, ერთ-ერთი პირველი ფირალი ალმასხან ბედინეიშვილის ისტორია ალმასხან ბედინეიშვილი იყო წარმოშობით სურებიდან. მისი ბატონი იყო ზურაბ ერისთავი, გორაბერულის ერისთავების შტოდან. ერისთავი მიაკითხავდა ბედინეიშვილს, როგორც სხვა გლეხებს, წამოწვებოდა მარანში და ითხოვდა მასვით და მაჭამეთო და სამ დღეზე ნაკლებს არ გაჩერდებოდა. უძლებდა ალმასხანი, მაგრამ ერთხელაც ბატონმა ქალები მოინდომა, ამოასხა ალმასხანს, შეუვარდა ერისთავს გორაბერეჟუოულის სასახლეში და მოკლა ლოგინში. ბედინეიშვილმა 60 წელის გაატარა სურების ტყეში ფირალობაში. სიმღერა ფირალ მეხუზლაზე   სიმღერა სისონა დარჩიაზე  სიმღერა სისონა დარჩიაზე ირაკლი კალანდარიშვილი თეოფილე მუხაშავრია და ლავრენტი გობრონიძე ვასილა ლომინაძის ლექსი  ჩვიდმეტი წლის რომ შევიქენ იარაღი შევიყვარე; მაუზერი და ლაგანა  ჯიბანებს ამოვიფარე. სალდათობამ მომიწია  პოლიციას დავემალე დედ-მამას დავემშვიდობე  რუსეთისკენ გავემგზავრე სა...

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...